"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის დასრულების შემდეგ "პარტენოპეისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 22 წლის გარემარბის შენარჩუნება სურს და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას სთავაზობს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, "კვარა" ხელს 1-წლიან კონტრაქტს მოაწერს და გათვლილი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ხვიჩას წლიური ხელფასი 2.5 მილიონი ევრო იქნება, გარდა ამისა კონტრაქტში გაწერილი იქნება ბონუსებიც.

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ წელს ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა შემტევს "პარტენოპეისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

??? - ს
წარმოდგენა თუ გაქვს ფეხბურთზე?
უტა
გაახანგრძლივებს და ძალიანაც შეცდება. "ნაპოლი" ერთჯერადი გუნდია, მორიგ სკუდეტოს კიდევ 30 წელი უნდა ელოდოს. სპალეტის ხელში ხვიჩა გაფუჭდება
BOSS
სასაცილო ხელფასია ხვიჩას დონის ფეხბურთელისთვის-დებილი კოსტიჩი იღებს მაგაზე მეტს ტურინში.ოსიმენის და კიმის ხელფასი რო კვარაზე ორჯერ და მეტჯერ მეტი იქნება რბილად რომ ვთქვათ დაუფასებლობაა
ქომაგი
პირველ რიგში ვულოცავ დამსახურებულ ჩემპიონობას. ეგ თავისი საქმეა რას იზამს, მაგრამ მაგ ხელფასი სასაცილოა მის შესაძლებლობებთან და დღევანდელ ფეხბურთელების ხელფასებთან შედარებით. ინგლისში მაგდენს თადარიგის ფეხბურთელი 2 ჯერ რო თამშობს სეზონში ის იღებს. ნაპოლიმ არაფრიდან შექმნა გუნდი და ახლა სანამ ფასი ადევთ დაყიდის ამ ლიდერებს ფულის შოვას ვერ ასწავლით დე ლაურენტისს. მომდევრო სეზონი რო ასეთი არ იქნება ფაქტია იმიტომ რომ არაა რასაც გრანდი ქვია და ოსიმენის ფასი შეიძლება 50 ლიმონი გახდეს ან ნაკლებიც. ძაან მაგარი სეზონი რომ ჩაატარეს წელს ფაქტია.

ვისაც არ ესმის იმთთვის - ეს ხელფასის მცირედი ნამატი და ბონუსი იმის გარანტუაა რომ თუ ისევ მაგრად ითამაშა შემდეგ სეზონში, გრანდი უეჭველი წაიყვანს, ბონუსებით საკმაიდ ბევრი ნამატი ექნება ნუ დარდობთ, კიდევ ახალ კონტრაქტში ბევრი სასარგებლი რამ იქნება, სამაგიეროდ გრძელვადიანი კონტრაქტია და სულ რომ ფეხი ფეხზე გადაიდოს ხვიჩამ ან ჯვარი წერია ტრავმა მიიღოს წყნადად იქნება ფინანსურად. სიტყბაზე რეალში და სხვა მდიდარ გრანდში დიდად მეტ ხელფასს არავინ მიცემდა და პირობებიც ბევრად უარესი ექნებოდა, ნიუკასლში ბევრი ფული და კარიერის დაპაუზება ელის, იტალიაში რატო გადავიდეს სხვაგან? ფული არც ერთ კლუბში არ არის ბევრი, ასე რომ ამ კონტრაქტით და ხვიჩას კარგი თამაშით კლუბიც იხეირებს და ხვიჩაც
qomagi
ამდენი კონტრაქტის გადაწერა რა ჯანდაბაა, მაგრამ ჯუღელს თავისი წილი ერგება ყოველი ახალი კონტრაქტიდან და ვერა და ვერ ძღება. არ გამიკვირდება, თუ ლაურენტისისგანაც იღებს ბონუსებს ხვიჩას დათანხმებაში. თავიდან ჰო, ბათუმიდან მიყავდათ და პირობებს დიდად ვერ უკარნახებდი, მაგრამ ახლა მსოფლიო ვარსკვლავების ათეულშია და ეს ხურდა-ფული 5-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ? თავი თუ არ დაიფასა, არც გამოსყიდველი გუნდი გადაიხდის ორნიშნა ციფრს. არადა, ეკუთვნის!
სოსო
სირცხვილია!აქედან რომ მიჰყავდათ,რა ვიცით,როგორ ითამაშებსო,მინიმალურ ფასად წაიყვანეს.ახლა გულშემატკივრის სიყვარულით აბამენ და კაპიკებზე სურთ დაითანხმონ,გაყიდვაზე დადგება საქმე და ისეთ ფასს დაადებენ,ხვიჩასაც კი გაუკვირდება.აგენტმა უნდა ივარგოს.მეგობრობა მეგობრობად,მაგრამ საქმე, საქმეა!გუშინ რეპორტაჟის დროს,კომენტატორმა თქვა,ხვიჩამ,მასში გადახდილი 10 მილიონი,49 დღეში ამოაღებინაო,ნაპოლის,ლიგის მატჩებში გამარჯვებებით მიღებული ჰონორარებით!ამის მერე,სულ მოგებაზე მუშაობს ნაპოლი.კეთილი ინებოს პრეზიდენტმა და გადაუხადოს ღირსეული ხელფასი,თორემ ხვიჩას მათი ვალი ,უკვე აღარ აქვს და მისი გაყიდვითაც,დიდ ფულს მიიღებს,ნაპოლი.ნამდვილად არ მინდა,კიდევ 1 წელი,აქედან წავიდეს,მაგრამ არც სულელად უნდა ჩათვალონ.ჩემპიონთა ლიგა,2,5 მილიონის ხელფასიანი საუკეთესო ფეხბურთელით უნდა?!ბიჭი მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ფიგურირებს და 2,5 მილიონი?ინგლისის გუნდების სკამის მხეხავი ფეხბურთელები,სიცილით დაიხოცებიან,მის ხელფასს რომ გაიგებენ!მათ ხომ გაცილებით მეტი აქვთ,შემოსავალი.
G.LA
ჩემი აზრით არ უნდა აჩქარდეს ხვიჩა. ნაპოლის სპორტული დირექტორი ტოვებს, ასევე დიდი ალბათობით ოსიმენი და სხვა რამოდენიმე მოთამაშეებიც წავლენ გუნდიდან. ლაპარაკი იყო სპალეტის წასვლაზეც. ხვიჩას ხელფასი ძალიან შეუფერებელია იმ მოთამაშისთვის ვინც დიდ გავლენას ახდენს გუნდზე. მოთამაშის ავტორიტეს ხშირად მის თანაგუნდელები განსაზღვრავენ ზუსტად იმ დაფასებით რასაც ხელფასი ქვია. ამიტომ იყო ზუსტად რომ ახალ მისულ ხვიჩას 10 მილიონად ხშირად არ აძლევდნენ პასებს და ეს არ გვეჩვენებოდა, მერე იტალიელმა ჟურნალისტმაც დაწერა. ჩემი აზრით უკეთესი იქნება გაცილებით თუ მართლა ნიუკასლი შესთავაზებს ხელფასს 12 მილიონს გადავიდეს იქ, რადგან მგონია ასეთ პროგრესირებად გუნდში სადაც დიდი ფინანსებია უფრო მეტი ამბიციები ექნება გუნდსაც და ხვიჩასაც. ფეხბურთი დიდი ხანია უკვე ბიზნესად იქცა და ნაპოლი ამ ბიზნესში არის პროვინციული გუნდი, რომელსაც ასევე ბიზნესმენი მართავს და მას ეს ჩემპიონობაც ასევე ფულის ამონაგებიც აკმაყოფილებს, შეუძლია იტრაბახოს კიდევაც ამ მიღწევით. ხვიჩას როგორც ჩემპიონი წასვა უფრო აწყობს და არა მერე, როგორც რეგრესირებად ნაპოლიდან.
ლადო
ლეაოს ხელფასი მილანში 9 მილიონია.
ტიტე
ტუ სპალეტმა თამაშის ტაქტიკა არ შეცვალა, არ ივარგებს.
zurabi
ფულზე არაა საქმე საქმეა ადამიანის დაფასებასთან ფიორენტინასთან გამოჩნდა ხვიჩას გარეშე ნაპოლი და ოსიმენიც ასე რომ ეგ ინფორმაცია არ მგონია მართალი და ზოგადად ხვიჩამ ნაპოლიში ამოწურა თავის თავი .
Irakli
2,5 მლნ არ არის ადეკვატური ხელფასი, უფრო მეტიც, ძალიან შორსაა! რა ეჩქარება კვარასაც კიდევ ერთლი წლით გაგრძლება? მგონია არ არის სარწმუნო ინფორმაცია!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა