ახალი ზელანდიის ნაკრებმა, დანიდინში "ქარისბრუკზე" ფიჯის ნაკრებს რვა ლელო გაუტანა და სოლიდური სხვაობით 60:14 დაამარცხა
ახალი ზელანდია-ფიჯი 60:14

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, გილფორდი, კ.სმითი, ნონუ, სივივატუ (ბ.სმითი 50), სლედი (კარტერი 64), ქოუანი (ვიპუ 53). (1-8) კროკეტი (ფლინი 68), ჰორი (აფოა 66), ფრენქსი, ჰოეთა (ვაითლოქი 53), ვილიამსი, ტომსონი, მაკქოუ, მესამი (კაიონო 65).

8ლ: სივივატუ, ჰორი, სლედი, თომსონი, კ.სმითი, ვიპუ, საჯარიმო, მულიაინა. 7გ: სლედი (4), კარტერი (3). 2ს: სლედი.

ფიჯი (15-9) კერესონი, ნაგუსა (გონევა 55), ვულივული, ფატიაკი, ნალაგა, ბაიკეინუკუ, სრელევუ (ბუატავა 65). (1-8) მააფუ (სოვოსა 69), კოტო (ვეიკოსო 79), მანუ, კალუ, ნასიგა (დომოლაილაი 69), ვაკანიბუროტუ, ქერა (რავოლო 60), მატადიგო.

2ლ: სერელევუ, გონევა. 2გ: ბაიკენიკუ.

ერთი კვირის წინათ სამოას ნაკრებმა სენსაციური მარცხი აგემა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს. ამიტომ ახალი ზელანდიისა და ფიჯის ნაკრებების გუშინდელ დაპირისპირებას ყველა დიდი ინტერსით მოელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი სენსაცია თუ არ შედგებოდა, ფიჯელები მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას მაინც გაუწევდნენ.

მოლოდინი არ გამართლდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა, დანიდინში "ქარისბრუკზე" მეტოქეს რვა ლელო გაუტანა და საკმაოდ სოლიდური სხვაობით 60:14 დაამარცხა.

"ოლ ბლექსის" უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მგეზავის დენ კარტერის გარეშე თამაშობდა, პირველივე ნახევარში გამოიკვეთა. მასპინძლებმა ოთხი ლელო მიითვალეს, რომელთაგან ერთი ძირითად შემადგენლობაში პირველად მოთამაშე კოლინ სლედის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში მოედანზე კარტერიც გამოჩნდა, მას ცხრა ნომერი პირი ვიპუც მიჰყვა და "ოლ ბლექსმა" კიდევ ოთხი ლელო დადო, თუმცა მეტოქესაც ორის გატანის საშუალება მისცა. ფიჯელთაგან თავი ვერენიკი გონევამ და ნეემია სერელევუმ გამოიჩინეს.

ერთი სიტყვით, ახალი ზელანდიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შინ, მსოფლიოს თასის გათამაშებაში უმთავრესი ფავორიტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა