14 და 16 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატები დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, გოგონათა ასაკობრივ გუნდებში მეტი აქტივობაა, რაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდაში გამოიხატა. 14-წლამდელების ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს, ხოლო 16-ებში – 10. ორივე ტურნირში 3 ჯგუფია შექმნილი და სანამ პლეი-ოფი დაიწყებოდეს, გუნდები 2 წრედ ითამაშებენ.

აღნიშნული ტურნირების შედეგების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე, შესაბამის – ქალთა ლიგის განყოფილებაში შეგეძლებათ. 16-წლამდელთა ტურნირში იწარმოებს სტატისტიკა და ანგარიშების მსვლელობის თვალის დევნება ლაივ-რეჟიმში შეგეძლებათ. პირველივე დღეს გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა 16-წლამდელებში. "დინამომ" "ხაშურს" 61:37 სძლია და ამ მატჩში ოთხმაგი დუბლი დინამოელმა ანა გელაშვილმა გაიფორმა. 16-წლამდელთა ნაკრების წევრმა 20 ქულა, 35 მოხსნა, 13 ჩაჭრა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

19 მარტს გამართულ დანარჩენ მატჩებში "კასპმა" 44:12 დაამარცხა "ბაღდათი", "ბასტიონმა" 87:23 მოუგო "რუსთავის აკადემიას", ხოლო "ორბმა" 53 ქულით – 79:26 აჯობა "რუსთავს".

20 მარტს დიღმის სპორტულ დარბაზში ქალთა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართება.

GBF

buxo
რამ სიმაღლეა ანა გელაშვილი, 35 მოხსნა საერთოდ პირველად წავიკითხე, წარმატებები ანას და გოგონებს. გაიხარეთ.
რობი
ცალ მხარეს რამე დაფარებული ჰქონდა ფარს?
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა