ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აურელიო ხვიჩას "მარტო დატოვებას" არ აპირებს - "ნაპოლი" ინგლისიდან სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...

აურელიო ხვიჩას "მარტო დატოვებას" არ აპირებს - "ნაპოლი" ინგლისიდან სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...

"ნაპოლი" ტრიუმფალურ სეზონს 4 ივნისს დაასრულებს, ფეხბურთელები სანაკრებო მატჩების შემდეგ დაისვენებენ და მზადებას ახალი გამოწვევებისთვის დაიწყებენ. ამ დროს სატრანსფერო ამბები აქტიურდება. შარშან, ლიდერების წასვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან მნიშვნელოვანი და მომავალი წარმატებისთვის გადამწყვეტი ტრანსფერები განახორციელა - ხვიჩა კვარაცხელია და კიმ მინ ჯე. ახლა მთავარი დილემა წამსვლელებს უკავშირდება. ქართველსა და სამხრეთკორეელს მსურველები არ მოაკლდებათ, ისევე როგორც ვიქტორ ოსიმენს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხსენებული სამეულიდან, "კვარას" გუნდში დარჩენა ყველაზე რეალურია. ნიგერიელი ფორვარდის მიმართ არაერთი დაინტერესებაა, კიმს კი "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

მართალია, "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის გადაბირება "იუვენტუსს" სურს, თუმცა ეს ასეც რომ მოხდეს, აურელიო დე ლაურენტისი მის ღირსეულ შემცვლელს იპოვის. ტრანსფერები ისევ იქნება. კვარაცხელია "მარტო" არ უნდა დარჩეს და გუნდის მიზნები კვლავ მაღალი უნდა იყოს!.. ერთია, ნეაპოლელებს თავისი სტრატეგია აქვთ, რომლის ფარგლებშიც ახალი მოთამაშის შეძენაში დიდ თანხებს არ იხდიან, ე.წ. სახელფასო ჭერი კი გაცილებით დაბალია, ვიდრე იგივე ინგლისის პრემიერლიგაში. ამის მიუხედავად, ისინი ბრიტანულ ბაზარზე შესვლას აპირებენ.

La Repubblica-სთან ინტერვიუში დე ლაურენტისმა თქვა, რომ ამერიკელი და იაპონელი ფეხბურთელების შეძენას აპირებს. იტალიურ მედიაში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, "ჩელსისა" და "არსენალის" მოთამაშეების შესაძლო ტრანსფერებზე ჩამოყალიბდნენ - კრისტიან პულისიჩი, მეტ ტერნერი და ტაკეჰირო ტომიასუ.

ლუჩანო სპალეტის გუნდს მეკარის შეძენა წინა ზაფხულსაც სურდა, კეილორ ნავასის ტრანსფერი კი უკანასკნელ მომენტში ჩაიშალა. ახლა აქ გოლინია, თუმცა ის მერეტის საკმარის კონკურენტად არ მიაჩნიათ. მეტ ტერნერი (სატრანსფერო ფასი 5 მლნ. ევრო) 28 წლისაა. მას ლონდონის "არსენალში" თამაშის საშუალება იშვიათად ეძლევა, შეერთებული შტატების ნაკრებში კი სასტარტო კიპერია.

კიდევ ერთი "არსენალელი", ტომიასუ (ფასი 25 მლნ) 24 წლისაა. მას ბოლო დროს ტრავმის გამო, ბევრი გაუცდა, ისე კი მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ტაკეჰიროს იტალიური გამოცდილება უკვე აქვს, როცა "ბოლონიას" ღირსებას 3 წლის განმავლობაში იცავდა. კარგად დავინახეთ, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს სერიოზული ალტერნატივა როგორ სჭირდება და ეს ტრანსფერი გუნდს მართლაც გააძლიერებს.

რაც შეეხება "კაპიტანი ამერიკას." როგორც "ჩელსის", ასევე მას ძალიან ცუდი სეზონი აქვთ,

თუმცა პულისიჩს ბევრი შეუძლია, ეს კარგად ვიცით. მისი სატრანსფერო ფასი 32 მილიონი ევროა. ოსიმენის

სარფიანად გასხვისების (150 მლნ) შემთხვევაში, ნეაპოლში ამ თანხის გამოყოფა იოლად უნდა შეძლონ. Corriere Dello Sport-ის თამახმად, საუბარია იმაზეც, რომ თუკი ვიქტორი "ჩელსიში" გადავა, გარიგებაში ლონდონელთა ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგაც ჩაერთოს. მისი ფასი 15 მილიონია და გამოდის, "არისტოკრატებს" დაახლოებით 100 მილიონის გადახდა მაინც მოუწევთ.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობის მიზანი

შეტევაში მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა და არა მხოლოდ ლოსანო-პოლიტანოს იმედად ყოფნა. ამ მხვრივ მათ ერთი საინტერესო ვარიანტი აქვთ, რომლის ხელში ჩაგდებაც უფასოდ შეუძლიათ, რადგან ადამა ტრაორე თავისუფალი აგენტი ხდება. "ვულვზის" შემტევმა წინა სეზონი "ბარსელონაში" გაატარა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

აურელიო მხოლოდ ინგლისისკენ არ იხედება და გაძლიერების რესურს იტალაიშიც ეძებს. საუბარია "უდინეზეს" 21 წლის სერბ ნახევარმცველ

ლაზარ სამარჯიჩზე, რომელმაც შუა ხაზში სიახლე უნდა შეიტანოს. ასევე, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველ ტომასო ბალდანციზე, რომელიც "ემპოლიში" გამოდის და პიოტრ ზელინსკის პირდაპირი კონკურენტი გახდება. იტალიაში წერენ, რომ

დე ლაურენტისმა ძალიან სურს, "ატალანტადან" დანიელი ფორვარდი, რასმუს ჰოილუნდი შეიძინოს, რომელიც "შტურმიდან" სერია "ა"-ში მშვენივრად გადაეწყო. ოღონდ, ამ შემთხვევაში მას იჯარით ისევ ბერგამოში დატოვებენ.

ადრე გაცნობეთ, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის, ტიაგო ალმადას შეძენა რეალურია, რომელიც ახლა MLS ლიგაში გამოდის. კიმ მინ ჯეს წასვლის შემთხვევაში, "აიაქსიდან" ტიმბერის ტრანსფერზე ავტორიტეტული Gazzetta წერს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 42 მილიონი ევროა, რაც ნეაპოლელებს ეძვირებათ.

იმედი გვაქვს, "ნაპოლი" გაზრდილ ამბიციებს მომავალშიც შეინარჩუნებს!..

• გელა

ამერიკელი და იაპონელი ფეხბურთელები იმიტომ უნდა რომ მაგ ქვეყნებში ახალი გულშემატკივრები გაიჩინოს, მარკეტინგია ყველაფერი.

• თენგიზი

წიტაიშვილი წაიყვანოს კვარამ ლოსანოს შემცვლელად

• კვარას მოგვარე

ოე, ფილოსოფოსებო, აქეთ მისმინეთ! ორჯერ ზედიზედ წარმოუდგენელია თანაც დასუსტებული გუნდით ჩემპიონობა. აქ ერთმა სწორად აღნიშნა ახლა ნაპოლის გაათკეცებული ენერგიით ეთამაშება ყველა! მოკლედ, კვარამ სანამ დროა და თუ ჰყავს ვინმე ექსტრა კლასის გუნდი "მთხოვნელი" უნდა დაახვიოს მაქედან!! უეჭველი! თორემ ახლა ხომ ღირს 85 მილიონი და არის კონტინენტზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო, მაგას ვენაცვალე, ჰოდა მაგის რეიტინგი ისე ჩამოდნება როგორც აპრილის თოვლი. და ისე არ მოხდეს ისევ 10 - 15 მილიონამდე ჩამოვიდეს. და დაჟე 50 მდეც ჩამოსვლა დიდი რეგრესი იქნება. და რაც მთავარია ის ხმაური და აჟიოტაჟი მის ირგვლივ არ ჩაცხრეს. მოკლედ, ბრატუხა, მე მითქვამს და ერთ წელიწადში მიუბრუნდით ამ ჩემს გულით ნაჯღაბნს!

• ისტორია

ქართველობის სიყვარულმა რა სიგიჟეები შეიძლება აწერინოს კაცს, ბიჭოოო!

• იეა

ნაპოლის მთავარი პრობლემა ცალსახად მოკლე სკამია , და როგორც კი რომელიმე ცალკეულ ფეხბურთელს პატარა ჩავარდნა ეწყება(ეს კი გარდაუალია მთელი სეზონის მანძილზე), ეგრევე შედეგზე ისახება

• L.J .

Xumrob xoo???

• nk

არამგონია დავითაშვილმა ლოზანოს და პოლიტანოს აჯობოს კონკურენციაში. მითუმეტეს დავითაშვილის რეალური პოზიცია მარცხენა გარემარბია, უბრალოდ დაარბენინებენ აქეთ იქით სხვადასხვა პოზიციებზე რამდენიმე წელია უკვე (რა გუნდშიც იყო ყველგან)

• Givi

Napolis dzalian gauchirdeba momaval sezonshi,kvela gaasmagebuli dzalit dauwkebs tamashs...chemi azrit tu Kimi wavida 2 magali klasis centraluri mcveli dawirdebat,me piradad raxmanis imedi naklebad maqvs arasaimedoa,mario ruic shesacvlelia verc oliveiraa dacvashi saimedo,gazafxulze susti tamashi ganapiroba zelinskis da angisas formidan amovardnam,chemi azrit kvara isev kargad tamashobs magram vegar ubaven mxars,albat motivaciis naklebobac aris ukve,politano da losano ar arian im donis rogorc kvara da osimeni da es magrad etkoba saerto surats,aq super motamashea sawiro da nebismier dacvas gaargveven mere...

• ბათუმელი ექსპერტი

ბიჯო მარჯვენა გარემარბი თუ გინდა ეგერაა კაცი ბორდოში და კანფეტივით ტრანსფერი გამოგივა თანაც ძალიან იაფად! ზურიკო დავითაშვილი!

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა