ინტერვიუ ლამარ ოდომთან

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდ ლამარ ოდომს ბევრი ღირსება აქვს, მაგრამ პირველ რიგში გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა გამოვარჩიოთ. კალიფორნიულ კლუბში NBA-ის ორი ტიტულის მოგების შემდეგ, ოდომი მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფს გეგმავს. პლანეტის პირველობა 28 აგვისტოდან და 12 სექტემბრამდე თურქეთში გაიმართება. ჟურნალ Slam-ის კორესპონდენტი ამერიკის ნაკრების საწვრთნელ ბანაკს ეწვია და გაარკვია, როგორ შეეწყო ვეტერანი ფორვარდი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მაიკ კრიჟევსკის ვარჯიშებს.

- როგორ ახერხებს ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკ კრჟიჟევსკი მოთამაშეთა საჭირო ფორმაში შეყვანას?

- კრჟიჟევსკი ბრწყინვალე სპეციალისტი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანია. გაკვირვებული დავრჩი, რამდენად თანამედროვედ აზროვნებს ეს კაცი და როგორ კარგად ესმის მოთამაშეების მენტალიტეტი, რომლებიც ჰიპ-ჰოპის კულტურით არიან გატაცებულნი. მაგრამ თუ დავფიქრდებით, ამაში გასაკვირი არაფერია - ის ხომ დიუკის უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელია და მუდმივი კონტრაქტი აქვს ახალგაზრდობასთან.

- რა განსხვავებას ხედავთ კრჟიჟევსკისა და "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ფილ ჯექსონის ვარჯიშებს შორის?

- ამ კითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან კრჟიჟევსკისთან კოლეჯში არასოდეს მიმუშავია. ნაკრებში და კოლეჯში მოთამაშეთა მომზადების სისტემა განსხვავებულია, ამიტომაც არ მაქვს პასუხი. "ლეიკერსში" გრძელი სეზონი მქონდა, რომელიც 82 მატჩისგან შედგებოდა, რასაც პლეი ოფი და ფინალური სერიაც დაემატა. ამიტომაც ახლა უნდა დავივიწყო საკლუბო მიღწევები და ამერიკის ნაკრების მწვრთნელის მითითებები უნდა შევასრულო.

- რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა ნაკრებში ადაპტაციის მხრივ?

- არ ვიცი. თუ თქვენ ფილ ჯექსონის სამკუთხა თავდასხმის სქემას ერგებით, მაშინ ნებისმიერ გუნდში ითამაშებთ (იცინის).

- როგორ გრძნობთ თავს ნაკრების ერთ-ერთი ვეტერანის რანგში?

- ეს იმას ნიშნავს, რომ კარიერის ფინიშთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე მის დასაწყისთან. ეს ცოტათი უჩვეულო გრძნობაა. მაგრამ მე მომეწონა ეს პროცესი - უფრო ბრძენი მოთამაშეების რჩევების გათვალისწინებით, თავად რომ ვიქეცი ერთ-ერთ ვეტერანად. მომწონს გამოცდილების გაზიარება.

- ნაკრების ახალბედები - ანდრე იგუოდალა, დერიკ როუზი და სხვები ხშირად მოდიან თქვენთან რჩევის საკითხავად?

- დიახ, თანაც ჩვენ არამარტო საკალათბურთო მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვაქვს ურთიერთობა.

- რა როლი გენიჭებათ ნაკრებში?

- ჩემგან მხოლოდ თამაშს ითხოვენ. როგორც ნებისმიერ გუნდშია - მოხსნა, ქულა, პასი...

- რას წარმოადგენს ამერიკის ნაკრები?

- მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - გამარჯვება.

- უსმენთ თუ არა უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევებს, მაგალითად, "ლეიკერსის" ლიდერ კობი ბრაიანტს?

- სხვადასხვა დროს ისეთი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მითამაშია, როგორებიც არიან პატ რაილი, სტენ ვან განდი, ფილ ჯექსონი, ლარი ბრაუნი, გრეგ პოპოვიჩი. მათი რჩევებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ურთიერთობისთვის ყოველთვის გახსნილი ვარ - იქნება ეს კონსტრუქციული კრიტიკა და თუ უფრო გამოცდილი პარტნიორების დახმარება. საერთოდ, კალათბურთი ისეთი თამაშია, რომელსაც მთელი კარიერის განავლობაში სწავლობ და შეიძლება ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდე მის საიდუმლობებებს.

- რა განსხვავებაა ამ გუნდსა და 2004 წლის ოლიმპიურ ნაკრებს შორის, რომელშიც თქვენ თამაშობდით?

- ათენის ოლიმპიადაზე თამაშისას, მე ვიყავი კალათბურთელი, რომელიც ერთხელ იყო გასული პლეი ოფში. ახლა NBA-ის ორგზის ჩემპიონი ვარ. ვფიქრობ, სხვაობა გამოცდილებაშია. მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი.

- ალბათ, განსაკუთრებული გრძნობაა საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქვეყნისთვის თამაში?

- მართალია. კარგია, როცა ისეთი ადამიანების გვერდით ხარ, რომლებიც შენნაირად ფიქრობენ და ერთი მიზანი ამოძრავებთ. ნაკრებში შექმნილი ატმოსფერო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- იმედი გაქვთ, რომ 2012 წლის ოლიმპიადაზე ამერიკის ეროვნულ გუნდში მოხვდებით?

- ძალიან მინდა, მაგრამ ეს არც ისე იოლი იქნება. იმ დროისთვის 33 წლის წლის ვიქნები, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ ოლიმპიადაზე გასამაგზავრებლად.

- რა შეცვალა თქვენს თამაშში NBA-ის ორმა საჩემპიონო ტიტულმა?

- თამაშს სხვანაირად ვუყურებ. ახლა უფრო მეტად ვიცი ამა თუ იმ მომენტის ფასი. და ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს - გამარჯვებაა. ვიცი, რომ ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ბევრი, ვინც ამას ამბობს, მისი ნამდვილი მნიშვნელობა არ ესმის. ყველამ არ იცის რა ნიშნავს 10 წელი იყო სასტარტო ხუთეულის მოთამაშე და შემდეგ სათადარიგო კალათბურთელის როლს შეურიგდე. ფილ ჯექსონმა, კობი ბრაიანტმა და დერეკ ფიშერმა მთავარი მასწავლეს - გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

- რაზე ელაპარაკებოდით რონ არტესტს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ?

- მე მას ორი სიტყვა ვუთხარი: "ხომ გეუბნებოდი?!" სანამ "ლეიკერსში" გადმოვიდოდა, მასთან ზაფხულში ინტენსიური კონტაქტი მქონდა. ვეუბნებოდი: "თუ შემოგვიერთდები, "ლეიკერსი" ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდება". ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს რონზე, მათ არ ესმით, რამდენიმე გააკეთა ამ კალათბურთელმა წლევანდელი ჩემპიონობისთვის. რონს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ. მას მხოლოდ საჩემპიონო ბეჭედი არ ჰყოფნიდა.

- გასულ სეზონთან შედარებით რა შეიძინა "ლეიკერსმა" მეტ ბარნსის, სტივ ბლეიკისა და ტეო რატლიფის გაფორმებით?

- ვერ ვიტყვი რომ გასულ სეზონში ჩვენ რაღაც გვაკლდა, რადგან ჩემპიონები გავხდით. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ტრიო უკვე არსებული ბრწყინვალე გუნდის კარგი დამატება გახდება. მათი გამოცდილება უფრო მეტი გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება. თავის მხრივ, უკვე აწყობილ გუნდში მოსვლა მათთვისაც დიდი პლიუსია. ასე რომ, ეს მოთამაშეები და "ლეიკერსი" იდეალურად მოერგებიან ერთმანეთს.

ლელო

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა