23 წლამდელებში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10-დან 6 წონით კატეგორიაში მედალი მოიპოვა, მათ შორის, ოქროს მედალიც.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ანდრო მარგიშვილი (92 კგ). 20-წლამდელთა შორის ევროპისა (2022) და მსოფლიოს (2022) ვერცხლის პრიზიორმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად გადამწყვეტ შეხვედრაში 7-1 მოუგო თურქ მუჰამედ გიმრის.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ვლადიმერ გამყრელიძეს (79 კგ). 23-წლამდელებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფინალში ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან 4-6 დამარცხდა.

მესამე ადგილი დაიკავა 20-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ). ასევე ბრინჯაოს მედლები ერგოთ 17-წლამდელთა შორის შარშანდელი ევროპის პირველობის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსან გოგა ოთინაშვილს (65 კგ) და დავით ფაცინაშვილს (70 კგ), რომელსაც აქამდე საუკეთესო შედეგები ჰქონდა 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილი დაიკავა 15-წლამდელებში ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანმა გიორგი გოგრიჭიანმაც (74 კგ).

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს-ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა, მათ შორის - 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა