<p>ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტოსკანელმა სპეციალისტმა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოსთხოვა.</p><p>აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა "პარტენოპეის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.</p><p>"ლუჩანომ დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის, კიმ მინ-ჯეს, სტანისლავ ლობოტკასა და ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნება მოსთხოვა, ცხადია, სპალეტი გარანტიებს ითხოვს, "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა რამბაუდიმ.</p><p>შეგახსენებთ, იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა "ტორინოში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "პავიას", "პერუჯას", "ფოჯას", "ატალანტას", "ლაციოსა" და "ჯენოაში" უთამაშია. კარიერა 2000 წელს "ტრევიზოს" რიგებში დაასრულა.</p><p><p><p><br></p>
კაპიტან გარდენბურგი
იცი რა უბრალოდ დამაინტერესა, 100% იო რომ წერ, ანუ თუ გაყიდა წელს ნაპოლიმ შენ გამოხვალ და შევცდიო იტყვი? თუ ეს 100% რითი განისაზღვრება :) 150 მილიონი რომ მისცენ შენც იცი რომ გაყიდიან და 100% რანაირადაა აბა ?
გიორგი
ისე აიმღვრა წყალი ნაპოლში რო მგონი სჯობს გაეცალოს ამ ზაფხულს. ზედმეტად მაფიოზური სტილით ცდილობს დე ლაურენტისი ნაპოლის მართვას, დონ კორლეონეს სტილში აკეთებს განცხადებებს.
ტორპედოელი
ეს 4 ფეხბურთელია: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
Რაგბის ფანი
კვარა ისედაც რჩება და რაღა უნდა მოეთხოვა?
qomagi
შენ მგონი ისა ხარ, დრაიერი და ჰაშკაბანოვიჩი ჯობიაო რომ წერდი აქ.
ამაშია საქმე
სპალეტიმ უკვე დაამტკიცა რომ მაგარია. ჩემპიონატი ყველას გასაკვირვად, ასეთი მოკლე სათადარიგო სკამით თავისუფლად მოიგო,თანაც გუნდს ლამაზი ფეხბურთი ათამაშა სადაც ყველა ფეხბურთელის კარგი მხარეები გამოჩნდა.უფრო ნიჭიერებმა როგორიც ჩვენი ხვიჩაა,ასევე ოსიმენმა და კიმმა საერთოდ გაიბრწყინეს.ჩემპიონობის შემდეგ სპალეტი თავს უფლებას აძლევს ექსპერიმენტები ჩაატაროს რაც გუნდის თამაშის ხარისხზე მოქმედებს.ამიტომ შეეშვით მის დაუმსახურებელ გინებას.
ზ.მ.
კონტრაქტი,რეკლამასაც უკრძალავს,ნაკრებში თამაშისას,ამ ბიზნესში "კვატებივით ცურავენ",ჩვენები კი,სახელმწიფოდან დაწყებული "დოყლაპიობენ",ბიჭს,დამატებით ფულს უკარგავენ,ვინ ჩემი ,"ტაკიმასხარაა" ლაურენტისი - გუნდი,თუნდაც თავისი ქვეყნის ჩემპიონი,საქართველოს,პროტესტებს რომ უგზავნის.ჯუღელმა პირველი კონტრაქტი წაიკითხა?თუ "ნერწყვის ხშირი ყლაპვისგან" ვერ დაინახა ზედმეტი სიხარბე იტალიელებისა
გიო
მორჩით ტყუილების წერას ლობოტკამ სეზონის შუაში გაახანგძლივა კონტრაქტი ნაპოლისთან კვარა 100% რჩება ნაპოლიში!
ნოე
რა ნდობა გამოუცხადა,?ტოსკანელმა,თავიდან თავხედი უწოდა,და პირდაპირ ამბობდა,დაცვაში სუსტიაო და ლობოტკა,ზელინსკი,რუი,მასზე არანაკლებად ირჯებიანო მინდორზე,მერე ხალხის სიყვარულს და ხვიჩას მიერ განსხვავებულ თამაშს და პროფესიონალების მიერ გამოთქმულ კომენტარებს ,ვერ შეეწინააღმდეგა,და ლაურენტისმაც დაინახა რომ ქართველი,განსხვავების შემქმნელია თამაშისას,უმრავლესობისგან განსხვავებით და სპალეტისაც , მისცა "სწორი მიმართულება".ვინ გაიძახოდა?ლობოტკა გრანდე,ელმასი ჩემი იდეალიო ან მისი "ცირკი" პენალტისტის თაობაზე დაგავიწყდათ ამბობდა ერთზე,ურტყამდა მეორე.
ნოე
კაი რა?,ოთხივეს ხვიჩაზე მეტი აქვს ანაზღაურება და დი ლორენცო კიარსადაც არ აპირებდა წასვლას,ნუ ხედავთ,რისი დანახვაც გსურთ ,დაინახეთ როგორც არის.ყიდვა-გაყოდვის ფასებზე წავიდა პრეზიდენტის და მწვრთნელის მიერ თამაში და ხვიჩას "მენეჯერი"კი წინწასწრებით დათანხმდა, კვარაცხელიას ნიჭის ხარჯზე,მისი გუნდში დარჩენასაც და შედგენილი კონტრაქტის შინაარსს,იტალიელების მიერ ჩამოყალიბებულს .....ოთხი ტურით ადრე.ხალხური-ენაზე ვინ გექაჩებოდაო, არ გსმენიათ?
nk
ნეტა ვიცოდე რატო პანიკიორობთ. ეს როგორ აკადრეს და ამ სიაში არ ჩასვეს ?. . . . ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კვარა არ აპირებს არსად წასვლას წელს და რატო უნდა ჩაესვა ამ სიაში სპალეტის ? (ლორენცოს გარდა სამივეზე აქტიურად იწერება სხვადასხვა გუნდების დაინტერესებაზე და ალბათ ლორენცოსადმიც აქვთ ინტერესი (ან რატო არ უნდა ქონდეთ)). - აი ვინმე ძლიერი მარცხენა გარემარბის დამატებაზე თუ წავიდა ლაპარაკი, მერე კი ბატონო, შეგვიძლია უკვე ავნერვიულდეთ და ჯერჯერობით ყველაფერი კვარასთვის სასარგებლოდ ვითარდება. - და დაუნახაობა კიდე მეორე პრობლემაა . . კვარას 10ჯერ მაინც აქვს მომატებული იმასთან შედარებით რაც რუბინში იყო. (დავითაშვილის შემცვლელი იყო თავიდან რუბინში ! ) და ამის დამსახურება არა მარტო კვარას შრომისმოყვარეობა და ნიჭია, არამედ მწვრთნელი და თანაგუნდელები, რომლებისგანაც აშკარად ძალიან ბევრი რამე ისწავლა. -- და რატო გგონიათ, რომ სადაც არ უნდა გადავიდეს დაბრდღვნის ყველაფერს ? რატო ფიქრობთ, რომ ახალ გუნდში მწვრთნელი ისეთივე ნდობას გამოუცხადებს როგორც ნაპოლიში მოხდა ? (ინსინიე რომ დარჩენილიყო მინიმუმ 2ჯერ ნაკლებ დროს მიიღებდა და იგივე შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ტოპ გუნდში, სადაც უკვე კარგი მარცხენა გარემარბები ყავთ).
N
მე მგონი კვარა ისედაც არ აპირებს წასვლას, ის ოთხეული კი წასასვლელად ემზადება და მაგიტომაც თქვა ის 4 კაცი თორემ რას ნიშნავს კვარა მაგათთვის მგონი კარგათ იციან და თუ არ იციან მაშინ უნდა წავიდეს და მერე მიხვდებიან
ვასო 67
ეს თუ სიმართლეა, გამოირტყამს სპალეტი და ახიც იქნება
მ.ზ.
გვასიტყვავებენ,გვაბურთავებენ,როგორც სურთ . ერთს ამბობენ,სხვას ფიქრობენ ,და გამოსდით,და გამოსდით,ყველაფერი. ღარიბი ქვეყანა ვართ ჩვენივე ნიჭს არ ვაფასებთ ფეხბურთელებიც,მენეჯერებიც,ვაი პოლიტიკოსებიც,მცირედითაც კმაყოფილნი ვართ,რასაც გვარგუნებენ ოღონდ ,ოღონდ კუჭები ამოგვევსოს და ცოცხლები ვიყოთ,რა ყოფაში? არა აქვს მნიშვნელობა. უცოდინარობისა გამო ვართ ამნაირნი,მარტო სიტყვებით გვიყვარს სამშობლოც და მისი ინტერესებიც მარტო სიტყვებით არის დაცული ჩვენი დალოცვილი მიწა წყალი,წინაპრებისგან ავად თუ კარგად,უფრო ავად ,გონება სუსტად,საუბედუროდ,დანატოვარი ჩვენთვის დამპყრობმაც კი ,საქმით ვითომ ჩვენს მხარში მდგომთა ქმედებებს აღარ ვჩივივი,რომ გადმოგვიგდოს ორცხობილა " საჩუქრად", თუმცა არავინ არაფერს მოგცემს,უსასყიდლოდ-დამოუკიდებლობასაც ქვეყნისა,კეთილისმსურველ პარტნიორებსაც,ძალა ერთობაში-ასაც,რეალურად ობიექტურ აზროვნებასაც,დამღუპველად ჩვენივე თავებისათვის,გამოშტერებული წუწკებივით დავთმობთ, ერთ წამში, ნიჭიერებას ზოგიერთთ,ამა თუ იმ საქმეში, აღარ დავეძებ,სამშობლოს პრიორიტეტებზე ვიტყვი,დაუნდობლად ჩავაფურთხებთ ,ნათელ სულებში,საქართველოს თავისუფლებისთვის დაცემულ ღირსეულ მამულიშვილებს და ვადიდებთ პანთეონებით, უღირს მედროვეებს ,კარიერის მოყვარულთ,რომლებიც მტრის მიერ მორთმეულ ორცხობილას თუ შოლტს ერთნაირი მონდომებით შეირგებენ და ბაბაიას ძახილით,წაუგორდებიან მოძალადეს.საუბედუროდ ფაქტებითაა მტკიცებული ამგვარი ქცევები ,ჩვენსავე მიერ წარსულშიც,აწმყოშიც და ღმერთმა დაგვიფაროს .მომავალშიც,ვერ გამოვსწორდეთ....
utvinoebs
ინგლისურ ტოპ კლუბებში, თავდამსხმელებში იმხელა კონკურენციაა რომ კვარაცხელიას დღევანდელი სათამაშო ფორმით ძირითადში თამაში სანატრელი ექნება.
თენგო
სპალეტიმ იცის, რომ პრეზიდენტი ხვიჩას თვითონაც ვერ შეელევა და ამიტომ არ ჩასვა იმ ოთხ კაცში. ამაზე ნუ ვიდავებთ
კახა
კვარა და მესი ბარსაში.. რა სპექტაკლებს ვნახაავთ.
ორდე
ხვიჩა უნდა გადავიდეს ინგლისის ისეთ გუნდში, რომელსაც რეალურად ექნება ჩ/ლიგაზე გასვლის პრეტენზია. ჩემთვის საოცნებო ვარიანტი "ლივერპული" და "მან/სიტია", მაგრამ ჩვენ ხომ არ ვწყვეტთ!
იეა
ისედაც იცის რომ ხვიჩინიო კონკურსგარეშეა, და ამიტომ თხოვნა აღარ დახარჯა ისედაც გადაწყვეტილ საკითხზე
Charley
ამ არასწორ მელოტს ვინმე მეამიტი გონია? და არ იცის ვინ არის ამ ჩემპიონობის მთავარი შემოქმედი? ან მისი თავი უკვე კაპელო, ანჩელოტის ლეველზე დააყენა? ჩემი პირადი აზრით გუშინაც ნათლად გამოჩნდა ჯიბეში ჩაისვამს სიმონე ინძაგი ამას ტატქიკური მრავალფეროვნებით და ზოგადად სამწვრთნელო კლასით სხვა ტოპ პწვრტნელები რომ არ შე ადარო. კვარას არ დაფასებას რაც შეეხება უკეთესიც კი არის თუ ვიღაც ვიგინდარა მას იმ ფეხბურთელებში არ მოიაზრებს ვინც გუნდი არ უნდა დატოვოს, პირიქით წავიდეს აგერ კვარა სხვა გუნდში და მომდევნო სეზონში ნაპოლის წვალება-ჯახირს რომ შეხედავენ ეს უთუა რომ ასე იქნება. ე მერე დააფასებენ თურმე ვინ იყო ამ გუნდის გამქაჩი ლოკომოტივი, განსხვავების შემქმნელი და ტიტულის უმთავრესი მომტანი. ეს დაუნახავი დანაძირლები.
ასეა ეს
ვინ მოთვლის რამდენი სისულელეა დაწერილი მესიზე და კრიშტიანოზე.ჟურნალისტების უმრავლესობა იმიტომ იტყვილება რომ სტატიები კარგად გაეყიდოთ.
ძველი გულშემატკივარი
ეს ამბავი თუ მართალია, ძალიან კარგი იქნება! მომავალ წელს "ნაპოლის" გაჩემპიონების შანსი არ არის (მაქსიმუმ ოთხეულში მოხვდნენ) და ყველაფერს გადატეხავენ ხვიჩაზე.ამიტომ სჯობს გადავიდეს სხვა ქვეყნის ტოპ გუნდში: ინგლისი და გერმანია გამოირიცხა - ფიზიკურ თამაშზეა აწყობილი, ესპანეთი - უხეშია. დარჩა საფრანგეთი. თუ გაიჩითა "პსჟ" - ს ვარიანტი, იქნება დიდებული. მგონია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ქართველების სტილისთვია მორგებულია (მაგალითები სახეზეა).
ავთო
და რაა აქ გასაკვიირი კვარა ისედაც არ მიდის და მოთხოვა იმ ფეხბურთელების დატოვება ვისიც წასვლა თითქმის გარდაუვალია :). დაანებეთ სპალეტის თავი ამ კაცმა ათამაშა ეს ხალხი და გახდა ჩემპიონი ნაპოლი. არც კვარას არ ერჩის და პასი პასი რომ იძახით ერთი ფეხბურთელი დღეს თამაშს ვერ იგებს ესეც გაიგეთ :)
იღბალო
არა, ასე პირდაპირ ნუ გებულობთ. კვარას დარჩენა ისედაც ივეგმება. ამიტომაც არ გაამახვილეს ყურადღება. ეს იმ ფეხბურთელებს შეეხებათ, რომლებზეც მოთხოვნები ვრცელდებ სხვადასხვა გუნხებიდან. მარტივია ყველაფერი
ნიკა
ძაან კარგი, გადადი ხვიჩა სხვა გუნდში, ნაპოლისნაირი ეგოისტი ფეხბურთელები და მწვრთნელი არსად არ მინახავს, ერთი გულშემატკივრები ყავს ამ გუნდს კარგი და ქალაქი.
ბესო
რომ ვამბობდი, სპალეტის კვარაცხელია გუნდში არ უნდა - მეთქი, ერთი ამბავი ატყდა. ახლა მაინც დაიჯერეთ - კვარას "მიჩიხვა" მოედნის კუთხეში, ზოგიერთი ფეხბურთელის მიერ კვარას იგნორირება და პასის არ მიცემა, მისი დაცვაში სირბილის მოთხოვნა სპალეტისგან მოდის, თორემ მისი წაქეზების გარეშე ვინ გაბედავდა ასეთ საქციელს...რაც უფრო მალე წავა კვარა ნაპოლიდანმ მით უკეთესი, არადა, სულ ოსიმჰენის დანამატი იქნება
Mazzola
ხვიჩა მიდის ბარსაში. ოსიმენი კი - ბათუმის დინამოში))))
თენგო
სპალეტიმ იცის, რომ პრეზიდენტი ხვიჩას თვითონაც ვერ შეელევა და ამიტომ არ ჩასვა იმ ოთხ კაცში. ამაზე ნუ ვიდავებთ
ვასო
ხვიჩა და ოსიმენი ერთად ვეღარ დარჩებიან გუნდში. ნაპოლის ფული ჭირდება და ერთის გაყიდვა მაინც მოუწევს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
არანაირი ყურსასმენები, "ფლეისთეიშენი" და ხუმრობა ვარჯიშზე - სპალეტიმ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს აკრძალვები დაუწესა
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა