"მილანის“ ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „როსონერის“ შანსებზე ისაუბრა
"მილანის“ ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „როსონერის“ შანსებზე ისაუბრა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა თასი უკვე სამჯერ აღმართა - „აიაქსის“, „რეალისა“ და თავად „მილანის“ შემადგენლობაში. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი მიღწევისა, ზეედორფს კვლავ სურს იმ სიხარულის განმეორება, რასაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია.

„მილანს“ სავსებით შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, – აცხადებს ზეედორფი და იქვე დასძენს, - უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტად უნდა დავიჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების და ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ. შესაძლებელია, ინდივიდუალურად ჩვენი ფეხბურთელები „ბარსელონას” მოთამაშეებს ვერ შეედრებიან, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი იმისა, რომ თუნდაც ყველაზე რთულად მისაღწევი მიზნები დავისახოთ. ის, რომ „მილანი” უძლიერესი გუნდია, ჯერ კიდევ გასულ სეზონში დავამტკიცეთ. ახლა კი, როცა ჩვენ კლუბს კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი შემოუერთდა, ამის თქმა, უფრო თამამად შემიძლია.“

რაც შეეხება პირად მიზნებს: „ყოველთვის ვცდილობ, სეზონის განმავლობაში 10 გოლი მაინც გავიტანო, მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევა მაშინ, როცა სიღრმიდან თამაშობ, არც ისე ადვილია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის გუნდის საერთო შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ჩემი ჩანაფიქრების შესრულება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა