<p>ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა "მილანთან" ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა:</p><p>"ხვიჩამ კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, მას პენალტი არ უნდა შეესრულებინა, რადგან ის იმ მომენტში ძალიან დაღლილი იყო და ეს სხვა ფეხბურთელს უნდა გაეკეთებინა.</p><p>მიუხედავად ყველაფრისა, "ნაპოლისთვის" მეოთხედფინალში გასვლა მაინც კარგ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან მათ ეს პირველად შეძლეს", - თქვა სიომინმა.<br></p>
ნიიკა
კი
გოჩა
ისე სხვას რომ დაერტყა პენალტი და გაეფუჭებინა,ყველა ერთად წამოვიძახებდით ხვიჩას რატომ არ დაარტყმევინესო.ფეხბურთია,ყველაფერი ხდება,ესეც უნდა გამოსცადოს რომ მსოფლიო ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.ივარჯიშებს დარტყმაზე და ყველაზე მაგრად დაარტყამს.პანენკამაც ეგრე ისწავლა დარტყმა
ილია
მოდით ნუ დავხუნძავთ ხვიჩას ზედმეტი ემოციებით.ეს ხელს უშლის ჩვეული კრეატიულობის გამოვლენას მის მიერ.წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის.
მმმმმ
გვერდიდან ყველა პროფესორებიხართ.ემოციურად გადაიხადა ბიჭი მხარში ამომდგომი არავინ იყო გუნდში.თვით ოსიმენი.ფიზიკა არაფერს შუაშია ფიზიკურად გადაღლილობაზე მეტი გადაღლა ფსიქოლოგიური გადაღლა შეხედეთ სად ვარჯიშობდა ლელო და სად ხვიჩა
გიორგი 50
რაც მოხდა, უკვე მოხდა არმოსახდენი... ახლა კვარამ და ჩვენც ყველამ დასკვნები უნდა გავაკეთოოოთ და წინ ვიაროოოთ... და რაც მთავარია, ხვიჩამ იმაზე მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე აქამდე უშრომია, რადგან ყველაზე დიდი ნიჭი-შრომისმოყვარეობააა.... მოყვარეს პირში უძრახეო: ,,არ მომეწონა ხვიჩას ფიზიკური კონდიციები. ისეთი სწრაფი და სხარტი აღარ არის, როგორც წინა თვეებში გვახსოოვს და ბოლოს დაიღალა...'' ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე... საქართველოს გაუმარჯოს...
გიორგი 50
რაც მოხდა, უკვე მოხდა არმოსახდენი... ახლა კვარამ და ჩვენც ყველამ დასკვნები უნდა გავაკეთოოოთ და წინ ვიაროოოთ... და რაც მთავარია, ხვიჩამ იმაზე მეტი უნდა იშრომოს, ვიდრე აქამდე უშრომია, რადგან ყველაზე დიდი ნიჭი-შრომისმოყვარეობააა.... მოყვარეს პირში უძრახეო: ,,არ მომეწონა ხვიჩას ფიზიკური კონდიციები. ისეთი სწრაფი და სხარტი აღარ არის, როგორც წინა თვეებში გვახსოოვს და ბოლოს დაიღალა...'' ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე... საქართველოს გაუმარჯოს...
ლუკა
პენალტი გამოცდილმა ფეხბურთელმა უნდა დაარტყას!ესეც არ იყოს მილანის მეკარე გაუვალი ჩანდა,აშკარა იყო რომ კვარა ვერ გაიტანდა.ვიმეორებ ეს აშკარად ჩანდა!
ისტორია
ძლივს საღი აზრები მოვისმინე! სწორია, რასაც აქ წერთ და სწორია ეგ გამოცდილი მწვრთნელიც. არ უნდა აეღო ნამეტანი საკუთარ თავზე. არაერთხელ დამიწერია, ეს ფსიქოზი დამაზიანებელია პირველ რიგში კვარასთვის. ირწმუნა, რომ ყველაფერი შეუძლია. არადა, მან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, და გახდება საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ბურთი არ გაუტანია უკვე მეოთხე თამაშია. აშკარა საგოლეები გააფუჭა. მე გეკითხებით, რას ნიშნავს კარგად ითამაშა, თუ შენს ანგარიშზე რამდენიმე თამაშის შემდეგ შედეგი ნულია? გოლი ნული და გოლის თანაავტორობა ნული.
ასეა ეს
მახსოვს თავქარიანმა ქართველებმა რა ამბავი ატეხეთ ხვიჩა პენალტებს რატომ არ არტყავსო.იმას არ ითვალისწინებდით რომ გამაზვის შემთხვევაში რა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ფეხბურთელზე.გგონიათ იოლად ჩაივლის ხვიჩასთვის ამდენი ხალხის იმედის გაცრუება?
akaki
ხვიჩა არაფერ შუაშია, რომც გაეტანა, მაინც ფრე იქნებოდა, ფული იყო ბევრი დადებული ნაპოლის გასვლაზე. თორე ასეთი შანსი ჩემპიონთა თასის მოგების ნაპოლის აღარ ექნება. ფეხბურთი ფულის საშოვნელი დაზგა გახდა უკვე დიდი ხანია
მ.ზ.
თავის საქმეს ვინც ფლობს,თვითონვე ერკვევა,რა დროს ,რისი კეთებაა საჭირო.შეიძლება თექვსმეტი წლის ადამიანი უჭკვიანესი იყოს და ოთხმოცი წლის ადამიანი კი ,სულელი.ეგოიზმი,სიხარბე,ამბიციები,ხშირად ვერაა შესაბამისობაში ფაქტობრივ სიძლიერის დონესთან.პროფესიონალი მანამდე ხვდება,სად,დოგორ,მოიქცეს გამარჯვებისთვის,დილეტანტი კი,მერე და თუ შედეგი სავალალოა,სიტყვიერი ტრაწუნით, საჯაროდ ცდილობს განეიტრალებას ჩასვრილისა,პასუხისმგებლობის თავიდან მოსახსნელად.სწორედ მაგიტომაცაა კაცობრიობის მიერ მოგონილი ჩვენი ყოფის კანონები მათი ,გარდუვალი სიმკაცრით უალტერნატივოდ აღსრულებით ,ამქვეყნად ჩვენი სტუმრობისას. უკეთესი,ვერაფერია მოფიქრებული ვერსად ვერაფერში.ვიდრე-Dura lex,set les ,მიკიბ მოკიბვის გარეშე ადამიანურად,სიმართლით,შესრულებულის უეჭველად პასუხისგებით.მხოლოდ ამ პირობით ვუმჯობესდებით ,სპორტი იქნება ეს თუ ჩვენი ყოფის სხვა,ყველა სფეროში დაკავება ანაზღაურებით .
ჯონი
როცა არ არტყმევნებდნენ პენლებს, რატო არ არტყმევინებენო, მაგის მოპოვებულებს პოლიტანო ურტყავსო. ეხლა არტყმვინებენ და რატო არტყმევინებენო. საოცრებაა პირდაპირ
leqso
რომ იმეორებთ .......-ით [თუმცა თუთიყუშს რას ვერჩი] კვარა საუკვეთესო იყოვოო!! ნეტავ თქვენ მაიც თუ გჯერად,არც ასეთი მიამიტები მგონიხართ, საუკვეთესო ჩვენთვის-ქარღთველებისთვის შეიძლება მართლა იყო, მაგრამ ფეხბურთელისთვის,რომელიც მეგავასკვლავი გგონია, ლამის უნაკლო შემტევად შევრაცხეთ,რაც მთავარია დააჯერეთ ხვიჩა რომ ის ყოვლის შემძლეა მინდორზე და თანამედროვე საფეხბურთო სამყარო მის გარშემო ტრიალებს-ასეთი ამბიციის მქონე შემტევი- ფეხბურთელს, დღემანდელი არ ისე ბომბა მილანისთვის 6 ტაიმში ერთი გოლი მაინც უნდა შეეგდო....რას გაიხსენებთ ამ სამი თამაშისას?: ერთი ვერ გატანილი 100 პროცენტიანი-პირველი თამაშის პირველივე წუთზე, რომელიც თანაგუნდელებმა შეუქმნეს, ვერ გატანილი პენალტი გუნდისთვის კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში,რომელიც თანაგუნდელებმა მოიპოვეს და ის საბედისწერო პასი,რომელის გაკეთება გუნდის დაცვიდან ამოსვლისას კატეგორიულად არ შეიძლებოდა,[თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მხოლოდ ფეხში, ბავშვებს ასწავლიან,საფეხბურთო სკოლებში] რაც იმ პორტუგალიერმა ჩაჭრა და.....ამ რაღაც საუკვეთესოს ძახილს ხომ არ ჯობს ვაღიაროდ, რომ ხვიჩა ჯერ მზად არ არის ასეთი დონის თამაშებისთვის ამ დონეზე-სულ 5 თუ 6 თამაში ჩაატარა ჩლ-ზე და სულ რაღაც7-8 თვის უკან საქართველოს ჩემპიონათში თამაშობდა.. თელავთა......
07
როგორც ოსიმენმა მისცა ხვიჩას მის მიერ გამომუშავებული პენალტი, ასევე ხვიჩას უნდა დაეთმო თუნდაც ოსიმენისთვის, ამით არაფერი დაშავდებოდა, მითუმეტეს როდესაც წინა პენალტი გაფუჭებული გაქვს და ვერ ახერხებ გოლების გატანას რამოდენიმე მატჩში, თუმცა კარგად თამაშობ მაგრამ ვერ აგვირგვინებ გოლით ლამაზ კომბინაციებს, ე.ი. ვერ ხარ ძველებურად კარგ ფორმაში, ან უიღბლობა იკვეთება, თანაც არა ხარ პენალტისტი, არ უნდა დაერტყადა ამას არ სჭირდება დიდი მსჯელობა. რაც მოხდა მოხდა, ვფიქრობ ეს გაკვეთილი იქნება ყველასთვის. ცოტა, დამსახურებული კრიტიკა აუცილებელია. წარმატებები ხვიჩას!
Ucxo
პენალი რომ დაინიშნა ვოცნებობდი კვარას არ დაერტყა ასეთ თამაშში და ასეთ დროს როცა ორი ბურთით აგებდნენ და თამაში გადასარჩენი იყო ეს ვინმე გამოცდილს უნდა აეღო თავის თავზე თუნდაც ოსიმენს კვარა ჯერ ერთი მაგარი დაღლილი იყო მეორე ასეთ შეხვედრებში დებიუტანტი იყო მესამე დებიუტანტისთვის ასეთ შეხვედრაში როცა თამაში ორით ნოლიდან უნდა შემოატრიალო და თან დროც აღარაა ბევრი მღელვარება გამოცდილებსაც ეუფლებათ არათუ დებიუტანტს ამიტომ არცერთ ვარიანტში არ უნდა დაერტყა ხვიჩას თან უნდა სცოდნოდა რომ თუ შემთხვევით გააფუჭებდა მისი რეიტინგიც დაეცემოდა ხალხის სიყვარულიც შეილახებოდა მეტნაკლებად და სალაპარაკო ხომ გახდებოდა და გახდებოდა.
ბადრი
რომ გაეტანა მაშინ ხო არ ატეხდით ამდენ ამბავს, არ უნდა დაერტყაო
ბათუმელ ექსპერტს
აიქსთან გატანილი თერთმეტმეტრიანი ძალიან მაღალ დონეზე შეასრულა
უვიცი
არ უნდა დაერტყა რათქმაუნდა,მაგრამ რა ხვიჩას ბრალია? გუნდს ყავს მწვრთნელი და ყავს კაპიტანი, გადაეწყვიტათ ვის უნდა დაერტყა, აბა კაპიტნის ფუნქციაა რა არის გუნდში, ლეაუ რომ გამოიქცევა წამოიპლაკოს როსკიპი ქალივით?
მამუკა
მაგას ვიძახი მესამე დღეა რომ არ უნდა დაერტყა ხვიჩას პენალტი, ოღონდ ეგ უნდა ეთქვა მწვრთნელს რომ სხვა ვინმეს დაერტყა, უმეტესობა ფეხბურთელების დამატებით დროში განიცდიან კუნთებში დისკომფორტს და ზოგს რომელი კუნთი ეჭიმება და ზოგს რომელი, იმიტომ რომ კუნთს ახასიათებს დამახსოვრების უნარი, რომელც მუშაობს 90 წუთის განმავლობაში, მერე უკვე ჩნდება პრობლემები, ასევე იყო ხვიჩას შემთხვევაშიც, სპალეტი ხვიჩას ცვლის ხოლმე 75-80 წუთზე, შემდეგ უკვე კუნთი მოშვებულია, ხო და ასეთ გადამწყვეტ მომენტში არ უნდა მიეცათ ხვიჩასთვის დარტყმის უფლება
L.J .
Sul sxvaa damnashave rui daimtvra ...erti egaa ver urtyams penals rac paqtia...aikidos sxva sheagdos rogirc sezonis dasawyisshi iyo ;)bichma aigo tavze da bodishi moixada magari kacia...
ჯუჯი
ჯერჯერობით პენალტი არ არის ხვიჩას საქმე,ისედაც საუკეთესოა.
skaro
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაერტყა პენალი, თანაგუნდელები ამბობენ თვითონ მოითხოვაო. იმა გამაზული პენლის შემდეგ ეგ თუ კიდევ დარტყმას გარისკავდა არ მეგონა, არაა მაგის ფიშკა პენლები. ის არაკაცი რუი კუთხურს არ აწოდებინებს როცა იქვე უდგას მაინც თვითონ ურტყამს და პენლისთვის ვინ გაწირა, თუნდაც მისი მოპოვებული პენალტი რომ ყოფილიყო მაინც არ უნდა დაერტრყა. გიჟი კი არაა ოსიმენი რო არ ურტყავს პენლებს. ხვიჩას რაც კარგად გამოსდის ასისტები და დრიბლინგი ეგ უნდა აკეთოს და სისწრაფესაც ანუ რივოკს მოუმატოს, თორე ბევრი ეწევა მაგ დროს და ბურთს კარგავს, ანუ როგორც ლეაო დარბის და ოსიმენი ისე უნდა ირბინოს.
ბათუმელი ექსპერტი
ხვიჩა ვერ ურტყამს კარ პენალტს. რაც გაიტანა ისიც არ იყო არცერთი მაღალ დონეზე შესრულებული. პენალტი სპეციპიკური კომპონენტია ფეხბურთის და მას ვარჯიში სჭირდება სპეციალური!
შახრუდინი
მანდ სწავლაზე არარის...უბრალო მატჩების დროს ჩემპიონატებში ნაკრებშიც იდეალურად ურტყამს უბრალოდ ნერვების ამბავია...მბაპესაც გაუმაზავს მესისაც და რონალდოსაც ლიგის ფინალში
Anj: Antei
ხვიჩას ბოლო დარტყმა დასახვეწია, ხანდახან უაზროდ უშვებს ბურთს (ნაპოლის სხვა ფეხბურთელებიც იგივეს აკეთებენ მაგრამ ეს ხვიჩაა - ან მეკარის ახლო კუთხეში დაგორებული სადაც მეკარე დგას და ამას ხვიჩა ხედავს). მილანთან პირველ თამაშში მიუხედავად 2 მცველისა პირველ წუთძე ის ბურთი გასატანი იყო. ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა და რაღაცნაირად "დასაჯა" უფალმა ასეთი ნაჩუქარი შანსის გამოუყენებლობისთვის ეს იქნებოდა სულ სხვა თამაში. 3 მეტრიდან მცველებს უნდა აცილებდე ბურთს. უბრალოდ ლაბავოი ხევა არ არის საჭირო. რომ ვიცი შეუძლია, მაგიტომ ვწერ - პატარაა და სულსწრაფი. მესამე დღეა გაოგნებული ვარ. მაგიტომ მერჩივნა სიტისთან გავარდნა. (ანრი დღემდე იმეორებს კაი გუნდია მაგრამ გრანდთან არ გვინახავსო - ძალიან, ძალიან დასანანია რომ გრანდებთან ტონალი და ლეაო ირბენენ და არა ხვიჩა და ოსი.) ფიზიკა ასე თუ ისე აიწია მასა მოემატა და 90 წუთს ქაჩავს წარმატებები ჩვენს ჩემპიონს. მთლად გუნდი მაგრად გადაიღალა მართლა დაფრინავდნენ სეზონის დასაწყისში ლოსანო ზელისნსკის როგორც ჩანს რარაც წყენა აქვთ (კოტრაქტის გამო?) და არც იკლავენ თავს აგერ თან ზელენსკის ადგილზე 21 წლის ტექნუკური არგენტინელი პლეიმეიკერი ტიაგო ალმადასთან გუნდი ბოლო დეტალებს აგვარებსო და ეს თუ მოიყვანეს ზელენსკის და ლოსანოს ორივეს ერთად გაუშვებენ მექსიკელის ადგილზე კიდე მოიყვანენ ვიღაცა ამომავალ ვარსკვლავს და ან გაამართლებს ან არა ყველა ხვიჩა კი არაა აბა წუწურაქი დელაურენტის მეტს არაფერს ფიქრობს 50 მილიონები გაიქნიოს ვარსკვლავებზე ან ამ სტატუსთან ახლის მყოფ ფეხბურთელებზე ოსიწ წავა 100 პროცენტით და ეს ნაპოლი მომდევნო სეზონზე მაქსიმუმ მესამე ადგილი დაიკავოს.
გიორგი
ჩელე მთელი თამაში იდგა, მაგრამ საქმეს აკეთებდა. მართალია სიომინი. ხვიჩაზე მეტს არავინ მოძრაობდა.
ლაშა
თუ შეამჩნიეთ, დარტყმისას ქვემოთ იყურება და გვიან უყურებს მოძრაობისას მეკარეს, არადა მეკარე მოძრაობაში უნდა დაიჭირო და პენალტი არაა გამართლება-არგამართლებაზე ან/და ლატარეა, პენალტის დარტყმამდე მეკარე უნდა მოატყუო მოძრაობაში...
ზაზა
რევაზ ჩელებაძე, დღემდე რჩება მსოფლიოს N1 პენალტისტად. მსგავსი სილამაზის პენლები არავის დაურტყამს 50 წელია!
სოსო
ვის უნდა დაერტყა?ნახევარდაცვა და ყველა შემტევი,არანაკლებ გადალილი იყო და თან დაძაბულიც,ასევე დი ლორენცო და ოლივეირაც.პენალტებს ძალიან ხშირად მცველები ურტყამენ ხოლმე,რადგან ხშირად უფრო გამოცდილებიც არიან და თამაშის დროს,უფრო ნაკლებადაც იღლებიან.დაცვაში რჩებიან ჟესუსი და რაჰმანი,რომლებიც საკმაოდ ცუდ ფორმაში არიან და ალბათ არც პენალტების დამრტყმელებად გამოდგებიან.კიმი რომ ყოფილიყო,ის არის ნებისყოფიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული,მაგრამ არც ის იყო და სხვებთან თანაბარ პირობებში მყოფს,ისევ ხვიჩას უნდა დაერტყა.სხვას რომ დაერტყა და გაეფუჭებინა,უფრო უარესი იქნებოდა,რატომ ხვიჩამ არ დაარტყა,პენალტისტი ის არისო.ვინც საუკეთესო პენალტისტი ჰყავდათ მას დაარტყმევინეს და თუ მან ვერ გაიტანა,უნდა ჩავთვალოთ,რომ სხვა უფრო ვერ გაიტანდა.ზუსტად ასევე იყო ჟირუს შემთხვევაშიც.ნეტავი მასაც აგინებენ?ჟირუ მთელ სკუდეტოში ერთერთი ყველაზე გამოცდილი,ცივსისხლიანი და ძლიერი ფეხბურთელია.ყველა ენდობა,მაგრამ მანაც საშინლად დაარტყა.ყველას უხდება ასეთი რამე და ეს,ტრაგედიად არ უნდა გამოვაცხადოთ.ყველაფერს თავი გავანებოთ და ნაპოლის დამატებით დროშიც რომ გადაეყვანა თამაში,კიდევ ჰქონდა დამატებითი დროის თამაშის არაქათი?ხომ ვნახეთ,რომ სირბილის თავი, ბოლო წუთებში უკვე აღარავის ჰქონდა,მილანელებისაგან განსხვავებით.მთლიანად გუნდი ვერ შეხვდა ამ მატჩებს,სათანადო ფორმაში და ერთ და ორ კაცზე ყველაფრის გადაბრალებას,აზრი არა აქვს.ნდომბელემ შეცვალა ანგისა და მან დაკარგა ის საბედისწერო ბურთი,თუმცა პირველ თამაშში,ანგისაც ხომ ვერ იყო ფორმაში და იქაური გოლი,მის შეცდომასაც მოჰყვა.
ლაშა
ჩელებაძისთვის უნდა ეთქვა მასწავლე პენალტის დარტყმაო არამარტო ხვიჩას, არამედ სხვებსაც...
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"იცით, ხვიჩა რომ "ლოკომოტივიდან" გაუშვეს, რა დამემართა?" - იური სიომინი
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა