ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დარტყმა მუცლის ქვემოთ

დარტყმა მუცლის ქვემოთ

ბრიტანელმა ამირ ხანმა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ტიტული ამერიკელ ზაბ ჯუდასთან საეჭვო ნოკაუტით შეინარჩუნა
ბრიტანელმა ამირ ხანმა შეინარჩუნა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ტიტული და თან IBF-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა ამერიკელ ზაბ ჯუდას. ხანმა მეტოქე მეხუთე რაუნდში საეჭვო ნოკაუტით დაამარცხა.

ლას ვეგასში გამართული ბრძოლის წინ ბევრი უპირატესობას სწორედ ბრიტანელს ანიჭებდა - ექსპერტები ითვალისწინებდნენ ხანის ახალგაზრდა ასაკსა და მოტივაციას. ამერიკელთან ბრძოლამდე მან ოთხჯერ დაიცვა ტიტული, რომელიც ორი წლის წინ უკრაინელ ანდრეი კოტელნიკს ჩამოართვა. ჯუდას სასარგებლოდ მრავალწლიანი გამოცდილება ლაპარაკობდა, თანაც მოტივაციის მხრივ არც ამერიკელს ჰქონდა პრობლემა. თავის ბოლო ბრძოლაში (ამა წლის მარტი) ჯუდა IBF-ის ვერსიით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როცა ტექნიკური ნოკაუტით აჯობა სამხრეთაფრიკელ კაიზერ მაბუზას.

მაგრამ როგორც ბრძოლის მსვლელობამ აჩვენა, ხანმა თავიდანვე ძალიან იოლად მოიპოვა უპირატესობა. ბრიტანელი უფრო სწრაფად მოქმედებდა და ხშირად მისი დარტყმები მიზანს აღწევდა, ჯუდა კი სათანადოდ ვერ პასუხობდა მოწინააღმდეგის იერიშებს.

ამიტომაც, მეორე რაუნდიდან მოყოლებული ამირ ხანის რამდენიმე ჯების შემდეგ ამერიკელის სახე მთლიანად სისხლიანი იყო. თუმცა მესამე რაუნდის შემდეგ ჯუდამ უფრო ფრთხილად დაიწყო მოქმედება, დაცვაზე გადავიდა და ცდილობდა კონტრშეტევებზე აეგო ტაქტიკა. ამით ჯუდამ უფრო მოუმატა, მაგრამ არა ისე, რომ ინიციატივის ხელში ჩაგდება მოეხერხებინა.

ასეთი სიტუაციაში ლოგიკური იყო ბრძოლის ნაადრევად დასრულება და ასეც მოხდა. მეხუთე რაუნდის გონგამდე ნახევარი წუთით ადრე ხანს თირკმლის არეში დარტყმა გამოუვიდა. თუმცა ბრიტანელის მოქმედება მაინც საეჭვო იყო, რადგან გამეორებამ აჩვენა, რომ ხანის დარტყმა ამერიკელს საზარდულში მოხვდა, რაც წესებით აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მსაჯს ამ სავარაუდო დარღვევაზე რეაქცია არ ჰქონია - მან ათამდე დაითვალა და როცა ჯუდამ წამოდგომა ვერ მოახერხა, გამარჯვებულად ამირ ხანი გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, ბრძოლის შემდეგ ჯუდამ გააპროტესტა მეტოქის გამარჯვება: "ყველამ, ვინც ბრძოლა იხილა, შეამჩნევდა, რომ ეს იყო მუცლის ქვემოთ დარტყმა. ვფიქრობ, რეფერის დრო უნდა მოეცა ჩემთვის ასადგომად და არ უნდა შეეწყვიტა ბრძოლა".

გასულ უქმეებზე ერთ საინტერესო ბრძოლას მასპინძლობდა ლეგენდარული სტადიონი "უემბლი". აქ ორი ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნის - დერეკ ჩისორასა და ტაისონ ფიურის ჩხუბი იმართებოდა, გამარჯვებული კი, სავარაუდოდ, უკრაინელ ჩემპიონთან ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრის უფლებას მიიღებდა.

მეტოქეეებმა შეხვედრა თანაბრად აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველ რაუნდში ფიური მეტი აგრესიისა და სისწრაფის წყალობით უპირატესობას ფლობდა. მეორე რაუნდში კი ჩისორა გადავიდა შეტევაზე და ბევრი ზუსტი და ძლიერი დარტყმა განახორციელა. ფიურიმ გაუძლო შტურმს და თავად გადავიდა კონტრშეტევაზე.

მეხუთე რაუნდის შემდეგ ცხადი გახდა, რომ დერეკ ჩისორა დაიღალა, ფიური კი აგრძელებდა ეფექტურ კომბინაციებს, რასაც მოწინააღმდეგე სულ უფრო იშვიათად პასუხობდა.

მერვე და მეცხრე რაუნდებში დომინირების შემდეგ ფიურიმ დროებით დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე და ჩისორამ ოდნავ გამოასწორა მდგომარება, მაგრამ ბოლო ორ რაუნდში ტაისონმა ისევ მიიმწყვდია ბაგირებთან ჩისორა, რამდენიმე ზუსტი დარტყმა შეასრულა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო - 117:112, 117:112 და 118:111.

პირველ მძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, პოლონელი კშიშტოფ ვლოდარჩიკი სიკვდილს გადაურჩა. ის ვარშავას ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე ტოქსიკოლოგიური მოწამვლით მიიყვანეს - მოკრივემ ანტიდეპრესანტების ზედმეტი დოზა მიიღო. ექიმები იძულებულნი გახდნენ ვლოდარჩიკი ხელოვნურ კომაში შეეყვანათ.

"კშიშტოფის სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონის პრომოუტერი ანჯეი ვასილევსკი. - უკვე რამდენიმე წელია ის ვერ ახერხებს ოჯახურ პრობლემებთან გამკლავებას. ბოლო დღეებში უმძიმეს დეპრესიაში იყო".

როგორც პოლონურმა პრესამ გაარკვია, ვლოდარჩიკს კარგა ხანია პრობლემა ჰქონდა მეუღლესთან ურთიერთობაში, რომელიც ამ ინციდენტის დროს ვაჟთან ერთად ესპანეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ახლა, ვლოდარჩიკი საკმაო ხანი ვერ შეძლებს ვარჯიშის. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა პოლონელის გუნდის მოლაპარაკებები WBO-ის ჩემპიონთან, გერმანელ მარკო ჰუკთან. ბრძოლა შემოდგომაზე იყო დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"

"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება