"ნაპოლის" მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ვიტყვით - ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოახერხა, უშუალო კონკურენტებთან იმხელა უპირატესობა მიეღო, ბოლო დროის კრიზისს ნერვიულობის გარეშე ჩაევლო. ყველაფრის მიუხედავად, "სალერნიტანასთან" (1:1) ფრის გამო ასე საზეიმოდ დაანონსებული ჩემპიონობის გადადება გულისწყვეტას აუცილებლად გამოიწვევდა. გარდა ამისა, ნებისმიერი მატჩი კონკრეტულად მის შესახებ საუბარს მოითხოვს და არამხოლოდ კონტექსტში გააზრებას. თანაც, ემოციები ცოტათი ჩაცხრა...

ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა ისევ ხელისგულზე გამოჩნდა. იტალიის ჩემპიონატის როგორც გრანდებმა, ასევე აუტსაიდერებმა ისწავლეს, სპალეტის გუნდს როგორ უნდა დაუპირისპირდე, რათა მეტი შანსი გქონდეს. სალერნოელები საკუთარი კარის მისადგომებს მყარად იცავდნენ და ძირითად დროში ვერც კონტრშეტევებზე ვარგოდნენ. სტანისლავ ლობოტკას ბურთთან ყოფნის შესაძლებლობა მაქსიმალურად დიდხანს ჰქონდა, რადგან შუა ხაზში მას მოწინააღმდეგეები არ ხვდებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. სერია "ა"-ს მომავალ გამარჯვებულებს (სულ 1 ქულა სჭირდებათ. ხუთშაბათს "უდინეზეს" სტუმრობენ) ასეთი მასიური დაცვის პირობებში იმპროვიზაციისა და შეტევაში მრავალფეროვნების პრობლემა აქვთ და ხიფათის შექმნა უჭირთ.

შეტევის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ხვიჩა კვარაცხელიას ხარჯზე იერიშია, თუმცა სტატიკური შეტევის დროს, როცა "კვარა" ან კარისკენ ზურგითაა, ანაც ბურთს არამოძრავ მდგომარეობაში და 3 მეტოქის გარემოცვაში იღებს, შედეგის გამოღება გაძნელებულია. ჩვენებურს ყოველთვის შეუძლია, გამწვავებაზე წავიდეს, თუმცა იმ ფონზე, როცა სათანადო დახმარებასა და შესაბამისად, სივრცეებს, ვერც მარცხენა ფლანგზე მოთამაშე თანაგუნდელებისგან იღებს, მინდვრის შუა ნაწილისკენაც ხალხმრავლობაა, იდეალური პოზიცია კი არც კარში დასარტყმელადაა და არც პასის გასაკეთებლად, რთულია.

მარცხენა ფლანგზე არსებული მდგომარეობის გამოყენება და მარჯვენა ფრთაზე ბურთის გადატანა იქნებ ნეაპოლელთა კოზირიც კი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. ირვინ ლოსანოს იმაზე ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე მისგან ვხედავთ.

კიდევ ერთი სირთულე გრძელი პასების ირგვლივაა. "ნაპოლის" შუა ხაზს ამ კომპონენტის სათავისოდ გამოყენება უჭირს. ისინი ვიქტორ ოსიმენის ფაქტორით ხშირად სარგებლობენ, როცა ნიგერიელი რთულად დასამუშავებელ ბურთებს გოლად აქცევს, თუმცა ყოველთვის არც ასეთი პასი გავა და ყველას ვერც "ცხრიანი" მიიღებს...

რა ხდებოდა მაშინ, როცა ლუჩანოს გუნდმა გათამაშებაში ამხელა ფორა მიიღო? სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა ახერხებდნენ როგორც ბურთის კონტროლსა და გათამაშებას, ამავდროულად, მეტოქეების საკუთარი კარიდან მაქსიმალურად ამოწევას და ამით თანაგუნდელებისთვის სივრცეების გამოჩენას. არ ვიცით, რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასეთ ფორმაში მყოფი კამერუნელი კი ამ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს. ამას მოწინააღმდეგე მწვრთნელის გათვლებიც ემატება...

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მძლავრმა დუეტმა ბოლო დროს ეფექტურობა დაკარგა. ამის მიზეზი სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ნიგერიელის ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა მხოლოდ ამას ვერაფერს დავაბრალებთ. როცა გოლის გატანის მთავარი გზა მათი კომბინაციაა, მის შესაჩერებლად ყველაფერი კეთდება და ხვიჩას ვიქტორისკენ მიმართული პასების ჩაჭრა საჯარიმოში ბევრი მოთამაშის მანევრირებით უფრო მარტივი ხდება. ამ დროს მთავარია, მათ ზუსტად იგრძნონ მომენტი, როცა 77-ე ნომერი პარტნიორის ბურთით მომარაგებას აპირებს. უნდა აღვნიშნოთ, რამდენიმე ეპიზოდში ოსიმენი ეგოისტურად მოიქცა, ჯერ კვარაცხელიას შეტევა არ გაუგრძელა, შემდეგ კი საკმაოდ შორიდან და არახელსაყრელი პოზიციიდან კარში დაარტყა. ჩვენ არ ვიცით ყველა გუნდური დეტალი, თუმცა მთელი სეზონის ერთ დონეზე ჩატარება, მინიმალური როტაციის პირობებეში, რთულია და გუნდის ლიდერებზე დაღლილობის კვალი მაინც ასახულია, ეს წინასწარ დაბევებული სკუდეტო ხომ მათ შექმნეს...

"სალერნიტანასთან" მატჩში მთავარი მწვრთნელის შეცდომებიც გამოიკვეთა. ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ. მატიას ოლივერა გოლმა დამშვიდების ნაცვლად ააფორიაქა და მსაჯს რომ არ დაენდო, ხელს წითელ ბარათსაც გამოჰკრავდა. ასეთ დროს მისი გაყვანა იქნებ ლოგიკურიც იყო (ანგისას მწარე გამოცდილებაც გვახსოვს), თუმცა მის ნაცვლად ფლანგზე ცენტრალური მცველის, ჟესუსის გამოყენება დამღუპველი აღმოჩნდა. გაშვებული გოლისას ბრაზილიელი საკუთარი ამპლუის შესაბამისად მოიქცა და შუაში შეიწია. მისი დაზღვევა ვიქტორ ოსიმენმა სცადა, რაც არ გამოუვიდა. ჟუანი ვერც შეტევაში ყოჩაღობდა. სპალეტი ერთი ტაქტიკის ტყვეობაში რჩება. ასეთ დროს 3-მცველიან სქემაზე გადასვლა ყველაზე ლოგიკური იქნებოდა. კიდევ ერთი საკითხი ვა-ბანკზე გადასვლის დროს ლობოტკას გაყვანა და შეტევაში ძალიან სუსტ ნდომბელეზე დაყრდნობა იყო. ლუჩანო მალევე მიხვდა, რომ მისით შეტევების განვითარება კარგს არაფერს მოუტანდა და იერიშების წამოწყება ელიფ ელმასს დაავალა. ამ უკანასკნელისა და რასპადორის შემოყვანაზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით. აქვე კი ისიც გამოჩნდა, ჯაკომოს ზელინსკის ნაცვლად რომ დაეწყო, უკეთესი იქნებოდა.

მთავარი მწვრთნელის შეცდომა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მატჩის გადატანის შესახებ ჩვენც დავწერეთ, რომ ერთგვარი ფინალის სტატუსის მიცემა ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტრესი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. იქმნებოდა განცდა (ოლივერას გაყვანამ გაამძაფრა), რომ სპალეტი შეხვედრის ბოლო წუთების ზეიმში გამოყენებაში, ფეხბურთელების მოედნიდან აპლოდისმენტებით გაცილებასა და მსგავს ფიქრებში იყო, ამ დროს კი მეტოქემ ცივი შხაპი გადაასხა. ყველაფერი ეს გამოცდილ სპეციალისტს თავიდან უნდა აეცილებინა...

ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. ქართველ გარემარბს ძალიან შედეგიანი და წარმატებული სეზონი აქვს. ტოპ-ლიგაში 12 გოლი და 10 შედეგიანი პასი სერიოზული მიღწევაა. გასაგებია თანაგუნდელების დონეც, თუმცა "კვარადონას" ყაზანის "რუბინში" სეზონში 3-4 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და პროგრესი წმინდა სტატისტიკური კუთხითაც აშკარაა. მას "ასისტების" უნარი ყოველთვის მაღალ დონეზე ჰქონდა და პასის გაცემა ახლაც სიამოვნებს. ბოლო დროის "მშრალი" სერიის გამო ხვიჩა ცოტათი დაძაბული ჩანს და ამ მომენტს აუცილებლად დაძლევს. ჩვენებური საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, აგვისტოს შემდეგ არაერთ კომპონენტში პროგრესი აქვს და დარტყმებსაც უფრო ცივსისხლიანად შეასრულებს, ამის გვჯერა. 77-ე ნომრის ბურთთან ურთიერთობა და მისი თამაშის ყურება კვლავ ძალიან სასიამოვნოა, იმის ფიქრით, რომ "აფეთქებას" მუდამ შეძლებს. მსჯელობა იმაზეც შეიძლება, ფიზიკურად მკვეთრი გაძლიერება მის ტექნიკურ-ტაქტიკურ არსენალს გარკვეულ საფრთხეს ხომ არ შეუქმნის, ახლა კი მას ძველებური სისხარტე და მოქნილობა გააჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "კვარას" ძალიან გრძელი სეზონი აქვს, ნეაპოლში ის დასვენების გარეშე, ბათუმის "დინამოდან" გადავიდა...

"ნაპოლის" ჩემპიონობას ახლა დაანონსების გარეშე დაველოდოთ!..

დასკვნა
სპალეტი პლუს ნაპოლი, მინუს კვარაოსიმენი საშუალო ხარისხის გუნდი სერია ა ში.
Charley
ხვიჩას რაც შეეხება, იმედია ერთი სეზონის შემდეგ გადავა ისეთ გუნდში, სადაც მარტო ეგ არ იქნება მხოლოდ სტარი და მაგის გამოთიშვით გუნდის გაჩერება არ იქნება შესაძლებელი. მესი რო მესია, მაგასაც გაანეიტრალებდნენ სამი პერსონალური მცველი რო მიეჩინათ, მაგრამ მაგ შემთხვევაში ხავი-ინიესტა ან ნეიმარი-სუარესი ისეთებს გააკეთებდნენ, რომ მაგას ისევ ის სჯობდა, რასაც მესი უკეთებდა მეტოქეებს. აქ კი ნაპოლიში მხოლოდ ორი სტარი კვარა და ოსი დანარჩენები კი სრული სრედნიაკები ვერ სჯიან მეტოქეებს სათანადოდ თორემ აქ კიდევ ორი ვარსკვლავი რო იყოს თავბედს აწყევლინებდათ მეტოქე მწვრთნელებს და მათ დაგეშილ მცველებს მარტო ერთ მოთამაშეზე სრული კონცენტრაციისთვის, და ორი სამი თამაშის შემდეგ მეტოქე მწვრთნელები ამ ტაქტიკას ურეზულტატობის გამო შეეშვებოდნენ ეხლა კი ჩაავლეს კვარას მისი უსური თანაგუნდელების გამო და ხან მეტოქის გალიები თუ მცველების ტყეპარკი აქცევს ბიჭს ალყაში ისე რომ იქეთ კრაიზე ლუზერი ლოსანო/პოლიტანოს ტანდემი სრული სივრცეების პირობებში ერთ ხეირიან იერიშს ვერ უხორციელებს მოწინააღმდეგეს.
ბუჯანგა
რა გადაიდო რის გადაიდო...პირველი წრე რომ დამთავრდა უკვე ჩემპიონად იყო შერაცხული. ყველას მიერ...გადაიდო არა კვახი...ურწმუნო თომებისთვის ნუწერთ სტატიებს
odala
მსოფლიო ჩემპიონატი მიდის კრივში და იქნებ თქვათ რამე, ოე ხვთისოოო!
ჟორა გაბრიჭიძე
ხვიჩამ მოხეტიალე ფორვარდი უნდა ითამაშოს თუ უნდათ 2-3 კაციან დაცვას აარიდო ს თავი. გააგებინეთ ამ სპალეტის რომ ოსიმენისა და კვარას საკუთარ საჯარიმომდე დახევაკატასტროფაა. ვინ ასწავლა 11 კაცით დაცვაში ჩაჯდომა? ამ დროს ყველა მოგერიებული ბურთი ხომ მოწინააღმდეგისაა? კვარა-ოსიმენი მოედნის ცენტრს უკან არ უნა იხევდნონ და მათთან 3-4 მცველი დარჩება და დააკლდება შემტევთა რიცხვს, მოგერიებული ბურთის ნაწილსაც მიიღებენ და კონტრშეტევას განახორციელებენ.
უვიცი
სტატიაშიც და კომენტარებშიც ერთდაიგივე სულისკვეთებას ვხედავ, მარჯვენა ფლანგი არ ეხმარება ბიჭებსო. მილანთან მარჯვენა ფლანგიდან გავიდა გოლი, მარჯვენა ფლანგიდან მოიპოვეს პენალტი, რომელიც ხვიჩამ გააფუჭა და მარჯვენა ფლანგიდან იყო მომენტი პირველ ტაიმში, როდესაც 100 პროცენტიანი პენალტი იყო. ასე, რომ ცოტა რეალობასთან ახლოს რომ ვიყოთ ჟურნალისტებიც და მკითხველებიც არ იქნებოდა ურიგო.
მალხა,ი
სპალეტის ფანტაზია აკლია,მიაჯაჭვა ხვიჩა მარცხენა ფლანგს და მას ყველამ ალღო აუღო,საჭიროა მას უფრო მეტი თავისუფლება მისცეს. მისი გამოყენება ცენტრშიც შეიძლება ოსიმენის უკან. შეიძლება ეს უფრო ეფექტური გამოდგეს. აყურებინონ სპალეტის დავით ყიფიანის თამაშს და ის მიხვდება რა უნდა ქნას. ხვიჩამ კიდევ ცოტა სისწრაფე და კონცენტრაცია დაკარგა ჩემის აზრით.მან უნდა იფიქროს რისი ბრალია ეს. იგი უდიდესი ტალანტია და ეს მან ბოლომდე უნდა გამოიყენოს.
იმერელი
მარჯვენა ფლანგი არ მუსაობს ეს ყველსზე პრობლემურია. როცა მთელი დაცვა კვარას და ისიმენს არის აკიდებული მარჯვენა ფლანგი სულ გახსნილია და იქიდან ვერც ჩაწოდება და ვერც შერბრნი არ ხდება
რობი
ჩემი აზრით, ნაპოლი უბრალოდ გადაღლილია მენტალურად და ფიზიკურად, ამიტომ ვერ თამაშობენ ძველებურად! მეორე, სპალეტი სათამაშო სქემას წელიწადში ერთხელ დგამს და იმ სქემით თამაშობს სეზონის ბოლომდე, ახლა კი ახალი სიტუაციიდან გამომდინარე ახალი სქემით ატამაშდება მომდევნო სეზონში სადაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კვარას როლს გუნდში. ხვიჩამ უნდა გააგრძელოს განვითარება, ფიზიკურად და მენტალურად უფრო უნდა გაძლიერდეს!
გიო
თასს და მედლებს გადასცემენ 4 ივნისს, ბოლო ტურში
მამუკა კვარაცხელია
ამ ორ ტურში რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონობას იტალიის ფედერაცია მხოლოდ საშინაო მატჩში მიულოცავს - ფიორენტინასთან.
გიორგი
ტოტალიზატორი რომ არ არსებობდეს, თქვენს ცხოვრებას რაღა აზრი ექნებოდა, სრული ქაოსი და გაურკვევლობა დაისადგურებდა თქვენთვის
petre kupry
გადაცემენ მაშინ, როცა ჩემპიონატი დასრულდება
ჟორჟ სამპაიო
ნაპოლის სერია A_ს ბოლო საშინაო მატჩის დასრულების შემდეგ გადასცემენ თასს.
toti
თასსაც და მედლებსაც გადასცემენ ჩემპიონატის დარულებისას
მწვრთნელი
ფედერაციამ უკვე გამოაცხადა, რომ თასი ჩემპიონატის დამთავრებამდე არ გადაეცემა ნაპოლის! გადასცემენ ბოლო ტურში სმპდორიასთან შეხვედრაში 04/06/23-ში! თუ მანამდე არაფერი არ შეცვალა!
ნიკა
იმიტომ გადაიდო, რომ თამაში გააყომარეს
H
მეგობრებო გთხოვთ ვინც დანამდვილებით იცით დაწერეთ თუ ნაპოლი შემდეგ თამაშში გახდა ჩემპიონი თასს იქვე გადასცემენ თუ შემდეგ საშინაო თამაშში?.
მწვრთნელი
თქვენ ისე გამოგდით, რომ ხვიჩას უნდა დაეკეტა მარცხენა ფლანგი მთლიანდ ოლივეირას შეცვლის შემდეგ!? თუ თამაშს უყურეთ ოლივეირა ვინ შეცვალა!? ჟეზუსმა, ხომ მართალია და ჟეზუსი ამ შემთვევაში გამოვიდა მარცხენა მცველის პოზიციაზე და არა ცენტრლურ მცველად! ნახეთ გოლის მომენტში ჟეზუსი სად თამაშობს! ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე დგას და არ ხვდება თავდამსხმელს მარცხნივ, ამიტომ ჩამოყვა ფეხდაფეხ მას ოსიმენი, რომ ხელი შეეშალა და ხვიჩა კიდევ შეყოვნდა შუა ხაზში იმ შემთხვევისთვის, რომ, თუ ბურთს აართმევდნენ სწრაფი კონტრშეტევა განეხორციელებინა! ამ შეთხვევაში ხვიჩას რამეში დადანაშაულება არ შეიძლება, სპალეტომ გაიყვანა ოლივეირა იმიტომ, რომ ყვითელი ბარათით თამაშობდა და იყო ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა დაინდო და წითელი არ მისცა! არ უნდოდა სპალეტის ანგისას სიტუაცია გაემეორებინა მილანთან, რომ დროულად ვერ შეცვალა, მაგრამ ჟეზუსმა მარცხნივ ვერ გაუმართა, ენდო და ვერ ითამაშა ცენტრალურმა მცველმა მარცხნივ, რა შუაშია ხვიჩა! ისე ძერბინი, რომ გამოეშვა უკეთესი იქნებოდა!
Jora-giorgi
გამოდის რომ ნაპოლის გაჩემპიონების გადადება გუნდის ყველა წევრის და სპალეტის ბრალი ყოფილა ხვიჩას გარდა-აბა რაა?? მან ხომ სოფასკორიდან უმაღლესი შეფასება მიიღო 7.5 მიიღო. არა და ის საგოლე მომენტები,რომელიც თანაგუნდელებმა შეუქმნეს და ქარს გაატანა-უფანტაზიო დარტყმით,ვითომ-და არაფერი,არა და საშუალოზე მაღალი დონის შემტევი,რისი პრეტენზიაც გვაქვს-მინიმუმ ორს გაიტანდა, რაც შეეხება გოლს ნაპოლის კარში ამ შემთხვევაში სხვა მოთამაშეების შეცდომაზე საერთოდ არ ვისაუბრებდი-ნახეთ როგორ აუჩქარებლად ჩააცილა კვარამ მოწინააღმდეგე საჯარიმომდე და საგოლე დარტყმასაც სხვათა შორის უყურებდა უკნიდან.
მწვრთნელი
ღვთისავარ, რამდენჯერ გვინახავს ამ ბოლო თამაშებში, როცა კიმს დაცვიდან მიაქვს ბურთი მეკარის საჯარიმოში! რატომ? იმიტომ, რომ შუა ხაზი ზანტად დადის აქეთ იქით და სულაც არ აქვს შეტევის სურვილი! მართალს ამბობ, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ნდომბელე. აი ეს შუა ხაზის მოთამაშეები, რომლებმაც ძირითადი სამოშაო უნდა შეასრულონ მარტო შუაში კი არა და თავდასხმაშიც! როცა კვარაცხელიას სამი კაცი მეურვეობს, რა უშლის ხელს ლობოტკას, ანგისას ან ზელენკის შევიდნენ საჯარიმოში გარღვევაზე (ადრე ასეც აკეთებენ და არა ერთი გოლიც გაიტანეს მეტოქის კარში). მაგალითის მოსაყვანდ შეიძლება ელმასის გარღვევა სალერნიტანასთან, როდესაც სულ მცირე დააკლდა გოლის გასატანდ კარის მარჯვენა კუთხეში! მეტოქე არ მოელოდა ასეთ გარღვევას და გადაწყობაც ვერ მოახერხა, სამი კაცი ერთმანეთს მისჩერებოდნენ კითხვით რას აკეთებს ელმასიო! არა მგონია ლობოტკას და ანგისას ტექნიკა დაეწუნებოდეს, მაგრამ ბოლო თამაშებში ეს მოთამაშეები უფრო დაცვაზე არიან დაგეშილნი ვიდრე ადრე იყო, თავდასხმაზე! ლოსანოზე და პოლიტანოზე რაღა უნდა თქვა კაცმა, მარჯვენა შეტევითი ფლანგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს! არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტიც უფრო დაცვას ამჯობინებს ბოლო თამაშებში ვიდრე თავქუდმოგლეჯილ თავდასხმას, ამიტომ აგამოუდის ნაპოლოს ნახევარზე მეტი თამაში ბურთის კოტრიალი დაცვაში და შუა ხაზში! არ უნდა შუა ხაზს ბურთის წაღება ნორმალურად თავდასხმაში და რა უნდა ქნას ასეთ მდგომარეობაში ხვიჩამ!? ინდივიდუალური ქმედებებით ხვიჩამ უკვე ბევრი თამაში მოაგებინა ნაპოლის და გადაიღალა კაცი, ბურთიც აღარ მიდის ისე ზუსტად კარში, როგორც ადრე!
ლაშა
ფაქტია, კვარას მომენტების რეალიზების მხრივ პრობლემები მოეძალა...
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია