ბერძნულ პალეოხორაში, რომელიც მოჭადრაკეთა მე-4 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, სოფიკო გურამიშვილმა და ბესარიონ ხეცურიანმა ხუთის ტურის შემდეგ3,5-3,5 ქულა მოაგროვეს
ბერძნულ პალეოხორაში, რომელიც მოჭადრაკეთა მე-4 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, ხუთი ტური მიილია. 248 მონაწილეს შორის ორი ქართველია - სოფიკო გურამიშვილი და ბესარიონ ხეცურიანი, რომლებმაც 3,5-3,5 ქულა მოაგროვეს.

სოფიკომ ზედიზედ სძლია ალექსნადროს აგნანტისსა და ნიკოლაოს სავოღლუს (ორივე-საბერძნეთი). მესამე ტურში უკრაინელ იური კრივორუჩკოს (2652) გადაეყარა, რომელიც ჩვენებურს რეიტინგში 323 პუნქტით უსწრებს და გამოცდილება-ოსტატობითაც ჯობნის. ალბათ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ შავი ფიგურებით უკრაინელმა იმარჯვა. გურამიშვილმა მომდევნო ორ ტურში კი მონაგარს 1,5 ქულა შესძინა: მეოთხეში ჰოლანდიელ იან დე ბოკელს მოუგო, მეხუთეში კონსტანტინოს მეგალიოსს (საბერძნეთი) დაუზავდა.

ხეცურიანი ხუთივე ტურში მასპინძლებს დაუპირისპირდა: დაამარცხა დესპინა სერეფიდუ და კონსტანტინოს ლაპასი, ხოლო გეორგიოს ცოლასს, კონსტანტინოს მეგალოსსა და დიმიტრიოს კარაულანისს ყაიმზე შეუთანხმდა.

უნდა შევნიშნოთ, რომ გურამიშვილი ქალთა შორის დიდოსტატია, ხეცურიანი - ვაჟთა საერთაშორისო ოსტატი, ამიტომ უტიტულო და რეიტინგში 250-300 პუნქტით დაბლა მდგომ მეტოქეებს ჩვენებური უფრო იოლად უნდა უმკლავდებოდნენ.

რაც შეეხებათ ლიდერებს, იქ ნამდვილი ზედახორაა - 5 ტურის შემდეგ 9 დიდოსტატს 4,5-4,5 ქულა აქვს. ესენი არიან: იური კრივორუჩკო, ანდრეი რიჩაგოვი, ალექსანდრ ხარიტონოვი (ორივე-რუსეთი), იაროსლავ ზინჩენკო, ალექსანდრ ზუბარევი (ორივე-უკრაინა), ხრისტოს ბანიკასი (საბერძნეთი), მისა პაპი (სერბეთი), ალბერტო დავიდი (ლუქსემბურგი) და უმრე კენი (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა