დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით, საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

Oto
მეფე ხვიჩაა, მაგრამ ოსიმენის გულშემატკივრებს რო არ ეწყინოთ -ოსიმენი დედოფლად დავსვათ
სვანსკი
სანაია ნიგერიის პრეზიდენტად.........
გიორგი
ნიგერიაში სასტიკი გაჭირვებაა და ხალხი ვერ გამოვიდა კომპლექსებიდან. არის თუ არა ყველაფერს რასიზმად ნათლავენ. უნდა გავუგოთ, ცოდვები არიან.
papai
მაგარი ბოღმიანი ხალხია, ყველგან სადაც კვარა ოსიზე ზევით დგას ღიზიანდებიან.. ფუი ამათი მელოჩნიკი
ნკ
კვარას არ დასდევდეს მოწინააღმდეგის 3 მცველი ზოგჯერ მეტიც და ოსიმენს რა თავისუფალი სივრცე დარჩებოდა გოლის გასატანად მერე ენახათ აღარფერს ვამბობ კვარას სტატისტიკაზე ჩაკეტილი თამაშის გახსნაზე და იმ საფეხბურთო შოუზე რასაც კვარა დგამს! თან ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
289
Kvaras gareshe ver moigebdnen faqtia Gadavida kvara da moigo pirvelive wels ai vin aris mefe...osimeni 3 welia aq ari da pirvelive wels ratom ver moigo mashin???
ლუჩა
ვიქტორას ათქმევინონ ორი სიტყვა და მორჩა ბაზარი! მჯობიაო კვარა! გარკვევით იტყვის!
Zellllll
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, რა მინდა ვთქვა გადავხედე კომენტარებს და გული მეტკინა ადამიანურად იმის მაგივრად რომ ამ ნიუსით გეამაყათ და გახარებული ყოფილიყავით პირიქით დაიბოღმა ბევრი ეს კი ქართველს არ შეშვენის მითუმეტეს რომ იტალიელებმა აღიარეს ჩვენი ოქროს ბიჭი და ჩვენ უნდა დავაკნინოთ? არ გვხვენიათ? მეორე კიდე როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ერთმანეთს ორივეს განსხვავებული პოზიცია და როლი აქვთ გუნდში იტალიელები სწორედ ამ როლის და მნიშვნელოვის გამო უწოდებენ მეფეს და არა იმიტომ რამდენი გოლო გაიტანა...გაუმარჯოს კვარას ჩვენ სიამაყეს წარმატებები და ულევი სიხარული მას
გეგი
მოკლედ ეს რა იციან რა,რამეს თუ არ შეუსრულებენ ეგრევე რასისტობას მიაწერენ ხოლმე.მაგათზე დიდი რასისტი ვინაა ახლა.
100%
სერია ა-ს მეფე, ქართველია. ლიგა 2-ს მეფე ქართველია. გაგრძელება იქნება.
100%
იტალიელებმა გვირგვინი დაადგეს და ესენი იძახიან, არ ეკუთვნისო.
Vasili
ნიგერიაშიც რამდენი ვახო სანაიაა.-D ოსიმენი სამი წელია მამდ არი, და კვარა ეხლა მივიდა, ორი აზრი არაა რომ ვიქტორი მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ის რომ კვარას არ ყოფნას ავსებს და კვარას ჯობია რამეთი ეს სიგიჯეა./ ფერად კანიანს ყვეგან რასიზმი ემართებათ, როგორც გეებს ელანდებათ ყველგან რაღაც დამცირება იგივე კომპლექსები ჭირთ,/ სინამდვილეში ოსიმენი და კვარა მეგობრები არიან და ეს გზააბნეული ვაი გულშემატკივრები ვერ გაუღვიზებენ ერთმანეთის მიმართ ზიზღს! როგორც ჩვენ გვტავს ხვიჩას მაგინებლები ისეთივე კალიბრის და ჩამოსხმის მასა ნიგერიასაც ყავს

რამდენი ქართველი წერს აქ უაზრო კომენტარებს. წადით სერია ა ს გვერდზე დაწერეთ ეგ, აფრიკელებს დაეთანხმეთ კვარა დიდი არაფერი ფეხბურთელიაო და მიგიღებენ თავიანთ ტომებში. მაინც იმ დონეზე ხართ მაგრამ ისინი გჯობიან, თავისიანს მაინც იცავენ. აფრიკელებიც რომ გაჯობებენ ერთიანობაში ეგაა ტრაგედია. როგორ კბილებით იცავენ თავისიანს და თქვენ კიდე ოღონ კვარა გააკრიტიკოთ ისე ხართ ჩასაფრებული. რა სამარცხვინოა ღმერთო
გიორგი
არაა საჭირო დაპირისპირება.იმედი მაქვს თავად ოსიმენი არ წამოეგება ანკესს.

აფრიკელმა დაწერა ეს კომენტარი უეჭველი. ჯერ ერთი ოსიმენი ფორვარდია, რომელიც შექმნილ გოლებს იტანს და კვარა შემქმნელია, რომელიც გოლებსაც იტანს და საგოლე პასებშიც საუკეთესოა იტალიაში. რა ოსიმენის დონემდე უკლიაო რა სისულელეებს წერთ? ფეხბურთი მარტო ტაბლოზე გაქვთ ნანახი?
Napoleoni
თავისუფლება მიშას არა ძმა. . .
ვასო
ფეხბურთი მარტო სტატისტიკა არაა.
გიო
მაგ წლებში ისეთი პანდემია იყო დედა შვილს რო აღარ იყვანდა--ვის ეოსიმენებოდა
jiji
რა თქმა უნდა ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა ნაპოლის წარმატებაში მაგრამ ოსიმენის დონემდე ბევრი უკლია.ოსიმენის გარეშე ნაპოლიც და ხვიჩაც რასაც წარმოადგენდნენ კარგად გამოჩნდა.
რაბუ
რა იყო შენი ნათესავია ჰალანდი თუ რატო მიიტანე გულთან ასე ახლოს ? )) საკუთარი აზრის გამოთქმა იცი რას ნიშნავს? თუ წაკითხულის გააზრება არ შეგიძლია?
ზაზა
ხვიჩა ტახტის მემკვიდრეა ნეაპოლში,ოსიმენი ძალიან მაგარია და მე ვიტყოდი მეფის ძმაა,ტახტი კი ჯერ ისევ მარადონასია!!!
ოსი გოჩა
ოსიმენი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ ოსების წარმატება არ გაუხარდათ ზოგიერთებს ნეაპოლში
ბრძენი
ოსიმენ ეგ ოსი კაცია ხო? ოსეთში დაბადებული ხვიჩა და გოჩას პონტია დაახლოებით მააშ
ზაზა
რას ლაპარაკობ?სად იყო ოსი სანამ ხვიჩა არ მივიდა ნაპოლში? საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? შენ ასწავლი იტალიელებს ხო?
ww....ზუგდიდი
ოსიმენი იქ იყო შარშან წინიდან მოყოლებული თავისი კამანდით. კვარას გარდა ყველა იქ ყავდა.. მაგრამ 2021 ში 77 ქულით 5 ადგილზე იყვენ და ლიგაზეც ვერ მოხვდნენ, ხოლო 2022 ში 79 ქულით 3 აგილს დასჯერდნენ და ლიგაზე ვერაფერი ქნეს. ხოლო როცა კვარა საქმეში ჩაერთო 2023 ში ჩემპიონობა 5 ტურით ადრე მოიპოვეს ესეც რეკორდი ნაპოლისი და ლიგაზეც ნაპოლის რეკორდი არასდროს ყოფილა იმ ადგილამდე რომელიც მიაღწიეს.. ეს ყველაფერი კვარას გადმოსვლის შემდეგ მოხდა, ახლა ამას გინდ გამართლება დარქვით გინდ დამთხვევა გინდ მარადონას სულის აღზევება, მაგრამ ეს რეალობაა ამ მომენტისთვის და ეს უნდა აღიაროს როგრც ნიგერიერლმა მეგობრებმა ასევე ქართველმა შურიანმა ყიზილბაშებმა.. კვარა მეფეა ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაილაი
მოსეხონელი
მეფე მარტო იმას არ ნიშნავს რომ საუკეთესო მეომარიაა.მეფეს სხვა თვისებები აქ.მოეგო სკუდეტო ოსიმენს მანამდე ვინ უშლიდ?სწორედ კვარას მისვლის მერე გახდა ნაპოლი სხვა დონე სხვა გუნდი მაგიტომააა ეს სიმბოლური ნახატი.მივედი ვნახე გავიმარჯვე.ეს გააკეთა კვარამ.ვინ ვინ და იტალიელბმე კარგად იციან ეს ფრაზა
ჟორა გაბრიჭიძე
ჯერ ერთი, ნაპოლი სხვა გუნდი, ხვიჩას გარეშე იყო და მეორე, ოსიმენზე მთელი გუნდი თამაშობს და როგორც თავდამსხმელს კარის წინ აწვდიან ბურთს, ანუ ოსიმენს "ტრუდავოი" ბურთი მესამედიც არ გაუტანია, ხვიჩამ კი სხვებსაც ბევრი გაატანია და თვითონაც ბევრი გაიტანა. საერთოდ კარის წინ ბურთზე ფეხის დახვედრება ბევრჯერ ადვილია, ვიდრე კარამდე მიტანა. რატომ არ გახსენდება სამი ოსიმენმა ხვიჩას დარტყმის შემდეგ მეკარისგან მოგერიებული ბურთი გაიტანა, ეს ბურთები კი ხვიჩას საგოლე გადაცემაშიდაც არ ჩაეთვალა. ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა იმ აღმაფრენაში, რომლითაც წელს ნაპოლი თამაშობდა.
ZUGDIDI
2021 ნაპოლი 77 ქულით მე 5 ადგილი აიღო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა კვარას გარდა ყველა იქააა ოსიმენიც რათქმაუნდა. 2022 ში 79 ქულით მე 3 ადგილი და ჩემპონთალიგის ჟგუფიდან პირვე წრეს გამოეთიშა იქაც მთელი კამანდა ოსიმენის თამადობით . 2023 უკვე კვარა ერთვება საქმეში ემატება გუნდს და ჯერ 5 ტურია დარჩენილი სერია ა ს დასრულებამდე და ჩემპიონები არიან. და კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლიმ პირვალდ მიაღწია იმ შედეგს რომელშიც იმყოფებოდა.. და ამ ყველაფრის მერე რათქმაუნდა კვარა მეფეა... ამას გინდ დამთხვევა უძახეთ გინდ გამართლება მაგრამ ეს რეალობა ამ მომენტში და უნდა შეეგუოთ როგრც ნიგერიელი მეგობრები ისე ქართველი შურიანი ყიზილბაშები.. ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი საუბარი
მამედა
ნიგერიელები ოსები არიან?
rabuss
... შენ თუ ვერ კაიფობ მაგ მოთამაშეზე ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს .. ძან დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე
niangi-s
შე მართლა ნიანგო ოსიმენი იქ არიყო 2020 დან ვის რა ფეხები მოჭამა.. უკნიდან უყურებ ტელევიზოს

არ არიან ნიგერიელები ბოღმიანი ან ხელწამოსაკრავი ხალხი. ყველაზე მაგარი როჟები არიან აფრიკაში
Niangi
მართლები არიან ოსიმენის გარეშე ვერ მოიგებდა ნაპოლი უდიდესი დამსახურება აქვს და უნდა დავაფასოთ. ოსიმენმა ბევრჯერ გადაარჩინა ნაპოლი, საერთოდ სხვა გუნდი იყო მაგის გარეშე ეგეც ხომ გამოჩნდა. სტატისტიკაც უფრო მეტი აქვს ამ მომენტში გოლ+პასის სისტემით, საერთოდ უმაგრესი ადამიანია ოსი და არაფერი არ უნდა დაგვენანოს მაგისთვის ამ სეზონში. დიეგოსაც არ დაენანებოდა გვირგვინი დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად რომ ნიგერია არგენტინას ბევრჯერ უტრ* კებდა ჩემპიონატზე. თამაშის სტილით კი ხვიჩა უფრო ახლოა მარადონასთან მარა შედეგით ეგაა საუკეთესო ძმაო. ხვიჩა პრინცია აცალეთ ჯერ, რა უცებ გინდათ ყველაფერი 10 ნომერი ხო არ ჩავაცვათ ბარემ
ქ. გ.
Twitter-შიც არის. აფრიკელების კომენტარები წაიკითხეთ, მაგრამ ნუ დაუწყებთ კამათს. წავა ოსიმენი ინგლისში, და გახდება ისეთივე საშუალო ფეხბურთელი, როგორიც იყო წინა სეზონებში. https://twitter.com/SerieA_EN/status/1654838295795204097
დავით 67
მე პირადად ვერცერთს ვერ გამოვყოფდი. რაღაცნაირად თითქოს ერთი ორგანიზმია ორივე. ამ დუეტის დაშლა დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. დაუშვან გამონაკლისი და ორივე ერთად აღიარონ საუკეთესოდ
Puma
შემთხვევით დისლაიქს დაეჭირა 100% ტით გეთანხმები კვარაცხელია არის შოუ
ww
ოსიმენი და მისი კამანდა შარშანაც იქ იყო მაგრამ სკუდეტოსგან შორს იყვნენ .. კვარას გადმოსვლამ განაპირობა ეგ ამბავი ასერომ ჩემო ნიგერიელო ძმებო ყველაფერი ლოგიკურადა მეფე კვარააააააააა... გასაგებია ეს
nika
მესი და რონალდოს პონტია რა... რონალდოს კი ბევრი გოლის შეყრა შეეძლო, მაგრამ თამაშის წაყვანა მესიმ იცოდა და ეგ მეტად ფასდება კიდეც. ოსიმენმაც ბევრი ეპიზოდი კი დაასრულა გოლად, მაგრამ მაგ საგოლე მომენტების უმეტესობას კვარა ქმნიდა.
1964 ავთო
ოსიმენმა 6 გოლი შეაგდო ხვიჩას პასით და 4 მეკარის მიერ ხვიჩას დარტყმულის მოგერიებულზე დაამატა.
რაბუ
მარტო გოლის გატანა არარის, ეგრე ჰალანდი მონსტრია მაგრამ რატომღაც ვერ "ვკაიფობ" მისი ფეხბურთით. შემქმნელი, შემოქმედი ფეხბურთელი უფრო ფასობს ჩემი აზრით. დრიბლინგი, პასის კულტურა და ტექნიკის დემონსტრირება. რატო უყვარს ყველას მოდრიჩი ან მესი, იმიტო რომ გუნდის ძრავია, მამოძრავებელი, გამიხარდება თუ კვარას არანაკლები კარიერა ექნება. დასაწყისი იდეალურია

ხოდა რასიზმში არ დაგვადანაშაულონო და ოსიმენს მისცემენ სერია ა ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს. ობიექტურად კვარას ეკუთვნის. რაც ნიგერიელებმა კომენტარებში გამოავლინეს ეგეც რასიზმია კვარას მიმართ. დაჩაგრული ხალხია და მათი მესმის მაგრამ კვარას ბრალი რატომაა რამე, ოსიმენიც კარგი ადამიანია და ეს უაზრო მტრობა რაში ჭირდებათ რომ უღვივებენ
roma bejanidze
მარადონაზე მეტი გოლი ამ კლუბში 3 თუ 4 ფეხბურთელს აქვს გატანილი და თუ ოსიმენი დარჩება სავარაუდოდ 92 გოლს გადააბიჯებს მაგრამ მარადონაზე მეტად ვინმე უყვართ? იმიტომ უყვართ და თაყვანს ცემენ რომ მარადონა მინდორზე სპექტაკლებს დგამდა. შეიძლება 3 გოლი გაეტანა 1 თამაშში და კაცი ვერ მოეტყუებინა. ამბობდნენ დღეს რაღაც ვერ ითამაშაო და თუ 1 თამაშში 10 ჯერ გააბითურებდა ფეხბურთელს და მთავარი ტაბლოზე სხვისი გატანილი 1:0 დაფიქსირებულიყო ამბობხნენ დღეს მარადონა მოწინააღმდეგეს გადაურბინაო. აი ეს არის ფეხბურთი. ამის გამო უყვართ გამორჩეულად ფეხბურთელები. კვარა თუ დარჩება და კიდევ ერთხელ მოიგებს სკუდეტოს ნაპოლი დამიჯერეთ ამ გუნდიდან 33 წლის შემდეგ მხოლოდ კვარა ემახსოვრებათ.
კაკოს
ვინ, უფრო მეტი გოლი გაიტანა ,ოსიმ თუ კვარაცხელიამ?
ბათუმელი პენსიონერი
ოსიმენი კარგი მოთამაშეა.არაფერი აქვს დასაწუნი,მაგრამ თითქმის ყველა მისი გატანილი გოლი არის ხვიჩას მიწოდებული ბურთები.რაშიც სწორედ ხვიჩას დამსახურებაა. რა შუაშია აქ რასიზმი.
Spain
ვისაც ფეხბურთი ესმის, უნდა იცოდეს,რომ შემქმნელი და დრიბლიორი უფრო მაღლა დგას შემსრულებელთან. შეიძლება იყო კარგი ფინიშერი მაგრამ კაცს ვერ ატყუებდე. ზოგს მარტო გოლის გამტანი მოსწონს მაგრამ ფეხბურთი კრეატივის შექმნით უყვარდებათ. საბოლოო ჯამში მაინც გოლია მთავარი მაგრამ როგორი იქმნება ის გოლი და არის თუ არა ის შეტევა ლამაზი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბათ ამას ის ხალხი ვერ გაიგებს, ვინც მარტო ტაბლოზე უყურებს ანგარიშებს და სტატისტიკით ხელმძღვანელობს.
ლაშა
ოსიმენი ნაპოლიში 2020 წლიდანაა და სად იყო 2020-სა და 2021-ში? ვინმეს გახსოვთ მისი გვარი ამ წლებში? კვარა კი 2022 წელს მივიდა... მემგონი ამით ყველაფერი ნათელია!
ეეე
სადღაც მაგათიც მესმის, იმედია კვარას არაფერში დაადანაშაულებენ.
რრრ
ქალბატონმა კარმენ კაკავალემ რო დაიხატა ოსიმენი ჩვენ ვთქვით რამე?დდდდდდ
Charley
ბოღმიანმა ნიგერიელებმა ცივი წყალი დალიონ. ზოგადად ვინც ფეხბურთს უყურებს კვარა გადის ისეთ კატეგორია ფეხბურთელებში რომლებზეც ამბობენ ფეხბურთის ყურება ამ მოთამაშემ დამაწყებია და შემაყვარაო. და ამ კატეგორიაში შედიოდნენ ისეთი ტიტანები რომლებსაც ესადაგება ეს ეპითეტი. ბაჯო, ტოტი, დელპიერო, ბერკამპი, ეფენბერგი, ფიგუ, ზიდანი, ბესტი, ყიფიანი, და სწორედ დიეგო მარადონაც რომელთანაც კვარა ყველაზე ახლოსაა თავისი ამპლუით, შემოქმედებით, სოლო რეიდებით, თუ ელეგანტური გოლებით, და არა ერთფეროვანი კი მებრძოლი მუდამ ტონუსში მყოფი მაგრამ მაინც ტარანის ტიპის ფორვარდი, რომელიც საგოლე პასებს მუდამ ასეთი "ფანტაზისტა" ფეხბურთელებიდან იღებს. ფეხბურთი მარტო გოლები და ფინიში არ არის, ფეხბურთი პირველ რიგში სანახაობაა როგორც, კარგი სპექტაკლი, კინო, თუ მუზეუმის დათვალიერება. ასეთი ფეხბურთელების გარეშე კი სანახაობა მწვანე მინდვრებზე არ იდგმება და სწორედ იმიტომ ფასდებიან, იმიტომ იპოვებენ ისინი დიდ სიყვარულს და სახელს რომ ასეთი ფეხბურთელები ცოტა არიან.
კაკო
კვარას გარეშე ოსიკო მაგდენს მიაღწევდააა???
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა
ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია