"ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შელევა, - ამის თაობაზე ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, "ვალენსიას" მფლობელ პიტერ ლიმთან სინგაპურში კლუბის პრეზიდენტი ლეი ხუნ ჩანი, ტექნიკური მდივანი მიგელ ანხელ კორონა და კოორპარატიული დირექტორი ხავიერ სოლისი ტრანსფერების შესათანხმებლად ჩავლენ, სადაც მთავარი განსახილველი მამარდაშვილის საკითხი იქნება, რათა 2021 წელს სულ რაღაც 850 ათას ევროდ შეძენილი ფეხბურთელი რაც შეიძლება მაღალ ფასად გაასხვისონ:

"მამარდაშვილის ტრანსფერი შობის შემდეგ აქტუალურია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერ მის შესახებ "ღამურებისთვის" კონკრეტული წინადადებით არავის არ მიუმართავს. ლა ლიგის რამდენიმე წარმომადგენელმა და მათ შორის "ვილიარეალმა" ფეხბურთელის ფასი იკითხეს. თავად გიორგის ინგლისში გადასვლის სურვილი ორი მიზეზით აიხსნება: პირველ რიგში, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ლიგად თვლის და მეორე - მხოლოდ იქაურ კლუბებს შეუძლიათ "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა. მეკარის გარემოცვამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბის მიზანი ტრანსფერის დაახლოებით იმ ფასად განხორციელებაა, რომელიც ფიქსირებულ თანხას, 25 მილიონს არ აღემატება. ეს ის წინადადება იქნება, რომელმაც შეიძლება ყველა მხარე დააკმაყოფილოს, პლუს გარკვეული თანხა შემდგომი გაყიდვიდან. სწორედ ამას შესთავაზებს ამ კვირაში კორონა ლიმს.

ფინანსურ კრიზისში მყოფი "ვალენსია" აგრეთვე მარკოს ანდრეს და იუნუს მუსას შესახებ მოისმენს შეთავაზებებს, რამეთუ ზამთარში თავისუფალ აგენტებად მყოფი მოთამაშეების დამატებაც ვერ შეძლეს. ამ მიზეზთა გამო შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე გაჩარხონ ძვირი ტრანსფერი (გამონაკლისი მამარაშვილისთვის მოულოდნელი გასხვისებაა), რათა ზაფხულში ეკონომიკური ბაზის შესაქმნელად რაიმე მოიმოქმედონ".

ლაშა
დე ხეას ნაცვლად კარგი იქნებოდა მამარდა!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო