საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი სპორტსმენების მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოდის. IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა შესაბამისი რეკომენდაცია IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გააჟღერა.

"საერთაშორისო სპორტული ასპარეზობები მშვიდობის სულისკვეთებით, შემწყნარებლობის და ზეწოლის გარეშე უნდა ტარდებოდეს. სანქციები არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ პასპორტის ან ეროვნული კუთვნილების საფუძველზე. IOC აღმასკომი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები უნდა ასპარეზობდნენ, როგორც ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტები", - აღნიშნავს თომას ბახი.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა არ შეეძლებათ იმ სპორტსმენებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ან ბელარუსულ შეიარაღებულ ძალებთან ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებთან. ათლეტები ასევე უნდა შეესაბამებოდნენ ყველა ანსტისადოპინგო რეკომენდაციებს.

ამასთან, IOC-ის რეკომენდაციით, სპორტულმა ფედერაციებმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების გადაწყვეტილება მხოლოდ იმ პირობით უნდა მიიღონ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ნებისმიერ დროს იყოს უკან გამოთხოვილი.

საერთაშორისო სარბიელზე დაშვებულმა რუსმა სპორტსმენებმა უნდა იასპარეზონ INA (Individual Neutral Athletes)-ს აბრევიატურით.

შეჯიბრებებზე დაშვებული ათლეტების ფორმა უნდა იყოს თეთრი ან ერთი ტონის ფერისა, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც წინააღმდეგობაშია სპორტული ფედერაციების წესებთან.

შეჯიბრებებზე დაშვებული სპორტსმენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ მედლების ჩათვლაში, რადგან ისინი წარმოდგენილი იქნებიან ნეიტრალური სტატუსით. მედლების გადაცემის ცერემონიებისთვის გამოყენებული იქნება შეჯიბრების ჰიმნი ან სიმღერა, ანაც ორგანიზატორ ფედერაციასთან შეთანხმებული სხვა მელოდია.

გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალაში დატოვა რუსეთში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვა.

"რუსეთის და ბელარუსის მთავრობების წინააღმდეგ სანქციები ძალაში რჩება. რუსეთსა და ბელარუსში საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა ეგიდით არანაირი შეჯიბრება არ უნდა ჩატარდეს."

რაც შეეხება პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენების მონაწილეობას, თომას ბახის განცხადებით, ეს საკითხი მოგვიანებით გადაწყდება:

"IOC-ის აღმასრულებელ საბჭოს 2024 და 2026 წლების თამაშებთან მიმართებით ზუსტი დრო არ განუსაზღვრავს. არავინ იცის, რა იქნება ხვალ ან ცხრა თვეში. არ მაქვს პასუხი, როდის დადგება საჭირო დრო. ვითარებას უნდა დავაკვირდეთ."

რუსეთის მხრიდან უკრაინაში დაწყებული ომის გათვალისწინებით, 2022 წლის 28 თებერვალს IOC რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებიდან მოკვეთის რეკომენდაციით გამოვიდა. 2023 წლის 25 იანვარს IOC-ის აღმასკომმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადება წამოაყენაა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს