ესპანურმა გუნდებმა პირველი საკონტროლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს, რათა ახალ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდნენ
ესპანურმა გუნდებმა პირველი საკონტროლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს, რათა ახალ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულნი შეხვდნენ. ამასთან, "ბარსელონასა" და "რეალს" სხვა საზრუნავიც აქვს - ჩემპიონატის დაწყებამდე ისინი ორმატჩიან დუელში ესპანეთის სუპერთასის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ. მოკლედ, ახალი სეზონი ეგრევე "კლასიკოთი" გვეწყება.

შაბათს პირველი საკონტროლო შეხვედრა ითამაშა პეპ გვარდიოლას გუნდმა. "ბარსა" ხორვატიას ესტუმრა და "ჰაიდუკის" 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩში ამ გუნდს იმ სტადიონზე გაეჯიბრა, სადაც არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა. გადაჭედილი "პოლიუდი" "ბარსელონას" მძიმე დებიუტის მომსწრე გახდა - 0:0 ასე დასრულდა ეს შეხვედრა და თუკი რომელიმე გუნდი მოგებას იმსახურებდა, ის "ჰაიდუკი" იყო.

ხორვატების ანგარიშზე პირველ ტაიმში ქარს გატანილი ორი 100%-იანი შანსია (ვალდესმა ტომასოვს ერთი-ერთზე გასვლა მოუგო). თავის მხრივ, კატალონიელთა ყველაზე საუკეთესო საგოლე შანსი დავიდ ვილიას დარტყმა იყო, ბურთი ხორვატთა კარის ძელს მოხვდა.

გვარდიოლამ ამ თამაშზე პირველი და სარეზერვო გუნდების ნაზავი დააყენა. შესვენებაზე პეპმა ცვილებებს მიმართა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ანდრეს ინიესტა, მაგრამ თამაშის ტემპი დაეცა და "ბარსამ" ვერ შეძლო სათამაშო უპირატესობის გამოყენება.

"ბარსელონა" გერმანიაში მიდის, სადაც სამშაბათიდან "აუდის თასი" იწყება. მონაწილე კლუბთა სია შთამბეჭდავია, კატალონიელების გარდა თასისთვის "ბაიერნი", "მილანი" და "ინტერნასიონალი" იბრძოლებენ. ამის შემდეგ "ბარსა" ამერიკულ ტურნეს იწყებს.

"ბარსელონა" (I ტაიმი): ვალდესი, დალმაუ, არმანდო, ფონტასი, ლობატო, ჯონათან დოს სანტოსი, ტ. ალკანტარა, კეიტა, კარმონა, ვილია, აფელაი.

(II ტაიმი): პინტო, ბალიუ, აბიდალი, როსელი, მაქსველი, ბუსკეტსი, რივეროლა, ინიესტა, კუენსა, სორიანო, ხეფრენი.

თუკი "ბარსელონას" ამერიკულ ტურნემდე ჯერ კიდევ დროა, "რეალმა" ამერიკული ტურნე დაასრულა. ამ კონტინენტზე ჟოზე მოურინიოს გუნდმა სამი შეხვედრა გამართა და ყველა მოიგო. ბოლო მატჩში "რეალმა" "ფილადელფია უნიონს" 2:1 აჯობა.

მადრიდელთაგან გოლებით თავი ხოსე კალეხონმა და მესუთ იოზილმა გამოიჩინეს. "ლინკოლნ ცენტრში" მატჩის სანახავად 57 ათას ადამიანზე მეტი მივიდა. "რეალმა" გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუა და მალევე შეუდგა საქმეს - მეორე წუთზე ჩაბი ალონსომ 30-მეტრიანი პასი გადააწოდა ახალწვეულ კალეხონს და მანაც ამერიკულ ტურნეზე თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-10 წუთზე "ფილადელფიას" მცველთა შეცდომით ქარიმ ბენზემამ ისარგებლა, მოჰპარა მათ ბურთი და იოზილს გადააწოდა, გერმანელმაც მონდრაგონის კარში ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 78-ე წუთზე შეცვლაზე შესული მეხიასის კარში ამერიკელთა ერთადერთი გოლი ფარფანმა გაიტანა.

"რეალი" (I ტაიმი): კასილიასი, არბელოა, ვარანი, რიკარდო კარვალიო, კასადო, ჩაბი ალონსო, გრანერო, იოზილი, ხესე, ბენზემა, კალეხონი.

(II ტაიმი): ხესუსი (68. მეხიასი), ნაჩო, ხოსელუ, ალბიოლი, მარსელო, პეპე, კაკა, კოენტრაო, რონალდო, ბენზემა, კალეხონი.

ამხანაგური მატჩი ითამაშა მესამეადგილოსანმა "ვალენსიამაც". კლაგენბურგში დაბანაკებულმა "ღამურებმა" 1:0 მოუგეს "ლესტერ სიტის" და "კარნტენის თასს" დაეუფლნენ. ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ჟონასმა გაიტანა არიც ადურისის პასით. ამ შეხვედრაში დანიელ პარეხოს დებიუტი შედგა, მან პირველად მოირგო "ღამურების" თეთრი მაისურა.

"ვალენსია" (I ტაიმი): გუაიტა, ბრუნო, რიკარდო კოშტა, მატიო, პარდო, ბერნატი, მადურო, ალბელდა, ფეგული, ადურისი, ჟონასი.

(II ტაიმი): ალვეში, ალბა, რამი, დეალბერტი, მიგელი, თოფალი, პარეხო, პიატი, პორტუ, პ. ერნანდესი, სოლდადო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა