საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას შეუდგა.

საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებას შეუდგა. როგორც უკვე ვწერდით, დიქსონს ოთხი ასისტენტი ეყოლება. შერკინებისა და უკანა ხაზის მწვრთნელებს ის შოტლანდიიდან ჩამოიყვანს. ფიზმომზადების მწვრთნელთან ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. გადაწყვეტილია, რომ "ბორჯღალოსნების" დაცვის მწვრთნელი ავსტრალიელი ჯონ მაგლტონი იქნება. საქართველოს რაგბის კავშირმა მასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ჯონ მაგლტონი 1960 წელს სიდნეიში დაიბადა. მას რაგბი ლიგაში, ანუ ცამეტკაცა რაგბიში საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. 1979 წელს "ბალმაინ ტაიგერზში" თამაშობდა. 1980-89 წლებში კი "პარამატა ეალზის" ღირსებას იცავდა. 1982 წელს ჯერ ნიუ საუთ უელსის რეგიონის, შემდეგ კი ავსტრალიის რაგბი ლიგის ნაკრებშიც მიიწვიეს.

გაცილებით წარმატებულია ჯონ მაგლტონის სამწვრთნელო კარიერა კლასიკურ, თხუთმეტკაცა რაგბიში. ის ათი წლის განმავლობაში, 1998-2008 წლებში ავსტრალიის ერვნული ნაკრების დაცვის მწვრთნელი იყო. 1999 წელს ავსტრალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. "ვოლაბებმა" იმ ტურნირში მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს.

2003 წელს "ვოლაბები" ისევ ფინალში გავიდნენ, თუმცა ინგლისთან წააგეს და მსოფლიო თასის შენარჩუნება ვერ შეძლეს. ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ამ გათამაშებაშიც ლელოების მინიმალური რაოდენობა გაუშვა.

ჯონ მაგლტონი 2008 წლიდან დღემდე უელსურ "ჰლანეჰლიში" მუშაობდა.

აი, რას წერდა უელსური პრესა 2008 წლის 5 აგვისტოს, როცა მან "ჰლანეჰლისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი:

"ავსტრალიელმა დაცვის მეფემ ჯონ მაგლტონმა ხელშეკრულება გააფორმა "ჰლანეჰლისთან". ეს არის ადამიანი, რომელმაც ლომის წილი დაიდო ავსტრალიის ნაკრების მიერ 1999 წელს მსოფლიო თასის მოპოვებაში. მან მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებში ათი წელი იმუშავა. რაც მის მაღალკვალიფიციურობაზე მეტყველებს. ვფიქორობთ, მისი ცოდნა, გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგებათ ჰლანელჰლელებს."

ლელო

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა