სუპერლიგის მორიგი სათამაშო დღე დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ბოლო მატჩში ერთმანეთს გურჯაანის დელტა და თბილისური კავკასია დაუპირისპირდნენ. ცხრილში სოლიდური სხვაობის მიუხედავად, გამარჯვება შედარებით დაბლა მყოფმა გურჯაანულმა გუნდმა მოიპოვა, რომლისთვისაც ბოლო 5 მატჩში ეს მე-4 გამარჯვება გახლდათ.

ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა დელტამ საინტერესო, არასტაბილური გზა გამოიარა. გურჯაანელებმა სუპერლიგა 5 მოგებითა და 1 მარცხით დაიწყეს, შემდეგ ზედიზედ 7 მატჩი წააგეს და შემდეგ 5 მატჩში 4 მოგება აქვთ. ლოგიკურად, გურჯაანელებს ახლა აღმავლობის პერიოდი აქვთ და აკი, 9 მოგებითა და 9 მარცხით სუპერლიგის ცხრილში საპატიო მე-4 ადგილი უკავიათ.

კავკასიას რაც შეეხება, შედეგიანად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს წაგებები მოუმრავლდა. დღევანდელ მატჩში კავკასიელებმა ყველაფერი გააკეთეს მორიგი მარცხის თავიდან ასარიდებლად, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. დელტას კალათბურთელებმა შეხვედრა როგორი მობილიზებითაც დაიწყეს, ისე დაასრულეს. კავკასიას დაწინაურებული დელტას წამოწევა მესამე პერიოდში გამოუვიდა, თუმცა მეტოქეს მხოლოდ 3 ქულით მიუახლოვდა – მეტი კავკასიელებმა ვერ შეძლეს და სუპერლიგაში მე-6 მარცხი იწვნია. თუმცა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს 11 გამარჯვება აქვს და ცხრილში მე-3 პოზიციაზე მყარად დგას.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 89:78, გურჯაანის დელტას სასარგებლოდ, რომელსაც ამერიკელმა ლეგიონერმა, ეივი ტუმერმა ულიდერა – 24 ქულა, 8 მოხნა, 7 პასი. 19 ქულა და 9 მოხსნა დერიკ ნიუტონის ანგარიშზეა. 13 ქულა გეგი ბაქრაძემ მიითვალა. კავკასიაში 24-24 ქულით კრის მაკნილი და ჯასტინ ფორესტი გამოირჩნენ. 11 ქულა ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა.

სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი, მე-2 ადგილზე მყოფი “რუსთავი” ქუთაისში ჩავიდა, სადაც კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, თუმცა ქვემოქართლელებმა იმერეთიდან გამარჯვება მაინც წამოიღეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი პროგრესირებს და ჩემპიონობის მოწინავე ფავორიტად ყალიბდება. მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი კი ვერა და ვერ დადგა გამარჯვების რელსებზე. კახა ჯინჭარაძის შემატებით იმერულმა კლუბმა სოლიდური შევსება მიიღო, მაგრამ გუნდს ბირთვის სეზონის დასაწყისიდან არ მოჰყვება, მასშტაბური როტაცია-ცვლილებების გამო ქუთაისელებს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის შეკვრა უჭირთ.

ქუთაისელები უმეტესწილად ლიდერობდნენ. მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია, თუმცა გუგა პატაშურის, ეივერი დიგსის და ქვემოქართლელთა გუნდური თამაშით ანატოლი ბოისას გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და ბოლო პერიოდში გამარჯვებამდე ისე მივიდა, თამაში არ დაძაბულა – 89:80. სტუმართა გუნდში 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო გუგა პატაშური, რომლის ტოლფასი სარგებლიანობის ინდექსი ეივერი დიქსმა დააგროვა – 20 ქულა, 11 მოხსნა. ქუთაისში 23 ქულითა და 9 მოხსნით კრისტოფერ უეირი გამოირჩა, 21-21 ქულა ლუკა მაზიაშვილმა და კახა ჯინჭარაძემ მიითვალეს.

სუპერლიგის მე-18 ტური ხვალ, ბათუმისა და მარგვეთის მატჩით დასრულდება, რომელიც აჭარის მთავარ ქალაქში გაიმართება.

GBF

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა