სანაკრებო პაუზა დასრულდა და კლუბები სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ემზადებიან. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" იდელაური სატურნირო მდგომარეობა აქვს და 33-წლიანი ლოდინის შემდეგ, ჩემპიონობის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. აქედან გამომდინარე, "მილანთან" დაპირისპირება ორივე გუნდისთვის უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დუელამდე გენერალური რეპეტიციაა. სეზონში მეორე შეხვედრა დღეს, 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.

ნეაპოლელებს ვიქტორ ოსიმენი არ ეყოლებათ. ეს უდიდესი დანაკლისია, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი მიმდინარე სეზონში ამას შეჩვეულია. როცა ნიგერიელი ტრავმირებული იყო, ის ჯაკომო რასპადორიმა და ჯოვანი სიმეონემ წარმატებით შეცვალეს. ეს უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ოსიმენმა მილანელებთან პირველი წრის დაპირისპირებაც გამოტოვა. იმ მატჩში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაე ლეოაც არ ყოფილა, რომელიც ახლა "მილანის" მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, დიდხნიანი პაუზის შემდეგ შედეგიანად დაბრუნებული

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი კვლავ იუქმებს.

ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. შემოდგომაზე ჩატარებულ მატჩში ქართველი გარემარბის შეჩერება ძალიან გაუჭირდათ და შესვენების შემდეგ პიოლი იძულებული იყო, კალაბრია და კიაერი მოედნიდან გაეყვანა, თუმცა მათ ვერც დესტის შემოსვლამ უშველათ და ამერიკელმა "კვარასთან" ორთაბრძოლაში თერთმეტმეტრიანი "აიკიდა". ვნახოთ, 77-ე ნომერს ახლა რას მოუხერხებენ.

რა თქმა უნდა, ამ გუნდების მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენაა, თუმცა ამ პრინციპულ შეხვედრაში მოდუნება არ იქნება, ორივე მათგანი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. "დიეგო მარადონაზე" გასამართ მატჩს ანტონიო რაპუანო განსჯის, რომელიც 29 იანვარს "ნაპოლი" - "რომას" შეხვედრაში მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.

შეგახსენებთ, ამ უქმეების შემდეგ, 28-ე ტური ჩატარდება, რასაც 12 აპრილს "სან სიროზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება მოჰყვება, სადაც "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. აქამდე სეზონში ოთხჯერ ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და მაშინ ორი მატჩი ქვეყნის თასის ეგიდით იყო.

მამუკა
ამ სტატიას არ ეკუთვნის, მაგრამ ერთი რამე მინდა დავაფიქსირო, ხოჭოლავა ნაკრებში რომ არ ჩამოვიდა და კოპენგაგენში ძირითადიდან იწყებს მეორე თამაშს ამაზე ფედერაციას რა პასუხი აქვს საინტერესოა, ან თვითონ რა არგუმენტი აქვს ამაზე? ითქვა ვითომ რომ გამაყუჩებლით ითამაშა ერთი მატჩი და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არც ოერაცია ჩაიტარა და მეორე მატჩიც ითამაშა
I.
ნაპოლი უკვე ჩემპიონია, სპალეტიმ ოსიმენი დაუმალა მილანს. ლიგაზე ეყოლება ოსიმენი და სხვა ტაქტიკას დაუპირისპირებს, ძაან ჭკვიანია ლუჩანო. აქ ოსიმენს არავითარი ტრავმა არ აწუხებს უბრალოდ ასე კოზირი დაიტოვა ლიგის თამაშებისთვის!
MARGALONA
აბა ხვიჩა,წჷმოძინეფჲ დო მარგალურო ირო✊
L.J .
Shegnebulad daumtreven leaosac(napoli),ar mogwyindat bnel otaxshi shavi katis dzebna???uyure da isiamovne ra
დავით 67
ჩემი აზრით ბევრი ვერ ხვდება,რომ როცა ფეხბურთელი თამაშს გამოტოვებს,ან რამდენიმე თამაშს, ის უკვე ვეღარაა ისეთი როგორიც უნდა იყოს შემდეგ თამაშზე. მითუმეტეს ეხლახან სანაკრებო თამაშები იყო და ისევ სჭირდება ხვიჩას გუნდში ჩადგომა. უნდა ითამაშოს ხვიჩამ დღეს და გოლიც გაიტანოს. განზრახ ტრამვის მიყეენებას კი ვერავინ გაბედავს. მილანში დაბრუნება ხომ უნდათ? ძალიან კარგია კიდევ ის რომ მეორე ლიგის მატჩი ნეაპოლშია
გულშემატკივარი
წარმატებები ხვიჩას!!! უფალი ფარავდეს!!!
Leonardo
იმედია სპალეტი ამ თამაშს დიდი სიფრთხილით მიიდგება და ფეხბურთელებს თავს დააზოგინებს, არაფერს არ წყვეტს თუნდაც წაგება (ვფიქრობ 0-0) იქნება და მთავარია ლიგისათვის განაწყოს და მოამზადოს გუნდი კარგად…
Leonardo
იმედია სპალეტი ამ თამაშს დიდი სიფრთხილით მიიდგება და ფეხბურთელებს თავს დააზოგინებს, არაფერს არ წყვეტს თუნდაც წაგება (ვფიქრობ 0-0) იქნება და მთავარია ლიგისათვის განაწყოს და მოამზადოს გუნდი კარგად…
ჯიჯი
ოსიმენის გარეშე მილანთან ჩ.ლ-ზე შანსი მიზერულია და ხვიჩაც თუ დაამტვრიეს რაც შეიძლება შეგნებულად გააკეთონ შანსი ნული იქნება.
ზაზა
ჩვენი აზრით კი ხვიჩამ უნდა გაიტანოს!გაგვახაროს და მერე სახლში დაისვენოს!ასე მიგვაჩვია და ახლა სხვანაირად ვერ მოიქცევა!!!
მირზა
ჩემი აზრით,კვარამ ეს თამაში უნდა გამოტოვოს,რადგან მილანელები აუცილებლად შეეცდებიან ტრამვა მიაყენონ.
მომპირკეთებელი
ხვიჩა ლეაოსაც სჯობს, ვინიციუსსაც და "მ/სიტის" 10 ნომერსაც /გვარი არ მახსოვს/ უკეთეს მარცხენა გარემარბს დღევანდელ მსოფლიოში მე ვერ ვხედავ!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა