ნაგოიას ბაშოს მე-13 დღეს სამივე ჩვენებურმა წააგო, მაგრამ მხოლოდ თარს რიცხვს ვერ დავაბრალებთ მათ წარუმატებლობას
ნაგოიას ბაშოს მე-13 დღე ნავსიანი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის - სამივე ჩვენებურმა წააგო, მაგრამ მხოლოდ თარს რიცხვს ვერ დავაბრალებთ მათ წარუმატებლობას, ივლისის ბაშოზე უკვე მესამედ მოხდა, რომ ქართულმა ტრიომ მარცხით დაასრულა დღე. ვაღიაროთ, ჩვენი რიკიშები სათანადოდ ვერ მომზადებულან სუპერტურნირისთვის.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელიც კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება, ტაკეკაძესთან წააგო, ხოლო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) - საგაცუკასასთან. ელიტაში მოასპარეზე ორ ჩვენიანს 9-9 მარცხი დაუგროვდა. ნაგოიას ბაშოს ან ოძეკი ჰარუმაფუჯი მოიგებს (13-0) ან დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო (12-1), სხვებმა კი თეორიული შანსიც დაკარგეს, მათი დაპირისპირება დღეს შედგება. ასე რომ, იმპერატორის თასი კვლავ მონღოლეთში გაემგზავრება.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაის (ლევან ცაგურია) 7-6 ბალანსი აქვს.

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (შიტატენაგე), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (კირიკაეში), ოკინოუმი-კოტოშოგიკუ (კოტენაგე), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კაკურიუ-ვაკაკოიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-გოეიდო (კატასუკაში), ტაკეკაძე-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), იოშიკაძე-კაისეი (შიტატენაგე), ტამავაში-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-ვაკანოსატო (ჰატაკიკომი), არანი-დაიდო (უვატენაგე), ტოიოჰიბიკი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), საგაცუკასა-გაგამარუ (შიტატეჰინერი), შოტენრო-ტოჩიოძანი (კიმედაში), კიმურაიამა-მიაბიამა (ოშიდაში), ჰომაშო-ტაკაიასუ (იორიტაოში), ასასეკირიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), კიტატაიკი-ფუჯიაზუმა (იორიკირი), ტამაასუკა-ტაკამისაკარი (იორიკირი), ბუშუიამა-ტოჩინონადა (ოშიდაში). ძურიო: იოშიაზუმა-კოკაი (აბისეტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

13-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

12-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-3: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ჰომაშო (მაეგაშირა 9).

9-4: არანი (მ 6), ფუჯიაზუმა (მ 15)... 4-9: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

XIV დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, ბარუტო-კოტოოშუ, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, ტამავაში-გოეიდო, იოშიკაძე-ვაკაკოიუ, ტოიონოშიმა-კაისეი, კიოკუტენჰო-გაგამარუ, არანი-ტაკაიასუ, ტოკიტენკუ-კიმურაიამა, მიაბიამა-ტოიოჰიბიკი, ტოჩიოძანი-ტაკამისაკარი, ასასეკირიუ-საგაცუკასა, ჰომაშო-ფუჯიაზუმა, ტაკარაფუჯი-შოტენრო, კიტატაიკი-დაიდო, ტოჩინოვაკა-ტამანოშიმა, ტოჩინონადა-მაცუტანი. ძურიო: კოკაი-სოტაირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა