დორტმუნდის „ბორუსიაში“ განგაშის ზარებს შემოჰკრეს: რამდენად სერიოზულია ლუკასის ტრავმა?
კვირა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ ლუკას ბარიოსისთვის ორმაგად მტკივნეული დღე გამოდგა: ჯერ ერთი, 26 წლის ფორვარდმა კოპა ამერიკას ფინალი წააგო (0:3 ურუგვაისთან) და თანაც, გერმანიის ჩემპიონის ნომერ პირველი გოლეადორი საკმაოდ მძიმედ დაშავდა.

ბარიოსი პარაგვაის ნაკრებში 77-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად რვა წუთში ისევ მოედნიდან გასაყვანი გახდა. ერთ-ერთი სპურტის შემდეგ ლუკასი მინდორზე გაიშხლართა და ტკივილებისგან იკლაკნებოდა...

პირველივე დიაგნოზი მძიმეა: ბარიოსმა მყესი გაიწყვიტა! პარაგვაის ნაკრებისთვის კი ორმაგად მტკივნეული იყო ის, რომ გუნდს ფინალის ჩამთავრება 10 კაცით მოუხდა, რადგან სამივე ცვლილება გამოყენებული იყო. თუმცა პარაგვაის ნაკრები მაინც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც ურუგვაის თამაშს შეუტრიალებდა და ახლა პრობლემა „დორტმუნდმა“ უნდა იკითხოს. ფაქტია, რომ ლუკას „ბორუსიას“ მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში 16 გოლის გამტანი გოლეადორი ბუნდესლიგის პირველ ტურებს აუცილებლად გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ბარიოსი გერმანიის თასის პირველ ეტაპს (31 ივლისს, „ზანდჰაუზენთან“) და ბუნდესლიგის პირველ ტურს (5 აგვისტოს, „ჰამბურგთან“) მაინც გამოტოვებდა, რადგან კოპა ამერიკის გამო დორტმუნდელები შვებულებას ორი კვირით უხანგრძლივებდნენ. ახლა კი ლუკასს მინიმუმ ერთთვიანი პაუზა გარანტირებული აქვს და ჯერაც არაა ცნობილი, როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი. საუკეთესო შემთხვევაში, ბარიოსი BVB-ს გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში (გასვლითი მატჩი ლევერკუზენში) დაუბრუნდება. მანამდე ბარიოსს „ბორუსიას“ თავდასხმაში პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა