მარგვეთმა დაამტკიცა, რომ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ოლიმპს მეოთხედფინალურ სeრიაში შემთხვევით არ მოუგო. სერიაში მოგება შემთხვევით არც ხდება, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს რომ პოტენციალი გააჩნია, სეზონის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცა და კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვება მარგვეთმა 7 მაისს, სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში მოიპოვა.

მოპოვებული გამარჯვებისთვის განსაკუთრებით შესაქებია მარგვეთი იმის გათვალისწინებით, რომ სერიის პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან 17 ქულით, თითქმის უშანსოდ ჰქონდა წაგებული. მომდევნო მატჩში მარგვეთმა ერთ-ერთი ლეგიონერი, გუნდის ბომბარდირი, რონი როზიე მოისაკლისა, ხოლო გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ოთარ ბულიავამ თამაშის დასრულებამდე 6 წუთით წუთით ადრე, როცა ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა, ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ყოველივე ამის შემდეგ, მარგვეთმა კბილებით დაიცვა ის ლიდერობა, რის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად მთელი თამაში იბრძოდა. მარგვეთი თავიდანვე მედგრად დაუდგა თსუ-ს და კომბინირებული თამაშით – როგორც წინა, ისე უკანა ხაზში – უპირატესობას არ თმობდა. ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა არ იყო გარკვეული. ყველაფერი ნერვების თამაშმა გადაწყვიტა. ბოლო წუთზე ორივე გუნდმა უხვად ესროლა საჯარიმოები, რაშიც მარგვეთის კალათბურთელები 100-პროცენტიანები გამოდგნენ და გაიმარჯვეს კიდეც. თსუ-ს ბოლო წამზე შანსი მიეცა, როცა მალკოლმ დრამრაითმა მეორე საჯარიმო ააცილა, ბურთი ცინცაძემ მოხსნა, ჯიმონ ჰენსონს გადააწoდა, თუმცა ამ უკანასკნელმა გამარჯვების სამქულიანი გააცუდა.

მარგვეთმა 95:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და სერია გაათანაბრა – 1:1. გამარჯვებულთაგან მარქუს გილსონი 21 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით გამოირჩა. 18 ქულა, 7 მოხსნა და 6 პას შეუცვლელად მოთამაშე ზაკ უოლტონმა მიითვალა, ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. თსუ-ში საუკეთესო შედეგი, წინა მატჩის მსგავსად, გიორგი ცინცაძემ დააფიქსირა: 17 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა.

სერიის მესამე მატჩი 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა