საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ მატჩებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი. ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი (1:1) ფრის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე ახლა სტუმრად ორი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ - კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებთან.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახლა შემადგენლობის შერჩევის პროცესში იქნება. ერთი დილემის წინაშე ვართ, რაც უკვე ვიცით. დაახლოებით ამ პერიოდში (21 ივნისს) 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც მონაწილეობის უფლება ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებსაც აქვთ, თუმცა ეს გადანაწილების პროცესი რთული გამოვა. ჩვენ ჯგუფში ესპანეთის ნაკრები რომ არ მოხვედრილიყო, რომელიც ივნისში "ერთა ლიგის" პლეი-ოფში გამოდის, მაშინ უახლოეს ფანჯარაში დასვენების უფლება მოგვეცემოდა, რაც ხსენებულ საკითხს იოლად მოაგვარებდა.

"ერთა ლიგა" ვახსენეთ და აქვე შეგახსენებთ, გერმანიაში 2024 წელს გასამართი ევროპირველობაზე გასვლის შანსი ამ ტურნირიდანაც გვაქვს, თუკი მიზანს შესარჩევი ეტაპიდან ვერ ვუწიეთ.

17 ივნისს კვიპროსელებს ვესტუმრებით. თემურ ქეცბაიამ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩაიბარა. მისი ჟინის შესახებ კარგად ვიცით და ქართველი სპეციალისტის მთავარი მიზანი ის იქნება, რაც შეიძლება მეტი ქულა მოიპოვოს და საკუთარ გუნდს რწმენა გაუძლიეროს. თემურის სათამაშო ფილოსოფია (მათ შორის საქართველოს ნაკრებში მუშაობისას) ასეთია - მაქსიმალურად გაძლიერება დაცვაში, საკუთარი კარის უსაფრთხებაზე ზრუნვა და შეტევაზე არსებული რესურიდან გამომდინარე ფიქრი. პირველ ტურში, შოტლანდიაში ეს არ გამოვიდა (0:3). კვიპროსის ნაკრები აქ მატჩის ბოლოს კაცნაკლული დარჩა, ისევე როგორც ამხანაგურ მატჩში სომხებთან (2:2). ასე რომ, ქეცბაიას მუშოაბა დისციპლინის გაძლიერებაზეც მოუწევს და დარწმუნებული ვართ, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ქეცბაიამ საკუთარ მოედანზე დიდ გამარჯვებას მწვრთნელად დანიშვნიდან მალევე მაიღწია, როცა პრინციპული მეტოქე, საბერძნეთის ნაკრები (1:0) დაამარცხა. ამას შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყოლია. "ქეცბას" საქართველო ძალიან უყვარს, ამავდროულად კი მისთვის დიდი გამოწვევაა, ვილი სანიოლის გუნდს დაუპირისპირდეს, იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეაჩეროს ხვიჩა კვარაცხელია, საკუთარ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძის უნარების შეახებ ესაუბროს, გიორგი მიქაუტაძის ბოლო დროის პროგრესს რამე მოუხერხოს და მისი შეჩერება სცადოს... კვიპროსის ნაკრებში ტოპლიგებში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელია - ნახევარმცველი გრიგორის კასტანოსი "სალერნიტანაში" გამოდის. მან "ნაპოლის" წინააღმდეგ იმ მატჩში (1:1), სადაც ჩემპიონობა გადაიდო, მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ქართველი სპეციალისტის სათამაშო სქემა 3-5-1-1-ია. ჩვენი დამრიგებლის, ვილი სანიოლის გამოწვევა ის იქნება, შეტევაში გადასასვლელად გუნდს სხვადასხვა ალტერნატივა ჰქონდეს, რათა უმეტესად კარის უსაფრთხოებაზე მოფიქრალ მასპინძლებს, რომლებიც ემოციურად ითამაშებენ, საკუთარი თამაში უფრო იოლად მოვახვიოთ. ფავორიტის სტატუსი პასუხისმგებლობას გვიზრდის. კვიპროსში სტუმრობა იოლი არასდროსაა, ისევე როგორც შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრებს მათთან გასვლაზე უჭირს, საკუთარ მოედანზე კი დამაჯერებელია.

კვიპროსის შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში მყოფი შოტლანდიელებთან სტუმრობა (20 ივნისს) გვიწევს. მათ ჩვენთან მუდამ გარკვეული ანგარიშები აქვთ გასასწორებელი, რადგან ევროპის ჩემპიონატთან ორჯერ ძალიან ახლოს როცა იყვნენ, ხელი ჩვენ შევუშალეთ. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ორი შეხვედრა გადამწყვეტი იქნება და პასუხს ბევრ შეკითხვას გასცემს. გადატვირთული სეზონის შემდეგ, როცა გონება დასვენებისკენაა მიდრეკილი, ორი ამ სირთულის მატჩის გამართვა რთულია, თუმცა ამ მხვრივ ყველა თანაბარ სიტუაციაშია. ასეთ დაპირისპირებებში სანიოლის გუნდს თავისი უპირატესობები აქვს, თამაშის კონტრშეტევებზე აგებით წარმატებას მეტად აღწევს, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან სწრაფი და სახიფათოა. ამავდროულად, ისიც ვიცით, მასზე რამხელა ყურადღება იქნება გადატანილი. ამ სტილით თამაშის დროს ბურთის მოპოვებას, ჩაჭრას და იერიშის სწრაფად განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, ნორვეგიასთან მატჩისას წარმოქმნილ პრობლემებზე ვილი სანიოლს როგორი რეაგირება ექნება. პოზიციებზე, სადაც მეტი პრობლემა არსებობდა. სიაში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველით, თუმა ის ვიცით, ფრანგი მთავარი მწვრთნელი შანსს ყველას მისცემს, თუკი ამას დაიმსახურებენ...

მანამდე ის ვისურვოთ, ჩვენი ფეხბურთელები ჯანმრთელად იყვნენ და ტრავმის გამო, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშის პრობლემა არ შეგვექმნას.

G.LA
მე სომხებს ვბალელშიკობ ელი.სპერციანი ხვიჩაზე ორჯერ მაგარი ფეხბურთელია ელი,უბრალო რუსეთიდან ვერ წავიდა აი. და ის მომწონს სლოვანში რო გვყავს მსოფლიო დონის ფორვარდი ცავატანემ.
G.LA-ს
რაო ფიები ჭამა?
pepe
ქეც სენტან არის დიდი არმია ბრატ გამარჯვებიტ წარმატებააააააააააააააააააააააა
kaka
ქეც ბრატ უნდა მოიგო ჯიგარიხარ სანიოლს არ გაუკეტებია რაზ სენ ლიგის ჯგუფსი გააკეტე წარმატებები დიდება უფალს
გური
სანიოლმა პირველი სანაკრებო თამაშის პირველ ტაიმში გამოიყვანა წაგებაზე ორიენტირებული შემადგენლობა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, ტოტალიზატორებმა დაღუპა ფეხბურთი,ამაზე არავინ ლაპარაკობს, ხვიჩა ბოლო თამაშებში თავის თავს არ გავს, რა დავალებას აძლევს ,,მეღვინე'' მწვრთნელი, რაც არ უნდა ეცადოს ,,მორბენალ'' ფეხბურთელს მისგან ვერ გამოიყვანს,
G.LA
ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია თუ გვინდა შევინარჩუნოთ ამ 2 თამაშიდან 4 ქულა უნდა ავიღოთ. 2 ქულის მოპოვების შემთხვევაში უკვე პლეი ოფზე უნდა ვიფიქროთ. რაც შეეხება ძნელ გასვლით თამაშებს, ჩვენთვის ყველა თამაში ჯერ ჯერობით საძნელოა ისევ, გასვლითი კვიპროში კი არა საერთო შეხვედრებშიც დადებითი ბალასი აქვს კვიპროსს და ჯგუფშ რომ გვყავდა მსოფლიოზე 4 ქ აგვწკაპნა.
პროფესორს
ჟორაჯან მერე ქეცბას ყავდა ეხლა რა შეტევაც ყავს ნაკრებს მაშინ? ცოტა დაუფიქრდი ტოოო
ჟორა გაბრიჭიძე
ლადო, ეს ასე არ არის და რაც არ არის, მისი დამტკიცება როგორ შეიძლება? ქეცბამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა და ისეთი დაცვითი ფეხბურთი ათამაშა, საერთოდ დაიკარგა ნაკრები. სანიოლმა კი ნაკრების სახელი ჩაიბარა და საქართველოს ნაკრებად აქცია, რომელმაც თამაშების 70%-ზე მეტი მოიგო და ევროპაზე გასვლის ორი შანსი აქვს.
Givi
Qecbaias ise ukvars saqartvelo ara mgonia qulebi dagvakarginos,kovel shemtxvevashi tu waagebs vici gulshi mainc kmakofili iqneba,neta exla eg,shoti da qinqladze gvkavdes nakrebshi ra gundi gvekolebodaa...
ლადო
ის შემთხვევაა როცა მინდა რომ ვცდებოდე, რადგან მგონია რომ ქეცბა დაამტკიცებს, რომ სანიოლი მასთან ახლოსაც არაა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს