ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი იტალია და არამხოლოდ აალაპარაკა. ამან ქართულ ფეხბურთზე ბევრი სხვაგვარად დააფიქრა. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზარდა - იხსნება ცნობილი კლუბების აკადემიები, აქაური მოთამაშეების მიმართ სატრანსფერო ინტერესებზე აქტიურად წერენ...

SPORTALL.GE საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. 24 წლის გიორგი ლაზარაშვილი ტურინის "იუვენტუსის" ლონდონის აკადემიაში მოღვაწეობს და უკვე საკმაოდ ბევრი წარმატებაც აქვს. მას ბრიტანეთში დავუკავშირდით და ვფიქრობთ, ბავშვთა ფეხბურთის მიმართ საყურადღებო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაგვიზიარა...

ხანმოკლე კარიერა

- ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. საბედნიეროდ, 13 წლის ასაკიდან ინგლისში წასვლის შესაძლებლობა მომეცა და ლონდონის "არსენალის" მოსამზადებელი გუნდის წევრი ვიყავი. ყველაფერი ჩრდილოეთ ლონდონშივე გაგრძელდა და "ტოტემჰემში" სარეზერვო გუნდთან ერთადაც კი ვვარჯიშობდი. სამწუხაროდ, იმ სიმძიმის ტრავმა მივიღე, იძულებული გავხდი, კარიერის განახლებაზე უარი მეთქვა...

ლონდონიდან "იტალიურ" ლონდონში...

- სამწვრთნელო კურსების გავლაც "არსენალში" დავიწყე. ამჟამად კვლავ ლონდონში ვმოღვაწეობ, ოღონდ ტურინის "იუვენტუსის" აკადემიის (Juventus Academy London) მთავარი მწვრთნელი ვარ. 8-9 წლის ბავშვებთან ერთად ტიტულები მოვიგე, შემდეგ კი 11-12 წლამდელებთან ერთად Juventus Academy World Cup-სა და Junior Premier League-ზე გავიმარჯვეთ. მაქვს Sport Science სერთიფიკატი (Sport Development and Coaching Degree). უახლოეს მომავალში ვაპირებ სამაგისტრო ნაშრომის დაცვას (Performance Analis-ში).

მიუხედავად საკმაოდ პატარა ასაკისა, კლუბის მხრიდან მაქვს სრული ნდობა, გავხდე "იუვეს" აკადემიების წარმატების ერთ-ერთი გასაღები როგორც ინგლისში, ასევე სხვა ქვეყნებში...

რეკომენდაციები სამშობლოსთვის...

- საქართველოში წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების მაგალითის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არაერთი პრობლემა გვაქვს და ბავშვთა ფეხბურთში პროფესიონალიზმის დეფიციტიც არსებობს, რასაც არასასურველ შედეგებამდე მივყავართ. ევროპული ფილოსოფიის დანერგვა და ტურნირების გამართვა დიდი კლუბების აკადემიებთან ჩვენი ბავშვებისთვის დიდი ფუფუნება იქნება და ბევრ კარგ რამეს შეითავსებენ. მთავარია, ყველაფრის სწორად მიწოდება და გამოყენება მოხდეს.

მგონია, რომ საქართველოში სპორტის პოპულარიზება ადრეულ ასაკშივე მეტად უნდა მოხდეს. სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს, როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ორგანიზმს და მენტალურად ჯანმრთელები ვიყოთ. სწორედ ამის არარსებობის გამოა, ბავშვებს უჭირთ დაადგინონ, თუ რა ხდება მათი ტრავმის მიზეზი. ამ საკითხზე მუდმივად სამწვრთნელო შტაბსა და გუნდის ექიმებზე დამოკიდებული ვერ იქნები...

იტალიური გაკვეთილი

- "იუვენტუსს" თავისი მეთოდოლოგია აქვს. ბავშვებს 5 წლის ასაკიდან ასწავლიან ბურთთან ურთიერთობას, კოორდინაციასა და დისციპლინას. 9-დან 12 წლამდე ხდება ტექნიკურ ელემენტებსა და ასპექტებზე მუშაობა, ამის შემდეგ კი ფოკუსი მთლიანად ფიზიკურ მომზადებაზე გადადის.

ჩვენს კლუბს აკადემია 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. ვცდილობთ, ოცნება მაქსიმალურად ბევრ ბავშვს ავუხდინოთ. ჩვენი სისტემა ძალიან გამართულია.

კვარაცხელია და ქართველი ბავშვები

- რა თქმა უნდა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობების შესახებ ყაზანის "რუბინიდან" და საქართველოს ნაკრებიდან კარგად იცოდა, თუმცა ტრანსფერს ხელი შეეშალა. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშეში 20 მილიონი ევროს გადახდა (რაც ხვიჩას სატრანსფერო ფასი იყო) ევროპულმა კლუბებმა ერთგვარ რისკადაც ჩათვალეს. ამის შემდეგ "იუვემ" სხვა ფეხბურთელებიც შეიძინა და ეს გარიგება საბოლოოდ "ნაპოლიში" შედგა.

მინდა, თითოეულ ქართველ ბავშვს წარმატება ვუსურვო. ხვიჩა კვარაცხელიამ მათი ოცნებები უფრო ცხადი და ასრულებადი გახადა, ფეხბურთისადმი სიყვარული და რწმენა გაუღვივა. მათ უბრალოდ კეთილი

რჩევას მივცემ - განათლება მიიღონ და საკუთარ თავზე მეტად იმუშაონ. თანამედროვე ფეხბურთში განათლების ფასი დიდია!..

ზკ
ასეთი განათლებული მწვრთნელები და სწორი ხედვა არის სწორედ საჭირო დღეს წარმატების მისაღწევად ! რაც შეეხება ცინიკურ პოსტებს უბრალოდ სირცხვილია !!! ახალგაზრდა კაცი ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ხვალ საქართველოში აუცილებელი იქნება, ასე რომ მხოლოდ წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდას !
გიორგი
გეთანხმები.საინტერესო იქნებოდა ლეგიონორობა რომ აიკრძალოს საერთოდ.
Levani
ისე რას ნიშნავს ეს ევროპული ფილოსოფია? კარგად ცხოვრობს 50მილიონიანი ქვეყანა,არ შიათ და უჭირთ და ისინი რო 11 კაცს უკეთ გამონახავენ ვიდრე 3 მილიონიანი მშიერი ხალხი გასაკვირია და ფილოსოფიის ამბავია ეგ? ეგ ის ხალხი არ არის რომლების ჩემპიონატებს საყურებელს სამხრეთ ამერიკელი და აფრიკელი ლეგიონერები რო ხდიან? თუ ასე არაა უყურეთ მაშინ სუფთა ბრიტანულ სუონსი-ჩარლტონს თუ მოგეწონებათ. ან ბუნდესლიგა რა საყურებელია ლეგიონერების გარეშე სუფთა ვირების დოღი იქნებოდა,არაფრით უკეთესი რუსეთის ჩემპზე. მალე აქეთ არ ჩამოვიდნენ დინამოს აკადემიის ფილოსოფიის გადასაღებად ერთმა სკოლამ გაზარდა 10წელიწადში ამდენი საერთაშორისო დონის ფეხბურთელი-აბა შეედაროს პროცენტულად რომელიმე ევროპული აკადემია გინდაც ბაიერნის იყოს
აუეე
შენი დასაცინი რა ჭირს შემართლა კომ.ლე …?! გეტყობა რომ მართლაც ღელეში აგდიხარ …გასაკვირი აქ უს არის ინტერნეტთან წვდომა შენ საიდან …?!
კ ო მ ბ ლ ე
თქვენ ეგრე ნუ უყურებთ რადგან ახალგაზრდაა, ადგილიდან სკუპით 17 მეტრზე ხტება და ეს იუვენტუსის დამსახურებაა, მისი მეზობლების ცნობით; საქართველოში ღელესაც ძლივს და გაჭირვებით ახტებოდაო... ვივა იტალია! ვავა კასაბლანკა დე ხარაგაული..
ჟორა გაბრიჭიძე
უნდა გაკეთდეს ფეხბურთელის აღზრდის ერთმაგვარი სისტემა, რომელიც საფეხურებად უნდა წარიმართოს. ყველა უბანში უნდა იყოს მინი სტადიონი, სადც იმუშავებს ფედერაციისგან დაფინანსებული მწვრთნელი და პირველ ეტაპზე 5-6 წლის ბავშვები 7-8 წლამდე მასთან უფასოდ ივარჯიშებენ, შემდეგ უნდა მოხდეს უბნის ბავშვების რაიონული პირველობა, შემდეგ კი ქალაქის პირველობა, სადაც საფეხბურთო სკოლები აარჩევენ თავისთვის სასურველ ბავშვებს, რომელთაგან საუკეთესოებმა უფასოდ უნდა გააგრძელონ ვარჯიში. რაც შეეხება სკოლაში სწავლის მოსწრება-არმოსწრებას, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, რადგან სწავლაში ჩამორჩენილი და ზარმაცი ბავშვი, ვერც საფეხბურთო მოედანზე დაკრეფს ვარსკვლავებს.
ნიკო
გიორგი ლაზარაშვილი მალე იუვენტუსის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც გვეხილოს. წარმატებები
სოსო
ფეხბურთში მომეცადინე ბავშვი,სასკოლო საგნებში მომზადებისათვის,დროს ვერ გამოყოფს.სასკოლო პროგრამები კი,დღევანდელი მდგომარეობით,ბავშვს ცოდნას არ აძლევს.ფეხბურთის აკადემიებმა,აუცილებლად უნდა იზრუნონ,ბავშვებისათვის სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის.ინტელექტუალური დონის გაზრდა ხომ საფეხბურთო ინტელექტის ზრდასაც იწვევს და უცხო გარემოში,ახალბედა ფეხბურთელს,თავის დამკვიდრებაშიც ეხმარება.ყოვემრივ მომზადებული ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოშვება,საბოლოო ჯამში,აკადემიის წარმატებებზე და შემოსავლებზეც დადებითად აისახება.
ტოტტი
რამდენი კვარაცხელია ჩაკლა რუსეთის ლიგამ. ომი რომარა ეხლაც რუბინში იქნებოდა სამწუხაროდ ეგეც და დავითაშვილიც
beqa
განათლება განათლება რაც არაა დღეს საქართველოში
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ