მაგათს ნიჭიერი საყრდენი 9 მილიონი დაუჯდა - 23 წლის კრისტიან ტრეში უკვე „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელია
შაბათს გზას დაადგა, კვირას სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა, ორშაბათს კი, ანუ გუშინ, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა: 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან ტრეში უკვე „ვოლფსბურგის“ ფეხბურთელია. „კრისტიანი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი საყრდენია,“ - ამბობს „ვოლფების“ მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ექს-შტუტგარტელზე, რომელსაც გერმანიის ნაკრებშიც იძახებენ ხოლმე.

„დესპოტ ფელიქსს“ ტრეში ყველაზე მეტად იმიტომ მოსწონს, რომ ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და გარდა საყრდენი ნახევარმცველობისა, მარჯვენა და ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. სხვათა შორის, კრისტიანმა „შტუტგარტში“ მოღვაწეობა სწორედ მარჯვენა მცველის რანგში დაიწყო და თავიდან მას „შტუტგარტელ დანი ალვეშსაც“ კი ეძახდნენ. ახლა კი დიდი ხანია, რაც ნახევარდაცვის ცენტრში, „ექვსიანის“ პოზიციაზე თამაშობს.

ბევრი ივაჭრეს, თუ ცოტა, „ვოლფსბურგი“ და „შტუტგარტი“ საბოლოოდ 9 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, ტრეშის კონტრაქტს კი ვადა 2015 წლამდე აქვს. „ჩემი აზრით, „ვოლფსბურგი“ უაღრესად პერსპექტიული გუნდია. მჯერა, რომ აქ სერიოზულ წარმატებებს მივაღწევ, რაც პირველ რიგში ფელიქს მაგათის დამსახურებაა,“ - განაცხადა კრისტიანმა ოფიციალური წარდგენისას.

ტრეშის ტრანსფერის შემდეგ დიდია იმის შანსი, რომ „ვოლფსბურგმა“ მაგათის ხელში არა მრავალნაცადი 4-1-2-1-2-ით, არამედ კლასიკური 4-4-2-ით, ანუ, გამთამაშებლის გარეშე იასპარეზოს. თანაც, დიეგოს ჩამოწერის შემდეგ (მაგათი ბრაზილიელს აუცილებლად მოიშორებს), ფლეიმეიქერის პოზიციაზე ღირსეული მოთამაშე მაინც აღარ ჰყავს. სამაგიეროდ, 32 წლის ჟოსუესა და ახლა უკვე ტრეშის სახით, ორი მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს. კრისტიან ტრეშს, რომელიც „მგლებში“ 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ბუნდესლიგაში 83 მატჩი აქვს ჩატარებული (5 გოლი, 6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა