მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკული ტურნირების წინ აქტიურ დასვენებას აგრძელებს
მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკული ტურნირების წინ აქტიურ დასვენებას აგრძელებს. ბოლო დღეებში სერბმა ჩოგბურთელმა მოასწრო თავისი საყვარელი კლუბის - "მილანის" საწვრთნელი ბაზის მონახულება და ფეხბურთელებთან შეხვედრა, შემდეგ კი მონაკოში მძლეოსნობის ტურნირს დაესწრო, სადაც ცნობილი რუსი მძლეოსანი ელენა ისინბაევა გაიცნო, აგრეთვე სპეციალურად მოწყობილ საღამოზე შეხვდა პრინც ალბერ II-ს და მის მეუღლეს, პრინცესა შარლინს.

"მილანის" ბაზის მონახულებისას "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრება "მილანის" გულშემატკივარი იყო.

"ყოველთვის "მილანს" ვგულშემატკივრობდი და ახლა პირველად მომეცა გუნდის ბაზაზე მოხვედრის შესაძლებლობა. "როსონერის" ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გუნდი იყოს. მამაჩემი "მილანის" ქომაგია და კლუბის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან გადამდო.

ახლა მე და ჩემს საყვარელ გუნდს ახალი ამბიციები გაგვიჩნდა. იტალიის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ "მილანი" მზად არის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, მე კი ვაპირებ, რაც შეიძლება დიდი ხანი დავრჩე კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა