ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის 1:1 დასრულდა, ნეაპოლური გუნდი ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

„სან სიროზე“ 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკუთარ მოედანზე გამარჯვება სჭირდებოდა, თავიდანვე შეუტია, კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ბურთს მეკარე მენიუ დაეუფლა. 21-ე წუთზე კი მარიო რუიმ საჯარიმოში ლეაო წააქცია და ჟირუს პენალტი მერეტმა არ გაატანინა. ისევ გადავიდნენ იერიშებზე მასპინძლები. ხვიჩას კალაბრია ყურადღებით მეურვეობდა, ზელინსკიმ მომენტი ვერ გამოიყენა. მერე „მილანს“ კიდევ ერთი შანსი მიეცა, როდესაც ჟირუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. მწვრთნელ სპალეტის პირველივე ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია - ტრავმირებული მარიო რუისა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და ლოსანო შეუშვა. ლოსანო მაშინვე სახიფათოდ შეიჭრა საჯარიმოში, ლეაოსთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, თუმცა var-მა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 43-ე წუთზე ლეაო მცველებს გაექცა და ჟირუს გაატანინა. მოკლედ, "ნაპოლი" უპირატესობას ფლობდა, "მილანი" კონტრიერიშებზე უფრო სახიფათო მომენტებს ქმნიდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი „ნაპოლი“ შესვენების შემდეგ ისევ გადავიდა შეტევაზე. ქართველი კალაბრიას და ბრაიმ დიასს ორჯერ გაექცა და ორივეჯერ ააცილა მიზანს. ლომბარდიული გუნდი თავს უნარიანად იცავდა, ოსიმენამდე ბურთი თითქმის არ მიდიოდა, კიაერი მას გასაქანს არ აძლევდა. მე-80 წუთზე დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ტომორის მოხვდა, ხოლო პენალტი კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე მცველებს ესტეგორმა დაასწრო და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მენიო. ბოლოს ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა და მალე მატჩიც დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“. 52 728 მაყურებელი

ნაპოლი - მილანი 1:1

გოლები: 0:1 ჟირუ (43), 1:1 ოსიმენი (90+3)

გამოუყენებელი პენალტი: ჟირუ (23), კვარაცხელია (82)

გიორგი
ოსიმენი არა, ნდემბელე იყო
bujanga
მესმის შენი გულისტკივილი ჩემო ძმაო...მაგრამ ეგ წესი გაუქმდა უკვე...ორი წელია..დამატებითი დაინიშნებოდა..
niko
ეგ წესი წინა სეზონიდან მოყოლებული აღარ მოქმედებს პლეიოფებში.
არტ
100 პროცენი მართალი გიწერია.
არტ
100 პროცენი მართალი გიწერია.
პ-პ
პენალტი იმოქმედებდა, რათქმაუნდა. თქვენ რასაც წერთ, შარშან ეგ წესები შეიცვალა და აღარ მოქმედებს გოლების რაოდენობა სახლში-გასვალაზე. 2-2- ის შემთხვევაში დაინისნებოდა დამატებითი.
ქ. გ.
მილანის გოლის შესახებ ხვიჩამ კარგი პასი მიუგორა ოსიმენს. ოსიმენმა მარტივ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და 70 მეტრი ნელა-ნელა იძუნძულა ლეაოს უკან. მცველების პოზიციაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
ქ. გ.
ბოლო წუთებზე გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა საბოლოო შედეგზე არ იმოქმედა. 2:1 რომ მოეგო ნაპოლის, მაინც მილანი გადიოდა ნახევარფინალში (გასვლით თამაშში გატანილი გოლის გამო).
ქ. გ.
ეს მოკლე სტატია წაიკითხეთ ბოლომდე. კარგი ანალიზია. https://www.tuttonapoli.net/notizie/l-unica-verita-sulla-differenza-tra-leao-e-kvaratskhelia-537785
კახა
როდესაც ფიქრობ რომ პენალტი 100% გოლია ფეხბურთში, მაშინ მეგობარო გირჩევ სნუკერს უგულშემატკივრო
las
კვარამ რაც გააკეთა 8 თვესი ეს არის ფენომენალური სEდეგი. გახდა სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშე და ოქროს ბურთის10 ში ასახელებენ. და ეს შეძლო რუსეთიდან და საქარველოდან ჩასულმა. რაც მას აკლია ეს არის საგოლე მომენტების რეალიზაცია. ფეხბურთში გოლის გატანაზე რთული არაფერია. უნდა მიხვდეთ. ამას ჭირდება დიდი გამოციდელბა და ამისთვის 8 თვე არაა საკმარისი. მეორე წელს სულ სხვა ხვიჩას ვიხილავთ. ნაპოლის ლიდერს და გოლეადორს. იცოდეთ ქრისტიანო რონალდო რაც ვიცით ის ასეთი რო გამხდარიყო 8 წელი დაჭირდა. მხოლოდ რეალში გადსვლის მერე გახდა გოლეადორი. ასე რომ ბიჭს რომელიც სულ 8 თვეა დიდ ფეხბურთში არ უნდა მოთხოვო მესი რატომ არ ხარ და ყველა დარტყმული გოლად რატომ არ აქცევო.
არტ
1. ვინც ფეხბურთის ყურება გუშინ დაიწყო, იმათ საყურადღებოდ - ფეხბურთელი არ არსებობს, რომელსაც პენალტი (მეტიც, პენალტები) არ გაუფუჭებია. ვინც ახლა კვარას ამის გამო თავს ესხმით, ეს უნდა გესმოდეთ. 2. მარტალია, კვარას არ უნდა დაერტყა, რადგან გამოცდილებას ასეთ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.(ისე, უგამოცდილესმა ჟირუმაც გააფუჭა), თუმცა ეს თამაშამდე წყდება და მწვრთნელის პასუხისმგებლობაა გადაწყვიტოს, ვინ დაარტყავს. 3. კვარა არის გზის დასაწყისში, ბევრი რამ აქვს კიდევ გამოსცდელი და სასწავლი (უბურთოთ უკეთესი მოძრაობა და გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღება, მაგალითად) მთავარია ტრავმებს გადურჩეს და მორალური სიმტკიცე შეინარჩუნოს და დიდი კარიერა აქვს წინ - მინიმუმ ათი წელი. 4. ამ შემადგენლობით (სათადარიგოებს და სტაფსაც ვგულისხმობ, მწვრთნელიანად) ეს იყო მაქსიმუმზე მაქსიმუმი რისი მიღწევაც ნაპოლის შეეძლო და ამაში ხვიჩას დამსახურება (ოსიმენთან ერთად) უდიდესია. და ბოლოს, ერთი რჩევა კვარას - შენ არ ხარ ვალდებული არავისი მოლოდინები გაამარტლო, რადგან ეს მოლოდინები ხშირად საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. შენ ვალდებული ხარ უბრალოდ გააგრძელო მუშაობა ისე, რომ არც თავში აგივარდეს, და არც მორალურად გატყდე და შენი ნიჭი სრულად გამოიყენო. დიდი გზა და დარწმუნებული ვარ ბრწყინველე კარიერა გაქვს წინ! წარმატებები!
მოქალაქე
მარადონას,მესის,რონალდოს და სხვა მსოფლიოში გამორჩეულ ფეხბურთელებს როგორ მახსოვს ორი ფეხბურთელი დაყვებოდა დაცვაში და მაიც პოულობდნენ გზას და გააქვთ გოლები ან საგოლე პასები .ეს ბიჭები ბურთის მიღებიდან ეგრევე სწრაფი ნაბიჯი და შეტევა.ხვიჩას რომ ვუყურებდი პასს რომ აძლევდნენ 1 ედგა დაცვაში და აჩერებდა ბურთს მეორედაც ელოდებოდა და მერე უჭირდა ვნახეთ თამაშში
აბდულაი
კიდევ დავწერ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება და აჟიოტაჟი...და არ შეიძლება იმაზე საუბარი რომ ერთი თამაში ვერ ითამაშაო და გუნდმა 3 თამაში უშანსოდ წააგო მილანთან ეს ნიშნავს ნაპოლიმ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და მორჩა.მილანი უმატებს და უმატებდა გავიდა კიდოც...ნაპოლი დარჩა ერთ დონეზე.ამას ვნახავთ ჩემპიონატში რამდენ თამაშსს მოიგებს.კვარს კიდო რაც დაარტყა პენალტის გარდა არ უნდა დაერტყა შედეგიც ვნახეთ უაზრო გადაგდებული ბურთები.
მიშა
როცა სეზონი იწყება, სახავენ გუნდის მიზნებს. თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიონ. ჩემპიონატის სტარტზე ნაპოლის მიზანი იქნებოდა მაქსიმუმ ხუთეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა (კონკრეტიკის გარეშე), ახალი შემადგენლობით მაღალ დონეზე გამოცდილების შეძენა. ლაპარაკი აღარაა ლიგის მოგებაზე. ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ გაჩემპიონება შეეძლოთ და გუნდი გადაეწყო მიმდინარე მიზანზე - რაც შეიძლება დიდი ჰანდიკაპი შექმნილიყო მდევრებთან. შესაბმისად, აღარ ხდებოდა შემადგენლობის როტაცია და ძირითადი ბირთვი აგროვებდა საჩემპიონო ქულებს. ამან გამოიწვია ძირითადი შემადგენლობის გადაღლა და სათადარიგო ფეხბურთელების ტონუსიდან ამოვარდნა. ნაპოლის წლევანდელი მიზნები ას პროცენტზე ბევრად მეტით შესრულდება. ჩემპიონებიც გახდებიან და მაგათ რომ ლიგაზე გამოცდილება შეიძინეს, ბევრ გუნდს შეშურდება. ნეაპოლელმა გულშემატკივარებმა მადლობა გადაუხადონ ფეხბურთელებს ამხელა სიხარულის მინიჭებისთვის და ილოცონ რომ გუნდის შემადგენლობა შენარჩუნდეს მომავალ წელსაც.
გიორგი
მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელი და ბოლოს მათი მწვრთნელი პირადად რომ დაგემშვიდობება, გაგამხნევებს, ე.ი. მარტო მაგარი ფეხბურთელი არ ხარ-მაგარი კაცი ხარ პირველ რიგში. ხვიჩა, წინ უამრავი გამარჯვება გელის. შენ ჩვენი იმედი ხარ. წარმატებას გისურვებ!
ნიკა
100%
100%
როდესაც, ერთი კვადრატული მეტრის პერიმეტრზე, სამი პროფესიონალი და არა უბნელი ფეხბურთელი გკეტავს და გაცდები, ეს სხვაა. მოძრაობაში და სივრცეში ბევრს შეუძლია. ეს განსხვავებაა, ხვიჩასა და ლეა ოს შორის. წელს ჩემპიონობას მივაწვეთ, მერე ვნახოთ.
ილია
100% ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით მე და მამაჩემი_ თითქმის სიტყვა_ სიტყვით ეს ვთქვით .... მემგონი ეგ მწვრთნელის ბრალია
aburjga
ხვიჩა შეოიძლება არ გატყდეს, ღმერთმა ქნას რომ არ გატყდეს, მაგრამ მე უნდა ვაღიარო რომ გუშინ ცრემლებით მატირა ეს ბერიკაცი! ვაღიარებ ფეხბურთის არაფერი გამეგება!
კაპიტან გარდენბურგი
ხვიჩა იყო საუკეთესო ორივე გუნდში. ეს თამაში წააგო სპალეტიმ. რომ გაეტანა გოლი ხვიჩას პენალტიდან ეს არ იქნებოდა კანონზომიერება და გასვლის გარანტია. მილანმა ტაქტიკურად და ეშმაკობით აჯობა ნაპოლის. კვარა კი მართლა ერთადერთი იყო , ვინც ამ სქემებში დამოუკიდებლად აზროვნებდა და შანსებს ქმნიდა. უბრალოდ სპალეტიმ ერთხელაც არ შეუცვალა ფლანგი, ან ადგილი. უპრიმიტივესი მწვრთნელი ყოფილა.მე ხვიჩას თამაში ძალიან მომეწონა და პენალტზე ნერვიულობა არ იქნება სწორი. არაუშავს. სხვა მწვრთნელის ხელში კვარა ბევრად მოუმატებს, მგონი დარჩენა აღარ ღირს ამ გუნდში. აშკარად უბერავენ მანდ
ნიკო
რასაც ვშიშობდი ის მოხდა,უფრო კარგად ითამაშა ნაპოლიმ მაგრამ ვერ მოიგო,ხვიჩას მშვენიერი თამაში ჰქონდა და რომ არა გაფუჭებული თერთმრტმეტრიანი ეჰ,მოკლედ ნაპოლი მოსალოდნელად გავარდა,მოულოდნელად კარგად ითამაშა,მაინც ვერ მოიგო,მაინც გავარდა...კვარა არ გატყდე და მეტად განთავისუფლდი,დაიკიდე ეგ მელოტი,მოკლედ შევირგოთ,სერიას ჩემპიონობა,საუკეთესო ლეგიონერი,საუკეთესო დებიუტანტი,საუკეთესო ფეხბურთელი ცოტაა?!წარმოვიდგენდით?!მოვაწერდით თუ არა 1 წლის წინ ულაპარაკოდ ხელს,ხოდა შევირგოთ რა,მიდი ხვიჩუნა შენ გემოზე შეუბერე,შენ ჩემპიონებთან დამარცხდი ფორცა მილან...მაგარი სეზონი მაქ პირადად ხვიჩა დაფრინავს მილანი ლიგაზე მეხოდება
07
როდესაც პენალტი ცოტა ხნის წინ გაფუჭებული გაქვს, თან ამ მატჩში არ გიმართლებს და ამას ხედავ, ასევე არ ხარ კარგ ფორმაში, ამასთანავე, პენალტი შენ არ მოგიპოვებია და ბურთს ხელს კიდებ და გუნდისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში შენ თავზე იღებ ამხელა პასუხისმგებლობას, მაშინ თითქმის 100%-იანი გარანტია უნდა გქონდეს რომ გაიტან, სხვა შემთხვევაში ამ ქმედებას გამართლება არა აქვს, უკეთესი და სწორი იქნებოდა პენალტის დარტყმა ოსიმენისთვის დაეთმო, ,,გადაეხადა ვალი ოსიმენისთვის". ძალიან ვწუხვარ მაგრამ ამ მატჩის წაგება ხვიჩას დაბრალდება, ამიტომ უნდა იფიქრო სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.
მილანისტა
პიოლიმ ტაქტიკურად ძალიან დაჯაბნა სპალეტი, ორივე მატჩში მისცა ბურთი და ორი უმაგრესი კონტრშეტევით მოკლა ნაპოლი, ესაა მილანი და მოკითხვა იმ ხალხს, ნაპოლის 5-1 და 9-0 რო უნდა მოეგო, უცოდინარი ოროსნები.
07
როდესაც პენალტი ცოტა ხნის წინ გაფუჭებული გაქვს, თან ამ მატჩში არ გიმართლებს და ამას ხედავ, ასევე არ ხარ კარგ ფორმაში, ამასთანავე, პენალტი შენ არ მოგიპოვებია და ბურთს ხელს კიდებ და გუნდისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში შენ თავზე იღებ ამხელა პასუხისმგებლობას, მაშინ თითქმის 100%-იანი გარანტია უნდა გქონდეს რომ გაიტან, სხვა შემთხვევაში ამ ქმედებას გამართლება არა აქვს, უკეთესი და სწორი იქნებოდა პენალტის დარტყმა ოსიმენისთვის დაეთმო, ,,გადაეხადა ვალი ოსიმენისთვის". ძალიან ვწუხვარ მაგრამ ამ მატჩის წაგება ხვიჩას დაბრალდება, ამიტომ უნდა იფიქრო სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ.
უვიცი
პოლიტანო მართლა კარგი იყო, მაგრამ ლოსანო არანაკლებ კარგი იყო.
ზურა
სულ ვამბობ და გავიმეორებ, არ ვიცი სპალეტის დავალებაა თუ არა მაგრამ მთავარი პრობლემა კვარასი არის უბურთოდ მოძრაობა, მიწებებულია ტრამვაისავით ერთ ზონას, პატარა დიაპაზონში თამაშობს და ადვილია მანდ ამოკეტვა, სულ ერთ პოზიციაზე იღებს პასებს, მეტი სივრცე ჭირდება სამოქმედოდ, პოზიციების ცვლილება, თორე ესე ადვილია კვარას კი არა ნებისმიერი ფეხბურთელის ამოკეტვას
ეეჰ
1. პოლიტანო რომ არ დამტრეულიყო, მარჯვენა ფრთა აკლებული ჰქონდა. მშვენიერ მატჩს ატარებდა. 2. ამდენ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, განწირული ხარ მარცხისათვის. 3. მე ბადრის გამკვირვებია. ვისაც შეგვისრულებია, ყველამ ვიცით (ბადრიმაც)რომ პენალტი მასე არ ირტყმევა. ყველა შესრულებული მეტწილად დამოკიდებული იყო მეკარის შეცდომაზე. სულ შიშით ველოდი გაფუჭებას და სამწუხაროდ.... რაღას ვიზამთ, ყველაფერი ხდება და იმედია ხვიჩა მორალურად არ გატყდება.
ნიკა
არაუშავს, ხვიჩამ ერთი წუთით არ უნდა ჩათვალოს რომ მისი პენალის გამო ვერ გავიდა ნაპოლი, ნაპოლი იმიტომ ვერ გავიდა რომ გუნდმა ვერ ითამაშა თამაშები. ხვიჩა სოფასქორის შეფასებით ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ეს თამაშშიც ჩანდა. პენალებზე მეტი უნდა ივარჯიშოს, რომ მაღლა კუთხეში უპრობლემოდ შეეძლოს დარტყმა და ეგაა, წინ ნათელი მომავალია.

რომელი გამოუყენებელი მომენტი? არაფრიდან თვითონ რომ შექმნა? ოსიმენს 90 წუთი არაფერი გაუკეთებია, შუა ხაზი მძიმე იყო, დაცვა ისე გაიარა ლეაომ გოლოს დროს რომ ფინტი არ დაჭირვებია, მანამდე პენალტი და 100% საგოლე ჟირუსგან. სად იყო აბა დიდი ნაპოლი?
Lukaku9.
საუკეთესო იყო თავის გუნდში როგორაა სუსტი. უბრალოდ პროვოკატორი ხარ ვიღაც სალი არა @
ნუ დაგოიმდებით.
ძალით გამოაგდეს ნაპოლი ყველაფერი გააკეთეს მაგისთვის. ფიფა უეფამ მსაჯები კალენდარი და ყველაფერი იჩალიჩეს, იმის მიუხედავად რომ ცოტა ძლიერი გუნდია მილანი მაინც ნაბ* ზრულად დაეხმარნენ არ უნდოდათ ნაპოლის გასვლა არაფრით. და მაგის მიუხედავად ძლივს გავიდა მილანი ისეთი დებილები არიან აშკარად გადარჩნენ ამ თამაშში
სალის
დამიჯერე პასკას უკეთ გამოაცხობ შენ ვიდრე კვარას მომავალს გამოიცნობ. ნაპოლია კვარასთვის სუსტი მაგრამ რასაც კვარა პირველივე სეზონზე აკეთებს ეგ ლეაოს არასდროს გაუკეთებია მითუმეტეს რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი ყავდა გვერდით
იფიქრეთ
ისე მილანის გასვლა რატომ გაგიკვირდათ მართლა არ მესმის.. მილანი არის უდიდესი გრანდი რომელსაც 10 წლიანი ჩავარდნაც ვერ ჩააქრობს. ნაპოლი კიდე სულ საშუალოზე ოდნავ კარგი გუნდი იქნება 30 წელში ერთხელ გამონათებებით ამიტომ, ნუ გიკვირთ ის რაც ნახეთ, მილანი სრულიად დამსახურებით გავიდა ნახ-ფინალში და იმედია უსაზიზღრეს გუნდ ინტერს გააგდებს და ფინალსაც თუ მოიგებს ეგეც გამიხარდება იმიტომ რომ მილანისნაირი გუნდის ადგილი ლიგაზეა და ძალიან კარგი იქნება თუ მოიგებენ. კვარას რაც შეეხება იმედი მაქვს, რომ მოუმატებს, მეტ გამოცდილებას შეიძენს, უფრო განვითარდება, და სტაბილურად სულ უმაღლეს დონეზე იქნება
Charley
რა უნდა ვქნათ ფეხბურთი ვერაგი და ზოგჯერ ძალიან უსამართლო სპორტია სამწუხაროდ ეს ყველაფერი დღეს განგებამ ნაპოლის და კვარას დაატეხა თავს ამას ფატალური უიღბლობაც დაემატა და ამიტომ ალბათ უმრავლესობა ჩემსავით სევდიან ხასიათზე დაგვაყენა ნაპოლის ამ რეზულტატმა. ობიექტურად არ იყო მზად "ნაპოლი" უფრო შორს წასავლელად, არც შემადგენლობით, არც მენტალურად, არც ტრადიციით.. ჩემპიონთა ლიგა არ არის თუნდაც, სერია ა, სადაც ამხელა ჰანდიკაპი დააგროვეს, იმის მიუხედავად რო სეზონის წინ, დე ლაურენტისიც და სპალეტიც ვერ წარმოიდგენდნენ "ნაპოლის" ჩემპიონობას გუნდი ამ ბოლო სანაკრებო პაუზის მერე ფაქტია გადაიწვა (გამოიფიტა) მილანს კი ზედ ლიგის წინ ყველა ტრამვირებული დაუბრუნდა და ამ ბოლო ნახევარ თვეში მათ უფრო დაიწყეს პიკზე გასვლა ლიგისთვის საპირისპიროდ ნაპოლის პიკიდან სწრაფი ჩამოსვლის ფონზე. ხვიჩას კიდე მეტს რას თხოვთ, მართლა ვერ ვხდები..თან პირველივე სეზონში? ყაზანი-ბათუმიდან მისულ 22 წლის ბიჭს? მარადონას არ ჰქონია ასეთი დებიუტი, 84-ში მარადონამ სადებიუტო სეზონში 14 გოლი გაიტანა და "ნაპოლი" ევროთასებზეც ვერ გავიდა, მერვე ადგილი დაიკავა საერთოდ 33 წლის მერე იგებს სერია ა-ს, თან წარმოუდგენელი ფორით.. ვინც იცის ისტორიულად იტალიის ჩრდილოეთის და სამხრეთის ტრადიციულ დაპირისპირებაში, ეს გამარჯვება რას ნიშნავს ახსნა არ ჭირდება...ეს იქნება ნეაპოლის, როგორც ქალაქის ხელახლა დაბადება, ეკონომიკურად, ფინანსურად, მორალურად...და ამაში ხვიჩას წვლილი არის უდიდესი კრიტიკოსები, ვფიქრობ ძალიან ბევრს, ზოგჯერ არარეალურს ითხოვთ კვარაცხელიასგან ბიჭმა ამ სეზონში გააკეთა ზე-მაქსიმუმი. მწვრთნელი კუთხურის ბაქანთან ლამის ბორკილებით აბამს. მეტოქე მწვრთნელები სამი პერსონალური მცველებით "გალიებით" და "სედკებით" დაზდევენ ლეაოსგან განსხვავებით რომელსაც კონტრზე კინკილა განაპირა მცველი თუ მოყვება ხოლმე და იმხელა სივრცეები აქ მის მახლობლად დოღის მთელი ფარა გააჭენებს. ხვიჩა კი ამ პირობებშიც 90 წუთში მაინც უსხლტება მეურვეებს და თამაშში 1-2 საგოლე მომენტს უქმნის საკუთარ თავს უბრალოდ კვარას სერიოზულად მეტიც ძალიან გულმოდგინეთ აქვს სამუშაო ფინიშზე დამაგვირგვინებელ დარტყმაზე ფაქტია ბევრს "მაზავს" ჩვენი ბიჭი სამწუხაროდ. თან გადავა უფრო ძლიერ გრანდში და და ეს "გალიების" და "ავტობუსების" პრობლემაც მარტივად მოგვარდება. მთავარია რო თავდაუზოგავი შრომა გააგრძელოს, განსაკუთრებით, დაიკიოდოს უაზრო, ქართული ცაში აყვანა და ამ დონეზეც (უფრო მაღლაც) არაერთხელ მოუწევს ბრძოლა, გაცილებით უფრო დიდი კლუბების მაისურით. მას გუნდი არ დაუღალატებია და ვინც ამას იტყვის ან ის ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა ან შეგნებული დემაგოგია. დიდი გამოცდილებაა ეს ვერ გატანილი პენალტიც მას უფრო ძლიერს გახდის ესეთი "რთული" ეპიზოდები უფრო გამოაწრთობს და მტკიცე ფოლადად ჩამოყალიბებს როგორც ტაქტიკურ ისე ფსიგოლოგიურად. ხვიჩა ჯერ მაინც ჭყინტია. გულს ნუ გაიტეხ ჩვენო ბიჭო წინ არაერთი დიდებული თავგადასავალი გველის ყველას შენთან ერთად ამაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ და შორს არარის ის დრო ეს მეოთხედფინაში შეწყვეტილი სერია გაგრძელდება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში შემართული თასით დაგვირგვინდება.
ბედის ირონია
ნდომბელეს(ანგისა) 2 სანტიმეტრი ფეხის ზომა არ ეყო, რომ საგოლე შეტევა არ დაწყებულიყო… თუმცა ზოგადად ნდომბელეს კარგ ფეხფურთელობაში ეჭვის შეტანაც შეიძლება. ხესუსი(კიმ) კარებში ჩადგა… მეკარე კუთხეს კეტავდა და ჟირუ მარტო იყო კართან…
დავით 67
აგერ ჟირუს 17 პენალტი ჰქონდა გატანილი და დღეს გააფუჭა. ამხელა გამოცდილების მქონე ფეხბურთელმა. და ხვიჩას რას ერჩით? უჯიგრესი გულიანი ბიჭია. ბოლომდე თამაშობს. მე როგორ ვინერვიულე და წარმომიდგენია თვითონ რა დღეში იქნება. ისე რამ დამაწერინა ჟირუ უფრო საშიშია დღეს მეთქი. ნეტავ არ გამართლებულიყო ჩემი პროგნოზი. მილანმა პრაგმატულად ითამაშა, ისე რა თქმა უნდა ნაპოლი სჯობდა.
Levani
და ვინმეს სხვას ეყო გამბედაობა დაერტყა?იგივე დი ლორენცო-კაპიტანია,ასეთ დროს უნდა განოამჟღავნოს ლიდერობა. ჩლ-ა ერთა ლიგის დ დივიზიონი კი არაა მარტო კვარამ რო მოიგოს ჩაკვესავით
სალი
ბიჭებო ლეაოს ადაეებენ, უბრალოდ უნამუსობაა, ათი თავით უკეთესია შავგვრემანი, არტ შენ იცი ფეხბურთი და მე არა? შენგან განსხვავებით ჩეხეთში სპარტაში ვთამაშობ, მიკვირს რა კომენტარებს აკეთებენ ხალხი რომელსაც მხოლოდ ტელევიზორში აქვთ ნანახი ფეხბურთი
ქართველი
გული მტკივა. ესეთ დასასრულს არ იმსახურებდა კვარა, მაგრამ ღმერთის ნება ესეთი იყო. წინ დიდი თავგადასავალია
კოტე
flashscore.com-მაც საუკეთესო შეფასება მისცა. https://www.flashscore.com/match/0Aa4m3yp/#/match-summary/lineups
ჯიჯი
ასეთ მომენტში, პენალტის ნიშნულთან მისვლას და დარტყმას უნდა ტ*აკი! ხოდა კვარამ ეს შეძლო, გამაზ? ვინც ურტყამს ის იტანს ან მაზავს! წინ დიდი გამარჯვებები ელოდება ხვიჩას
სალის
შენ თუ ფეხბურთის აზრზე იყო მე ვიყო სანაია და შენც იყო სანაია ორივე გუნდში საუკეთესო იყო
გიოს
უბედური ხარ მართლაც
გოგლიკო
არ იყო კვარას დღე! მის ადგილას მითუმეტეს ორი ვერ გამოყენებული მომენტის შემდეგ პენალტის დარტყმას უფლებას სხვას მივცემდი. ჩემი მოკრძალებული სუბიექტური აზრია ეს!
არტ
ფეხბურთი ნამეტანი რთული სპორტია შენთვის აღსაქმქლად. რამე უფრო ადვილს მიაწექი.
Vvv
Raylexar
შე მართლა უბედურო
ბოღმა კლავს
x.
გაიხარეთ სანამ დრო გაქვთ ვიღაცეებს მაინც არ გელოდებათ კარგი დღე
სად გავიცინოთ?
ყველაზე მაღალი შეფასება კვარამ მიიღო და სუსტი როგორაა?
x
რუსი ხარ ოცნებები არ აგიხდება
სალი
სუსტია კვარა ნაპოლისთვის, მიდიოდა სასუოლოში , მაგის ჭერი საშუალო იტალიური კლუბია, აგერ ნახავთ ერთ ორ წელიწადში სად იქნება ფირენტინა მაქსიმუმ, ძალიან მწყდება გული
ცივი გონებით.
1) ხვიჩა დგას სულ შორს ხაზთან ფლანგზე განაპირას, ისე რომ ბურთს რომ მიიღებს თვითონაც შორსაა ახლოსაც არავინ ყავს, უცებ წინ 2-3 სამი კაცი ჩაულაგდება და მიმწყვდეულია მორჩა. რა გინდა რო ქნა. სულ ესე აკეთებს და ესეიგი დავალებაა მიცემული ალბათ, სპალეტის პატივს ვცემ მაგრამ იქნება ეშლება რაღაც. ხვიჩა უნდა იყოს ცენტრში და თავისუფლად რომ ვერსად ვერავინ ჩაკეტოს. თვითონაც თამაშის სტილი ხანდახან უნდა იცვალოს სადარიგო ვარიანტები უნდა ქონდეს ერთს რომ დაუმუღამებენ მეორეზე უნდა გადავიდეს ან მესამეზე ან მეოთხეზე და ა.შ. ან სწრაფად უნდა იმოქმედოს, იმ 2-3 კაცს მოსვლა არ უნდა აცადოს ეგრევე უნდა მოუტყდეს ეფექტური გარღვევები უნდა აკეთოს. 2) მერე ამ დანარჩენმა გუნდმა ბურთის თამაში არ იცის, ისე როგორც ანგისამ ლობოტკამ და ოსიმენმა მაგალითად. სუსტები არიან შიშით თამაშობენ, რამის სწრაფად და ტექნიკურად გაჩალიჩების თავი არა აქვთ. ნაპოლი იყო შეშინებული ვერ ვხედავდი აგრესიულ და მონდომებულ გუნდს. 3) პენალტების დარტყმაში რაც არ უნდა მაგარი იყო მაინც დიდი გამოცდილება გჭირდება, ძალიან დიდი გამოცდილებაა საჭირო ესეთ დონეზე თან. მიჭედავდა ინტერნეტი და ვერ დავინახე როგორ დაინიშნა პენალტი, მაინტერესებდა ხვიჩამ მოიპოვა თუ სხვამ. ეხლა გავიგე რომ ხელზე მოხვდა ვიღაცას და არ მომეწონა ხვიჩას რომ დაარტყმევინეს პენალტი. არ დამავიწყდება მესის დარტყმული მსოფლიოს ფინალში , უდიდესი ზეწოლა იყო მესიზე მაგრამ რაღაც სასწაულით მთელი მსოფლიო გააცურა კლასით შეასრულა იმენა.
KOSTAKURTA
კვარა, ასე საშინლად პენალტების დარტყმა ჩემპიონთა ლიგის თამაშებში არ შეიძლება!უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგეტხოვება.გეტყობოდა რომ დარტყმის წინ ნერვიულობდი და ამორჩეულ კუტხეს აკვირდებოდი. მიდი რა სხვა მიუშვი.
Geo
ასეთი თამაშები ზრდის გუნდს, ფეხბურთელს.. პენალტი არ მისცეს… ესეც მართალია.. მსაჯი შეცდა, VAრიც ასევე… თამაში ურთულესი იყო ნაპოლისთვის… დრამა..) კარგი ფეხბურთი ვნახეთ, მადლობა… ხვიჩა მიოგებ ლიგა ჩემპიონებს მომავალში, დღეს ასე მოხდა , არაუშავს.. წარმატებები
dato
პიოლიმ სამ თამაშში დაჩაგრა სპალეტი. ერთი ჩემპიონატს მოიგებდეს ნაპოლი და სპალეტის პროფესორობებმა მართლა საქმე არ გააფუჭოს
უვიცი
მადლობა ბატონო მამუკა გამოხმაურებისთვის.
გიო
ვაი რა უცებ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ნეტავ სულ არ დანიშნულიყო პენალტი და ოსიმენსაც არ გაეტანა.............
Semi
როცა ასეთ მომენტში პენალტს ურტყავ ესეგი ღირსი ხარ დიდი ფეხბურთის ! ხვიჩა ორივე გუნდში საუკეთესო იყო მენიოს შემდეგ რა თქმა უნდა, თუ არადა აგერ დაიწერება საიტებზე შეფასებები.
მოცლილი
რა მოხდა,სულ ყოველთვის ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ გაიტანს პენალტს,მეორე მხარესაც ხომ კარგი მეკარეა.როგორ განიცდიდა ხვიჩა წაგებას,მატჩის ბოლოს მინდორზე რომ იჯდა,ძალიან შემეცოდა.სხვათაშორის მასთან გადამხნევებლად ის თეო ჰერნანდესი მივიდა," დონე "ნაპოლის ფანები სასტუმროს წინ რომ აგინებდნენ,200 კაცზე მეტი ,თან ბავშვებით იყვნენ მისულები და ქალებიც საკმაოდ იყვნენ ,ეს იყო სრული სიველურე.ახლა სპაციო ნაპოლის საიტზე რა კომენტარებს წერენ,ცოტა პატივისცემა ხომ უნდა იყოს,რახან პენალტი ვერ გაიტანა ,მაგის გამო აგინო,რა სიმდაბლეა. ეს არის მაგათი გულში ჩახუტება.ხვიჩა, შენ მაინც მაგარი ხარ,ნუ განიცდი,წინ იყურე,მომავალში უკეთესად იქნება ყველაფერი.
მამუკა-ს
ჩამოვიდეს ტყიბულის მეშახტეში და არ გადაიღლება
Fff
Msajma gaiyvana milani. Witeli iq da ardanishnuli penalti aq. Kvara orive gunshi sauketeso iyo
ჯუჯი
ხვიჩა არ არის ჯერ ნორმალური პენალტისტი.არც ერთი პენალტი გატანილი თუ გაუტანელი კარგად არ დაურტყამს.მეკარეები ადვილად ხვდებიან კუთხეს.
H
მე ვიტყოდი, რომ პიოლიმ კიდევ ერთხელ მოუგო დღეს სპალეტის. მიუხედავად ბურთის კონტროლისა და ტერიტორიული უპირატესობისა ზუსტად ის თამაში მიდიოდა, რომელიც მილანს სურდა. ნახევრად მომენტებით ლიგის ნახევრფინალში ვერ გახვალ. პს. ჩემი აზრით ლოსანოზე პენალტი იყო. ლეაო ბურთს არც შეხებია.
მამუკა
უვიცი კი გიწერია, მაგრამ ჭკვიანურს იძახი, ერთს დავამატებ გადაღლილია ხვიჩა, აღარ ემორჩილება უკვე კუნთები, პირველი წელია რაც კვირაში სამი თამაშის ჩატარება უწევს, არ არის ადვილი საქართველოს ჩემპიონატიდან იტალიაზე გადმორთვა, სულ სხვა დატვირთვებს განიცდის კუნთი, დრო სჭირდება ამას რომ შეეჩვიოს
ტიჯანი ბაბანგიდა
კვარას წარმატებები!!!!!!!!!!!!!!
საკი
კვარა მიდი არ ინერვიულო და წარმატებები!!!!

კვარა მეკარეს უყურე დარტყმამდე, ან საერთოდ არ დაარტყა. ასე დარტმა 50/50 არის, არადა 90 უნდა იყოს დამრტყმელის სასარგებლოდ. დასანანია რომ შენი ასეთი თამაში ამ პენალტმა გააფუჭა.
რაბუ
არ იყო ნაპოლი გასვლის ღირსი. ორივე თამაშში აჯობა მილანმა მარტო იმიტომ რომ ტაქტიკურად მოუგო პიოლიმ სპალეტის, ეს იყო და ეს. ბურთის ფლობა არაფერია მთავარია შედეგი. მენიო კიდე რავიცი საოცარი მეკარეა. კვარაზე რა ვთქვა ასეთ თამაშებში იზრდება ფეხბურთელი თავი მაღლა აწიე ჩვენო იმედო და განაგრძე წინსვლა
H
მიუხედავად იმისა, რომ 23 წელია მილანის გულშემატკივარი დღეს მთელი გულით ხვიჩასკენ ვიყავი. არ ვიცი ალბათ ყველაზე ცუდი სცენარი იყო ის რაც მოხდა ჩვენთვის. მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა მაინც 8.2 აქვს ხვიჩას შეფასება.
ტოტო
გავახნევოთ კვარა და წარმატებები ვუსურვოთ!!!!!!!!!!!!
უვიცი
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, როცა სპალეტის ანგისას ნაცვლად ნდომბელეს დაყენებას ვურჩევდი და არა ელმასისა. ესაა სწორედ ნაპოლის პრობლემა, გუნდი უნდა გაიზარდოს, ამ სეზონმა დადებითთან ერთად უარყოფითებიც უნდა გამოავლინოს, უნდა გამოჩნდეს ვის რა შეუძლია, მილანი ჩემპიონი გუნდია უკვე მესამე სეზონია ლაგდება და მეტად გარკვეულია გუნდში ვის რისი თავი აქვს. არანაირად არ ვგულისხმობ რომ ნაპოლი უფრო ცუდი გუნდია, პირიქით, უბრალოდ ცუდი სცენარი განვითარდა
დევკალიონი
SofaScore და whoscored ის ვერსიით ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელი იყო ხვიჩა კვარაცხელია,დღეს მე დავინახე რომ ის უძლიერესი ფეხბურთელია,გაფუჭებული პენალტის მერე ასე ძლიერად შეუტიო წარმოუდგენელია ,10 წარმატებული დრიბლინგი 6 კარში დარტყმა უბრალოდ დღეს მილანის მეკარეს გაუმართლა.
უვიცი
ულაპარაკოდ არ უნდა დავარტყათ ჩვენ პენალტები, ევროპა ლიგას სლოვანი ჩაკვეტაძის გაფუჭებული პენალტით დაემშვიდობა, ახლა ნაპოლი გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან ხვიჩას გაფუჭებული პენალტით. არაა ხვიჩა ამ საქმისთვის ჯერ მზად, სპალეტის შეცდომაა, რომ ხვიჩას ანდობს ამ საქმეს, ფსიქოლოგიურად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს მზარდი ფეხბურთელისთვის ამხელა სტრესი.
Gio
Neta sul ar yopiliyo penali
გიორგი777
ვქომადობდი ნაპოლის და რათქმაუნდა კვარას გამო, მაგრამა მილანმა დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა,როგორ თამაშობ და რამდეჯერ დარტყი კარში არააქვს მნიშვნელობა თუ ანგარიშში არ აისახა.ვულოცავ მილანის გულშემატკივარს იმის მიუხედავათ მათმა მეკარემ დამაწყვიტა ნერვები თავის კაი თამაშით,წინა თამაშისას და ახლაც.წარმატებები კვარას ის იმსახურებს...
დათო
ხვიჩას კიდევ ბეეეევრი აქვს მოსამზადებელი ფსიქოლოგიურად,ფიზიკურად და მრავალფეროვანი ტეხნიკით. მაგრად დამწყდა გული
ჟორა
ვერ ურტყავს პენალტს და რატომ ურტყავს? ოთხი პენალტიდან არცერთი არ იყო გასატანი
კახა
გადაიწვა ნაპოლი
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
[VIDEO] "მილანმა" დიდება უნდა დაიბრუნოს - "როსონერის" ფანები ლუკა მოდრიჩს შეეგებნენ
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია