გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ "სლოვანთან" ხელშეკრულებები გაახანგძლივეს, გიორგი ჩაკვეტაძემ კი ვლადიმირ ვაისის გუნდი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს, თუ ბრატისლაველები მას არ გამოისყიდიან. ქართველი ნახევარმცველი ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდა, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ნდობა მოუხდა, თუმცა ძველებური ფორმის დასაბრუნებლად ჯერ დიდი გზის გავლა მოუწევს.

მოგეხსენებათ, "ჩაკვე" "გენტს" ეკუთვნის და იჯარის ვადა 30 ივნისს ეწურება. გიორგის სატრანსფერო ფასი 2.2 მილიონი ევროა. ბელგიური კლუბი მას იოლად არ დათმობს, სლოვაკებისთვის კი ამხელა სატრანსფერო ფასის გადახდა მარტივი არ იქნება. იმასაც შეგახსენებთ, "გენტს" და მის თავკაც ვანჰეზერბრუკს

ჩვენებურთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ აქვს და მანამდე ის გერმანულ "ჰამბურგში" ჰყავდათ განათხოვრებული. სპეციალისტი ბოლოს ამბობდა, რომ ქართველი ნახევარმცველის მუშაობითა და მონდომებით კმაყოფილი იყო, მაგრამ მას დროს მაინც არ აძლევდა.

ტრავმის შემდეგ, ჩაკვეტაძეს ბელგიურ კლუბში ყველაფერი აერია. მკურნალობის გზების, მეთოდებისა და დროის არასწორად შერჩევამ ტალანტს, რომელმაც მანამდე "ერთა ლიგაზე" იფრინა, ბევრი დააკარგვინა. ახლა მაინც უნდა მოხდეს სწორი პოზიციის დაკავება და თუკი ბელგიელებს მომავალი მასთან ერთად ვერ წარმოუდგენიათ (ეს ასეცაა), ახალი გუნდის შერჩევა ძალიან გააზრებულად და აუცილებელი გარანტიების მიღებით მოხდეს.

ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. თუკი ის ადრე მარცხენა ფლანგიდან ძალიან აქტიური და შედეგიანი გვახსოვს, ვაისის გუნდში პლეიმეიკერის ფუნქციებს ითვისებს, ბურთსა და საკუთარი გუნდის თამაშს აკონტროლებს და შემტევები სახიფათო პოზიციებზე გაჰყავს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ თქვა, რომ "ჩაკვეს" დრო იმის გამო არ მისცა, მას ამ ეტაპზე დაცვასა და შეტევაში თანაბრად თამაში არ შეუძლია, თუმცა ფრანგი სპეციალისტის მხრიდან მის მიმართ თანადგომას ვხედავთ. გიორგის "ჯვაროსნების" მაისურით 7 გოლი აქვს გატანილი და უმეტესი მათგანი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო.

სტატისტიკურად, ქართველი ნახევარმცელის სლოვაკური მონაგარი ერთი მხოლოდ გოლი და 4 საგოლე პასია. მეტოქის კარის აღების შემდეგ ის "სლოვანისთვის" ტრადიციულ, გულშემატკივრების ლუდით გამასპინძლების აქციაში ჩაერთო. მისი თამაში უფრო საინტერესო და აზრიანია, ვიდრე ეს მწირი მონაცემები.

სად შეიძლება ითამაშოს გიორგიმ? - თავდაპირველად, შესაძლოა იმ აზრმა გაგვიელვოს, რომ ევროტურნირებზე რომელიმე ქართულ კლუბს შეუერთდეს. ეს რომ დავუშვათ, ამის შანსი მხოლოდ მის მშობლიურ თბილისის "დინამოში" იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. "გენტში" დაბრუნებას, რომელიც კონფერენს ლიგაზე გასვლას ცდილობს, ეს ნამდვილად სჯობს. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, "სლოვანთან" იჯარის ამოწურვამდე შესაძლო ვარიანტებზე ბევრი მუშაობა იყოს. ამ საქმეში გიორგის საფეხბურთო მენეჯერთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედიც გვაქვს. ვიცით, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" ალექსანდრე იაშვილის ჩართულობით ჩაირიცხა.

30 ივნისს მოუთმენლად დაველოდებით...

კაკაო
აუ რა ტამვა მიიღო ბელგიაში ამისთანა ტო რა მაგარი ბიჭია ვისაც ჭკუა აქვს თავში ეს ბიჭი უნდა წაიყვანოს აი ნახავდ ჯერ ოცდასამი წლისაა ტო ცოტა დრო ჭირდება კიდე ფიზიკა რომ გაძლიერდეს ფიზიკურად და თუ ტოპ ხუთეულში არ ითამაშოს აგერ ვნახავდ ერთად მაგარი ბიჭია ჭკვიანი რა პასებს აკეთებს ტო გიო ღმერთმა დალოცოს და ხელი მოგიმართოს მეგობარო ამინ
ILIA
დიდი დათო ყიფიანი 25 წლის იყო, როცა გაიბრწყინა. ჩაკვეს ყველაფერი წინ აქვს.
ფეხბურთის ძველი გულშემარკივარი, ავთო ჭკუასელის დროიდან.
ბიჭს უნდა შველა, ჩვენი, საქართველოს შვილია.
Levani
აი რასაც სპალეტის ვაბრალებთ ზუსტად ეგაა გენტის მწვრთნელი. დაგავიწყდათ რა ბოსელი იყო გენტის?ჩაკვეს პასის უკან დამბრუნებელი რო არ ჰყავდა. გუნდში არავინ არ იყო ფეხბურთის მოთამაშე, ბეზუსი,კაპიტანი რო იყო(საქ.ლიგა 2 დონის) გუნდი 3პასს ვერ აბავდა და ეგ კაცი ჩაკვეს აკრიტიკებდა-გუნდურად არ თამაშობსო. ჩემი ვარაუდით სლოვანი 1,5 მილიონამდე შესთავაზებს გენტს,იმიტომ რომ ვაისმა იცის რა ალმასი შეიძლება ჩაიგდოს ხელში იაფად.
gio
თუ არჩევანი ექნება გასაკეთებელი ჩემი აზრით ჯობია სლოვანში დარჩეს და რატომ პირველ რიგში იმიტომ რომ ამ გუნდში ძირითადის ფეხბურთელია აქვს სათამაშო პრაქტიკა და მწვრთნელი ენდობა ბოლომდე აშკარად მომატებული აქვს შედარებაც არ შეიძლება იმის რა დონეზეც იყო ჩაკვე წინა წელს ამ დროს და დღეს რა დონეზეც არის და პლიუს ეს გუნდი მომავალ სეზონში კვლავ ითამაშებს ჩემპიოთალიგაზე და ევროტურნირებზე. რაც შეეხება წასვლას ამ სეზონში ჩაკვეს ნამდვილად არ ქონია იმ ხარისხის და დონის თამაში რომ რომელიმე კარგმა ევროპულმა კლუბმა (ტოპ ლიგის) საშუალო ან მაღალი დონის კლუბმა იყიდოს და ათაამშოს ძირითადში აქედან გამომდინარე კიდევ ერთი სეზონი სლოვანში და ევროტურნირებზე თამაში ვფიქრობ ჩაკვესთვის უკეთესი იქნება რომ მომავალ სეზონში აჩვენოს უკვე ის დონე და ხარისხი და ითამაშოს ისე რომ მართლა კარგმა გუნდმა წაიყვანოს თავისთან 44 მატჩში ერთი გოლი სტატისტიკურადაც არ არის ის შედეგი რომ რომელიმე კარგი გუნდი დაინტერესდეს ჩაკვეთი.
დო მაჟორი
სანიოლს რომ მიეცა შანსი და გამოეყვანა მინდორზე, შეიძლება კარგი გუნდის ყურადღება დაემსახურებინა...
Ddd
Maxsovs gaxokidze 50 000 mwvanes ighebda wlebis win holandiashi ubralod gasinjvaze rom waeyvana axalgazrda ise xels ar kidebda. Gios ki daungria kariera es faqtia, gemze gayiduli monasavit.
მამუკა
ჯუღელზე რამეს რომ დაწერ ეგრევე დისლაიკებს გაყრიან, იგივე შეცდომა აქვს დაშვებული გიოს აგენტსაც, არ შეიძლება 18 წლის ბიჭი მიაჯაჭვო 5 წლით ერთ გუნდს დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ მენტალიტეტი არ გვივარგა, აგენტიც და ფეხბურთელის ოჯახიც იმას ფიქრობს მხოლოდ რომ ოღონდ საქართველოდან გამიყვანაო და ყველა პირობაზე ხელს აწერენ
Ფჰჰ
ვენის რაპიდზე და პრაღის გუნდზე ყოფილა ლაპარაკი. სლოვაკებისგან გავიგე.
dato
მე ვფიქრობ გიოს საქმეში უნდა ჩაერიოს კალაძე გამოიყენოს მისი გავლენები იტალიაში და თუნდაც საშუალო გუნდში გადაიყვანონ გაუფუჭდება გიოს კარიერა გენტში .
სოსო
ფაქტია,რომ ჩაკვე,მისმა აგენტებმა,ნებსით თუ უნებლიეთ,მაგარ მახეში გააბეს, ორივე ფეხით და გათავისუფლების შანსიც არ ჩანს,ჯერ ჯერობით.უკვე რამდენი წელი დაკარგა ჩაკვემ და ვერ დამთავრდა,ეს უბედურება!
Givi-ს
მისმა აგენტმა გახოკიძემ სარბიელის პოდკასტში თქვა რომ მაგ 5 წელს შემდეგ 2 დაემატათავისუფალი რომ ხდებოდეს, მაშინ სლოგანი დაიტოვებდა
zura222
რა მენეჯერის ? ამას საერთოდ ყაავს მენეჯერი ?? გამოუძებნოს თუნდაც საშუალო ძალის მდიდარი გუნდი რომლისთვისაც 2 მილიონის გადახდა არაფერი განსაკუტრებული არ იქნება და მოაშოროსც იმ დაწყევლლ გენტს @ და თუ მაგის შნო არა აქვს მაშინ ჩაერთოს იაშვილიც კობიაშვილიც მუჯირიც კალაძეც და გამოიყენონ ძველი და ახალი კავშირები !
Givi
Tranfermaketze 2023 wlis 30 ivnisamde aqvs genttan kontraqti da es imas nishnavs, rom am zafxulshi tavisufali agenti xdeba.
Master
კი მაგრამ რით ვერ დაუმთავრდა კონტრაქტი ამ გენტთან.სამუდამო გაუფორმეს ნიჭიერმა აგენტებმა?18-ის გადავიდა.უკვე 23-საა.5 წლიანზე მეტი კონტრაქტი აქვს?
Irakli
გენტს როდემდე ეკუთვნის ხომ არ იცით ვინმემ? ამ ბიჭს სტაბილურობა სჭირდება, იქით აქეთ სიარული ჩაკვეს სტილი არ არის!
ბათუმელი ექსპერტი
მე მაინც მგონია ჩაკვესთვის ბათუმის დინამოში წამოსვლა ჯობია ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე
სიმართლე
ჩაკვეს უკეთესი ფეხბურთის თამაში შეუძლია ნამდვილად, ოღონდ კვარასნაირი პროფესიონალი რომ იყოს. აშკარაა პროფესიონალიზმში კვარა 100 თავით მაღლა დგას ეგ კიდე გადამწყვეტია
11
ეს მეორე ოქრიაშვილი ხომ არ არის ? არადა მაგარი ნიჭიერია მაგრამ როგორც ჩანს ზარმაცი, შეხედოს კვარაცხელიას ამ ხალხმა თავდადებამ და შრომამ რა შედეგი მისცა.
kicha
დინამოში მაინც არ დარჩება, ამიტომ ჯობია სადმე საშუალო დონის ებროპულ კლუბზე იმუშაონ აგენტებმა. ზაფხულის შეკრება ყველაზე მნიშნელოვანია, რომ მალე ადაპტირდეს გუნდთან. მჯერა, რომ ჩაკვეს კვარაზე არანაკლები ფეხბურთის თამაში შეუძლია(თუ მეტი არა). წარმატებები ჩაკი, აბა შენ იცი მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ!!!
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ზედიზედ მეხუთე მარცხი - "უოტფორდი" ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 0:4 განადგურდა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ