ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 18-წლამდელები მეცხრე-მეთვრამეტე ადგილებისთვის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ
როგორც ჩანს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებზე დამთრგუნველად იმოქმედა პირველივე მატჩში უნგრეთთან დიდი სხვაობით წაგებამ. მას მერე ჩვენმა გუნდმა ბულგარეთთანაც დათმო და კინაღამ ლუქსემბურგელ 18-წლამდელებთანაც იგივე დაემართა.

ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებთან ბექა ბურჯანაძის (18 ქულა, 16 მოხსნა) კარგი თამაშის წყალობით ქართველები საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე 11 ქულის სხვაობით იგებდნენ (84:73), თუმცა, დარჩენილ დროში ლუქსემბურგელებმა შეუძლებელი შეძლეს და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 90:90.

ბოლო იერიშის უფლება ქართველებს დარჩათ, მაგრამ ირაკლი მიქელაძემ სამქულიანი ვერ გამოიყენა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებითი დროის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა 9:3 გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ 105:98 იმარჯვა.

გუშინვე ბულგარეთმა უნგრეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს ორი გუნდი პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კი მეცხრე-მეთვრამეტე ადგილებისთვის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

გუნდი თ მ წ ქ

1. ბულგარეთი 3 3 0 6

2. უნგრეთი 3 2 1 5

3. საქართველო 3 1 2 4

4. ლუქსემბურგი 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა