„ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს
გერმანიის ნაკრებისა და „ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი ანდრე შიურლე თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ ერთი წლის შემდეგ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას უკრაინასა და პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს.

20 წლის გარემარბი, რომელსაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ამბობს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ევრო 2012-ზე ვითამაშო და დარწმუნებული ვარ, ლიოვი სახლში არ დამტოვებსო.

„მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წამიყვანენ, დამუქრებით კი არცერთ ფეხბურთელს არ დავემუქრები - მით უმეტეს ჩემს უშუალო კონკურენტ ლუკას პოდოლსკის, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაშის ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, კონკურენცია მხოლოდ კარგია და ჩვენ ყველას ხომ მხოლოდ ერთი რამ გვინდა - ის, რომ გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდეს. ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა იქნება,“ - აცხადებს შიურლე „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის შიურლე გასული სეზონის დასრულების შემდეგ „მაინციდან“ „ლევერკუზენში“ გადავიდა - „ფარმაცევტებს“ მისი ტრანსფერი დაახლოებით 8 მილიონი ევრო დაუჯდათ. შიურლემ „ლევერკუზენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა