"მაიამის" ლიდერმა ნახევრადპროფესიულ Drew League-ში, "ჩიტერსის" შემადგენლობაში ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა
საბერძნეთის ნაკრების მცველი ვასილის სპანულისი მონაწილეობას ვერ მიიღებს ლიტვაში გასამართ ევრობასკეტში. კუნთის არეში ქრონიკული ტკივილების გამო კალათბურთელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ნაკრების საწვრთნელი შეკრება. როგორც ბერძნული პრესა წერს, სპანულისს, სავარაუდოდ, ოპერაციის გადატანა მოუწევს.

ახლა ბერძნებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ უკანა ხაზზე, რადგან სპანულისს შეეძლო გამთამაშებლის პოზიციაზე თამაში. ეს ამპლუა პრობლემატური გახდა ნაკრებისთვის მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კარიერა დაასრულეს დიმიტრიოს დიამანტიდისმა და ტეო პაპალუკასმა.

ესპანეთში დასრულდა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. კონტინენტის პირველობა მასპინძელთა ტრიუმფით აღინიშნა - ესპანეთის ნაკრებმა მიროტიჩის 29 ქულის წყალობით ფინალში იტალია დაამარცხა - 82:70.

ესპანეთი: მიროტიჩი (29+11 მოხსნა), ფრენჩი (19+7 პასი+5 მოხსნა), ბარერა (10).

იტალია: მორასკინი (17), ჯენტილე (14), დე ნიკოლაო (11+9 მოხსნა).

თუმცა იტალიელებისთვის ფინალში გასვლაც დიდი მიღწევა იყო, რადგან ამ გუნდს 20 წელია ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შედეგი არ ჰქონია. ბოლოს იტალიამ 1992 წელს, სადებიუტო ჩემპიონატში ითამაშა გადამწყვეტი მატჩი და ტიტული მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში რუსეთი დაამარცხა.

ნახევრადპროფესიულ Drew League-ში თამაშით გაერთო NBA-ის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი. "მაიამის" ლიდერმა "ჩიტერსის" შემადგენლობაში ითამაშა და ამ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, თავად კი 33 ქულა მოათავსა კალათში.

"ბიჭებისთვის ნამდვილი საოცრება იყო მისი მოედანზე გამოჩენა. რთულია იმ ეფექტისა და ემოციების აღწერა, რაც იმ საათნახევრის განმავლობაში ვიხილეთ. ეს იყო Drew League-ის ისტორიაში საუკეთესო დღე", - განაცხადა ლიგის დირექტორმა დინო სმაილიმ.

გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ NBA-ის წამყვანი კალათბურთელები ფილიპინების ჩემპიონატში მონაწილე მოთამაშეებისგან შემდგარ ნაკრებს ამხანაგური მატჩში გაეჯიბრნენ. თამაში ამერიკელებმა 131:105 მოიგეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მოედანზე გასვლისთვის კობი ბრაიანტმა, კევინ დურანტმა და დერიკ როუზმა 400 ათასი დოლარი (თითოეულმა) მიიღო.

თანაც ისინი ამ თანხიდან გადასახადს არ გადაიხდიან, რადგან მატჩი აშშ-ის ფარგლებს გარეთ გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა