სერია A-ს 29-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "ლეჩეს" ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა.

"პარტენოპეის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიამ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.

პორტალმა Sofascore-მა "კვარას"თამაში 7.0 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.1 ქულა დაუწერა.

ორივე პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიმ მინ-ჯე დაასახელა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 74 ქულით პირველ ადგილზეა, სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ხვიჩამ მიმდინარე ჩემპიონატზე 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გიორგი
მგონია,მილანთან სულ სხვა თამაშს ითამაშებს ნაპოლი და მერე დავმშვიდდებით.თუმცა ხვიჩას აშკარად მოსამატებელი აქვს
G.LA
ასეთი თამაშით არ ვიცი ნაპოლი რას მოიგებს. მე შურიან ბიჭებს ვხედავ ნაპოლში უკვე რაც ძალიან საწყენია. ხვიჩას თუ არ ათამაშებ თვითონ ვერ ითამაშებს მარტო. სპალეტი მგონი დაბრმავდა, ეს პირველად არ ხდება.
გოგა
რეალურად ნაპოლის 5 ვარსკვლავი ყავს, კვარა ოსიმენი კიმი მერეტი დი ლორენცო, დანარჩენები კი საშვალო და საშვალოზე დაბალი კლასის იგროკები არიან, ზუსტად გუნდურობით აქვს ნაპოლს ეს შედეგი რაც აქვს და თუ გუნდურობა მოიშალა ნაპოლს ყველასთან გაუჭირდება, კვარა ოსიმენი და კიმი რო არა მარიო რუი ლოზანო და ეგენი არავის ეცოდინებოდა ვინები არიან, სპალეტიზეა ეხლა ყველაფერი დამოკიდებული, ზოგი ზოგიერთები აზრზე უნდა მოიყვანოს და პასების გაცემა უნდა ასწავლოს
zurabi
მარტო მარადონას მოუგია ...თუ კვარადონაა უნდა მოუგოს
ვაჩე!
სპალეტი ხვიჩას ნელნელა დაცვაში აყენებს!!!!!
იეა
ორი ვარიანტია, ან სპეციალურად არ აძლევენ რომ არ დაიმტვრა მიტანამდე ან ოსიმენამ უწევენ ფასს, რო აი ოსიმენის გარეშე ...მოკლედ
ზაზა
ხვიჩა თამაშობს მაგრად და სტაბილურად,პასს არ აძლევენ და რას ითხოვთ? მარტო კიდევ მეტოქის 11 ფეხბურთელისთვის ისტორიაში ვის მოუგია? ითამაშებს ნაპოლი ხვიჩაზე და შედეგიც დაიდება,არ ითამაშებს ნაპოლი ხვიჩაზე და დაახტნენ ერთ ადგილას,ამასობაში საშინლად გამოდიან,კატასტროფულად გააფუჭეს თამაშები,იმის ნახევარსაც ვეღარ ქაჩავენ,რაც ადრე იყო,ესე ლიგაზე არც უნდა იოცნებონ,ნეტა მშვიდობიანად ჩაამთავრონ სკუდეტო მაინც!!!
Rt
Lozanos da ruis daginebuli aqvt pasis micema amat xelshi kvaras fasi daiklebs aba ra iqneba shedegianoba ro ar eqneba imedia osimeni milantan iqneba navsic gatydeba da kvarac gaitans
ნიკო
ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი,მასე მილანმა ცალკარა ეთამაშა ემპოლის მაინც ვერ მოუგო,ვფიქრობ უფრო სპალეტიმ შეგნებულად აურია,რაც ვუყურე მაგარი უხეში გუნდია ეს ლეჩე,საერთოდ უნდა დაესვენებინა კვარაც და ლობოტკაც,ვფიქრობ შეგნებულად არ ტვირთავდა კვარას,მაგრამ რუი მაინც სლეა,ცალთვალაა ეგ ჩემისა რა,ასევე მოკლე სკამი აქვს ნაპოლის არაფრისმაქნისია პოლიტანო,ტრამვირებულია რასპადორი არც ეგ უქნია ღმერთს,ჩოლოიჩმაც აქა-იქ იცის გამონათება,ეს ელმასიც შეცვლებიდან უკეთესად ერთვება,მოკლედ რაც არის ეს არის თავი უნდა მოიკლან და ლიგის ფინალი დაიდოს რა,თუ არადა ჩვენ ბიჭს ისედაც კარგი სეზონი აქვს დასაწყისისთვის და მეტი რა გვინდა 100 მილიონი ღირს ხვიჩა და მსურველთა რიგი უდგას,ნეაპოლში იდარდონ
კახა ქ.
ოსიმხენი სტასავოია გუნდში ეტყობა.მაგუს დროს ასეთ იგნორს ვერ უკეთებენ ხვიჩას.ის რომ ლიდერია,მაშინაც გამოჩნდა,პენალტი რომ იყო და ბურთი რომ ჩაახუტა,შენ დაარტყიო
japara
ნაპოლის დაგმა სვლა დაიცკო
რატი
ხვიჩას თამაში პასმიუცემლობის გამო არ ჩანს. ხვიჩა შევიცარიული დანა არ არის, რომ მცველი, ნახევარმცველი და ცენტრფორვარდი ერთად იყოს. ადრე რომ უთითებდნენ, პასს არ აძლევენო, მიკერძოებულობაში ითვლებოდა. ახლა ხომ გამოჩნდა, რომ სიმართლეა. მიზეზი გაუგებარი და საწყენია.
პასუხი
საღადაოდ აქ არ ვარ შემოსული! ეცადე ობიექტურად უყურო კვარას და იქნებ დაინახო ნაკლიც. ბურთი ვერ გაატარა მოწინააღმდეგის გვერდით (რამოდენიმეჯერ) მაგის გარდა ბურთი რამოდენიმეჯერ ასევე ადვილად დაკარგა და რამოდენიმე ვფიქრობ კარგი მომენტიც ვერ გამოიყენა. ცხადია კარგი მომენტებიც ქონდა!
ტორპედოელი
მეგონა მარტო მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხვიჩას პასს უგვიანებენ და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას.მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უკეთებენ პასს.ალბათ იმის ბრალია რომ კვარა პირველ სეზონს ატარებს და ამხელა აღიარება მოიპოვა, 3 ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.რავი სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
წარმოუდგენელი სირეგვნეა!
წარმოუდგენელი სირეგვნეა, რომ მარცხენა ფლანგზე სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გყავდეს (სამჯერ იყო თვის საუკეთესო და წლის ბოლოსაც ეგრე იქნება) და შეტევების ორ მესამედს მაინც მარჯვენა ფლანგიდან წარმართავდე. ჩვენი მხრიდან სირეგვნე იქნებოდა ეს მხოლოდ პიტალო მანუელისთვის დაგვებრალებინა. მწვრთნელი იმისთვისაა გუნდში, რომ პერმანენტული სირეგვნე ალაგმოს და თუ არ/ვერ აკეთებს ამას, ნებით თუ უნებლიედ, თავადაც რეგვენია. ხვიჩა აქამდე ჩუმად ითმენდა, დღეს - უკმაყოფილების ნიშნად ხელების გაშლა დაიწყო, ხვალ - მიუხედავად უაღრესი ტაქტიანობისა, იძულებული იქნება ილაპარაკოს ამ თემაზე, ზეგ - უკეთეს გუნდში გადავა და ჩვენც გვეშველება, ხვიჩასაც და ნაპოლის შურიან ვეტერანებსაც, ანუ ყველას რეგვენი სპალეტის, ქუდბედიანი დილეტანტი დე ლაურენტისის და ნაპოლის ფანების გარდა. ხვიჩა არ დაზარალდეს და ამათი დედიკოც რა!
ნიკო
ისე ნეაპოლში ამოდონა ქართველია ამ მანუელ რუის მარჯვენა ყბაში შემოჰკარით,რომ მარტო მარცხნივ შეეძლოს გახედვა,ეს ისე ხუმრობით,მაგრამ ამ ტიპის ეგოიზმი ყელში ამოვიდა,შეგნებულად აკეთებს მე ამის ნარცისი კრისტინა ბაბო გავათხოვე
akaki
რამდენიმე წუთი ცენტრ ფორვარდადაც ათამაშა,სპალეტიმ ნაპოლი ისე ათამაშა ეს 2 თამაში მილანთან და ლეჩესთან ყველა დაგვაბნია, ვნახოთ რა სიურპრიზს გვთავაზობს ლიგაზე მილანთან
ნიკო
პოლიტანო ცალკე ზარალია კიდე გუნდისთვის,გუნდი ინერციით მიდის,გამოჩნდა ინტერთან,ლაციოსთან,მილანმა სარკეში ჩაახედა,მაგრამ ეს სპალეტი მაინ ხახოლ ზელენსკის იფხანს,იტოკში მომავალ წელს ამათ თუ რამე უნდათ სპალეტი,რუი,პოლიტანო,ზელინსკი,ლოზანო და გაბლატავებული კიმიც უნდა მოიშორონ,ელმასს მეტი დრო საცდელად,რა თქმა უნდა ხვიჩა,ოსი,ლობოტკა ხელშეუხებელნი არიან,ანჩელოტი ალბათ რეალიდან წავა და თუ ბრაზილია არ ჩაიბარა კაი ვარიანტი იქნება მისთვისაც და ნაპოლისთვისაც,აგერ უმტიტს რა უნდა ლეჩეში იაფად დაითრევენ,საცა იაფობაა აგერ მიქაუტძეც გამოადგებათ,დალშე კიდე ჯიბეზე გაიკრას ამ წუწურაქმა ხელი...თუ არადა წავიდეს ხვიჩა რეალში სადაც მილანის გულშემატკივარი ნაპოლის თამაშებს მაყურებინებს იქ რეალს ვუბალეშიკებ ხვიჩას სიყვარულში...
სანდრო
პირველი ადეკვატური კომენტარი. 100%ით გეთანხმები.მეც გამიჩნდა შიში, რომ 1.სერია ა-ს დამცველებმა ალღო ხომ არ აუღეს? 2.ნამეტანი ადრე ხომ არ თვლის რომ უკვე "ვარსკვლავია"და ცხოვრების ბოლომდე ეყოფა რაც იშოვა. მაინც იმედი მაქვს რომ ვცდები და შემდეგ თამაშში გააქარწყლებს ჩემს, შეიძლება ნაადრევ,შიშს.
ბესოს
რა ტექნიკური წუნი და რა ბურთების დაკარგვა??? ღადაობ???
ნიკო
ლაურენტესის ადგილზე სპალეტის შენარჩუნებაზე არ ვიფიქრებდი,ქართული ფილმი ფეოლას პერსონაჟია,ძაან სუსტია,არც დიდი ქარიზმით გამოირჩევა,თავისუფალი მწვრთნელები არ არიან,არადა ანჩელოტი სიბერეში ზედიზედ მეორე სკუდეტოს დაადებინებდა,მომავალ წელს ნაპოლი 4-შიც ვერ შევა,კვარა და ოსიმენი უშველიან თავს სხვებმა იდარდონ...მერე უყურონ მანუელ ზელენსკი უ ი ს და ირვინგ პუტინას პოლშილურსმანს და ა.შ.
ჟორა
გაუგებარია სად იყურება სპალეტი, თამაშის 60% მარჯვენა ფრთაზე მიდის, შებრუნებით კი უნდა იყოს. ასევე, ხვიჩა, როცა დგას მისთვის პასის მიცემას აზრი არ აქვს, რადგან ერთი კაცი ყოველთვის უდგას, ბურთი წავა თუ არა მისკენ მალე მეორე მცველიც მის წინ გაჩნდება. პასი მოძრაობაში უნდა მისცონ, ამ დროს იოლია მცველის მოძრაობაზე დაჭერა. თუ დააკვირდით ხვიჩა გაიქცევა თავისუფალი სივრცისკენ, ბურთს კი ან სხვას აძლევენ ან უკან აბრუნებენ, ანუ არ იყენებენ ხვიჩას პროდუქტიულად.
ბესო
მე კვარას თამაში ბოლო პერიოდი დიდად არ მომწონს. და ამას მარტო თანაგუნდელების მხრიდან პასების ნაკლებობას ვერ დავაბრალებ. დაზონის გერმანელმა კომენტატორმაც აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებაში თავი ვერ დაგვამახსოვრა კვარამ. მოემატა ტექნიკური წუნი და ბურთების დაკარგვა.. შეიძლება ეს იმის ბრალიცაა რომ მისგან ბევრს ველოდები. ან უბრალოდ ცოტა მოეშვა, შეიძლება დაიღალა. დიდი იმედი მაქვს რომ განვითარებას გააგრძელებს და კიდევ უფრო მოუმატებს. საამისო პირობები და ასაკი ხელს უწყობს. მთავარია ზედმეტმა ყურადღებამ და კარგ ცხოვრებამ კონცენტრაცია და მოტივაცია (შიმშილი) არ დაუქვეითონ!
ნიკო
მოკლედ ეს რუი ჩვენი და კვარას ნერვების წყვეტაა,ტიპი ბრმაა,კაცი გახსნილია მიეცი შე ჩემის ზელენსკო პასი,ნაპოლი კვარას,ოსის და ლობოტკას გარეშე 0-ია,კიმმა ისე მოუხშირა შეცდომებს მანუელ პუტინასთან ერთად გასაყიდია
Roni
ცოცხალი თავით არ აძლევენ პასებს ჩვენს ხვიჩინიოს და თვალები სად აქვს მაკარონიაჭამიას? როგორ დავიჯერო სპალეტი ეუბნება არ მისცეთ ხვიჩას პასიო? აბა ტაქტიკას რომ ადგენს ხვიჩას არ ახსენებს?? პსჟ შიო ყველა შეტევაში მესის რთავს მწვრთნელიო და სპალეტი ვინ შაშაკოლას რთავს საინტერესოა? სიტი ლივერპული ან არსენალი მოუხდება ჩვენ ბიჭს რა!!! ოსიმენიც ცოდოა მაგ ნაპოლში
გ55
დააფასეთ ოსიმენი. ის რომ არაა ხვიჩას თამაშიც არ ჩანს.
ნიკო
ლოსანოს მიასუხარებს ლაურენტესი იმედია მანუელ იარემჩუკსაც ზედ მიაყოლებს
e
არც პოლიტანო აკლებს
გიორგა
რუი უბრალოდ არც კი იხედება კვარასკენ ასე ნაპოლი ისევ განადგურდება მილანთან ერთადერთი შანსი ნაპოლის ისაა თუ ოსიმენი კვარას დუოო ითამაშებს
ტოტტი
ლოსანოს მაგრათ შურს კვარასი და ვერ იმეტებს პასს
ჯელა
ეს რუი მართლა კაი ჭიანჭველაჭამია ყოფილა
კაპიტან გარდენბურგი
ელმას პატარაია
ლაშა
მარიო სანაია რუი...
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლეჩედან" განაპირა მცველის დამატება სურს
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
ზამთრის პირველი შენაძენი - "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 წლის დანიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა
გოგლიჩიძის "ემპოლი" სახლში "ლეჩესთან" დამარცხდა
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
"სალაჰი, ტოტი, კვარაცხელია..." - სპალეტიმ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი" - სპალეტიმ "ნაპოლის" დატოვების მიზეზი დაასახელა