ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთი წლის წინ - ხვიჩამ დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დააბრუნა - მთავარი ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა!..

ერთი წლის წინ - ხვიჩამ დაჩაგრულ სამხრეთში დიდება დააბრუნა - მთავარი ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა!..

2023-24 წლების სეზონი სრულდება. ტრიუმფის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" კარგი დროება არ უდგათ, რის მიზეზებსაც მუდმივად განვიხილავთ. Sportall.ge კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმ დღეს, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 წლის შემდეგ ოფიციალურად რომ გაიფორმა. ერთი წლის წინ, 2023 წლის 8 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ, პარალელების გავლებასა და დასკვნების გამოტანას კი თავად შეძლებთ...

"ნაპოლიმ" ბოლო დროის საშინაო ნავსი გატეხა, "დიეგო მარადონაზე" გაიმარჯვა (1:0 "ფიორენტინასთან") და საჩემპიონო ზეიმი სრულყოფილი გახადა. შეხვედრამ ბევრი კუთხით სიახლე არ მოგვცა, ძირითად და სათადარიგო შემადგენლობას შორის კვლავ დიდია სხვაობა. ხანდახან აუხსნელი რჩება, მაგალითად, წინა წლებში როგორ იყო გუნდის "ძრავა" დიეგო დემე და სტანისლავ ლობოტკა სასტარტოშიც ვერ ხვდებოდა...

მთავარი სიახლე ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდებოდა. ბოლო დროს მის შედეგიან გამოსვლას ვერ ვხედავდით და მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ "კვარას" "გასაღები მოუძებნეს" და მასირებული დაცვის პირობებში, მისი შეჩერება შესაძლებელია. ხვიჩამ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, თუ რა დაინახეს მასში განსაკუთრებული, რის გამოც "კვარადონაც" გახდა და "კვარავაჯოც"...

მაშინ ცოტათი უკან დავბრუნდეთ და ავხსნათ, რითი იყო გამოწვეული ეს ერთგვარი კრიზისი. არაერთხელ მივუთითეთ, რომ მთელი სეზონის ერთი ამოსუნთქვით ჩატარება რთულია. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კვარაცხელიას გადამწყვეტ მატჩებში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა - დააკლდა "ერთა ლიგის" ფინალს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ყაზანის "რუბინი" კი ევროტურნირებს ადრეულ ეტაპზე ემშვიდობებოდა. აქვე შეგვიძლია ლუჩანო სპალეტიზეც ვთქვათ. მას კარგად უნდა გაეაზრებინა, "აინტრახტთან" ვერგამოყენებული პენალტი ქართველი გარემარბის ხასიათზე როგორ ნეგატიურად აისახა (თერთმეტმეტრიანების ვერრეალიზება გუნდის დიდი პრობლემაა, კვლავ გამოჩნდა). ისევ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე, "მილანის" წინააღმდეგ, "კვარას" ფსიქოლოგიური გადატვირთვისგან მაქსიმალური თავის არიდება უნდა მომხდარიყო. იმაზეც დავწერეთ, 77-ე ნომრის კონტრშეტევაზე გამოყენება და ოსიმენის არყოფნაში განსხვავებული ტაქტიკური სქემის გამოყენება შეიძლებოდა. გამოვიდა, რომ მილანელთა მთავარი ინტერესი მხოლოდ ქართველის განეიტრალება იყო, რაც ასეთ დროს უფრო მარტივია.

მაინც რა ვნახეთ "ფიორენტინასთან"? - ხვიჩას ცოტათი დასვენებაც მოუხდა და აუდიტორიის წინაშე ჟინითაც შემოვიდა. ამის შემდეგ ჩვენებურისგან არაორდინარული გადაწყვეტილებები ვიხილეთ, რაც მისთვის ასე ჩვეულებრივია და გულშემატკივრებსაც მსგავს დამოკიდებულებას აჩვევს. ლეო მესის გენია ხომ სადღაც უკვე პრიმიტიულად აღიქმებოდა, რადგან თვალები ამას ძალიან ხშირად ხედავდა. ხვიჩა ძლიერი ინდივიდუალისტია, შეუძლია აფეთქდეს და მოწინააღმდეგეებისგან არაფერი დატოვოს, თუმცა გენიალური თავისი პასის კულტურითაცაა. ეს მასში ისე ორგანულადაა შეჭრილი და იმდენადაა გათავისებული, იცის, მისი ერთ-ერთი მთავარი საქმე და დანიშნულებაა.

გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა "კვარამ" პენალტი მოიპოვა. პირველად არ გვინახავს, რომ ხვიჩა დიაგონალურ და გრძელ პასს ფეხზე ოსტატურად იწებებს, თითქოს ბურთი მინდორზე იქვე გაუგორეს. ამ დროს ის არ კარგავს არც დროს, არც სისწრაფეს და მეტოქეები გადაწყობას ვერ ასწრებენ. ამის შემდეგ რაც ვნახეთ, ამას ვერავინ ვერასდროს ვერ ისწავლის, შინაგანად უნდა გაგაჩნდეს - როგორ აუარო მეტოქეებს გვერდი ისე, თითქოს საქმე სავარჯიშო კონუსებთან გქონდეს და მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, წესების დარღვევით შეგაჩერონ!..

ყველაფერი მართლაც იქით მიდის, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო უნდა გახდეს. ამას ძალიან ველით. ყველაფერი ეს პასუხისმგებლობას გაზრდის, მაგრამ ხვიჩა ის არაა, "პატიჟისგან ეშინოდეს"; იცის, პატივი უფრო მეტის საჭიროებას რომ გაუჩენს...

ერთიცაა, "კვარადონა" თავმდაბლობას ინარჩუნებს და მისი ზოგიერთი თანაგუნდელივით ამპარტავნებას არ მოუცავს. კარგი არც ოსიმენის გოლის აღნიშვნის ჟესტი იყო (ფოტოს შეგნებულად არ გთავაზობთ), არც სიმეონეს ეგოიზმი და არც ის, კიმ მინ ჯე მატჩის ბოლოს საკუთარ თავს რომ არ ჰგავდა და უფრო საფინალო სასტვენის მოლოდინში იყო. ყველაფერი დიდების გაფორმებით არ მთავრდება, არც მომავალში უფრო სახელოვანი კლუბის მაისურის მორგებით, მთავარი ამ სულისკვეთებისა და ჩემპიონის სულის შენარჩუნებაა.

კვარაცხელიას არ იცნობდნენ და გასულ ზაფხულს დარტყმასთან დაკავშირებით მარტივი შეკითხვა დაუსვეს. პასუხიც შესაბამისი იყო - "დიახ" - ხვიჩამ ეს წელი შექმნა და დიდება ნაკლებად პრესტიჟულ, უფრო ღარიბ და ცოტათი დაჩაგრულ სამხრეთში დააბრუნა!..

• გიორგი

ღვთისავარ სოსოს დავეთანხმები რომ კარგია ადრინდელ ანალიტიკურ სტატიებს რომ დრო და დრო ისევ აქვეყნებ შენთვისაც და ჩვენთვისაც რადგან ცხადი ხდება რა ახდა იქიდან და რა არა. ფაქტია რომ რასაც წერდი დრომ გაამართლა დრო კი, ანუ პრაქტიკა, თეორიის ყველაზე უტყუარი მსაჯულია. ვინც რის ხოშზეა ის შეუძლია თქვას--კაციაო და გუნებაო, ნათქვამია ამიტომ ყველაზე კარგად თეორია სტატისტიკით მოწმდება--სერია ა-ს სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთანმაშის საშუალეო მაჩვენებლით ხვიჩა მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება და ტურიდან ტურამდე ამცირებდა ჩამორჩ ადრეც მითქვამს და ეხლაც ვამბობ თუ სპორტული იღბალი მისკენ იქნება, ეს სხვადასხვა რამისგან შედგება რაც მხოლოდ სპორტსმენზე არ არის დამოკიდებუი, ხვიჩა ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, და შეუერთდება ქართული ფეხბურთის ოლიმპზე პაიჭაძეს, მესხს და ყიფიანს.

• სოსო

კარგია,რომ ეს სტატია,განმეორებით გამოაქვეყნეთ.ღვთისავარ ანთაძემ,მაშინაც კარგად ახსნა და ეს ახსნა,ახლაც აქტუალურია.ვისაც არ სჯერა,ყურადღებით წაიკითხოს და ბევრ რამეს,გააცნობიერებს.შეიძლება ითქვას,რომ მისმა ანალიზმა,დროს გაუძლო და დროის გადასახედიდან,კიდევ უფრო მეადვილება,მისი შექება.ის უკვე კარგი ჟურნალისტ-ანალიტიკოსია.ღვთისავარმა გაბედა და გამოუვიდა.საიტის სხვა ჟურნალისტებსაც მოვუწოდებ,უცხოელების,საკმაოდ ხშირად არაკვალიფიციური სტატიების გადმოთარგმნას,საკუთარი ნააზრევი გაგვიზიარეთ.თუ კარგს გადააწყდებით,რა თქმა უნდა ისიც უნდა გადმობეჭდოთ,მაგრამ სხვისი სისულელების კითხვას,ისევ თქვენი,თუნდაც სუსტი,მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან დაწერილი ს წაკითხვა მირჩევნია.თანდათან თქვენც დაიხვეწებით,ბიჭებო.გაბედეთ!რას ჰკარგავთ?!მგონი არც სხვა მკითხველები იქნებიან სხვა აზრზე.

• ქართველი ვაჟკაცი

დაჩაგრულ საქართველოშიც დააბრუნა დიდება და ფეხბურთის სიყვარული!!!

• კ ო მ ბ ლ ე

ძალიან მაგარია, ძალიანა, სხარტი ბალღია, მაგრამ ერთხელაც ისე წავუთაქებ რომააა...

მერე ვინმემ დაუფასა ხვიჩას??ლაურენტისმა?ნეაპოლურმა პრესამ?ნეაპოლელებმა?ნეაპოლელებიც ქართველებივით უმადურები არიან!!!!

• ამაშია საქმე-ს

ასეთი პრიმიტიული მსჯელობით შორს ვერ წახვალთ. ძალიან ზომიერი მოწოდებები აქვს ამ ავტორს და თქვენსავით ჩასაფრებული არაა, მართალია

• ამაშია საქმე

ამ ჟურნალისტის სუბიექტური აზრით ხვიჩას ცუდ თამაშში ყველაა დამნაშავე თვითონ მთავარი დამნაშავის ხვიჩას გარდა.რა საჭიროა ფეხბურთზე წერის დროს ფილოსოფია.მიზეზი უბრალოა ვარჯიშს მოუკლო და ბასტა.რატომაც მოუკლო და რისთვისაც მოუკლო ჩემთვის ნათელია.პირიქით უნდა მოუწოდოთ მეტი თავგანწირისთვის თორემ ცოტაც თუ ასე გააგრძელა აღარაფერი დაგვრჩება იმ ხვიჩასგან რომელიც ასე გვახარებდა.

• ექიმი

რაც გააკეთა დიდ ხანს გვეყოფა

• შორენა

. . . და ამ დროს ჩვენი ოქრობიჭი ოსიმენის I ბომბარდირად ქცევას ცდილობს! იმედია, დაინახავს ზოგიერთი უმადური!

• კახა ქ.

რუი მოინელეს,ეხლა ოსიმენზე გადავიდნენ.ვინაა შემდეგი?

• თემო

რობი შენ გაიხარე, ვის უფრო გავს ვფიქრობდი, მარიოს დიდებულ მარიო კემპესს. მადლობა.

• კაპიტან გარდენბურგი

ოსიმენმა მაგრად გატეხა , პენალტი მეორეჯერ რომ დაარტყა, ხვიჩასი. უბრალოდ 1 საფეხურით ქვემოთ დაიწია თავად საკუთარ გულშემატკივრის თვალში, მე რომ მკითხო. ხვიჩა კი ხვიჩაა და დიდი პატივისცემა მას

• კაპიტან გარდენბურგი

ყოჩაღ ღვთისავარ!

• რობი

ჩვენი ხვიჩუნეზე ყველანაირად კარგი ბიჭია მაგრამ მხრებში რო მოხრილია ეს უნდა გამოასწოროს! უფრო სიმპატიური იქნება და მოუხდება მის თამაშის სტილს :) ჩვენი მარიო კემპესი იქნება :)

• გარო

ღვთისავარ, ყოჩაღ! როგორც ყოველთვის.

• მაროკო

ამ კომენტარებით გინდათ ნიგერიელების და გინდათ ჩვენი ქართველების რატომღაც მგონია რომ ოსიმენსა და კვარას შორის რაღაცნაირად დაუფიქრებლად ან შეგნებულად ურთიერთობას ვუფუჭებთ და მომავალ სეზონში თუ ისევ ერთად ითამაშეს სულ სხვა სიტუაცია იქნება და ექნებათ ერთმანეთში. იმედია მე ვცდები ნამდვილად გამიხარდება

• Zellllll

ხვიჩა არის მომავალი თაობის მოტივაცია, ხვიჩას წარმატება ეს მთელი საქართველოს წარმატებაა არ ვგულისხმობ შურიან და ბოღმიან ხალხს რომელიც ასე ბევრი ყოფილა რაც გასაკვირია, როგორ შეიძლება ხვიჩა არ გიყვარდეს ან რატომ არ უნდა გიყვარდეს? მე პირადად ვამაყობ მისით და თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა და ვამბობ კიდეც ხვიჩა იმ დონეზე მიყვარს როგორც ჩემი ნათესავი ახლობელი ისე ვნერვიულობ მასზე როგორც აღნიშნულებზე ის ჩვენი მარგალიტია და დავაფასოდ წინ უფრო დიდ და უსაზღვრო სიხარულს მოგვიტანს ვიამაყოთ ადამიანებო მისი თავი ღმერთმა გვაჩუქა, სხვა ეროვნების რომ იყოს და ამ ისტორიით რაც ხვიჩას აქვს დარწმუნებული ვარ არ ეყოლებოდა შურიანები ირგვლივ, ჩვენ ხომ ჩვენის დაფასება არ ვიცით ეს ხომ სირცხვილია სხვა მიწაზე უყვართ და აფანატებენ მასზე და ჩვენთან რამდენი ცუდის მოსურვე ყავს? ყველას ისე გაუმარჯოს როგორც იმსახურებს, გაუმარჯოს ჩვენ სიამაყე ჩვენ მომავალს ჩვენ იმედს ხვიჩა კვარაცხელიას უფალი ფარავდეს

ნიგერიელებს ესეც ეწყინათ, ხვიჩა რატო არის წინ და ოსიმენი უკანო :)) რამდენ შურიანს გაუძლოს ამ ბიჭმა, ახლა 200 მილიონიანი ნიგერია აკლდა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა