საქართველოს ჩემპიონმა "ბათუმმა" დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების გასავრდნ ფინალში ქუთაისში "აიას" 9:6 სძლია და ფინალის საგზურისთვის 30 აპრილს "ლელო-სარასენსს" ერკინება.

„აია არენაზე“ გამართული შეხვედრა, ისევე, როგორც 2021 წლის ფინალი, დაძაბული გამოდგა. დაძაბულობამ მატჩის სანახაობრივი მხარე დააკნინა, თუმცა ტრიბუნაზე შეკრებილ ქომაგს, დაძაბულობიდან გამომდინარე, მოსაწყენად არ ეცალა. ზღვისპირელებმა 2 წლის წინანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს.

ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, რომ გუნდებმა შეცდომები მრავლად დაუშვეს. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ლელოს გატანასთან რამდენჯერმე იყვნენ ახლოს, თუმცა 100%-იანი შესაძლებლობები გამოუყენებელი დარჩა. ბათუმელებმა კარგი შეტევების შემდეგ ორჯერ ვერ შეძლეს მარტივი პასის დაუფლება, თორემ შემტევის შემჩერებელი აღარავინ იყო.

ზღვისპირელები მე-7 წუთზე მამუკა ნინიძის ჯარიმით დაწინაურდნენ. ისინი სრულად დაეუფლნენ ტერიტორიულ უპირატესობას, რასაც მასპინძლების მხრიდან ჯარიმები მოჰყვა და 21-ე წუთზე გუნდის კაპიტანი პეტრე ჯინჭარაძე სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა "აიამ" თავი დაიცვა, მაგრამ 34-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა და მამუკა ნინიძემ გასატანი პოზიციიდან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. ქუთაისელები გააქტიურდნენ, "ბათუმი" მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, შეცდომები დააშვებინეს და ნიკა ღლონტმა ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

მეორე ტაიმის პირველმა ნახევარმა საათმა ბრძოლაში, თუმცა უქულოდ ჩაიარა. გუჯა მახარეიშვილს 63-ე წუთზე არცთუ ცუდი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 70-ეზე უკეთესიდან წონასწორობა აღადგინა. ნინიძემ 74-ე წუთზე "ბათუმი" ჯარიმით კვლავ დააწინაურა, თუმცა შემდეგ ჯერზე გუნდმა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია და ბურთი დაკარგა. "აიამ" გაწითლებულ დროზე მიიღო შანსი. ჯარიმა თითქმის კარის წინ, 35 მეტრში დაინიშნა. ახლა ქუთაისელებმა იუარეს 3 ქულის აღება და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა, "ბათუმმა" კი მოლში თავი დაიცვა და 9:6 გამარჯვებით, მცირე ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "აიას" ფიჯელი ლეგიონერი ჩიუტა მბიაუ მბატირერენგა გახდა.

Rugby.ge

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია