სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:4 დამარცხდა.

„ნაპოლი“ ტრავმირებული ოსიმენის გარეშე უნიათოდ გაისარჯა, მისი ნახევარდაცვის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა და „როსონერისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ კარგი გაკვეთილი მიიღო, რაც შესაძლოა, სასარგებლოც აღმოჩნდეს.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. კვარაცხელიამ კრუნიჩი და სხვა მეურვეები ლამაზი ფინტებით ჩამოიცილა, მაგრამ ვერ გაიტანა, სწრაფი კონტრიერიშისას კი ლეაომ სტუმრები დააწინაურა. შემდეგ ბრაიმ დიასმა დალაშქრა მერეტის კარი და „როსონერი“ ორი გოლით გავიდა წინ. მილანელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ, ნეაპოლელები ხიფათის შექმნას თითქმის ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში პიოლის შეგირდებმა „ნაპოლის“ მაღალი პრესინგი შესთავაზეს, დაცვაში კომპაქტურად მოქმედებდნენ. ხვიჩას ბურთის მისაღებად ღრმად უკან ჩასვლა უწევდა, ხოლო ოსიმენის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დაყენებული სიმეონე პასიური იყო. „მილანმა“ კი კინაღამ მესამე გოლი გაიტანა - ჟირუმ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. შემდეგ „კვარამ“ მარიო რუი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და მას გატანა მეკარემ არ დაანება. „ნაპოლი“ სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ლეაომ მორიგი კონტრიერიშისას დუბლი შეასრულა, მერე სალემაკერსმაც გაიტანა და აშკარად უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 71 ქულით ლიდერია და 7 აპრილს ჩემპიონატზე გასვლაზე „ლეჩეს“, ხოლო 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, „სან სიროზე“ „მილანს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - მილანი 0:4

გოლები: 0:1 ლეაო (17), 0:2 ბრაიმ დიასი (25), 0:3 ლეაო (59), 0:4 სალემაკერსი (67)

Geo
სპალეტიმ წააგო ! ნაპოლიმ ვერ ითამაშა.. გამოჩნდა რომ მაკსიმუმი უკვე გააკეთეს! ტაკტიკა დაემსხვრა.. ოსიმენის გარეშე ნაპოლი არაა მოძრავი, კვარას თავის თამაშის გადახედვა მოუწევს, რიგორც თვითონ ნაპოლის მთელ გუნდს. ფლანგებში აჯობეს, შუა მოედანში დაბლოკეს ყველა, პოლიტანო ნული, რუი არარაობა ამ მატჩში(უკან აძლევდა ბურთს) მეკარე ხომ საერთოდ მინუს ნოლი.. კიმი ფლაგმატიკი იყო.. ნაპოლის მაკსიმუმი სკუდეტო და ამასაც დავაყენებ ასეთ მონოლიტში-გაუმართლდათ! და შეიძლება მილანთან იყო მთავარი მატჩი ამ სეზონში!! ეს 10-თ წუთიანი სიმეონე ხომ საერთოდ B სერის დონე.. არ მონდოდა ამ მატჩის ნახვა.. რატომ? იმოტიმ რიმ არ მინდა კვარას “დაჩაგვრა“ მენახა!! დავლიე არაყი, ჩაჩა აქ არ იყიდება.. სპალეტი, კვარა , ოსიმენ, თავში ნუ აგივარდებათ ის რაც ქენით, დიდ მილანისთვის უნდა მოგეგოთ! აბა ოსასუნას შეიძლება დინამომაც მიუგოს!

რა სისულელეა, ორჯერ მოუგო რომას, 5:1 გაანადგურა იუვენტუსი, გასვლა მოუგო მილანს და გასვლა მოუგო ლაციოს. რა დასკვნებია ეგ, სადღაც ოდესმე ყველა გუნდი აგებს. რა სუსტ გუნდებს ეთამაშა, საიდან მოგაქვთ მართლა. ჩასაფრებული იყო გასაგებია მაგრამ ცოტა ცოდნაც დააყოლეთ რა
დიმა
ისე არ დამალოს სპალეტიმ თამაში, რომ ვეღარ იპოვოს მერე.
მამუკა
გივი ბატონო, შენი აზრი მითხარი, ახსენი, შეურაცყოფებზე ნუ გადადიხარ, კაცებს ასეთი საუბარი არ შეშვენის.
ზაზა
საქართველო ნორვეგიის თამაშზე სტადიონზე ვიყავი. კვარას თამაში რომ ვნახე,გამოჩნდა,რომ კვარას გამოცდილება აკლდა და ამ მხრივ მომატების დიდი რესურსი აქვს. ჩემი აზრით ორ წელიწადში სულ სხვა ფეხბურთელი იქნება. გუშინდელ თამაშზე რა უნდა ვთქვა. მილანმა დიდი კლუბივით ითამაშა.თითქოს ძვირადღირებული მოთამაშეები ეთამაშებოდნენ უფრო დაბალი კლასის მოთამაშეებს. ვინც ნაპოლი მილანის პირველ თამაშს უყურა დამეთანხმება, რომ მილანმა მაშინაც აჯობა ნაპოლის. კვარა მეორეჯერ ვნახე ასე ნერვებმოშლილი.პირველად რუბიბში რომ თამაშობდა და წითელი ბარათი რომ აიკიდა. არ გამოვრიცხავ იმ ვარიანტს, რომ სანაკრებო პაუზამ იმოქმედა ასე ნაპოლიზე.
დათო
დისლაიქებს რატომ მიწერთ? გაყიდული თამაშები არაა? მითუმეტეს იტალიაში. ზიდანს სულ 4 სეზონი აქვს მაღალ დონეზე ნათამაშები, ხვიჩა რასაც აკეთებს პირველ წელს მესის და რონალდოს არ გაუკეთებია.
კიეზა
ფაქტია დაჯაბნა მილანმა..და აქ ის რომ ნაპოლიმ თავი შემოინახა ამ სპალეტიმ რაღაც იეშმაკა..აბსურდია..დღეების წინ ძალიან ბევრმა სპეციალისმა ისაუბრა..ჩემის აზრით ცოტა გადაიწვა ნაპოლი..მოტივაციაც დააკლდა.პლუს ოსიმენი..ერთობლიობა პრობლემების .ამ თამაშში ოსიმენიც რომ ყოლოდა..მაიმც უშანსოდ წააგებდა..ლიგის პირველ მატში ჯკვე საფიძვლიანად გამოჩნდება მთაბარი პრობლემა.კვარა ლიგაზე მაიმც გაიბრწყინებს
H
რა გჭირთ რა შეთქმულებების თეორიებს ანვითარებთ? მილანთან წააგო ჩიხურასთან ხომ არა. გუნდი მოქმედი ჩემპიონია და ნაპოლისთვის რატომ ვერ უნდა მოეგო?!. უბრალოდ მოიგო იმ გუნდმა რომელსაც უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა ამ მატჩში. ნაპოლი 99%-ით ჩემპიონია თან ინტერმაც წააგო და ალბათ მოდუნდნენ. ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა ნაკრებში იყო გამოძახებული და შეიძლება აღდგენა ვერ მოასწრეს ამდენი თამაშების და გადაფრენების შემდეგ. ან უბრალოდ ნაკრებიდან დაბრუნებულები ფსიქოლოგიურად ვერ გადმოეწყვნენ და განეწყვნენ ამ თამაშისთვის. აქ ალბათ ბევრს გონია, რომ თუ გაყიდული თამაშის თეორიას განავრცობენ ამით ხვიჩას გაამართლებენ ან დაიცავენ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამით ხვიჩას. სპალეტი მივიდა კვარასთან და ყურში უთხრა, რომ თამაში გაყიდულია და გოლი არ გაიტანო ან საგოლე პასი არ გააკეთოო ??? მსაჯი, რომ დახმარებოდა რამით მილანს კიდე შეიძლება გეფიქრა ჩაწყობილი თამაშიო. ასე, რომ მოეშვით ამ უაზრობებს და აცადეთ ამ ბიჭს მშვიდად მოემზადოს ლიგის თამაშისთვის.
გივი
გენაცვალე ლოგიკაში რა? შენისთანებს ფეხბურთი არც უნდა აყურებინო. მაინც ბალეტი ეგონებათ
ეჰ
მარიო რუი ზედმეტად სუსტია ეგეთი ამბიციების გუნდისთვის
ამაშია საქმე
ზოგიერთები გამკვირვებია.სპალეტიმ ჩემპიონატის დამთავრებაე 3 თვით ადრე ფაქტიურად ნაპოლი ჩემპიონი გახადა, ჩ.ლ-ს მეოთხედფინალში გაიყვანა და კიდევ აგინებთ? მეტი რა უნდა გაეკეთებინა.გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.რაც ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია, უძლიერესი დუეტი კვარაცხელია-ოსიმენი შექმნა დღემდე სიომინს და სლუცკის დადებიდათ ვიგონებთ ხვიჩას მიმართებაში და მის გაბრწყინებაში მთავარი როლი ხომ სპალეტიმ ითამაშა.მე ასე მგონია კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი თუ იქნება მილანს მოვუგებთ.
მამუკა
დისლაიქების პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნას ასეთ კომფორტულ სიტუაციაში მყოფ ნაპოლის რატომ უნდა მოეკლა თავი მილანთან. როდესაც ლიგაზე 1/4 ფინალები აქვს სათამაშო, მით უმეტეს იქაც მილანს ხვდება. ძალების დაზოგვით კი მილანთან რომ დამარცხდებოდნენ ამას რად უნდა ბევრი ფიქრი, თან ასეთი ანგარიშით. რატომ არ უნდა იბრძოლოს ლიგაზეც, ნახევარფინალში გასასვლელად?
მილანისტა
რაო აბა, მილანს ადვილად მოუგებს ნაპოლი და გააფარჩაკებსო, სად ხართ ეგ სასტავი)) ცოტა მეტი ისწავლეთ და დაფასება იცოდეთ სხვა გუნდის, დამარხეს ნაპოლი და არც ლიგაზე გავა ნაპოლი ადვილად, თანაბარი შანსები აქ ორივეს. ძაან ვქომაგობ კვარას, მაგრამ მილანი ჩემთვის მუდამ პირველი იქნება!!!
ტოტო
ლიგაზეც წააგებენ. აშკარად უფრო მაღალი კლასია მილანი.
bmb
მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ: რა უფრო მისაღებია ამ ეტაპზე, ამ თამაშის მოგება და ლიგაზე გავარდნა თუ პირიქით? შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ეს თამაში შეგნებულად დათმო ნაპოლიმ, მაგრამ ასე მგონია, რომ მილანმა ითამაშა თავისი საუკეთესო თამაში, განსხვავებით ნაპოლისგან. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე წაგება სჯობდა ნაპოლისთვის, უფრო სწორედ ცოტა რომ მოდუნებულიყო მილანი, ლიგაზე თამაშის წინ. ისე ბევრისგენ განსხვავებით ყველაზე მეტად იტალიელებთან შეხვედრა არ მინდოდა ლიგაზე.
G.A.L.
ერთი შეხედვით "ნაპოლი" კრიზისშია. გუნდი ჩამოშალა. არცერთი რგოლი თავს არ ჰგავს. "მილანმა" ყველა კომპონწნტში დაჯაბნა. დამთავრდა "ნაპოლი"-ს დომინირება?! მე ეს ყველაფერი სპალეტის ხრიკები მგონია! ლაურენტისიც ფრიად კმაყოფილი უნდა იყოს. სახელფასო ფონდი აქვს შესავსები მომავალი სეზონისთვის! P.S.ჩ.ლ.-ის შეხვედრამდე შეიძლება კიდევ ჩააგდონ თამაში, თუნდაც შემდეგი!!!
გია
ვერ გავიგე როცა იგებს მაგარია როცა აგებს უვერგისია ეს რა ლოგიკააა
სვანსკი
რუისთვის ერთი კარგი პანღური ალალია,თავისთავში დაღწმუნებული @ირი
სვანსკი
100 % ეგოისტი რუი, საერთოდ ბლოკავს ხვიჩას შეტევას
aburjga
თამაშს არ ვუყურე, საშინელი წინათგრძნობა მგონდა, მაგრამ აქ არ დავწერე იმიტომ, რომ არ დამეთარსა ნაპოლი! მე ვფიქრობ სპალეტის დაცვითი ვარიანტი უნდა დაემუშავებინა მომავალი საევროპო შეხვედრებისათვის! ჩემპიონ გუნდს ასეთი წაგება არ ეკადრება. ის ოქროს მედლები რომეთაც მიიღებენ ნაპოლის ფეხბურთელები ისე ვეღარ იბრწყინებს როგორც საჭიროა! ერთად ერთი გამოსავალი არის თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მილანს სასტიკად გაანადგურებენ!
ქუთაისელი
მე დავწერე, რომ ჯობდა მეორე შემადგენლობით გამოსულიყო ნაპოლი, დადებით შედეგზე მაგრები იქნებოდნენ, წააგებდა - არავინ არაფერს ეტყოდა. მით უმეტეს, თუ გადაღლილები იყვნენ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები. მაგრამ არ დამიჯერა სპალეტიმ და ეეეე! :)
მამუკა
ნაპოლის ჩემპიონობამდე 5 მოგება სჭირდება, შეიძლება 4 ეყოს. ნაპოლი მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს 19 ქულით უსწრებდა. ახლა სხვაობა 16 ქულაა, თუმცა ლაციოს სათამაშო აქვს იუვესთან სახლში, მილანთან და ინტერთან გასვლები, სადაც აუცილებლად დაკარგავს ქულებს. ამ დროისთვის ნაპოლი მილანს 20 ქულით უსწრებს, ინტერს 21-ით. ასეთ სიტუაციაში დიდი სისულელე იქნებოდა მილანთან თავის მოკვლა ლიგის თამაშების წინ. ოსიმენი საერთოდ გადამალეს. ხვიჩა ათამაშა, რომ უფრო გაშინაურებულიყო მილანთან. ეთამაშა თავისუფლად, ნაკლები დატვირთვით და ტრამვების გარეშე. როცა გუნდი ასე დაგეგმავს მილანთან თამაშს, წააგებს აბა რას იზავს. თან ასეთი ანგარიშით. ლიგაზე სულ სხვა თამაში იქნება.
გიგა
ზიდანი იყო ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არა მარტო ერთი, კონკრეტული მატჩის შედეგზე, არამედ მთელ ტურნირზე. ჯერ ხვიჩა შორსაა ზიდანისგან. თუმცა, ვნახოთ პერსპექტივა ნამდვილად აქვს, რომ ზიდანივით უდიდესი გახდეს.
Suxumchanin
ისევე როგორც საქართველო ვერ მოშორდა რუსეთის ორბიტას
gogi
წაგება წაგებაა, წაუგებელი გუნდი არ არსებობს და არც ნაპოლია ეგეთი. ერთი რაცაა ემოციურობა კარგია, მაგრამ როცა აშკარაა რომ არ ხარ მართალი არაა საჭირო ასეთი ჟესტიკულაციები. სხვა დროს როცა მართლა მართალი იქნები ფასს დაუკარგავს მაგ ემოციურობას.
არტ
მწვრთნელების დუელი სპალეტიმ წააგო. მილანმა მოახერხა დაეთრგუნა ნაპოლის ნახევარდაცვა - მთელი ძალები ლობოტკას განეიტრალებაზე გადაიტანეს , რამაც გაამართლა, რადგან ანგისა და ჟელინსკი მეორე წრეში ისე ვეღარ თამაშობენ როგორც თავიდან და თამში თავზე ვერ აიღეს. დროზე იყო ცვლილებები გასაკეთებელი. პოლიტანო საერთოდ კატასტროფა იყო და რატომ დროზე არ შეცვალა ესეც კიდევ ერთი შეცდომა. საერთოდ ვერ გადააწყო თამაში ტაქტიკურად მიუხედავად იმისა რომ მალევე გამოჩნდა რომ მილანს მისი ტაქტიკის წინააღმდეგ უპირატესობა ქონდა. ხვიჩას რაც შეეხება, საერთო ფონზე ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, თუმცა მისი უკეთესი თამაშებიც გვინახავს. ერთი შენიშვნა, სანაკრებო თამაშშიც და ეხლაც- უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას და პოზიციაც ცვალოს, მაინცადამაინც ფლანგის შეცვლას არ ვგულისხმობ- უფრო ხშირად შემოიწიოს ცენტრისკენ და ბურთიც დინამიკაში მიიღოს. სტატიკიდან რამის გაკეთება გაცილებით ძნელია.
ბადრი
ხვჩას რომ ასეთ პასებს აძლევდენ წარმომიდგენია რარმდენ გოლს გაიტანდა. ხვიჩამ მეტჯერ მისცა პასი რუის ვიდრე რუისმა ხვიჩას.
საჩინო
ნაპოლიმ 2023 წელს წააგო ჩემპიონატის ყველა ძლიერ მოწინააღმდეგესთან [ინტერი,ლაციო,მილანი] ,. დასკვნა:ე.ი. ის რაც საკმარისია სუსტების დასამარცხებლად ,უკვე აღარ კმარა ძლიერების წინააღმდეგ .სპალეტი კი არაფერს და ვერაფერს ვერ ცვლის .ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ ძლიერმა მწვრთნელმა მეორე ტაიმში რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა უნდა შეძლოს.კონკრეტულად ამ თამაშში კი გამოჩნდა ,რომ მილანს უფრო კარგად ჰყავდა შესწავლილი და უფრო კარგად იყო მომზადებული .რაც შეეხება კვარაცხელიას თამაშშს ---მთლიანად გუნდის ჩავარდნის ფონზე ის მაინც ღირსეულად გამოიყურებოდა.ლეაოსთან შედარება კი ეს არის ფეხბურთისგან და საერთოდ გონიერებისგან შორს მყოფის ტვინის ნაჯახირევი .როგორ შეიძლება შეადარო ერთმანეთს ორ სრულიად განსხვავებულ პირობებში მყოფი ადამიანი ,ამ შემთხვევაში ერთი იმყოფებოდა ძლიან კომფორტულ ,ხოლო მეორე თითქმის "უჰაერო სივრცეში".და კიდევ- ნაპოლი რომ გახდეს გრანდებთან ტოლ-სწორად მებრძოლი ,მას სჭირდება რამოდენიმე პოზიციის მკვეთრად გაძლიერება.
მგელი
იუვენტუსს რომ დაუმატონ ის 15 ქულა 12 ქულიანი ჩამორჩენა ექნებოდა მხოლოდ და მერე ვინ იცის რა მოხდებოდა
123
გაყიდული თამაშები მოიკითხეთ რეალი და ბარსელონა როცა თამაშობენ. ბარსელონას ამოუქექეს უკვე და რეალსაც ზედ დააყოლებენ იმედია.
psg- ფანი
სოფლის გუნდი ვერასოდეს დაუდგება მილანისნაირ უდიადეს კლუბს. ოსიმენთან და მის გარეშეც. ხვიჩას ფაქტორი იყო თორე იმ თამაშსაც მოუგებდა 1-2 რო წააგო.

კიმი ნული იყო, საერთოდ ვერ ითამაშა.
გივი
პრესტუჟის გოლი მაინც უნდა გარტანათ
თენგო
ამდენს რომ ატირებ სხვა გუნდების გულშემატკივრებს, ხანდახან შენც მოგიხდება წკეპლა. მაშ
Jiji
ეს წაგება აუცილებელი იყო, მთავარი თამაში წინ ააქვთ, უჩლ-ზე ! აი, 100% დარწმუნებული ვარ სპალეტი მილანს გაცდება და ნახ ფინალს ითამაშებს ნაპოლი! სკუდეტო ჯიბეშია, დღეს თავის გაგიჟება და კარტის გახსნა ნაპოლის მხრიდან იქნებოდა სრულიად იდიოტური, შესაბამისად იცის სპალეტიმ, რასაც აკეთებს!
დავით 67
ძალიან დაეტყო დღეს ოსიმენის არ ყოფნა! მილანს მემგონი ამ სეზონში ასე კარგად არც უთამაშია.ალბათ ტყუილად არ უთქვამს სპალეტის, რომ ლიგაზე მილანთან არ უნდოდა შეხვედრა. ვისაც პირველი წრის თამაში გაქვთ ნანახი დამეთანხმებით რომ მილანს არც მანდ უთამაშია ცუდად. ბოლო დამატებულ წუთზე ფაქტიურად ცარიელ კარში ვერ გაიტანეს. ასე რომ ლიგაზე მეტი ყურადღება მართებს ნაპოლის,განსაკუთრებით დაცვაში. ლეაო და ჟირუ ძალიან მაგრები არიან. ნაპოლიში ხვიჩა ყველას სჯობდა დღეს, მაგრამ რად გინდა. მატჩის შედეგია საშინელი
დათო
ამ გაყიდულ თამაშზე რა ვთქვა... ჯობია იტალიას მოცილდეს. ერთის თქმა კი შემიძლია, ხვიჩა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, ჩემი აზრით უფრო ძლიერი ვიდრე რონალდინიო და ზიდანი, უფრო მესის შევადარებდი თამაშზე ზემოქმედების მოხდენით, მომავალში ოქროს ბურთებისთვის ხვიჩა და მბაპე იბრძოლებენ, სხვებს აშკარად ბევრით აღემატებიან.
დავით 67
შენ ფასიც გეცოდინება!
დათო
ვერ გავიგე როგორი თამაში იყო. 2 ვარიანტია, ან გაყიდული, ან სპალეტის ოინები, ან ორივე ერთად. სპალეტიმ ცენტრი ძალით დაკარგა. ლობოკა და ანგისა უბრალოდ არ მოყვებოდნენ უკან. ოსიმენიც საეჭვოდ არ თამაშობს. დიდია ალბათობა არაფერი აწუხებდეს. ვერ გაიგებ ამ მაფიოზურ ქვეყანაში რა ხდება. ფაქტი ერთია ნაპოლიმ არ ითამაშა, ერთადერთი ვინც ცდილობდა ხვიჩა იყო. მილანი რომ არაფერი გუნდია ყველა დამეთანხმებით. მილანი ლიგიდან ვერ გამოაგდებს ნაპოლს, თუ ეს მოხდა ჩავთვლი რომ ჩაწყობილია, განა იმიტომ რომ ნაპოლის დამარცხება არავის შეუძლია, უბრალოდ დღევანდელი მილანი უსუსტესი ფარჩაკი გუნდია. სერია ა-ს ოთხეულში ვერ მოხვდებიან. ჟირუ რაბოღმაა ჩემპიონები ჩვენ ვართო, კი არიან მაგრამ 20 ქულით აგებ და კიდევ ბაქიბუქობ სამარცხვინოა.
გიგი
მთელმა გუნდმა ჩააგდო თამაში, ვერ იყვნენ შეკრულები და კონკრეტულად ვინმე ერთს ვერ დავაბრალებთ ამ შედეგს. თუ ვინმეს თავის თავზე თამაშის აღების სითავხედე აქვს ელმასია და მალევე უნდა შემოეყვანა. კარგად ადაპტირებს ყველა პოზიციაზე და ზილინსკი უნდა გაეყვანა. ხვიჩასთვის დავალება რო ყოფილიყო გაკეთებული თამაშის აღების ცენტრისკენ შემოიწევდა უფრო. ასე რომ თამაში წაგებულია და მთლად უოსიმენობასაც ვერ დავაბრალებთ. დაეტყო რათქმაუნდა უვიქტორობა მაგრამ მის გარეშეც გვინახავს ნაპოლი. უფრო ტიტულოვანი გუნდებისგანაც მახსოვს უფრო მეტი ჩავარდნა. ასე რომ...
irakli81
ვავა ნაპოლი ვავა! ისე სხვა მხრივ , რომ შევხედოთ, თითქოს ლოგიკურად ჩანს ბოლომდე რო არ შეასკდნენ ამ, სატურნირო თვალსაზრისით არცთუ მნიშვნელოვან შეხვედრაში მილანს. არა, იმას კი არ ვამბობ, ძალით წააგეს მეთქი, უბრალოდ ძალები დაზოგეს, თორე მთელი გუნდის ასეთი უხეირო თამაში ცოტა აუხსნელია. ალბათ ლიგის თამაშებძე გააკეთეს აქცენტი, რაც სავსებით ლოგიკური იქნებოდა. ვნახოთ, გამოჩნდება ლიგის თამაშებზე.
რა მაფიაა?
კვარა ეგაა ზუსტად, რომ გაბრაზდება ეხლა და მილანში მოუგებენ და იძახონ მერე ამათ ეს მოგება ))))
GG
როგორც არ უნდა გვიყვარდეს ხვიჩა უნდა ვაღიაროთ რომ ეს გუნდი ოსიმენის გარეშე საშუალო დონისაა
ხვიჩას არ აძლევს პასებს
რაღა რა უნდა. ხვიჩას პასებს ან არ აძლწვს ან უგვიანებს. ოლივერა როცა თამაშობს, ხვიჩა ბევრად უკეთ მარაგდება პასებით

ოსი გოჩა
დღეს ნაპოლის ნამდვილად დააკლდა ოსიმენი. და საერთოდაც ოსების გარეშე შორს ვერ წავა ნაპოლი
გიორგი
არა, ნული არაა, ეს უსამართლო შეფასებაა. თუმც, კარზე დაგეშილი ოსიმენი საკვანძო ფეხბურთელია, ვარსკვლავია.
სიმართლე.
ნაპოლი არის საშუალო დონის გუნდი რომელსაც მიათრევს 2-3 მართლა მაგარი მოთამაშე ხვიჩას ჩათვლით დანარჩენები არიან ტორმუზი და საშუალო დონე.
Charley
დღეს მილანმა აჩვენა მაქსიმუმი. არ მინდა კონსპირაციულ თეორიებში წავიდე მაგრამ ყოველ გაშვებულ გოლებზე სპალეტი რაღაც საეჭვოდ არ ბრაზდებოდა მისი რეაქციები პირდაპირ ამას ასახავდა. არგუმენტი ამ კატასტროფული მარცხის ჩემი აზრით, ნაპოლის თავის გაგიჟება ჭირდებოდა? არა მილანს თავის გაგიჟება ჭირდებოდა - კი! 4 ეულში უნდა შესვლა! ნაპოლიმ ტაქტიკა დამალა? - კი! მილანმა რამე დამალა? - არა! უბრალოდ მილანი დაიხარჯა ასი პროცენტით ნაპოლი 55. თორემ ვერავინ დამაჯერებს მილანს ამდენ სივრცეს ნაპოლი კი არა პიაჩენცა და სამპდორია არ მისცემს და არც აძლევენ მიმდინარე სეზონში როსონერის. თუნდაც ეს ასე იყოს და ლიგის მატჩებში აბსოლიტურად სახეცვლილი ნაპოლი ვიხილოთ თან ის შავი კაცი დაბრუნდებაო აქტირად წერენ და მილანს ვფიქრობ რევანშს იქვე აუღებენ. ეს არ ამათლებს ტლიპინას დღევანდელ "პროვოკაციას" ფაქტია 4:0 განადგურდა რეპუტაცია შეილახა, მართალია ამ მარცხით ცხრილში არაფერი კატასტროფული არ მომხდარა ანგარიშისგან განსხვავებით მაგრამ მაინც გუნდი ფსიქოლოგიურად არ "შებარბაცდეს" ისინი პირველ რიგში ადამიანები არიან და მერე პროფესიონალი ფეხბურთელები. ცენტრი დღეს მკვდარი იყო მარიო რუიმ დაამტკიცა ნახევარი საქართველო რატომ "ლოცავს" პირდაპირ ვიტყვი დილორენცოს და ლობოტკას ყველაზე ცუდი მატჩი ქონდათ მიმდინარე სეზონში რამაც ყველაზე მეტად დაარტყა ნაპოლის გუნდურობას და ამიტომ მილანმა მარტივად გადაიყვანა პარტენიპეი რელსებიდან. კვარა ყველაზე შესამჩნევი იყო მიუხედავად 2-3 მცველს სულ წნეხში ყავდა მაგრამ მას მეტი შეუძლია, როდის არ აზის 2-3 კაცი ? ის გენიალური მიტომაა რომ არ იმჩნევს ამდენ ოპონენტსაც კი, და მე დარწმუნებული ვარ კვარა ლიგის პირველივე შეხვედრაში პირადად აუღებს კამპანიასთან ერთად სრულყოფილ რევანშს როსონერის სანსიროზე.
gulshematkivari0703
მარიო რუისგან რა გინდა მეგობარო. დღეს რაჰმანი და კიმი "პრახადნოი დვერ" იყვნენ...
gia
რა აზრი ჰქონდა გაყიდვას,? მატჩი დამთავრდა 0:4, ერთი გუნდის სრული დომინირებით მეორეზე.შენ ეტყობა გაყიდული თამაში საერთოდ არ გინახავს
რაბუ
ცბიერი მელაა სპალეტი, დაველოდოთ ლიგას. მარიო რუიზე კიდე რავიცი რა ვთქვა იმედია მალე გაყიდიან
გულშემატკივარი
იგივეს დაწერა მინდოდა:) ეს წაგება კარგის ნიშანია მეგობრებო,ნახეთ 12ში რა მოხდება:))) რაც შეეხება ჩვენს ხვიჩას,როგორც ყოველთვის შესანიშნავად ითამაშა!!! როგორც ფეხს შეახებს ბურთს მაშინვე ფეხბურთის სილამაზე თავს იჩენს!!!
ა.კ
ოსიმენის გარეშე ნაპოლი ნულია ..........
Givi
Kvara cdilobda mainc da sauketeso shefasebebic dauweres tavis gundshi,magram koreeli,di lorenco,lobotka,politano,simeone...ra daemartad katastrofulad itamashes,es rui arasodes adzlevs gadacemas sufta aburjaniaa sul ukan ukurebs vis gadaawodos...
სოხუმი
მატჩის გაყიდვა კი მინახავს მაგრამ ასე არ შეიძლება ))) ლიგაზე ნაპოლი გადაუვლის მილანს 100% დაიმახსოვრეთ!!!
irakli
მთელ ნაპოლის და ხვიჩასაც უარყოფითად დაეტყოთ სანაკრებო დასვენება, ასევე ცუდად დაიწყეს მათ ინტერთან, უბრალოდ მაშინ 1:0 წაააგეს ახლა 4:0. ანუ ნაპლისთვის სპალეტი მართლა ბევრს ნიშნავს, ჩვენი სანიოლი კი...
გიო
ვიცოდი რო ნაპოლი წააგებსა, ეგ ლოგიკური იყო. ხო ძაღლივით გადაუგდო სამი ქულა. ფორცა ნაპოლი!
ჯონი
ასე ნაგლად მაჩის გაყიდვა არ მინახავს
უვიცი
რა ჭირდა დღეს დაცვას, კიმ მინ ჯე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. პოლიტანო უსარგებლო, მარიო რუი არ არის ოლივეირას დარი პარტნიორი ფლანგზე კვარასთვის.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ