ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

"მილანთან" დაპირისპირებამდე "ნაპოლიმ" "ლეჩეს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლეჩე“ 2:1 დაამარცხა.

„მილანთან“ განადგურების შემდეგ „ნაპოლისთვის“ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, პირველი მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მალეს დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ფალკონეს კარი თავით დი ლორენცომ დალაშქრა. შემდეგ ლოსანოს ფალკონემ არ გაატანინა. კვარაცხელია აქტიური იყო, ხანდახან ცენტრში იწევდა, ლოსანო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა.

მეორე ტაიმი „ლეჩემ“ უკეთ დაიწყო და დი ფრანჩესკომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნეაპოლელები გალოს ავტოგოლით ისევ წინ გავიდნენ. ნეაპოლელები მაღალ ტემპში ვერ უტევდნენ, ხვიჩას გადაცემებს უგვიანებდნენ, ამიტომ ბურთის მისაღებად პოზიციის შეცვლა უწევდა ხოლმე, ხოლო როდესაც რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ტრავმა მიიღო, ქართველმა ფაქტიურად მისი ადგილი დაიკავა და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოს "ლეჩე" მეკარე ფალკონესთან ერთად შტურმზე გადავიდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი მსაჯმა თამაში დაასრულა და "ნაპოლის" მესამე გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ნაპოლი“ 74 ქულით ლიდერია, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „სან სიროზე“ მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აპრილს ჩემპიონატზე „ვერონას“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“

ლეჩე - ნაპოლი 1:2

გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 1:1 დი ფრანჩესკო (52), 1:2 გალო (64, საკ. კარში)

• Skeleton

ძალიან სწორი არგუმენტებია ბატონო სოსო. გეთანხმებით ყველაფერში! წლები რომ გავა მერე გაიხსენებენ ამ გუნდს, ხვიჩას და ოსიმენის ლიდერობით, როცა უკვე არცერთი ფეხბურთელი აღარ ეყოლებათ გუნდში, და მერე დააფასებენ. სკუდეტოს ოცნებას რომ აიხდენენ ვინ იცის კიდევ რამდენი წელი მოუწევთ ლოდინი. 2023 წელია, უნდა გაიზარდოს გულშეატკივარი, მესმის ტემპერამენტიც, თავგადაკლულობაც და ფანატიზმიც მაგრამ დაფასება, განხილვა, არგუმენტების მოყვანა ჯობია ყოველი თამაშის მერე, ვიდრე უაზრო ყიყინი. მარადონას ეგ ამბები არ მახსოვს რაც მოყევით, არ ვიცოდი. სამწუხაროა ძალიან. ცოტა მეშინია ხვიჩა რომ ამ ფანატიკოსებში მოხვდა. არც მისი ხატების შექმნა და ბავშვებისთვის სახელის დარქმევა მახარებს დიდად...

• Irakli

ასეთი თამაშით მილანთან ძალიან გაუჭირდება, მილანმა ემპოლისთან დაასვენა ლიდერები და მასთან ფრემ არ უნდა დაგვაბნიოს. კვარას სათანადოდ ვერ იყენებენ. ჩემი აზრით ზედმეტად ტვირთავენ დაცვაში, პასებით ვერ ამარაგებენ, მის პასებს ვერ ირგებენ, ვერც სივრცეებს ითვისებენ სათანადოდ. ლეჩე არ იმსახურებდა წაგებას. დღეს თუ ლაციომ ვერ მოუგო იუვეს, ნაპოლის ჩემპიონობას თვითონ ნაპოლიც ვეღარ შეუშლის ხელს, მაგრამ ლიგაზე ... მოკლედ რაც არ უნდა იყოს ვგულშემატკივრობთ კვარას და ნაპოლის დიდი იმედებით!

• Skeleton

მოვეშვათ ამ შეთქმულების თეორიებს, ამას ნაპოლის გვერდებზეც წერენ ქართველები და გავიარეთ უკვე სეზონის დასაწყისში ეგ თემა. თავიდან რომ გვეგონა კვარასი შურდათ და პასებს არ აძლევდნენ. კვარა სამჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი სერია ა ს და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ასისტებში, ასევე 12 გოლი გაიტანა. გუნდი რომ აიგნორებდეს ეგ შედეგი არ ექნებოდა. კონკრეტულ მომენტებში პასებს არ აძლევენ იმის გამო, რომ მუდმივად სამი კაცით არის გარშემორტყმული და მუდმივად მის დაკეტვას ცდილობენ. მაინც ახერხებს კვარა და მაინც მოახერხებს სივრცეების მონახვას. გავიხსენოთ იუვენტუსთან როგორც ითამაშა, ან ლივერპულთან, აიაქსთან.. როცა გუნდი გახსნილ ფეხბურთს ეთამაშება კვარა მაგ დროს შეუჩერებელი ხდება.არ გვინდა ეს ძალით დაძაბული სიტუაციის შექმნა. მარიო რუიმ თუ არ გაუკეთა პასი, სამაგიეროდ თვითონ კვარამ გაუკეთა მარიო რუის ქუსლით პასი, რასაც ის ავტოგოლი მოჰყვა. მოკლედ მე არ ვეთანხმები ამ შეთქმულების თეორიებს, რაც უკვე გადავღეჭეთ, გავიარეთ და ყოველი უგოლო თამაშის მერე ერთი და იგივეს გავიძახით. სულ სამი წაგება აქვს გუნდს სერია ა ში და ბრწყინვალედ ატარებს მთელს სეზონს. ძალიან ცოტა თამაში დარჩა ოცნების ახდენამდე. ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისედაც არ ველი წელს და მაგაზე არც ვფიქრობ, მეოთხედ ფინალში გასვლაც დიდი მიღწევაა ნაპოლისთვის. ამ ტურნირზე გამოცდილება არც ჰქონიათ, პირველად გავიდნენ ისტორიაში მეოთხედფინალში, თუ უფრო წინ წავლენ და კვარას ოცნება ჩემპ. ლიგაზე ახდება ეგ ალბათ უკვე ოცნებაზე მეტიც იქნება მაგრამ მოლოდინებს არ ვიქმნი დიდად. აი სკუდეტო სულ სხვა რამეა. რასთანაც ერთი ხელის გაწვდენაზეა გუნდი და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, წელს ამ ოცნებას ერთად აიხდენს მთელი ქალაქი. ასევე კვარას გულშემატკივრები ვიქნებით უზომოდ ბედნიერები, რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ, რადგან ზუსტად ვიცი ნამდვილი გულშემატკივარი ძალიან ცოტა ჰყავს კვარას :))

• სოსო

იტალია,სამხრეთის ქვეყანაა და ნეაპოლი,იტალიაშიც უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს.ჰო და ხალხიც,ისედაც ტემპერამენტიანი იტალიელების ფონზეც,"შეფრთხვენილობამდე" ტემპერამენტიანები არიან.აქედან მოდის მათი განწყობების ასეთი სწრაფი და რადიკალური ცვლილებებიც.ტემპერამენტი არც ქართველებს აკლიათ და კი ვხედავთ,როგორ ცხელ ღუმელზე დაყრილი ცერცვივით გვახტუნავებენ ,მავანნი,სპორტშიც და პოლიტიკაშიც.ჩვენ ჯერ ვყვირით და მერე ვფიქრობთ,რატომ ვყვირითო,ისინი კი,ჯერ აკეთებენ,მერე ყვირიან და მერეღა იწყებენ ფიქრს,რატომ გავაკეთეთო.დღევანდელი წამით ცხოვრობენ ისინიც და მგონი ჩვენც,ანალიზს არ აკეთებენ და რაც აქვთ იმას რომ დაჰკარგავენ,მერეღა ხვდებიან,ის,ჩვენი უტვინობით რომ დავკარგეთ,კარგი იყო,მაგრამ ვერ ვხვდებოდითო.მარადონა რომ მარადონაა,ნაპოლიდან რომ წავიდა,პოლიციამ დევნა დაუწყო და ბოლოს,კუთვნილი ფერარი,ქვეყნიდან არ გაატანინეს,ხელოვნების ნიმუშის ქვეყნიდან გატანა,არ შეიძლებაო.ფერარი კი,მაშინაც ძალიან ძვირი ღირდა.ამდენს იმიტომ ვქაქანებ,რომ ყოველთვის ასეთები იყვნენ და არც მომავალში შეიცვლებიან,.თუმცა საკმარისია ნაპოლიმ კვლავ კარგად ითამაშოს რომ ყველაფერი ცუდად ნათქვამი დაავიწყდებათ და კვლავ ექსტაზში ჩავარდებიან.მათ უკვე სჯეროდათ,რომ მათი ნაპოლი,უძლეველი გუნდი იყო და ყველას ადვილად გაუსწორდებოდა.ამ რწმენის დაკარგვას ვერ შეეგუებიან და ღმერთმა ნუ ქნას,ნაპოლის უფრო მეტად გაუჭირდეს,თავისივე მოუთმენლობით,ბოლომდე დაანგრევენ გუნდს და მერეღა დაფიქრდებიან,ის იდეალური ნაპოლი,რატომ დაიშალაო.ალბათ ამიტომ არიან ჩრდილოური გუნდები ასე სტაბილურები,თავის მიღწევებში და ასე ცვალებადები სამხრეთული კლუბები.ბოლო წლებში ხომ ნაპოლი მუდამ ბრწყინვალედ იწყებდა და ბოლომდე ვეღარ გაჰქონდათ,ლელო.შედარებით არასტაბილურები არიან,უფრო სამხრეთული რომაული გუნდებიც.ასე რომ რაღაც ლოგიკა,ამ დებულებაში,მგონი არის.

• ამი

მესამე რასპადორი იყო მილანთან წაგებულ მატჩში.

• H

აუ მხითარიანს თუ უნდა მაშინ მაგას რა გააჩერებს :)))

• მეგრელი

რეალში რონალდოსთვის პასები რო არ მიეცათ ან ბარსაში მესი რო დაეიგნორებინათ რა საინტერესო სანახავი იქნებოდა არა? აგერ მოვესწარით ანალოგიურ სიტოაციას, მემგონი ისტორიას არ ახსოვს ესეთი რამ.

• vova

სპაელეტიმ თუ არ დაალაგა ეს სიტუაცია გუნდი მაგარი არეულია .

• dato

მე ვფიქრობ ძალები დაზოგა ნაპოლიმ რადგან მთლიანად ლიგაზე არიან მძიმე იყო თამაშო თუ მჩატე ამას სკედეტო რო დაიდება არავინ გაიხსენებს ...დაზოგა ძალები და ნაპოლის ხვიჩას გაბრწყინება დარწმუნებული ვარ ლიგაზეა მთლიანად გადართული .

• ირაკლი

დი ლორენცო, კიმი, კვარაცხელია და ოსიმენი. ამათ გარეშე ნაპოლი ერთი უვარგისი გუნდია, აქ ბევრს წერენ პასებზე. არა კი არა ვერ აძლევენ, იმიტომ რომ ეგოისტები არიან. გადაახვიეთ და ნახეთ, რატომ მიიღო ტრავმა სიმეონემ, ამ დროს ყოველგვარი დაძაბვის გარეშე ხვიჩასთვის რომ გადაეწოდებინა, ერთი ერთზე რჩებოდა. იგივე გააკეთა მარიო რუიმ, ისიც მოჩეხეს და გადარჩა, ამ დროს ხვიჩასთვის რომ გადაეწოდებინა, მეკარის პირისპირ გადიოდა. თუ არ ვცდებდი, იყო კიდევ მესამე მსგავსი შემთხვევა, მაშინ ვინ იღორა არ მახსოვს. მოკლედ სპალეტი იმედია კარგად გაარჩევს ამ მატჩს და ამ მართლა ღორებს შესვამს შამფურზე:) მასე ღორობდა პოლიტანო, სანამ რამდენიმე მატჩი სკამი არ ახეხინა და როცა შემოუშვა მინდორზე, სულ აქეთ იქით ისროდა გადაცემებს:)

• Soso

შემადგენლობა ნახე ნახევარი გუნდი არ ათამაშა ლეაოთი დაწყებული მცველებით დამთავრებული

• 100%

,,სიტიმდე,, კარგი იყო, მერე აურიე )))))

• შახრუდინი

რომ გვეშინია ამ მილანის ეგერ ემპოლის ვერ მოუგეს…გადავუვლით კატოკივით!მერე ნახევარ ფინალში ინტერთან გაგვიჭირდება მხიტარიანს ძაან უნდა ლიგის მოგება მარა მაინც გავალთ ფინალში და აი მანდ წავაგებთ სიტისთან ჰოლანდი აწევს თასს!მაგრამ ხვიჩასთვის მაინც მაგარია პირველივე სეზონში სკუდეტო და ლიგის ფინალი!ა ხო დისლაიქებს არ ვართ!

• მიშა

ასე არ ხდება, რომ უცებ, ლამის მთელი გუნდი ვეღარ თამაშობს. თან გუნდი, რომელიც ასე დიდი ჰანდიკაპითაა წინ. ვერც იმას ვიტყვი, რომ სპალეტის მილანის ყურადღების მოდუნება უნდა და არ ათამაშებსო. მილანში ბრიყვები არ არიან და ნაპოლის ბოლო ორი თამაშის გამო შეცდომაში არ შევლენ. შესაძლოა, სპალეტის დავალება იყო, მაქსიმალურულად ძალების დაზოგვით, ტრავმების არმიღებით, მიეღწიათ შედეგისთვის. მართლა და მართლა, თავქუდმოგლეჯილი ხომ არ ირბენდნენ? ხუთ დღეში, სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელით.

• Lasha

Ra caiget tvini saqartvelos nakrebhic aravin adzkevda pass norwegiastan? Sul ro ar adzkevdnen passs main unda angrevdes yvelafers es cucuni ubadruki adamianis chvev

• H

საქმე ის არის, რომ მილანმა ნახევარი გუნდი დაასვენა და მიუხედავად ვერ მიგებისა მაინც კარგად თამაშოდნენ. რასაც ვერ ვიტყვი ნაპოლიზე რომელიც ხვიჩას გარეშე მართლა სოფლის გუნდია.

• G.A.L.

მე კი "ბებერი მელას" ოინები მგონია. "მილანთან" სულ სხვა "ნაპოლის" ვიხილავთ. ეს აზრს მოკლებული "რასპასოვკაც" სპალეტის ამბებია. პიოლის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება საბრძოლო სულისკვეთების ასაწევად. ობიექტურად ნეაპოლში "მილანმა" ითამაშა წლის საუკეთესო მატჩი, რაშიც "ნაპოლიმ" მაგრად შეუწყო ხელი. მასეთი იდენფერენტული "ნაპოლი" არ მახსოვს ამ სეზონში. ბოლო-ბოლო დი ლორენცოს მაინც უნდა ეთამაშა, ეგ ხომ მეომარია! "ბებერი მელაკუდას" ამბებია ეგ ყველაფერი!!!

• 100%

ნეაპოლელი, რომ ვიყო ბაზაზთან ტრაფარეტს გავუშლიდი, ცხონებული ამაშუკელის კითხვით. თან იმას ვფიქრობ, ტაქტიკა ხომ არაა მეთქი, ან ხვიჩას გარეშე ეჩვევიან თამაშს. ზაფხულში მიდის სადმე?

• Roni

აი ერთი ერთშია ძმაო რასაც რეალში აზარს უკეთებენ რო აიგნორებენ და პასის მიცემის ნაცვლად კარში ურტყავენ და ან სხვას აძლევენ პასებს ასეა ნაპოლშიც სანამ ფეხზე არ დააჯდება 2 მცველი იქამდე პას არ უკეთებენ თანაგუნდელები. გუშინ შევნიშნე კიდეც კვარას გაბრაზება ამოუვიდა ყელში კაცს..! არაფერი გუნდი ნაპოლი არაა სხვაობას ქმნიან ხვიჩა და ოსიმენი დანარჩენი დიდი არაფერი არიან... ბედი ამათი რო სიტის ბავარიას და რეალს აცდნენ ლიგაზე რას დამართავდნენ ამათ გაფიქრებაც არ მინდა....

• მკითხველები გამოჩდნენ

ღრმა ახალგაზრდობაში გოგოს ვხვდებოდი და ერთხელაც ისე მომექცა, დღეს როგორც ნაპოლის 10 ფეხბურთელი თამაშობდა.

• დავით 67

Skeleton-არავინ აკნინებს ნაპოლის ( ნამდვილ გულშემატკივრებს ვგულისხმობ) ,მაგრამ აშკარაა რომ გუნდმა უკლო თამაშს, ბევრი შეცდომები მოსდით. მე პირადად მეშინია მილანის. ასეთი თამაშით მილანს ვერ მოუგებენ. მიუხედავად იმისა რომ დღეს მილანმა ვერ მოიგო უფრო ლაღად თამაშობენ. უფრო სწორად ათამაშდნენ. თან ლეაო და ჟირუმ ბოლო 30წუთი ითამაშეს. ოსიმენი გვჭირდება აუცილებლად. ხვიჩას ვერ ამჩნევენ თუ არ იმჩნევენ ეს ფაქტია. მინდა ყოველთვის ვიყო ობიექტური, მაგრამ ვხედავ რომ ბევრ მომენტში გახსნილია და პასს არ აძლევენ. არ მინდა ვიფიქრო რომ მისი შურთ. ეს პრობლემა სპალეტიმ უნდა მოაგვაროს. არც ინტერვიუებში ამბობს რომ ეს ასეა. შური და ბოღმა რომ იყოს, მის გატანილ გოლებზე ასე გულრწფელად არ მოულოცავდნენ. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ.

• რატი

ხვიჩა კიარუნდა ,,აკაჩავებდეს" შტერ თანაგუნდელებს, მწვრთნელი უნდა ხედავდეს და აკეთბდეს იმას, რაც მისი მოვალეობაა.

• ფეხბურთი

კვარას პასს არავინ აძლევს , არ მინდა დავიჯერო რომ ამას სპეციალურად აკეთებენ. სტატისტიკურად ხვიჩა, სამი დრიბლინგიდან ორ საგოლე მომენტს ქმნის . ასეთი შედეგიანი მოთამაშის საკუთარი გუნდელებისგან განეიტრალება , ცოტა არ იყოს უცნაურია. ვფიქრობ რომ დროა, ხვიჩამ თავად ისაუბროს შიდა სამზარეულოში ამ საკითხზე, რადგან ფაქტია რომ სპალეტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წარმატებები ჩვენებურს

• T.q

კიი ამას დიდიხანია ძალიან ბევრი ვიძახით ვგრძნობთ და ვხედავთ უკვე აშკარაა მისი იგნორირება მთელი ამ ხნის განმავლობაში და უკვე ხმა აქვს ამოსაღები და რუიან ზელინსკიანად რამლდენიმეს უნდა შეკურთხება ქართულად ძაან თავ....ლად იქცევიან უკვე დიდიხანია! აიი ლოზანო კიდეე იმენნნა ხურუშიანია მერამდენედ უკვე თან!

• Leonardo

იმედია ეს ბოლო თამაშები სპალეტის ჩანაფიქრია ლიგაზე შედეგოს დასადებად, თორე ფაქტია ეს ის ნაპოლი არაა რაც მთელი სეზონის განმავლობაში ვნახეთ… სხვათაშორის აგერ მილანის თამაშია 85 წუთი და ესეც არაა ის მილანი 4 ბურთი რო გამიტანა ნაპოლის… ანუ პიოლიც ძალებს ზოგავს მგონია… 12 ში გამოჩმდება რეალურად ვის რა ძალები შემორჩენია…

• გიო

ოსიმენი დაემტვრათ მილანთან ან ითამაშებს ან არა ,როგორც მილანთან ისე ლეჩესთან ცდილობენ რო ხშირად კვარაზე არ ითამაშონ ტრამვა არ მიიგოს რა ვერ მიხვდით.

• გიგა

ასეთი რამე პირველად ვნახე, ამდონის ვარსკვლავი გყავდეს გუნდში და მთელი თამაში აიგნორებდე, ნუ არვიცი სასწაულია პირდაპირ. ან როდამდე უნდა გაგრძელდეს მარიო რუის თავხედური თამაში ტიპი აცრილია პასზე.

• Skeleton-ს გულშემატკივარი

ხშირად გამოჩნდი ხოლმე მეგობარო!!!:))) გეთანხმები!!! ყველაფერი კარგადაა!!! ფორცა კვარა!!! ფორცა ნაპოლი!!!

• Charley

იმედია რუი გადავა სკამზე და ოლივერას დააყენებს მილანთან რავი ანგისა ძაან "სხვაგანაა" ტიპი შენელებული კადრია, თითქოს ფეხზე კიდია თამაშიო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს(ნდომბელე ცალკე ლუზერობაა კიდე) მარჯვენა ფლანგზე კიდე ვინ უნდა ინატრო ორივე ერთმანეთზე უარესები არიან საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად თამაშობს ორივე და არა გუნდისთვის და ასე არის უმეტესობა მათგანი, ოსიმენი, როცა იყო ამდენს კიდე ვერ ბედავდნენ მოუნდათ დღეს ყველას გაბრწყინება და გოლის გატანა, ასეთი მიდგომა დაღუპავს გუნდს მილანთან. კვარა პირველ რიგში თანაგუნდელებს ყავდათ გამოთიშული ბიჭი ცენტრში შეიწია და იქ დაიწყო ხელების შლა აქა მაინც მომეცით პასიო. ხვიჩამ დროა გასახდელში "მიაკაჩავოს" პასის "ჟმოტები" თორე ასეთი "ბუნჩულობაც" არ ივარგებს ფაქტია მაგრად აიგნორებენ ეს ლუზერები. მინდა დავიჯერო ეს ორი მატჩი სპალეტის "სპექტაკლი" იყო თუ არა და ვაი ასეთ დაცვას და ცენტრს შეგვჭამს მილანი ასეთ უსუსურ უხერხემლო გუნდს და პირველი მატჩში განწირულის როლში ჩაგვაყენებს. როგორ მთელ გუნდს თამაში დაავიწყდა ტო? ეს ასე არ ხდება.

• ჯუჯი

ნაპოლი ათი კაცით თამაშობდა.ხვიჩა ზედმეტად ჩათვალეს ამ ახვრებმა. მილანთან გაუჭირდებათ ასეთი თამაშ ით.

• Skeleton

ამ გუნდს 33 წელია არ მოუგია სკუდეტო და არც სხვა ტიტულებითაა მაინცდამაინც განებივრებული. დავიჯრო ჰამშიკი, კავანი და სხვანი რომ ჰყავთ ლეგენდებად, იმათ დროს წაგებული თამაშები არ ჰქონდა ნაპოლის? რატომ არის ტრაგედია რთული თამაშები, მაშინ როდესაც გუნდი თითქმის პლიუს 20 ქულითაა წინ?! მეტიჩრობას და უკუდო ამპარტავნობას ჰგავს ეს ყველაფერი. ნეაპოლელების მხრიდანაც და ჩვენი მხრიდან ხომ საერთოდ. რომელიმე გუნდი ყოფილა, რომელსაც ან წაგების გარეშე ან რთულად გადასალახი მეტოქეების გარეშე მოუგიათ ტიტულები? მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ თამაშებს? ნაპოლიმ ხვიჩას უდიდესი ძალისხმევით მოახერხა ის, რომ პირველივე ტურიდან აკრიფა ქულები, მიუხედავად იმისა, რომ ფიორენტინასთან და ლეჩესთან დასაწყისშივე დაკარგა. ისეთი შედეგიანი თამაშები დადო და ისეთი სანახაობრივი, რომ წესით ნამუსი უნდა ეყოს გულშემატკივარს და რთული მოგების მერე თავის გუნდს არ უნდა ეუბნებოდეს ეს რა ცუდად ითამაშეთო. ლეჩესთან საერთოდ ფრეს ველოდი დღეს, თუმცა ძალიან კარგია სამი ქულა რომ წამოიღეს. გულშემატკივარი ისეთი ხისთავიანი არ უნდა იყოს, თავისი გუნდისგან რთული თამაშები ვერ აიტანოს. როდის იყვნენ ასე განებივრებული ? ისე იქცევიან, თითქოს ყოველ წელს სკუდეტო ხელის გულზე ედოთ და ახლა მილანთან წაგებით თუ ლეჩესთან რთული მოგებით ყველაფერი დაკარგეს. სასაცილოა ეს მდგომარეობა. უდიდეს მადლობას უნდა უხდიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და განსაკუთრებით ხვიჩას, რადგან უდიდესი გარდაქმნა მოახდინა გუნდში. სიმეონეს დასცინოდნენ დღეს, ისედაც ცოტა დრო ეძლევა, გამოვიდა და ტრავმა მიიღო, მას უნდოდა ეგრე რომ მომხდარიყო? იციან საერთოდ რთულია ეგ მდგომარეობა?გულშეატკივარი გვერდით უნდა დაუდგეს თუ დასცინოს? როცა ითამაშა ყოველთვის კარგად ითამაშა სიმეონემ. წარმოდგენაც არმინდა კვარას ერთი ფეხის დაცდენაზე რასაც გაუკეთებენ და ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ჩვენებიც აჰყვებიან. სირცხვილია, ასე მოქცევა!

• ლევანი

არა ძმაო, ასეთი მაგარი სეზონი აქვს გუნდს და ეხლა რა დროს კრიზისია, მთავარი თამაშები იწყება ლიგაზე, ეხლა უნდა გაეგიჟებინათ თავები. ხვიჩას კი შეგნებულად არ იმჩნევენ, ასე ჩანს ეკრანიდან და რა ვიცი. რაც რამე ქნა, ან თავისი სიგიჟით, ან ოსის დახმარებით. ბოღმაა თუ სხვა რამე, არ ვიცი, მაგრამ ესე ძალიან ცოდოა ბიჭი. ამ ზუნგლიანების დასაჩაგრი ვინაა? ბიჭი მივიდა, ოსიმენიც აათამაშა, თვოთონაც თავი გაიგიჟა, სკუდეტო დაუდო, საოცნებო რომ ჰქონდათ, და იმის მაგივრად ფეხები უკოცნონ, ვითომც არ არის მინდორზე. არ ვიცი, ვითომ მე ვარ ტენდენციური? არასწორად მეჩვენება? ბიდიშს მოვიხდი, მაგრამ ოსიმენი შარშანაც მანდ არ იყო? რა ვიცი აბა...

• დათო

ვერ გავიგე რა ხდება, გუნდური თამაში 0. ვერ ვხვდები ეს რაარის საერთოდ ბოღმა, სიბრიყვე თუ განხეთქილება. ხვიჩას არასდროს არ აძლევენ პასს, მაგრამ დღეს რაც იყო სამარცხვინოა. ანგისა, ელმასი და რუი საერთოდ არუნდა გააკარო განაცხადს. ხვიჩა, ლობოტკა, ოსიმენი, ეს 3 ფეხბურთელია ნაპოლის სულიც, გულიც და ყველაფერი. სპალეტის უბრალოდ გაუმართლა ხვიჩა და ოსიმენი რომ თავად ქმნიან მომენტებს, თორემ სპალეტის არაფერი ჩანაფიქრი და გენიოსობა აქ არაა. ერთი ჩვეულებრივი გუნდი, საშუალო დონის მწვრთნელით და 2 გენიოსით.

• ლაშა

ლოგიკურად კვარაზე რომ ითამაშონ სწრაფი ფეხბურთი უნდა ააწყონ, სწრაფი პასებით, როცა ნელა თამაშობ კვარას ფლანგზე თუ გადავლენ იქ დაცვის ძლიერი მოვილიზებაა და როგორც კი ფლანგს კარგავ ეგრევე კონტრატაკა იწყება.. დღეს დავაკვირდი და მივხვდი რომ მანძილები ფეხბურთელებს შორის პირველ ტაიმში ძალიან დიდი იყო და მარიო რუი ძაან გადადიოდა მოწინააღმდეგისკენ ამ დროს დაცვაში ორი კაცი რჩებოდა, ეგეც ბებრრია ვერ ასწრებს ჩამოსვლას.. ტაქტიკურად გამართლებულია რომ ცემტრის იქით არ გადავიდეს მარიო რუი და ხციჩამ ირბინოს კონტრატაკაზე.

• Soso

ერთი პასით რანდენჯერ შეეძლოთ გაეყვანათ კვარა გამწვავებაზე ესენი უკან მეკარეს აძლევდენ, ამ თამაშით მილანში გადაწყდება ყველაფერი ფორმალობა იქნება ნეაპოლში თამაში

• Soso

ერთი პასით რანდენჯერ შეეძლოთ გაეყვანათ კვარა გამწვავებაზე ესენი უკან მეკარეს აძლევდენ, ამ თამაშით მილანში გადაწყდება ყველაფერი ფორმალობა იქნება ნეაპოლში თამაში

ეგ კაცი თუ აღარ გინდათ ნაპოლიში თქვით, უამრავი წინადადება წამოვა წამებში, თუ გინდათ კიდევ ,პასი უნდა მისცეთ რომ ითამაშოს. საერთოდ რას თამაშობს ორი თამაშია ნაპოლი , თავად თუ იციან. ოსიმენის გარეშეც გლიჯავდნენ ადრე და ეხლა რა დაემართათ,კიდევ კარგი დიდი ფორა აქვთ, უკვე იმაზე ვოცნებობ როგორმე ჩემპიონები გახდნენ ლიგაზე აღარაა ლაპარაკი..............

• სანდრო

mokled kvara saertod gaaneitrales tavisianebma:), memgoni daginebuli akvt trenerian pexburtelianad romkvara motexon tamashidan!

• Nika

უკვე ცხადია რომ მილანი კვლავ მოუგებს ნაპოლის, სრულიად გაუგებარია რა მოუვიდა გუნდს, ხვიჩას სრული და თავხედური იგნორი და სრულიად სოფლის გუნდის დონის თამაში, 7-8 ფეხბურთელი უბრალოდ არაფრით აღემატება ქართული უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებს... ხვიჩას კლასის ნახევარი არაა არც ერთი ფეხბურთელი, ნაპოლიში გაჩერება ხვიჩას დააზიანებს როგორც ფეხბურთელს. აშკარაა რომ რაღაც ხდება გუნდში და არავითარი გუნდური თამაში და სწორი ურთიერთობები ნაპოლიში აღარ არის. სამწუხაროა...

• Lobotka

აშკარად მოუკლო ნაპოლიმ ბოლო თამაშებია. ალბათ ფსიქოლოგიური უფროა.ჩემპიონები პრინციპში არიან. ნუ კვარაცხელიაზე რომ არ ტამაშობენ ამას დიდი ფეხბურთის მცოდნეობაც არ უნდა რომ დაინახო. როგორც ჩანს არც სპალეტის აქვს მონახაზში რომ ხვიჩაზე მეტი პასი მიდიოდეს,თორემ მიუთითებდა გუნდს აქამდე....

• dato

რა ხდება ვერ ვიგებ პასებს რატომ არ აძლევენ ან დრიბლინგები სად დაიკარგა .

• muro

დღეს გამოჩნდა რომ ხვიჩასავიდ სწრაფად ვერავინ აზროვნებს. ხვიჩა სულსხვა დონეა

• ალექს

მდააა.. საერთოდ დაესვენებინა კვარა არ ჯობდა, მეზობლის ბავშვივით არის კუთხეში. იმას ამჩნევენ მაინც და შემოდიო ეუბნებიან და ეს თითქოს უჩინმაჩინია, არ ჩანს ვითომ მოედანზე.. 10 კაცი ერთდროულად დაბრმავდა რომ პასი არ მისცენ.. როცა აძლევენ და 3 კაცი ზედ რომ აზის. გუნდს რაც შეეხება ერთი სიტყვით შეიძლება შეფასება - დგანან. აი რატომ დგანან და ეზარებათ თამაში არ ვიცი, სპალეტის ხრიკებია, გადაიღალნენ, მოტივაცია აღარ აქვთ თუ რაშია საქმე ერთი ფედელეს ეცოდინება ალბათ..

• Napo

საერთოდ იცოდნენ რა პოზიციებზე უნდა ეთამაშათ ?!

• მალხო

კვარას სრული იგნორი ნეაპოლელთა მხრიდან

• Geo

რა ჭირს ამ გუნდს? კონვულსიებით თამაშობს!

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ლეჩედან" განაპირა მცველის დამატება სურს

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

ზამთრის პირველი შენაძენი - "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 წლის დანიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

გოგლიჩიძის "ემპოლი" სახლში "ლეჩესთან" დამარცხდა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა

"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ