მილანის „ინტერი” „მანჩესტერ სიტის” თავდამსმელის, კარლოს ტევესის ერთი სეზონით იჯარით აყვანას გეგმავს
როგორც იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ იტყობინება, მილანის „ინტერი” „მანჩესტერ სიტის” თავდამსმელის, კარლოს ტევესის ერთი სეზონით იჯარით აყვანას გეგმავს.

წინასწარი მონაცემებით, უკვე 31 ივლისს იტალიური კლუბის წარმომადგენლები ინგლისური გუნდის თავკაცებს შეხვდებიან და მოსალოდნელ გარიგებაზე დაილაპარაკებენ. თუ კლუბების მესვეურები მორიგდებიან, არგენტინელი იგივე სქემით მოხვდება ახალ გუნდში, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა „ბარსელონადან“ „მილანში“.

თავდაპირველად კარლიტოს სამუელ ეტოოში გაცლის ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა მანჩესტერელებმა ამ გარიგებაზე უარი თქვეს და კამერუნელი ფორვარდის ნაცვლად, ტევესში 45 მილიონი ევრო მოითხოვეს.

ამასობაში, „ინტერის” ბრაზილიელი მცველის, ლუსიოს საფეხბურთო აგენტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის მცველის ხელშეკრულება 2012 წლის ზაფხულში იწურებოდა, ხოლო გაგრძელების შემდეგ, ბრაზილიელს 2014 წლის ზაფხულამდე შეუძლია, მშვიდად იყოს.

„შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში ლუსიოს ხელფასი იგივე დარჩება, ხოლო კონტრაქტის ბოლო წელს ანაზღაურება გაიზრდება“, - თქვა მენეჯერმა სანდრო ბაკერმა. სავსებით რეალურია, რომ ლუსიომ რომელიც 2014 წელს უკვე 36 წლის იქნება, „ინტერშივე” დაასრულოს კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
რა გჭირთ, ხალხო??? არენდას ქართულად იჯარა ქვია! ამ შემთხვევაში განათხოვრებაც შეიძლება იხმაროთ. გაუფრთხილდით ქართულს ცოტა!
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა