სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში მოასპარეზე 19-წლამდელთა გუნდში ქართველი მორაგბე ვატო რაფავა მიიწვიეს
სამხრეთ აფრიკაში, ვესტერნ პროვანსის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სარაგბო აკადემიას საქართველოს A ნაკრები შარშან სტუმრობდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ურიერთობაც მაშინ გადაწყდა.

ახლახან ვესტერნ პროვანსის რეგიონის რაგბის კავშირის საიტზე გავრცელებულ კომუნიკეში ამოვიკითხეთ, რომ ამ რეგიონის 19-წლამდელთა გუნდში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ასპარეზობს, ქართველი მორაგბე ვატო რაფავა მიიწვიეს.

ვატო რაფავა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბის გია რაფავას უფროსი ვაჟია. ვატო სტელენბოშის აკადემიაში წლის დასაწყისში ჩაირიცა და აგერ უკვე რეგიონის ნაკრებში მოხვდა. აი, რას წერს მის შესახებ ერთ-ერთი სამხრეთაფრიკულ სარაგბო საიტზე ამ აკადემიის მენეჯერი იაკ ხენოკი:

"ის სტელენბოშის აკადემიაში იანვარში ჩაირიცხა. ამპლუით მეორე ხაზელი იყო, მაგრამ ჩვენ ვურჩიეთ შერკნების ბურჯად დაეწყო თამაში. უნდა გითხრათ, რომ არ შევმცდარვართ. მან იმედი გაგვიმართლა და აგერ ვესტერნ პროვანსის რეგიონის ნაკრებში მოხვდა".

ვატო ჯერჯერობით მხოლოდ სათადრიოგოთა შორისაა, თუმცა შრომისმოყვარე და რაგბიზე უსაზღვროდ შეყვარებული ახალგაზრდა, იმედია, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებასაც შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ვესტერნ პროვანსის 19-წლამდელთა გუნდი სამხრეთ აფრიკის მოქმედი ჩემპიონია. გუნდის მენეჯერს, ტაპე ჰენინგს მიაჩნია, რომ წლეულს ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მიზეზი ბანალურია. თუ შარშან მოთამაშეთა არჩევა 50 საუკეთესო მორაგბედან უწევდა, წლეულს მათი რიცხვი 30-მდე შემცირებულა.

ერთი სიტყვით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მთავარი ის არის, რომ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის 19-წლამდელთა ნაკრებში ჩვენი კაცი გვაყავს, რომელიც სამშობლოში, ჩამოყალიბებული, მაღალი კლასის მორაგბედ დაგვიბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ყოჩაღ ვატო!!! კოჭებში გეტყობოდა მაგარი მორაგბე რომ დადგებოდი ;) ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. მაგრამ საკითხავი აი რა არის, დაბრუნდება რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი საქართველოში?
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა