ბაქოს თასის გამარჯვებული, რუსი ვერა ზვონარევა გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში ანა ტატიშვილს გაჭირვებით სძლია
WTA-ის კალენდარში ახალი ტურნირი გამოჩნდა - ამერიკაში გამგზავრებამდე ქალმა ჩოგბურთელებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ჰარდი მოსინჯეს. 220 ათას დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისთვის 12 რუსი, ხუთი უკრაინელი, სამი ქართველი, ორი ყაზახი, თითო ბელარუსი, უზბეკი და 15 წლის აზერბაიჯანელი კამილა ფარჰადი იბრძოდნენ. მათ დაემატათ ბრიტანელი ელენა ბალტაჩა და ფრანგი არავან რეზაი, რომლისთვისაც ეს თითქმის საშინაო ტურნირი იყო, რადგან ის წარმოშობით აზერბაიჯანის მეზობელ ირანიდანაა.

ტურნირის მთავარი ვარსკვლავი მსოფლიოს მესამე ჩოგანი ვერა ზვონარევა იყო, მის მთავარ მეტოქედ კი მეორე რუსს - ანასტასია პავლიუჩენკოვას ასახელებდნენ, მაგრამ მან ბაქოში თავი შეირცხვინა. სოლოვიოვასთან პირველ მატჩში პავლიუჩენკოვამ 25 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მაინც მოიგო, მესამე წრეში კი 27 ორმაგი ჰქონდა და ეს უკვე აღარ აპატია გალინა ვოსკობოევამ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ზვონარევამ მთელი სატურნირო ბადე დამაჯერებლად გაიარა. მას მხოლოდ მეოთხედფინალში გაუჭირდა, სადაც ქართველ ანა ტატიშვილთან 42-გრადუსიან სიცხეში სამსაათიანი მარათონის გადატანა მოუწია და ბოლოს საკუთარი გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვა - 7:5, 6:7(4), 6:2.

ზვონარევა გადამწყვეტ გათამაშებებში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო, რაზეც ექვსიდან ექვსი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი მეტყველებს, იმ დროს, როცა ტატიშვილს 12 ასეთი შანსი ჰქონდა და მხოლოდ სამი გამოიყენა.

საბოლოოდ, ზვონარევამ კარიერაში 28-ე ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, მისი მეტოქე, ასევე რუსი ქსენია პერვაკი კი პირველად თამაშობდა გადამწყვეტ მატჩში. 20 წლის ჩოგბურთელს არ აღმოაჩნდა საკმარისი კლასი ფინალში ფავორიტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. პირველ სეტში პერვაკმა მხოლოდ მეხუთე გეიმი აიღო და გადაურჩა "მშრალი" ანგარიშით დამარცხებას.

მეორეში ზვონარევამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მისმა მეტოქემ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და შეამცირა სხვაობა - 3:4, თუმცა იქვე ისევ წააგო თავისი გეიმი. ამით პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი. საათსა და 23 წუთში ზვონარევამ კარიერაში მე-12 ტიტული გაიფორმა და ბაქოს ტურნირის

პირველი გამარჯვებული გახდა.

Baku Cup

ბაქო (აზერბაიჯანი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 1)-ქსენია პერვაკი (რუს, 7) 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა