ჩემპიონთა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. "ზესტაფონი"-"შტურმის" წინ
დიდი ოპტიმიზმი და დიდი დანაკარგი

ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ჯერ ქართველთა პრესკონფერენცია გაიმართა. "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან ერთად მედიის წინაშე საქართველოს ჩემპიონთა ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე წარდგა. სწორედ მას მოუწევს კიშინიოვში მძიმედ დაშავებული გიორგი ხიდეშელის შეცვლა.

გეგუჩაძე: ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამჯერად უფრო სერიოზულ მეტოქეს დავუპირისპირდებით. წარმატების მიღწევა ორივე გუნდს შეუძლია, შანსები, ვფიქრობ, 50/50-ზეა.

- ალბათ, მეტოქე უკვე შეისწავლეთ. როგორ ფეხბურთს თამაშობს "შტურმი" და რა არის მისი ძლიერი მხარე?

- საკმაოდ ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევრები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური მომზადებით, 90 წუთის განმავლობაში მობილიზებულნი მკაცრად იცავენ სათამაშო დისციპლინას. თუმცა ჰყავთ კრეატიული ფეხბურთელებიც. ასე რომ, "შტურმი" ყოველმხრივ მომზადებული გუნდია და განსაკუთრებული სისუსტეები არ აქვს.

- "დაჩიასთან" განმეორებითი მატჩის შემდეგ თქვით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი დაგიშავდათ.

- დღეისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გიორგი ხიდეშელია, რომელიც კიშინიოვში მიღებული ტრავმის გამო საოპერაციოა. მენისკის ოპერაცია გარდაუვალია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მას ჯვარედინი მყესების პრობლემაც აღმოაჩნდეს. მოკლედ, იგი საკმაო ხნით დავკარგეთ. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს და მათ მდგომარეობას დავაკვირდებით.

- არის თუ არა თქვენთვის დიდი პრობლემა ის, რომ მატჩი არა ზესტაფონში, არამედ თბილისში ჩატარდება?

- ახალს არაფერს ვიტყვი, შეჩვეული გარემო სულ სხვაა, მაგრამ "ზესტაფონი" ქართული გუნდია და საქართველოში ითამაშებს. მოედნის ფაქტორს გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

- "ზესტაფონის" წინააღმდეგ ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე ითამაშებს.

- ნებისმიერ ქართველ ლეგიონერს, მათ შორის ფოფხაძესაც, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ, ბუნებრივია, არა ჩვენთან თამაშში. ისე კი, იმ გუნდების წინააღმდეგ, სადაც ქართველები თამაშობენ, წარმატებას ვაღწევთ და იმედია, ეს ტრადიცია გაგრძელდება.

- ქართველი გულშემატკივრები ფოფხაძეს როგორ შეხვდებიან?

- ჩვენი ქომაგები სტუმრებს თბილად ხვდებიან და ქართველს მით უფრო თბილად დახვდებიან.

კობახიძე: თითოეული ფეხბურთელი ბრძოლისთვის მზადაა. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს და მის გამოსაყენებლად ძალებს არ დავუშურებთ.

მოედანი არც ავსტრიელებს მოსწონთ

"შტურმის" გერმანელმა თავკაცმა ფრანკო ფოდამ პრესკონფერენციაზე ფოფხაძე იახლა.

ფოფხაძე: მოხარული ვარ, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება რომ მომეცა. მინდოდა, "ზესტაფონს" რაც შეიძლება ბევრი ეტაპი გადაელახა, ახლა კი მისი ქომაგობა ვეღარ გამომივა.

- როგორ შეეჩვიე ახალ გუნდს?

- "შტურმთან" კონტრაქტი დაახლოებით სამი კვირის წინ გავაფორმე, მაგრამ თავს უკვე შინაურულად ვგრძნობ. ერთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში ჩავატარე, ერთიც - ავსტრიულ ბუნდესლიგაში. ჩემპიონატის შეხვედრაში გაძევებამ ხასიათი გამიფუჭა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ იმით, რომ შესანიშნავ გუნდში მოვხვდი. ავსტრიის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია და რაკი "შტურმი" ჩემპიონი გახდა, ესე იგი, არც იგია ხელწამოსაკრავი.

ფოდა: "ზესტაფონი" ტექნიკური გუნდია, მაგრამ შეტევა ჩვენც გვიყვარს და შევეცდებით, სასურველ შედეგს თბილისშივე მივაღწიოთ. დიდი ხანია, "შტურმს" ჩემპიონთა ლიგაში აღარ უთამაშია და ამ ტურნირზე დაბრუნება ჩვენთვის ღირსშესანიშნავი ამბავია.

- ფოფხაძის კონკურენტი დისკვალიფიცირებულია და მას, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში დააყენებთ.

- ვნახოთ. ფაქტი ის არის, რომ გიორგი ნიჭიერი და მზარდი ფეხბურთელია და "შტურმს" იოლად შეეწყო.

- როგორ გაიხსენებდით თბილისის "დინამოსთან" შარშან ევროპის ლიგაზე ჩატარებულ მატჩებს?

- უპირველესად, იმას გავიხსენებ, რომ თქვენს სტადიონზე მაშინაც და ახლაც მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაშია. შარშან ამან ხელი შეგვიშალა და, ალბათ, "ზესტაფონთან" თამაშშიც ასე იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე ზესტაფონი სრულიად საქართველოა

სამწუხაროდ, ფოდას უნდა დავეთანხმოთ - ეროვნული სტადიონის გაზონი არასახარბიელო მდგომარეობაშია. ახლა საკითხავი ის არის, ტექნიკური მეტოქეებიდან ეს ფაქტორი რომელს უფრო შეუშლის ხელს.

"შტურმის" ვარჯიში მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში იყო ღია და განსაკუთრებული ვერაფერი ვნახეთ. ამ პერიოდში ავსტრიელები მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი. სანამ საშუალება იყო, ტრიბუნიდან მეტოქეს გია გეგუჩაძეც აკვირდებოდა.

მისი კოლეგისთვის კი "ზესტაფონის" ვარჯიში საინტერესო არ აღმოჩნდა. საქართველოს ჩემპიონთა წვრთნა თავიდან ბოლომდე ღია იყო. ვარჯიშმა საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა და ფეხბურთელებმა წინასამატჩო მზადებისთვის ჩვეული პროგრამა გაიარეს.

სრული დატვირთვით ივარჯიშეს ალექსი ბენაშვილმა და შოთა ბაბუნაშვილმა, რომლებიც მცირე პრობლემების გამო გუნდს მოლდოვაში არ გაჰყოლიან. სრულად არ დატვირთულა თემურ ღონღაძე, რომელიც ჯანმრთელად კია, მაგრამ "დაჩიასთან" მატჩში გაძევების გამო დღევანდელ დაპირისპირებას გამოტოვებს. მსუბუქად ივარჯიშა გოგი ფიფიამ, ზურაბ მენთეშაშვილი კი კვლავაც არ მომჯობინებულა.

"ზესტაფონის" დღევანდელი სასტარტო შემადგენლობა, წესით, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს: რ. კვასხვაძე - ალადაშვილი, გ.ონიანი, კობახიძე, ელიავა - აფციაური, დაუშვილი, ძარია, გრიგალაშვილი - დვალი, გელაშვილი.

შეგახსენებთ, დღევანდელი მატჩი 20 საათზე დაიწყება, ბილეთების უმეტესობა კი 5 ლარი ღირს. ზესტაფონიდან თბილისში ქომაგებს რამდენიმე ავტობუსი ჩამოიყვანს, ამას დედაქალაქში მცხოვრები ზესტაფონელებიც დაემატებიან და მარტო ამ ქალაქის მკვიდრნი ეროვნულ სტადიონზე ათასობით იქნებიან. "ზესტაფონი" მხოლოდ ერთი ქალაქის კი არა, მთელი საქართველოს გუნდია და დღეს მას თბილისელები და სხვა კუთხის შვილებიც მრავლად გაამხნევებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა