იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია (არასრული) დარჩენილი. დღეს, 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე უკვე სამგზის ჩემპიონი "ნაპოლი" "მონცას" ესტუმრება. ტიტულის გაფორმების მიუხედავად, ლუჩანო სპალეტის გუნდისგან მოტივირებულ და შედეგიან თამაშს ველით.

ლეგენდარული "მილანის" შემქნელების, სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის "მონცა" იტალიური ფეხბურთის ელიტას 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ამბიციურად დაუბრუნდა. უკვე მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "დიეგო მარადონაზე" ისინი (0:4) განადგურდნენ, ხვიჩა კვარაცხელიამ კი იტალიურ კარიერაში ერთადერთი დუბლი სწორედ აქ შეასრულა. "ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებს..." - ასე გამოვეხმაურეთ მაშინ მატჩს. ხვიჩას ახლა გოლი ცოტათი მოენატრა, კიდეც და იქნებ ეს ბრიანტეოში შეძლოს.

ამის შემდეგ, რაფაელ პალადინოს გუნდი ძალიან შეიცვალა, ტოლს არავის უდებს, "იუვენტუსი" და "ინტერიც" კი დაამარცხა და მთავარი მწვრთნელი "ოქროს სკამისთვის" ბრძოლაში სპალეტის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა. სერია "ა"-ში გამარჯვებული კი გაირკვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. ერთ დროს ნეაპოლელთა მთავარი კონკურენტი "ლაციო" მეოთხე ადგილამდე დაეშვა და "მილანი" რომ არ დამარცხებულიყო (0:2 სპეციასთან), მისი დაკარგვის საფრთხეც რეალური იქნებოდა.

"მონცას" კარი მაშინ ვიქტორ ოსიმენმაც აიღო, რომელსაც ბომბარდირობის განსამტკიცებლად გოლები ჯერ კიდევ სჭირდება (ლაუტარო მარტინესი კვლავ 2 გოლამდე მიუახლოვდა). ის ამ მატჩში ადამ ოუნასმა შეცვალა, რომელიც მალევე "ლილში" გადავიდა. ნიგერიელის ანგარიშზე 23 გოლია, ამაზე მეტი კი აქამდე სეზონში მხოლოდ სამს გაუტანია - კრიშტიანო რონალდო (31), გონსალო იგუაინი და რომელუ ლუკაკუ (24). ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!.. ზოგიერთი გამოცემა წერს, თუმცა ნაკლებად გვგონია, სპალეტიმ "კვარას" დასვენება კვლავ გადაწყვიტოს. ჩვენებურს საგოლე პასების დამატების მოტივაცია აქვს, სადაც 10 "ასისტით" ლიდერობს.

ნეპაოლელებს დარჩენილ ტურებში რამდენიმე ამოცანის გადაჭრა სურთ. პირველ რიგში, თუკი ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვებენ, 95 ქულას დააგროვებენ, რაც ისტორიაში გამორჩეული შედეგია. მომდევნო ტურში

ისინი "ინტერს" მასპინძლობენ და თუ დაამარცხებენ, არ დარჩება მიმდინარე სეზონში მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც სპალეტის ბიჭებს ერთხელ მაინც არ მოეგოთ. ლუჩანოს გუნდს 26 მოგებაა აქვს, რაც ტოპლიგებში საუკეთესო მაჩვენებელია. ორიც და გუნდი თავის მიღწევას გაიმეორებს. მათ 17 გასვლითი მატჩიდან 14-ში 3 ქულა მოიპოვეს, 15 გამარჯვება კი სერია ა-ს ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო.

მარიო რუისა და ირვინგ ლოსანოსთვის სეზონი დასრულებულია. საინტერესოა, მატიას ოლივერა კვლავ ითამაშებს თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე გარკვეულ ინოვაციას ვიხილავთ (თუნდაც, ძერბინის), მატეო პოლიტანო კი, განსხვავებული იმიჯით, სასარტოში დაბრუნდება. ჯოვანი დი ლორენცო როტაციაში არასდროს ხვდება, "სამპდორიადან" შეძენილმა პოლონელმა, ბარტოს ბერეზინსკიმ კი მხოლოდ ერთხელ, თასზე ითამაშა (ახლა ველით). 2023 წელს სულ 8 წუთი დაეთმო ფრანგ კარიმ ზედადკას. საინტერესოა, კარს ისევ პიერლუიჯი გოლინი თუ დაიცავს (ნაკლებად გვგონია), რომელიც ალექს მერეტს არაფრით ჩამოუვარდება...

შეხვედრას ფრანსისკო კოსო განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 16 ოქტომბერს, "ბოლონიასთან" (3:2) მოგებულ მატჩში მოემსახურა. ის მკაცრი არბიტრია, ხსენებულ დაპირისპირებაში კი კვარაცხელია - ოსიმენის შესანიშნავი კომბინაცია და გოლი ვნახეთ.

X
კვარაცხელიას არ ჭირდება გოლები და ასისტები.რა პრინციპია ვერ ვხვდები ოსიმენს გოლები ჭირდებაო.და ოსიმენს კვარაცხელიას გარეშე გააქვს რო გოლები ?
კოლა
ვის არ უნდა, სპალეტის? :)
არტ
ჩვენთვის, მე მგონი უმრავლესობისათვის, მთავარი ნაკრებია. ასეთი ძლიერი შადგენლობა ნაკრებს არ ყოლია და ბოლომდე უნდა იყოს გამოყენებული ეს ამბავი. მწვრთნელის რამოდენიმე შეცდომა რომ არა, უჰოლანდო ნორვეგიასთან მოგება შეიძლებოდა. ახლა ურთულესი ორი მატჩი გველის და ხვიჩა საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს მათთვის. ხოდა იდეალური იქნება თუ არც გადაიღლება და არც ფორმიდან ამოვარდება. ტაიმი ან ზოგჯერ ტაიმნახევარი დარჩენილ თამაშებში, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა.
foodboll
ოსიმენს არ სჭირდება დასვენება ? იმიტომ რომ არ უნდათ კვარამ გაიმარჯვოს
გფფ
სტატისტიკა რა შუაშია მთავარია ნაკრებისთვის იყოს ფორმაში, არც ის ვარგა ყველა თამაშსი ბოლომდე დაიტვირთოს და არც ის მთლად უქმად იყოს ან მინიმალურად დატვირთონ.
სოსო
ფორმაში მყოფი ფეხბურთელისათვის,დასვენება ის არის,დაახლოებით 45-70 წუთს რომ თამაშობ.ამ დროს ფორმასაც ინარჩუნებ.მთლიანი დასვენება კი,თუ გადაღლილია,მაშინ შეიძლება ერთი,მაქსიმუმ ორი თამაში გამოატოვებინო.სეზონის დასაწყისში,ხვიჩასთვის 70-75 წუთი,მაქსიმალური დატვირთვა იყო და ძალები მეტზე არ ჰყოფნიდა.დღესაც არ არის,სრული დატვირთვით,ორი ტაიმის სათამაშოდ,მაგრამ ტაიმი-ტაიმნახევარი,სრულიად საკმარისია ფორმისთვისაც და დასვენებისთვისაც.ფიზიკურად მთლიანად მზად,ხვიჩა მომავალ სეზონში იქნება,შვებულებისას რომ დაისვენებს და მერე,ნაპოლისთან ერთად მომზადების სრულ კურსს რომ გაივლის.
ქ. გ.
ეს წაიკითხეთ https://www.corrieredellosport.it/news/calcio/serie-a/napoli/2023/05/13-107689143/napoli_i_rinnovi_di_contratto_la_situazione_di_kvaratskhelia_e_zielinski
Suxumchanin
შენმა პროფესორიბამ აპოგეას მიაღწია ერთი თვე რომ არ ითამაშოს გახდება 150 კილო ფირმიდან ამოვარდნაზე არ ვსაუბრობ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ვერ გავიგე იმ ზურამ რა თქვა ტყუილი რო 14 წლის ბავშვების უკმაყოფილება გამოიწვია ? რა აზრი აქ დარჩენილ თამაშებში რო ითამაშოს? სპალეტის არ უნდა ეთამაშებია როცა მილანთან თამაში ქონდა . პიოლიმ მთელ სასტავს ასვენებდა და ეს ყველას ათამაშებდა. მაგრამ ეს ტოტალიზატორი სანამდე არ მოისპება იტალიელები სულ ასე გაყიდიდან თAMAშებს. იტალიაში ეგ მოსული ამბავია
fani
ვაი შენს პატრონს! შენს ჭკუაზე იარა ჩემმა მტერმა...
rable
სეზონის საუკეთესოს ვინაობა უკვე გარკვეულია(სამჯერ გახდა კვარა თვის საუკეთესო) და ეს ხვიჩაა, თუნდაც ერთი წუთით აღარ ითამაშოს ამ სეზონში.
ზოლა
4 თამაშის გამოტოვება დასვენებას კი არა ფორმიდან ამოვარდნას ნიშნავს
გიორგი
უნდა ითამაშოს აუცილებლად რომ ასისტებში კიდევ უფრო გაიმყაროს ლიდერობა და გატანილი გოლებით დაბრუნდეს ხუთეულში. ამ 4 მატჩში უნდა გადაწყდეს სერია ა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა
zura222
ჯობია რომ არ ათამაშოს კვარა ამ ოთხ თამაშში ! ნაკრების თამაშებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება და ხომ უნდა დაისვენოს ცოტააა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა