საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქციები გაიმართა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი რუსთავსა და თელავს ესტუმრნენ, სადაც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებისთვის განკუთვნილი საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.

რუსთავის ქიმოკოსთა დარბაზში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის ვიცე -პრეზიდენტი, მიხეილ ბერუაშვილი, საკალათბურთო კლუბ რუსთავი 1991-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაღლაფერიძე, ასაკობრივი გუნდების მენეჯერი, ვაჟა კვიჟინაძე, ადგილობრივი მწვრთნელები და ახალგაზრდა კალათბურთელები დახვდნენ.

ადგილობრივ ფედერაციას ქვემო ქართლის საკალათბურთო სკოლებისთვის გადაეცა სათამაშო ბურთები, საკალათბურთო ფარები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები. მწვრთნელებს დაურიგდათ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლიდან კახეთში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქ თელავის სპორტსკოლას ესტუმრნენ და რეგიონის საკალათბურთო სექციებისთვის საჭირო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის წარმომადგენლებს თელავში დახვდნენ კახეთის კალათბურთის ფედერაციის რეზიდენტი სოსო იაგორაშვილი, ააიპ სპორტულ კლუბთა გაერთიანება ‘თელავის” ხელმძღვანელი, პაპუნა ხრიკული, დამსახურებული თელაველი მწვრთნელი, ნოდარ იანქოშვილი და მისი კოლეგები.

რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე მოიარეს საქართველოს ყველა რეგიონი. კახეთში სტუმრობა პროგრამის ფარგლებში უკვე მე-3-ედ გახორციელდა. მრავალფეროვან საკალათბურთო ინვენტართან ერტად თელავის სპორტსკოლამ სათამაშო ტაბლო მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ დაუბრკოლებლად მასპინძლობს.

GBF

აბდულაი
არ დაბლოკოთ ონის რაიონი მიტოვებული არის სულ.ზოგ რეგიონში 2ჯერ არიან და ქ.ონში ერთხელაც არ ასულან. ჭაობია კალათბურთის ფედერაცია და მწვრთნელებმა მოწინააღმდეგის გუნდის კომბინაციები მოიპარა და ერთ ერთი ძლიერი გუნდი გამოთიშა ასპარეზობას.აქ მოგება და წაგება არაფერ შუაშია.ბავშვების ფსიქოლოგიაზე მოქმედებს ისეთები ვისაც გარდატეხის ასაკი აქვთ.ჭაობია სუფთა კალათბურთი.ადექით სკამიდან და გაინძერით გადით გარეთ და ისე დაწერეთ სტატიები.
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა