ზედიზედ მეორე მატჩი, რომელიც "სან ანტონიომ" ოვერტაიმში წააგო. სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა 2 დღის წინ დალასში, დამატებით დროში დათმო შეხვედრა, ახლა კი შინ "მემფისთან" ოვერტაიმში დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში ხმაურიანი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა. სანდრომ მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში 14 მოხსნა მიითვალა. ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდში ყველაზე მეტი – 8 მოხსნა ზაკ კოლინსს ჰქონდა, ხოლო მემფისში მაქსიმალური შედეგი 10 მოხსნა იყო, რომელიც ტაირონ ჯონსმა დააფიქსირა. 14 მოხსნა მამუკელაშვილის პროფესიულ კარიერაში უმაღლესი შედეგია. აქამდე მისი რეკორდული მაჩვენებელი 13 მოხსნა იყო, რომელიც მან წინა სეზონში, მილუოკიში თამაშის დროს, "კლივლენდის" წინააღმდეგ დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი "სან ანტონიო" 106:96 დააწინაურა. ქართველი ფორვარდი საფინალო სირენამდე 2:05 წუთით ადრე მოედნიდან გავიდა, რა დროსაც მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. დარჩენილ 2 წუთში მემფისელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა, "სან ანტონიომ" კი შეხვედრა 120:126 (სტატისტიკა) დათმო.

მამუკელაშვილმა მე-4 პერიოდში 7:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მთლიანობაში, მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში სანდროს მონაგარი იყო – 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. სანდრო არ დაჯარიმებულა და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. მამუკელაშვილმა 5-დან 2 ორქულიანი მიითვალა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. სანანტონიოელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო დევინ ვასელი, ზაკ კოლინსმა 24 ქულა მიითვალა, კელდონ ჯონსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.

"სან ანტონიო" მორიგ მატჩს 19 მარტს, კვლავ შინაურ არენაზე, ამჯერად "ატლანტა ჰოუქსთან" გამართავს.

GBF.GE

ქ. გ.
სანდროს ინტერვიუ https://twitter.com/RealTomPetrini/status/1637202240258682883
ქ. გ.
სანდროს მომენტები https://www.youtube.com/watch?v=Iq2v9ujacEI
ჯანაშია ვაგნერი.
ცუდი სტატისტიკაა.მოხსნები კარგია,მაგრამ ამ ბიჭს სროლებში აშკარად უჭირს.უფრო მეტი უნდა იმუშაოს ამ კომპონენტზე,თორემ მაგ გუნდიდანაც მოუწევს აბარგება და საბოლოოდ დაემშვიდობება ნბსს
ეეე
ქულებია მთავარი, ქულები.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
16 ქულა - მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის ბოლოსწინა მატჩი ჩაატარა [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
ტეიტუმის ისტორიული საღამო, რეკორდი, 32 ქულიანი გაქცევა და მნიშვნელოვანი გამარჯვება "სპურსთან" [VIDEO]
მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]
მამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
დონჩიჩის სამმაგი და მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]