მუნდიალით გამოწვეული პაუზის შემდეგ "ნაპოლი" ამხანაგურ შეხვედრებს ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა, რასაც ჩემპიონატში "ინტერთან" მარცხიც მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის სათამაშო სტილი მოწინააღმდეგეებმა თითქოს გაშიფრეს და სიახლეების საჭიროება იდგა . წამყვანი ფეხბურთელები, რომლებიც ფორმის პიკში იყვნენ, საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი ნდობაზე გააკეთა, ეტაპობრივად კი, საკვანძო მოთამაშეებმა ძველი კონდიციები აღიდგინეს. ასე გახდა რაჰმანი-კიმის დუეტი კვლავ საიმედო, ზამბო ანგისამ რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა, ირვინ ლოსანო უფრო პროდუქტიული გახდა...

ახლა პაუზა უფრო მცირე იყო, თუმცა სანაკრებო მატჩების შემდეგ იტალიის ჩემპიონატის დამაჯერებელი ლიდერები საკუთარ თავს ისევ არ ჰგვანან, რაც "მილანთან" საკუთარ მოედანზე განადგურების (0:4) შემდეგ კარგად გამოჩნდა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და სპალეტის გამოსავლის ძიება უმოკლეს დროში მოუწევს, თუ რატომ წააგო მწარედ "ნაპოლიმ"...

როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე უახლოეს მდევართან სხვაობა 16 ქულაა (ამჟამად), ეს მოტივირების ნაწილში საკმაოდ რთული ამბავია. ეთამაშები "მილანს", რომელსაც მალე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უნდა დაუპირისპირდე; თითქოს ყველაფერი ისე დალაგდა, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ნაკლები ემოციურობით უნდა ეასპარეზათ და არც მარცხი იქნებოდა კატასტროფა, თუმცა ის, რაც "სტადიო მარადონაზე" ვიხილეთ, პრობლემებს უფრო ღრმად აჩენს, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის კონტექსტში...

პირველი 45 წუთი ისე გავიდა, ნეაპოლელთა ნახევარმცველები ბურთს, ფაქტობრივად, ვერ იჩერებდნენ. "მილანელი" სანდრო ტონალი შეუდარებელი იყო და დაამტკიცა, რომ კლუბის ლეგენდარულ ნახევარმცველებს ობიექტურად ადარებენ. სტუმართა შუა ხაზი გაცილებით მოძრავი, სწრაფი და ენერგიული იყო. სტანისლავ ლობოტკას სტაბილურობა აქამდე თუ გაკვირვებას იწვევდა, ის ახლა თამაშიდან მთლიანად გამოთიშეს. პოზიციური იერიშების ვერგანხორციელების შემდეგ, სპალეტის ბიჭების მთავარი იარაღი კონტრშეტევები უნდა ყოფილიყო, თუმცა ისიც პრობლემა გახდა.

მეორე ტაიმში, ანგარიშიდან გამომდინარე, "მილანმა" მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობის საშუალება მაქსიმალურად მისცა და უკვე თავად დაელოდა კონტრიერიშების შანსს, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა. გასატანად მომართული ნეაპოლელთა განლაგება შუაში გაწყვეტილი იყო და მეტოქე კართან მიახლოებას იოლად ახერხებდა. პიოტრ ზელინსკიმ მხრიდან ბურთის მარტივ სიტუაციაში დაკარგვამ და 59-ე წუთზე ლეაოს დუბლმა ამ მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა...

ამ სეზონში "ნაპოლის" ცენტრალური მცველების წყვილის ალბათ ყველაზე უარესი შეხვედრა ვნახეთ. მარიო რუის გარჯის განხილვაც დაახლოებით ამ კონტექსტში შეგვიძლია. როცა გამართულად, ფაქტობრივად, არცერთი რგოლი არ მუშაობს, მხოლოდ ფორვარდს ვერაფერს დააბრალებ, მაგრამ მეორე ტაიმში ჯოვანი სიმეონე მთლიანად ჩაიკარგა. ვიქტორ ოსიმენი თავისი ბრძოლისუნარიანობით რაღაცის გამოდნობას შეძლებდა. ჩვენ ადრეც დავწერეთ, რომ მას შემდეგ, რაც სპალეტი როტაციას იშვიათად მიმართავდა და ის ტონუსი, რაც მისი გუნდის არგენტინელ შემტევს ჰქონდა, დაიკარგა. ახლა როცა აუცილებლობა დადგა, სიმეონე თითქოს ნაკლებად დამაჯერებელი იყო და მას რომ ბოლო დროს მიზერული შანსი ეძლეოდა, ეს ამ გადასახედიდან არასწორი გამოდგა.

თუკი ნეაპოლელთა დამრიგებლის სამწვრთნელო კარიერას თვალს გადავავლებთ, მას გარკვეული კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩავარდნები ჰქონია. ნეაპოლელებს გაუმართლათ, რადგან კომფორტული სატურნირო სიტუაციის ფონზე, ეს მტკივნეული არაა და აქამდე არც განგრძობადი სახე მისცემია.

როცა გამართლებაზე ვსაუბრობთ, ეს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერია, რომელიც დიდ სხვაობას ქმნის. ზოგჯერ რთულია, მის თამაშს სუბიექტურობისგან დაცლილმა უყურო, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი განცდა იყო, რომ ქართველი გარემარბი არსებულ ანგარიშსა და სიტუაციას თანაგუნდელებიდან ყველაზე ნაკლებად შეეგუა, ბოლომდე იბრძოლა, თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანა სცადა. ისე, კი "კვარამ" ლამაზი ეპიზოდები გვაჩუქა - ფინტები, ერთი გამორჩეულად მახვილგონიერი პასი... თუ გატანაზეა, ეს მაშინ შეეძლო, როცა ჯაკომო რასპადორიმ ვერ შეამჩნია და ამის გამო მოუბოდიშა. ობიექტურად, ვერავინ იტყვის, რომ მილანელთა ლიდერმა ლეაომ "კვარადონა" დაჯაბნა, უბრალოდ პორტუგალიელმა იმით ივარგა, რომ თანაგუნდელებმა საუკეთესო შანსები შეუქმნეს, "ნაპოლიმ" კი ვერც 77-ე ნომრის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიყენა და ვერც მისგან წამოსული ხიფათი. ეს მატჩი მოქმედი და მომავალი ჩემპიონების იყო და ტურნირის საუკეთესოობაზე ლეაოს ჩანაცვლების ყველაზე დიდი შანსიც ხვიჩას აქვს.

ჩემპიონთა ლიგამდე სპალეტის უფრო მეტი აქვს სასწავლი, ვიდრე მის ვიზავის და ეს იქნებ ახლა ასე ჯობია, თუმცა მილანელთა გამოცდილი თავკაცი აღფრთოვანებას არ მიეცემა. სკუდეტო 33 წლის შემდეგ სერიოზული ბონუსია და საყვედური არავის დასცდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტის მიღწევა როცა შეიძლება, უარს ვერ იტყვი. მანამდე კი "ლეჩესთან" ვნახავთ, საქმე ერთგვარ კრიზისთან გვაქვს თუ ერთჯერად ჩავარდნასთან. ოსიმენის მომჯობინებასაც უნდა დაველოდოთ.

გამოჩდნენ ნაფტალიანიანი საცოდავები. ამოვიდნენ ჭაობიდან. ჩაქვესკნელდებით ისევ. სუნი ასდის თქვენს გახრწნილ აზრებს
გიორგი
არ უნდა ფილოსოფია ხვიჩას ფეხბურთის თამაში ყველაფერს ურჩევნია ამიტომ ვერ შეედრება მას ლეაოც და ბევრნი სხვანიც
ლადო
პირველ ტაიმში კვარას გაკეთებული ფინტი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ლეაოს ყველა გოლს სჯობს, რაც აქამდე გაუტანია. რაც შეეხება იმას, რატომ წააგო ნაპოლიმ, იმიტომ წააგო, რომ უკვე ჩემპიონია და ძალები დაზოგა ლიგისთვის. ლიგაზე სულ სხვა თამაში იქნება

ვერ მოისყიდეს მცველები? კრემონეზე ხომ არ ეგონა
დათიკო48
ეს იყო შეთანხმებული წაგება ტოტალიზატორებისათვის,"ნაპოლის"ფეხბურთელების ბევრი ახლობელი მოიგებდა დიდ თანხას.
გიორგი
ვნახავთ ვნახავთ ჩემპიონთა ლიგაზე
ბესო
კვარაზე დავწერ ორ სიტყვას. ბოლო დროს ჩანს, რომ თამაშში მეტი კრეატიულობა სჭირდება და ცენტრში მოძრაობა. სულ იმის შეგრძნება მაქვს რომ შებოჭილია მარცხენა ფლანგზე და ბოლომდე ვერ შლის ფრთებს. აუცილებლად მეტი მრაფალფეროვნება უნდა შეიტანოს საკუთარ მოქმქდებებში, თორემ ეს ფინტების მცდელობა და შეჭრა ან ჩაწოდება უკვე ადვილად იკითხება. კუთხურსაც არ უნდა აწვდიდეს მასეთი დონის შემსრულებელი, არამედ მაგ დროს საჯარიმოში ჩასაფრდეს. ჰო კიდევ ემოციების მოთოკვაც უნდა ისწავლოს...მოკლედ ყველაფერი მის ხელშია, პოტენციალი აქვს და იმედია მოუმატებს!
spectator
სპალეტიმ ნამდვილად ჩაატარა ექსპერიმენტი.
ჟორა
გაუგებარია სპალეტი რატომ არ მისცემს შენიშვნას ნახევარდაცვას, თამაშის 2/3 მარჯვენა ფრთაზე მიდის, მარცხენა კი გამოთიშულია თამაშს. როცა ოსიმენი არ არის, სხვაზე მეტად ხვიჩა უნდა დაიტვირთოს, რაც არ კეთდება.
geo
მილანმა მოკლა ნაპოლი!! ნაპოლი არაა რა იმ დონის რომ ასეთი მატჩები მოიგოს! ფაკტი? ნახეთ ანგარიში!! არც სპალეტი არ გამიდგა, არც ნახევარ დაცვა, კვარას კი მოუწევს ბევრის რამ შეცვლა თუ უნდა გაიზარდოს! ოსიმენუს გარეშე ნაპოლი ვერ მოქმედებს ! ლეაომ თავისი დუბლით აჩვენა ვინაა და სად უნდა იყოს ნაპოლი!
სოსო
ხვიჩა სუმდაო,სტატია რომ არის,იქ ვწერდი პოსტს და შუქი ჩაქრა.როცა მოვიდა,ეს სტატია უკვე გამოქვეყნებული დამხვდა და ყველა ის თეზისი,რომელიც მე მქონდა,აქაა გაშუქებული და ცოტა დამატებულიც აქვს.ასე რომ ღვთისავარმა ჩემის სთქმელიც თქვა და რა თქა უნდა მომწონს.ძირითადი მიზეზი,მაინც ორი გუნდის მოტივაციებს შორის დიდი სხვაობა მგონია.მილანს ძალიან შწირდება ქულები და მზად იყო საამისოდ,ყველაფერი გაეღო.ნაპოლის ცოტა სულის მოთქმის საშუალება ჰქონდა, დიდი სხვაობის გამო და სწორედ ამ სხვაობამ გახადა ეს მატჩი ასეთი.ნაპოლიში,მხოლოდ ხვიჩას ჰქონდა დიდი მოტივაცია,რათა თავი გამოეჩინა და დაემტკიცებინა,რომ ოსიმენის გარეშე,მხოლოდ მასაც შეუძლია გუნდს თამაში მოაგებინოს,თუმცა მილანის ზემოტივაციის პირობებში და თანაგუნდელების მოდუნების ფონზე,მისი შემართება,უნაყოფო გამოდგა.სიმეონე და რასპადორი,ძალიან ფორმადაკარგულები აღმოჩნდნენ.ღმერთმა ქნას,ლიგისათვის მატჩებს კარგ ფორმა აკრეფილნი შეხვდმენ.ამ თამაშში,მილანელებმა ბევრი ემოცია დახარჯეს და ლიგის მატჩებისათვის შესაძლოა აღარც დარჩეთ,საკმარისი.აი ნაპოლის კი,რევანში ექნება ასაღები და სრული მობილიზაციით იბრძილებენ.მჯერა,წარმატებითაც.
გია
მილანი ერთადერთი შავი ლაქაა ჩემპიონთა ლიგის ელიტის ბოლო ათწლეულში,რარა ეხლა გამოხტით მილანის ფანები!?
ჩემი აზრით
უბრალოდ ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა აკლიმატიზაციის გავლა ვერ მოასწრეს და თითქმი ყველამ მატჩი ჩააგდო,ხოლო მცველები კატასტროფა იყო.ცოტა უკეთესად გამოიყურებოდნენ ხვიჩა და ლობოტკა.ამის გამო სპალეტის გინება სირცხვილია.კაცმა იტალიის ჩემპიონობა შუა სეზონში გაინაღდა,ჩ.ლ-ს საკმაოდ ძლიერი ჯგუფი მოიგო და შემდეგ აინტრახტი გააბითურა.ჩასაფრებულმა ბოროტებმა ისარგებლეს რა წაფორხილებით დაესივნენ გიენებივით.მთავარია ოსიმენი დაბრუნდეს და მერე ვნახოთ ხვიჩასთან დუეტში როგორ შავ დღეს აყრიან მილანს.

ხვიჩას ზღაპარი ჯერ ახლა დაიწყო და საერთოდ ლიგაზე რომ მეოთხედ ფინალში თამაშობს და ჯგუფურ ეტაპზე აიაქსს და ლიბერპულს სასწაულად ეთამაშა უკვე ზღაპარია. რომც გამოვარდეს ნაპოლი მეოთხედფინალიდან თქვენი აზრით აქ მთავრდება ყველაფერი? 22 წლის ფეხბურთელს მთელი კარიერა წინ არ აქვს?მაშინ მერვედფინალიდან გავარდნილმა ან ჯგუფში ჩარჩენილმა გუნდებმა რაღა თქვან:)) მოკლედ ხვიჩას მუდმივად თან სდევს ქართველი ფანების უაზრო პესიმიზმი ან ზღვარგადასული ოპტიმიზმი, რომელიც ძირითადად სადღეგრძელოებით შემოიფარგლება. წაგებული თამაშის მერე რომ კარიერას უმთავრებთ ეგ უკვე ყოველი წაგების ან უგოლო თამაშის მერე ჩამესმის :დ საქართველოს ჩემპიონატში რომ გადმოვიდა და ეროვნული ლიგა გააცოცხლა, მაშინაც ეგრე წერდნენ, თუ რომელიმე თამაშზე ვერ გაიტანდა. არიქა დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. კარგით რა ხალხო!
Jjj
Ras profesorobt, osimeni saertod ar yavdat tavidan magram uket tamashobdnen. Gushin eg tamashi gayiduli iyo, gjerat tuara tamashebi iyideba. Milani araa napolis momgebi. Tu milanma napoli gamoagdo eseigi chaawyes. Maldini samarcxvinod moiqca. Xvicha imitoa yvelaze magari rom ar egueba wagebas. Msajs unda miawve mitumetes roca martali xar. Leao kai fexburtelia magram xvichas am etapze mxolod mbape jobia. Xvicha mbape da halandi, momavali oqros burtebi amatia...
დიმა
ნაპოლის ტაქტიკა და სათამაშო სქემა უკვე ბევრმა გაშიფრა. ვშიშობ ეს კრიზისია, ყველაზე გადამწყვეტ დროს. ხვიჩას არაფერი წაუგია ლეაოსთან. გუნდმა წააგო გუნდთან.
irakli
ეს მატჩი არ არაფერს არ ნიშნავს, მილანში ნაპოლი მოიგებს 2:1 ან 3:1 ხოლო ნეაპოლში 5:1 ან 5:0 -ს და რევანშიც აღებული იქნება.
simartle
ეს თამაში წასაგები იყო და ასეც მოხდა. მაინც ვუყურე, ვიცოდი რომ წააგებდნენ და ალბათ დიდი ანგარიშითაც. კვარა პატარაა და გამოუცდელი. ამიტომ იყო სპალეტი რომ უყვიროდა რომ დაწყნარებულიყო. დაცვამ და ნახევარდაცვამ თამაში ჩააგდო და ალბათ მიზანდასახულად რომ მილანს მოეგო. ფეხბურთი მაგ დონეზე არი ჭადრაკი. და პოლიტიკა. ამიტომ იყო ზოგი საქმეში ჩახედული სპეციალისტი კვარას დასვენებას ითხოვდა. კვარას დასვენება არ სჭირდება პირიქით უფრო მეტი თამაში და სწორიც ჰქნა სპალეტიმ რომ ათამასა. ნაპოლიში მასზე უკეთესი არავინ სჩანდა. ერთს დავამატებრომ ასე ფლანგზე მიჯაჭვულმა არ უნდა ითამაშო საერთოდ არც ერთი თამაში და უნდა იმოძრაოს უფრო მეტი შუისკენ და შეცვალონ პოზიციები. ასევე თავით თამაში უნდა გააუმჯობესოს და მარტო ჩახვეუი დარტყმების გარდა ეწ "პოდიომით" დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს ცოტა მეტი. საჯარიმ ოს გარედან მარტო მიხვეულ მოხვეული დართყმები არ გამოდის. მთლიანად გუნდს ეტყობოდა მოსაგებად არ იყო გასული როდესაც კვარას სულ მოგება უნდა. ფეხბურთი პოლიტიკაა თან ბინძური განსაკუთრებით იტალიაში რასაც ვხედავთ მეტი კულუარებში ხდება ასე რომ... შემდეგი თამაშები მილანთან უკვე სხვა დონეზე უნდა იყოს. წინ კვარა და ნაპოლი!!!
Las
ნაპოლიმ მეორე წრეში წააგო 3 თამაში. ლაციო. მილანი. ინტერი. რაც კანონზომიერია უკვე გაჩემპიონებული გუნდისთვის. თანაც სამივეს ჭირდებოდა მოგება ლიგის საგზურისთვის. განსაკუთრებიდ მილანს. ასე რომ ლიგაზე სხვა დაპირისპირება იქნება. მილანი რომ 4_0 მომგები არაა ნაპოლისთვის ამაზე ცხრილიც მეტყველებს. 25 ქულით ჩამორჩება
ILIA
სიმართლეა. მე ჩვენი ის გამჭრიახი ბიჭებიც მაინტერესებს, 2 დღის წინ აქ რომ წერდნენ, ოსიმენის არყოფნით ბევრი არაფერი დააკლდება ნაპოლისო. ))
შახრუდინი
რაღაც ძალიან მეშინია ლიგაზე არ დაგვადუღოს მილანმა!ღმერთმა ქნას ნაპოლი გავიდეს შემდეგ ეტაპზე!იმედია ხვიჩას ზღაპარი არ დამთავრდება მეოთხედ ფინალში
ზაქრო
თავისთავად საკითხის ასე დასმა არ შეიძლება. რა ხვიჩამ და ლეაომ იჭიდავეს თუ მაგიდის ჩოგბურთი ითამაშეს. დაპირისპირება შეიძლება განვიხილოთ თავდამსხმელსა და მცველს შორის. ხვიჩას თამაში შეფასდა 7.3-ით, ხოლო კალამბრიასი 7.2-ით, ანუ დაახლოებით თანაბრად.
მწვრთნელი
დროა ნაპოლიმ გადმოიყვანოს მიქაუტაძე მეციდან, რომ გუნდს შეეჩვიოს! არანაკლებ თამაშობს ვიდრე რასპადორი და სემიონე თამაშობენ!
o5
ღვთისავარ სწორედ თქვენ უნდა წერდეთ ფეხბურთელებზე წიგნებს...სამომავლოდ გაითვალისწინეთ და წარმატებები. დასაბეჭდად არ მომიწერია...
გუსანი
სიმართლე ისაა, რომ ნაპოლის რამდენჯერმე გაუმართლა, მათ შორის მილანშიც. თამაშის ტაქტიკურ ნაწილში ვფიქრობ სპალეტის გუნდმა იგივე შეცდომა დაუშვა როგორც ინტერთან, ნაკლებად ლაციოსთან-პირიქით მოხდა, არ გაუმართლდათ. ფაქტია, რომ საჯარიმოს გარედან დამრტყმელი არ ყავს ნაპოლის, მხოლოდ 1 გოლი ხვიჩასგან. შემადგენლობა უფრო წონიანი ყავს მილანელებსაც და იუვესაც, არც რომაელები ჩამოუვარდებიან, აქ ტაქტიკას და სტაბილურობას ექცევა ყურადღება, მოტივირებული მილანის დამარცხება ამ ნაპოლისთვის თამასას აწევის და რეალური ხარისხის ტოლფასი იქნება. ეს კი ოსიმენის გარეშე შეუძლებელი მგონია
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს... "ნაპოლის" წაგება კი, ნეაპოლში იდარდონ.
ლერი
კარგი,ღრმა ანალიზია და სრულიად ვეთანხმები ავტორს.მიუხედავად ოსიმენის არყოფნისა ნაპოლის თამაში არ უნდა წაეგო.სპალეტიმ შემადგენლობის დაყენებისას დაუშვა რამოდენიმე შეცდომა.პირველი-ოსიმენის ნაცვლად რასპადორი უნდა დაეყენებინა.მეორე-ანგისა ნდომბელეთი უნდა ჩაენაცვლებინა.მესამე-პოლიტანო ლოსანოთი ან ელმასით.დაცვის ხაზიც არსწორად დააკომპლექტა.მარიო რუი აგრესიული,ხისტი მცველით ,თუმდაც ოსტეგორდით შეეცვალა. თუმცა მე მაინც ვფიქრობ ,რომ ეს სპალეტის გეგმის ნაწილი იყო.წინ ჩემპიონთა ლიგის ორი მნიშვნელოვანი თამაშია მილანთან,ამიტომ მიყვა შემოთავაზებულ სცენარს და კონტრზომები არ მიიღო.თუ მილანს გაცდება ნაპოლი სპალეტი მართლა გენიოსი ყოფილა.
კახა
კარგი ანალიზია. და დავამატებდი კვარას გარდა მოტივაცია აკლდა ყველას,რის გამოც დაისაჯნენ.ეპიზოდურად ცდილობდნენ თამაშის გამოსწორება,მაგრამ მილანს უკვე სადავეები ხელში ქონდა. კვარასაც რამოდენიმე ისეთი პასი არ მისცეს,რომელსაც შეეძლო თამაში შეეცვალა ნაპოლის სასარგებლოდ,რაზედაც სპალეტიმ ყურადღება უნდა გაამახვილოს
123
სერიოზული ნერვების თამაში მიდის. ადრეც ვთქვი და კიდე ვიტყვი ის რო ნაპოლი 20 ქულით უსწრებს სერია აში ეგ ლიგაზე არაფერს ნიშნავს. პატარა ნოკდაუნში როა ნაპოლი ცხადია. 4-0 არარი მარტივი ფსიქოლოგიურად. ღმერთმა ქნას გადალახონ მილანის ბარიერი
მამუკა
არ არის სპალეტი ტოპ მწვრთნელი,უბრალოდ გაუმართლა რომ სხვა გუნდები ვერ არიან თავიანთ დონეზე ამ წელს. ვერანაირად ვერ შეაქვს გარდატეხა თამაშში ეს ერთი და მეორეც როცა ამ სიგრძე სეზონია, პლიუს ჩემპიონთა ლიგა,მსოფლიო ჩემპიონატი და ეხლა ევროპის შესარჩევი, რაღაც თამაშებში ძირითადი ბირთვი უნდა დაასვენო, არ შეიძლება მუდმივად 11 კაცით თამაში, მითუმეტეს როცა ამხელა უპირატესობა გაქვს მეორე გუნდთან და თან მეოთხედფინალი მოგადგა კარს.ფსიქოლოგიურად ეხლა დარწმუნებული ვარ ყველა დათრგუნულია, ლიგაზეც მოუგებს მილანი აი ნახავთ.
ქართველი
რაც არუნდა დავწერო ყველაფერი ვარაუდია. მართლა არვიცი სპალეტიმ დამალა რამე თუ მილანმა დაამალინა თავისი თამაშით. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არი რო ნმილანის მინიმუმ 5 მა ფეცბურთელმა კარიერის თამაში ითამაშა. ყველაფერი გასდიოდათ ტიპებს
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ