ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 11 მარტს, ხვიჩა კვარაცხელიამ, სერია "ა"-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, წლის გოლად აღიარებული შედევრი გაიტანა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა...

"კვარას" მიერ გატანილი შთამბეჭდავი გოლით აღფრთოვანებული ვართ. თვალებიდან არც "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სახე ამოგვდის, რომელიც ზაფხულში, ალბათ, ბოლომდე მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ საქმე ამ დონის მოთამაშესთან ჰქონდა.

"კვარადონამ" საქართველოში ფეხბურთი ყველას შეაყვარა და ტელეეკრანებს ისეთი ადამიანები მიაჯაჭვა, სულ ცოტა ხნის წინ ამას რომ ვერ წარმოიდგენდნენ. თავიდან თუ გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ჩვენებურის წარმატებით უბრალოდ ტკბებოდა, ნელ-ნელა თითოეულ საფეხბურთო დეტალში გაცნობიერებას ყველა ცდილობს, მხოლოდ ვიდეოებს კი არ უყურებენ, ანალიტიკასაც დაკვირვებით ეცნობიან.

რატომ უნდა გაეტანა ხვიჩას?

"ატალანტასთან" მატჩის პრევიუში ძალიან დამაჯერებლად ვწერდით, რომ კვარაცხელიას გოლის გატანის დრო იყო. ამას ხვიჩას მიერ აწეული თამასა განაპირობებდა. ზუსტად ერთთვიანი პაუზის შემდეგ "კვარას" საკუთარი დიდებული გულშემატკივრების ემოციური აფეთქება მონატრებული ჰქონდა. გარდა ამისა, ბერგამოელებს ნაკლებად შეუძლიათ დაცვაში ისეთი ზღუდეების აგება, როგორც ეს "ინტერმა" თუ "ლაციომ" შეძლეს. ქართველი გარემარბის ირგვლივ ისევ რამდენიმე მოწინააღმდეგეს ვხედავდით, თუმცა სულ იგრძნობოდა, რომ 77-ე ნომერი თავის შანსს მაინც მოძებნიდა.

კვარაცხელიას გასატანად მონდომება არ დაუკლია, რამაც ზოგიერთ ეპიზოდში პასის არმიცემის გამო თანაგუნდელთა ერთგვარი გულისწყრომა გამოიწვია. ხვიჩას ეგოიზმს ვერავინ დასწამებს, უბრალოდ მან შორიდან გასროლა მოინდომა და ორივე შემთხვევაში საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. როცა მიზანს ვერ აღწევ, შემდეგ იოლია თქმა, რომ სხვა გაგრძელება აჯობებდა. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, როცა ჩვენებურმა საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და კარშიც დაარტყა, იქ პასზე აპელირება ნამდვილად არასწორი იყო.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი გარემარბი დაცვაშიც კარგად გაისარჯა და ერთ მომენტში ბრწყინვალე ართმევა შემოგვთავაზა.

როგორ გაიტანა ხვიჩამ?

გოლისას ხვიჩას შესრულებით თავბრუდამხვევი მოძრაობები ვნახეთ, თუმცა ეპიზოდი მაინც მთლიანად უნდა განვიხილოთ. ნეაპოლელები და მისი ქართველი ლიდერი ცდილობენ, მაქსიმალურად ბევრი თავისუფალი სივრცე აითვისონ, რაც მეტოქეთა გაძლიერებული დაცვის ფონზე რთულია. ზამბო ანგისა პრესინგის თამაშისას იდეალურად გაისარჯა. კამერუნელის მიერ ჩაჭრილი ბურთის შემდეგ "ატალანტას" ფეხბურთელებმა გადალაგება ვეღარ მოახერხეს, ჯერ ვიქტორ ოსიმენზე გადაერთნენ, ამასობაში კი ბურთის მიღების დროს კვარაცხელიას სივრცე დაუტოვეს. ამის შემდეგ 77-ე ნომრის შეჩერება შეუძლებელია, მას აქვს უნარი, ერთ მხარეს გაიხედოს, მოძრაობა სხვა მიმართულებით გააკეთოს, მერე ყველაფერი წამებში შეცვალოს, შენ კი ვერაფრის გააზრება მოასწრო. როგორ უნდა შეაჩერო ხვიჩა? - ეს შეკითხვა სულ უფრო უპასუხოდ რჩება.

რატომ ვეღარ გააქვს ოსიმენს?

როცა თამასაზე ვსაუბრობთ, ნეაპოლელთა ნიგერიელ ფორვარდსა და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეს, ვიქტორ ოსიმენს, ზედიზედ მეორე ტურში ვერ გააქვს. 19 გოლის ფონზე, ეს კატასტროფა ვერ იქნება, თუმცა მისი ემოციურობის შესახებ ვიცით და ეს ყოველივე ვიქტორზე მოქმედებს. მან ამ ორივე დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ჩვენს ნათქვამს ერთგვარად ადასტურებს.

კარგად ჩანს, ოსიმენის გოლებზე კვარაცხელიას როლი რამხელაა. "ატალანტასთანაც" იყო ეპიზოდები, როცა ხვიჩამ ნიგერიელი, ტრადიციულად, კარგად შეიმჩნია, მაგრამ ის გრძელი და მაღალი გადაცემები, რასაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია, არ გამოვიდა. ყოველთვის ეს რთული იქნება, ზოგჯერ მცველები თამაშობენ უფრო ყურადღებით, ზოგ შემთხვევაში კი პასი არ გამოდის საგოლე.

ვიქტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი პიოტრ ზელინსკი ბოლო დროს ძველებურად მწვავე ვეღარ არის, განსაკუთრებით, "ასისტების" ნაწილში, რაც ოსიმენისთვის ერთ-ერთი ფაქტორია. ნიგერიელი ყველაფერს დაძლევს! მართალია, კვარაცხელიას გოლის დროს საგოლე პასზე საუბარი უხერხულია, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის "ცხრიანს" ეკუთვნოდა.

სირთულეები

უახლოეს მდევარ "ინტერთან" სხვაობა 18 ქულაა და ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა ჯერ სკუდეტო არ გაფორმებულა და თითოეული ხარვეზის გამოსწორება მნიშვნელოვანია. ისევ უნდა აღინიშნოს, რომ მატიას ოლივერას სუსტი შეხვედრები აქვს და ხვიჩას მარცხენა ფლანგზე მაინც მარიო რუის დაბრუნებასა და ფორმაში შესვლას დაველოდებით...

რა უნდა ისწავლოს საქართველოს ნაკრებმა?

"ნაპოლის" მატჩების განხილვისას საქართველოს ნაკრებზე საუბარი, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება (ნირვეგიასთან) იმდენად ახლოსაა, გასაკვირი არაფერია.

როცა ჩვენებურის წინააღმდეგ რამდენიმე მოთამაშეს ვხედავთ, წარმოგვიდგენია, ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარ მწვრთნელს რა გეგმები ექნება. უმნიშვნელოვანესია, "კვარას" რესურსის სრულად გამოყენება შევძლოთ. თავისუფალი სივრცეების ათვისებაზე ადრეც გვისაუბრია, ბოლო მატჩის მაგალითზე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ნახევარდაცვაში მძლავრ პრესინგს, მაქსიმალურად ბევრ ჩაჭრას და დაკარგული ბურთების სწრაფად დაბრუნებას რამხელა მნიშვნელობა ექნება (დღეს ამ ადგილას ლუქსემბურგი წარმოვიდგინოთ).

საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომელიც ევროპულ ფეხბურთს აღაფრთოვანებს და მის საზღვრებსაც გასცდა. ჩვენ თუ, ვთქვათ, ერლინ ჰოლანის შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ, მათი ფიქრები "კვარადონასთვის" ყველა გზით ხელის შეშლაა, რაც რთული ამბავია. ხვიჩა იმ სტილის მოთამაშე არაა, რომლის "შეშინებას" მცირე ჯარიმებითა თუ ჩარტყმით შეძლებენ, ის ხომ ფეხებზე ძალიან მყარად დგას!..

ჯონი
თუ ძმა ხარ , სვარკას უყურე რა ))) სეზონში კიდევ 7 თუ 8 თამაში დარჩა და ვაცალოთ ჩვენს ოქრო ბიჭს თამაში !! მთელი საფეხბურთო სამყარო ხვიჩათი აღფთოვანებული არის და შენ ღა რა გჭირს)))
ვაჟა მასწავლებელო!
ვაჟა მასწ! შენ ისევ ექიმობას მიაწექი ფეხბურთი და მასწავლებლობა არ არის შენი ძლიერი მხარე.ჩაკვეტაძე სლოვანში რომ თამაშობდა მაშინ რონალდოს ჯერ კიდევ არ ქონდა გოლი გატანილი ალ ნასრის შემადგენლობაში. აბა ჰე
gel-100
შე მართლა ჟორა შენ დაინახავ სეზონის ბოლოს კვარა უფრო შედეგიანი შარშან იყო თუ წელს იქნება,,წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო ალბათ არც გაგიგია და ახლა შემომედავები სერია-ა საფხულში მთავრდებაო მაგრამ დაველოდოთ მაგ დროს და მერე ილაპარაკე რომელ სეზონში უფრო მეტი გაიტანა პირველში თუ მეორეში,,წარმატებები კვარას შენი და შენისთანა კლავიატურშიკების და ბოღმიანების გულის გასახეთქად
ჟორა
ხვიჩამ ამ ბოლო შეხვედრებში გაიტანა, მაგრამ ორჯერ მეტი მომენტი ვერ გაანიავა და ამის მიზეზი ძლირ დარტყმაზე გათვლილი მოქმედება იყო. შარშან ასე არ იქცეოდა და უდარს მეკარის მოტყუებას და ტექნიკურ თამაშს ამჯობინებდა, ამიტომ იყო უფრო შედეგიანი გასულ წელს.
გიორგი
"კვარას" მიერ გატანილი შთამბეჭდავი გოლით აღფრთოვანებული კი ვართ. თვალებიდან არც "ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სახე ამოგვდის, მაგრამ გარწმუნებთ, ამ გოლის შემსწრე ადგილობრივი მასხარ-ანალიტიკოს-მოხალისეების სახეები რო დაგვენახა, არც მათი სახეები დაგვავიწყდებოდა)))
NAPOLI!
სპორტალ .ჯე!!!!!!!! ჩვენს ნერვებს ცდით!!! რატომ დებთ ამ უნამუსოები პოსტებს! კვარა არის მოვლენა და ბასტა!!!!
კახა ქ.
მე კი ვიტყოდი სამივეს დამსახურებაა.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ოსიმხენის როლის დაკნინება ნაპოლის წარმატებაში.
გენა
ხვუჩა სუპერ დონეა რა თქმა ჯნდა, მაგრამ ნორვეგიასთან სავარაუდოდ წავაგებთ და მერე ატყდება ვიშვიში და მოთქმა-გოდება.
ვაჟა მასწავლებელი
ბატონო "ტტტ" ჩაკვე კარგ ფორმაშია, მაგას მიყავს თამაში "სლოვანში". რაც შეეხება გოლების გატანას იმედია დაიწყებს. ნაკრებში კვარას ზუსტად, რომ ჩაკვეს პასები ჭირდება (სამწუხაროდ სხვა არავინაა), ისევე როგორც ნაპოლიში - რუის პასები.
გოგა
კიმი და ხვიჩა ნახევარი ნაპოლი, ეს ორი რო არა, ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი, ოსიმენის 19 გოლი კი სულ სხვა ამბავია, რომლიც ნახევარი ხვიჩას დამსახურება.
ტტტ
სად ხედავთ ჩაკვეტაძის კარგ ფორმას ვერ გავიგე, ტიპს 1 წელია გოლი არ გაუტანია.
გოგია
კიდევ რაში ხარ დარწმუნებული ეგრე ფუნდამენტალურად? :)
ლაშა
100% ვერ დავეთანხმები ვერავის პრემიერლიგის უპირატესობაში ლა ლიგასთან მიმართებით და რაღაც ბოლომდე არ მჯერა რომ ესპანელი პრემიერლიგის უპირატესობაზე ლაპარაკობდეს.
მეგრელი
ღმერთმა ქნას დავამარცხოთ და პრემიერ ლიგა მაგრად არ მაინტერესებს, მაგრამ რო მოგვიგონ? შენ დარწმუნდები საწინააღმდეგოში? ჯერ უძლეველი რას ნიშნავს? უძლეველი არავინაა. მადრიდში ვცხოვრობ და თვითონ ბევრი ესპანელი პრემიერ ლიგას მიიჩნევს ნომერ პირველად. (მე არა)
ლაშა
ისე ინგლისს საფრანგეთსა და გერმანიაში თამაშიც კი სჯობს. საფრანგეთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი წარმატებით გამოდიან მაროკოს, სენეგალის, კამერუნის, ტუნისის თუ სხვ. წარმატებული აფრიკული ნაკრებები!
ლაშა
ჯობს 2 ფეხბურთელი იტალიასა და ესპანეთში, ვიდრე 6 ფეხბურთელი ინგლისში!
დრანდელი
ხვიჩაზე და მის საფეხბურთო სასწაულებრივ უნარებზე საუბრისას,რა საჭიროა ბილწი პოლიტიკური ნარატივის შემოტანა,მომკალი და არ მესმის.ვფიქრობ,თავად მას,სწორედ მას,პირველ რიგში,ვაყენებთ ამით შეურაცხყოფას.ხვიჩას,დიდ ფეხბურთელსა და ზეპარტიულ,ღვთისმოსავ,თავმდაბალ,ზნეკეთილ ბრწყინვალე ახალგაზრდას გაუმარჯოს!
ქ. გ.
ოსიმონმა კარგად ითამაშა. ასისტი გააკეთა. მანამდე კი "მაკრატელა" დაარტყა ლამაზად. რამ გამოიწვია ისტერიკა თამაშის ბოლოს? აი ამან: მიხვდა, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი და რა დიდი განსხვავებაა ხვიჩასა და დანარჩენების შორის.
ქ. გ.
ნაკრებმა რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს, მინიმუმ 6 ძლიერი მოთამაშე არის საჭირო. გვყავს 2: მამარდაშვილი და კვარაცხელია. თუ მოუმატებენ მიქაუტაძე (ტაქტიკურად და ფიზიკურად) და ჩაკვეტაძე (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად), მაშინ 4 იქნება.
ლაშა
ერთად აუცილებლად უნდა ითამაშოს კვარამ და ჩაკვემ, რადგან არ გვაქვს ერთ-ერთი მათგანის სკამზე დასმის ფუფუნება. სავარაუდოდ ერთ-ერთს პოზიცია შეეცვლება, რადგან ორივეს შეუძლია ნებისმიერ ფლანგზე თამაში.
მეზღვაურს
ერთხელ პალატინის სთხოვეს შედარება გაეკეთებინა ზიდანსა და ანრის შორის და იცი რა უპასუხა? სუპერფეხბურთელი რომ გაიზარდო ესპანეთში ან იტალიაში უნდა ითამაშოო! ამიტომაა, რომ სუპერფეხბურთელების უმრავლესობა თამაშობდა, თამაშობს და ითამაშებს იტალიასა და ესპანეთში, რომელთა უმეტესობა ოქროს ბურთის მფლობელია! ზიდანი თავის დროზე წინააღმდეგი იყო როგორც პრემიერლიგაში თამაშზე, ისე მწვრთნელობაზე, ამიტომ ფეხბურთში ყველაფერს ფული ვერ წყვეტს, თორემ ყველა ახალგაზრდა კატარსა და საუდის არაბეთში წავიდოდა.
anti
ჩემი აზრით ხვიჩასთან ერთად სასტარტოში უნდა ითამაშოს ჩაკვემაც, ვიცი ერთი ფლანგის მოთამაშეები არიან, მაგრამ ფლანგების გაცვლით შეიძლება გამოსავლის პოვნა, ასევე ნორვეგიელები ხვიჩას შეჩერებაზე გააკეთებენ აქცენტს და ამით უნდა ისარგებლოს ჩაკვეტაძემ, თან ძალიან კარგ ფორმაშია და დიდი ძალა არის ნაკრებისთვის.
Მეზღვაური
ზზოგს ჩელსი რომ მიაჩნია ლიგის ფავორიტად და არგუმენტი 2012შიც უცნობი მწვრთნელი დიმატეო ჰყავდათ და სუსტი შემადგენლობაო.ჩეხი-ტერი-ახალგაზრდა დავიდ ლუიზი-კოული-ივანოვიჩი-დროგბა-ტორესი-ახალგაზრდა მატა-ლამპარდია სუსტი შემადგენლობა? თუ ობი მიკელი,რამირესი,ბოსინგვა,კალუ,მალუდა რომ იყვნენ ამიტომ იყო სუსტი?ეგ 5 კაცი ახლანდელი ჩელსის ძირითადის ბევრ მოთამაშეს ჯობია.2021წლის ჩელსიც უფრო დალაგებული და შეკრული გუნდი იყო.
ლაშა
kvaratskhelia is closer to maradona than messi ever was/ კვარაცხელია მარადონასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე მესი ოდესმე ყოფილა და სხვა კომენტარები იხ.: https://www.youtube.com/watch?v=QRlnuajHcLA
G.LA
ხვიჩას მოტივაცია არასოდეს აკლია. არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა ამ თამაში ძალიან გაბრაზებულიც იყო დიდ მონდომებასთან ერთად. ეს შეიძლება ლაციოსთან წაგებული თამაშის შემდეგ, შეიძლება თბილისში დატრიალებული ამბების გამოც. დარწმუნებული ვარ მისი თანტოლი არაერთი მეგობარი იქნებოდა აქციაზე, რაც გავლენას იქონიებდა ხვიცაზე. შეიძლება ორივე მიზეზმა განაპირობა მის თავგანწირული თამაში დაცვაში თუ წინ, კარში ერთ ორჯერ ისეთი დარტყმები, რაც ადრე თვითონ მგონი გაუმართლებლად თვლიდა და პასებს აკეთებდა. უკვე პირველ ტამის შუაში ვფიქრობდი რომ რაღაც დასამახსოვრებელს გააკეთებდა. მან თავისი თავგანწირვით ნახევარი გუნდის წინაც არ დაიხია და გაიტანა რაღაც ფანტასტიკური გოლი. გიჟივით დავრბოდი ოთახში ყვირილით, მერე ჩემ თავზე მეცინებოდა. ხვიჩამ ასეთი ''თავხედური'' გოლით, აქციაზე თავისი თანატოლი გოგო ბიჭების გასაუცარი მამაცობა და შეუდრეკელობა იმ წუთას მომაგონა. ამ ახალგაზდების შემყურეც თვალები სიხარულის ცრემლით მევსებოდა. მჯერა ევროპაზე გავალთ და მერე ეს თაობა უკვე ევროპაში იტყვის თავის სიტყვას, მათ ხომ მაგალით ყავთ უკვე. არა რუსულ ჭაობს.
ლაშა
... ჩვენი ნაკრები როდესაც ნორვეგიას დაამარცხებს მარტინ ედეგორიან-ჰალანიანად და ეს არ იქნება სენსაცია, მაშინ კიდევ უფრო დარწმუნდება ზოგიერთი პრემიერლიგის "უძლეველობაში"!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია