"ნაპოლის" ფანებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ და მის გამო უკანასკნელ ხანს გუნდს სათანადოდ არ უჭერენ მხარს. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ თუ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩისასაც არ იქნება საჭირო მხარდაჭერა, სათადარიგოთა სკამს დატოვებს და სახლში წავა.

ერთი სიტყვით, რბილად რომ ვთქვათ, რთული ვითარებაა და internapoli TeleClub Italia-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ლაურენტისის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რათა ულტრასების მხრიდან თავდასხმა გამოირიცხოს. ამისთვის პრეფექტურის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სტადიონამდე სპეციალური ესკორტით მიაცილონ და არენაზე დაცვა მიუჩინონ.

დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ უცენზურო შეტყობინებებს უგზავნიან, განავალს უწოდებენ, მოკვლით ემუქრებიან, მაგრამ ის თავისუფალი ადამიანია, ქალაქში დაცვის გარეშე მარტო გადაადგილდება, არავისი არ ეშინია, კომპრომისზე არ წავა, რამეთუ არავის წინაშე თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მშვიდად იძინებს, ყველაფერს ივიწყებს და თუ ხვალ გარდაიცვლება, ამ ქვეყნიდან პირნათელი და საკუთარ სინდისთან პრობლემების გარეშე წავა.

ბოლო ინფორმაციის თანახმად, მან ულტრასებთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, არენაზე დაფდაფების, დიდი დროშების და ბანერების შეტანის უფლება დართო, ჯერ ბილეთების ფასების დაკლებაზე თანახმა არაა, თუმცა დროებითი ზავი მიღწეულია და დღეს "ვერონასთან" მატჩისას "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" ჩვეულად უქომაგებენ.

გრიშა
სამაგიეროდ,მაფია ყავთ ძლიერი....
სანდრო
ლაურენტისი ბიზნესმენია და ძალიან გთხოვთ ყველა თაღლითს ნუ ადარებთ. რაც შეეხება ბილეთის ფასში. თითქმის 3 მილიონი კაცი ცხოვრობს ნეაპოლში ( გარემოცვის ჩათვლით). იტალიის ნარკობიზნესის დედაქალაქია.მუშაობით თავს არ იკლავენ. დღემდე ( საქართველოსი არ იყოს) მაფიოზობანა- ძველბიჭობას აწვებიან"პანიატიებით",ხოდა ეგენი ( ისევ საქართველოსი არ იყოს) მუდამ გაძვალტყავებული იქნებიან. ამიტომ ლაურენტისმა რა უნდა ქნას? დღეს იშოვება ფული "ნეაპოლის" თამაშებში და ჯიბიდან ჩადოს ფული? არსებობს ტელევიზია და უყურონ,ვინც შესძლებს ის იყიდის. აბონენტების ყიდვა ხომ არ უნდოდათ სეზონის დასაწყისში.
სოსო
გაბოს.მილანთან ბილეთების ფასი,90 ევრო დააწესა და ამდენს ხალხი ვერ გადაიხდის.პროტესტი სამართლიანია.თუ ჩვენი დასწრება არ გინდათ,არც სხვა თამაშებზე გიგულშემატკივრებთო.ზოგჯერ გაცემაც უნდა შეგეძლოს,თორემ ნეაპოლი სამხრეთის ქალაქია,ხალხიც ემოციურია და თუ ერთი ხელი აუქნიეს,სტადიონისაკენ აღარც გაიხედავენ.
ბესო
ბიძინამ რამდენიც გააკეთა იმაზე ბევრჯერ მეტი უკან წაიღო, ისე რომ ბევრი (შენისთანები) ამას საერთოდ ვერ ხვდება! ნხევარი საქართველო ემიგრაციაშია, წინსვლა შეჩერებულია და ქვეყანა საკუტარი ბიზნესის გამო ისევ რუსეთისკენ მიაბრუნა!
Charley
იტალიაში დღემდე გამოწვევად რჩება ეკონომიკური დოვლათის გადანაწილება ქვეყნის ყველა რეგიონზე თანაბრად, მაგალითად დღემდე კატასტროფული სხვაობაა სამხრეთ რეგიონებს კალაბრია, კამპანია, აპულია, ბაზილიკატა, კუნძულ სიცილიასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ იტალიის რეგიონების შემოსავლებს შორის. მარტივად თუ ჩრდილოეთ იტალიაში საშუალო ფენა არის 65/70 პროცენტი სამხრეთ რეგიონებში მონაცემები მკვეთრად ეცემა და ოდენ 40/45 პროცენტს შეადგენს. ნაპოლი ერთი იმით ქაჩავს რო დიდი ქალაქია დაახლოებით თბილისზე ოდნავ დიდი მოსახლეობით მაგრამ მაგალითად მილანთან შედარებით ის აფრიკის ეკონომიკაა. ამიტომ წუწკ დელაურეტისს ბილეთზე ფასების მკვეთრი აწევით მარტივად არ გაუვა ეს მერჩენთული ფანდები ისედაც ხელმომჭირნე ნეაპოლში.
ვერა
დიდი საქმე გააკეთა კი ბიძინამ, ეკლესიები გაარემონტა, ააშენა, პენსია დაუნიშნა გამოჩენილ ქართველებს, მაგრამ მეორე თბილისის ამომგდები და გამსახურდიას მკვლელები კობალაძე და კობახიძის შვილი მოიყვანა ხელისუფლებაში. მთელი საჩხერე-ჭიათურის ხაპუგები ჩამოასახლა თბილისშიდა გადააქცია ქვის სამოსახლოდ. ხოლო ისინი ვისაც ფულს უხდის ყოველთვიურად ხმასაც არ იღებენ პრობლემებზე ანუ მოისყიდა.
Გაბო
თუ ვერ ყიდულობს ბილეთს მაშინ პრეტენზიაც ნუ ექნებათ ტიტულებზე,ფულს მოსდევს ტიტული . 80 % არის წარმატებაში ფინანსი.
Დათო
მილანის და ნეაპოლის მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება, ნეაპოლი ღარიბი რეგიონია,შესაბამისად ვერ ყიდულობ ს ხალხი ნეაპოლში ბილეთებს, ძალიან გააძვირეს...
ლუკა
ემდურებიან იმიტომ რომ ბილეთების ფასი გასამაგდა წინა წელთან შედარებით ,ცოტა ღორული საქციელია მემგონი
ირაკლი
რუი ყოფილა ნაპოლის პირველი მტერი და რაც მალე შეცვლიან მით უკეთესი ყველასათვის
რერო
გაუძვირა კიარა რაც ღირს ბაზარზე ფასები ის დააწესა(ბილეთზე) და უფრო ნაკლები, აბა ნახეთ მილანის ან ინტერის და იუვეს ბილეთები რა ღირს? ორჯერ მეტი. არ გააძვირებს და ვერ შეინახავს ვარსკვლავებს,რომელთაც მადა დიდი აქვთ,სხვა კონკურენციაში გაჯობებს და წაიყვანს შენს ფეხბურთელს!
ნაძეჟდა
არაფერი უცნაურები არ არიან, გაუძვირა ბილეთები და აპროტესტებენ. ეს ქართველები ვართ ცხვრები...
რერო
უცნაური ხალხია იტალიელები,განსაკუთრებით სამხრეთი. გუნდი ჩემპიონი ხდება ვადაზე ადერე,ასევე ლიგის ნახევარფინალში გასვლას ლამობს და მაინც აკრიტიკებენ გუნდის პრეზიდენტს,აღარ მიკვირს ჩვენი,ქართველების,ბიძინამ ამდენი რამ გააკეთა და მაინც ემდურის ნახევარი საქართველო!
ზაზა
ლაურენტის შენ მაინც მოსთხოვე მარიო რუის რომ ყველა პასი ხვიჩას გადააწოდოს,თამაშსაც მოიგებთ და სტადიონსაც დაგიწყნარებს "მგელი" ხვიჩა!!!
ბექა
რას ერჩიან ლაურენტისს? ჩემპიონი ხდება გუნდი, სხვა ვერაფერი მო8გონეთ რომ დაწეროთ!!!
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა