მიმდინარე ზაფხულს "პარი სენ ჟერმენში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პარიზულ კლუბს, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი დატოვებს, გარდა ამისა, "დედაქალაქელები" ნეიმარის გაყიდვასაც ეცდებიან.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდების ყურადღების ცენტრში იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ამერიკული გამოცემა პსჟ-ს სწორედ ქართველი გარემარბის შეძენას ურჩევს.

"ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, თუ რას გეგმავს "პარი სენ ჟერმენი", დიდი ალბათობით, მესი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ბუნდოვანია ნეიმარის მომავალიც. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პსჟ ახალი შემტევის ყიდვას შეეცდება, მათთვის რაფაელ ლეაო კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა პორტუგალიელმა "მილანთან" ხელშეკრულება ახლახანს გაახანგრძლივა.

მეორე ვარიანტი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. "ნაპოლი" მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ცხადია, "პარი სენ ჟერმენს" აღნიშნული მოთხოვნა ვერ შეაშინებს. ქართველ შემტევს თავისი საფირმო სტილი აქვს, მისი სამუშაო ეთიკა, პრესინგის თამაში და მენტალიტეტი კი ის თვისებებია, რაც პსჟ-ს ძალიან აკლია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

იოსებ
ჩემი მოკრძალებული აზრით, პარიზში გადასვლა დიდი შეცდომა იქნება. PSG-ში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, და ამავე დროს სრული ქაოსია. გუნდს არ გააჩნია არანაირი სტრატეგია. მარტო ფული არც არაფერს წყვეტს.
ხვიჩა კვარაცხელია.
ეგება მეც დამოტოვოთ, არჩევის საშუალება? უკვე ყელში ხართ ამოსულები! ნუ ერევით ჩემს საქმეში!
კაპიტან გარდენბურგი
რადგან იტალიაზე უარი თქვა სხვა კლუბში გადასვლაზე , მაშინ მგონია ხვიჩა მაგარი იქნებოდა რეალში, მაგრამ ჯერ მეც ადრე მგონია, უბრალოდ მერე სტიმული აღარ ექნება ალბათ სამომავლო ფეხბურთში. არადა თუ ანჩელოტი დარჩა, რამხელა გამოცდილებას შეიძენს. მომლედ თუ რეალში არ გადავა ამ ეტაპზე, მაშინ ლა ლიგაში სხვა გუნდი მარტო ვატსრლონაა და ალბათ ეგეც გამოირიცხა , რადგან რეალის გულშემატკივარია. საფრანგეთი სრული უაზრობაა ფეხბურთის კუთხით და დარჩა ინგლისი და გერმანია. ქედან ჩელსი უაზრობაა, ასევე ნიუკასლი რადგან არეული გუნდებია და კაცმა არ იცის სწორად მიუდგებიან თუ არა. ამიტომ ამ ეტაპზე ან ლივერპულში, კლოპთან, ან უკეთესი იქნებოდა ბაიერნში. უბრალოდ მგონი ეხლა იმათ არ სჭირდებათ მის პოზიციაზე დამატება და ამიტომ ისევ ლივერპული ალბათ. ნაპოლიში მართლა აურიეს ბოლოსკენ მიდგომებში
თაზო
და ვინისუისი სკამზე???
ჟორა გაბრიჭიძე
პსჟ-ეს ყავს დღეს მსოფლიოში არსებული 5-6 საუკეთესო ფეხბურთელიდან სამი, მაგრამ ვერაფერი მოიგო და საშუალო დონის კლუბს ჰგავს. ეს იმიტომ, რომ არაა შეკრული გუნდი. ერთი ლიდერი რომ ყავდეს და მის გარშემო იყოს მთელი გუნდი შეკრული, უკეთესი შედეგი ექნებოდა. ახლა ერთი ცენტრის ნაცვლად სამი ცენტრი აქვს და ყველა თავის საქმეს აკეთებს და არა გუნდის საქმეს. მე ასე ვხედავ მათი გაჭირვების მიზეზს.
las-s
დედაა, პირდაპირ კალთებს ახევს რა, ბარსა კვარაცხელიას არა?
gio
ყველაზე კარგი ლივერპული იქნება
las
კვარა რეალში ოღონდ ეხლა ბარსას ფანები არ გამომზეურდეთ :)
ტყიბულის მეშახტე
ოფიციალურად ვადასტურებთ აღნიშნულს!
ექსპერტ აკიას.
აკია გეცოდინება, ხვიჩას ყიდულობსო, ბოლნისის სიონიო და მართალია?
დათო
ზოგადად ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ბავარია თამაშობს და მანდ ვურჩევდი გადასვლას. უბრალოდ მიუხენელები იშვიათად იხდიან დიდ თანხებს, თორემ მუსიალა კვარას დუეტს ვინ შეაჩერებდა, თან არავინ მიუთითებდა დაცვაში იყავიო. პსჟ ყველაზე ცუდი ვარიანტია. ბავარია, რეალი, ბარსა, ლივერპული. ესენია სადაც გაილაღებს ხვიჩა.
bujanga
ყველაზე მეტად მგონი ხვიჩას სათამაშო სტილს სიტი მოუხდებოდა...გრილიშს მართლაც ათი თავით ჯობია...კვარა ჰალანდი დე ბრუინი...უძლიერესი ტრიო იქნებოდა როგორც თავის დროზე ჰოლანდიური ტრიო მილანში გულიტი რიიკარდი ვან ბასტენი...დიდხანს არ ჩამოვიდოდნენ საფეხბურთო სცენიდან ასეთი მებრძოლი ხალხი..თორემ კვარას თუ სათამაშო ამპლუა თუ არ შეიცვალა..ძაან დაიწევს მისი ეფექტიანობა..სპალეტი გასაგებია მისი ღარიბი სათამაშო ტაქტიკისთვის ასე იყენებს,მაგრამ მის განვიტარებას მხოლოდ ასეთი თამაში ნამდვილად არ გამოადგება
გიო
100% გეთანხმები. ერთს დავამატებ ან სპალეტი უნდა გამოიცვალოს და დარჩეს გაძლიერებულ ნაპოლში, რომელსაც ამბიციები ექნება ლიგაზე ან გადავიდეს ინგლისის პრემიერ-ლიგის გრანდში. კარგი იქნება ლივერპული, ორივე მანჩესტერი, არსენალი. ჩელსი და პსჟ არ მინდა. რეალი და ბარსაც კარგი იქნება. ხვიჩა უფრო გაიბრწყინებს მაგარ მწვრთნელთან და უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებთან.
იეა
უკვე გადაწყვეტილია
აკუას
ვაიმეეე, სად გავიცინოთ შენს "მდარე" ხუმრობაზე?
აკია
რამდენადაც ვიცი ნეიმარს ყიდულობს ტყიბულის “მეშახტე”(უკვე გადაწყვეტილია!), ხოლო მესის გაყიდვაზე პსჟ-ს მეპატრონეები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსთავის “მეტალურგის” მფლობელებთან…
მერაბი
ატლეტიკოში ან ინტერშია ხვიჩას ადგილი.
გოგა
აუ რას დახატავდა გვარდიოლა
Charley
ბოლო ორი თვის თამაშებიდან მეტ-ნაკლებად მეც შევიცვალე პოზიცია. თუ სპალეტი რჩება ნაპოლიში, მაშინ კვარას მაქედან წამოსვლა გამიხარდება. მაგრამ არა პსჟ-ში, რეალი, სიტი ან ლივერპული იდეალური იქნებოდა ნუ ბარსაც მაგრამ არამგონია ამათ ფინანსებში გაქაჩონ. ჩვენი ბიჭი მელოტასთან ვეღარ მოუმატებს მეტს, ამოწურა თავი ვფიქრობ სპალეტი-კვარას დუეტმა. მეორე სეზონშიც აუტის ხაზს მიწებებული და დაცვაში ნაპახავები კვარას ყურება ნაღდად აღარ მინდა. მე კი მგონია რამხელა განსხვავევაც დადო ხვიჩამ რუბინიდან ნაპოლში გადასვლით, იმაზე დიდ განსხვავებას დადებს ნაპოლიდან გრანდში როცა მას 3 კაცი ასე დაუსჯელად ვერ მიეკრება, ცენტრშიც მეტი კლასიანი ხალხი ეყოლება ვიდრე ლობოტკა, ანგისა, ლეზენსკი და ხვიჩა იქ ხელფეხს გაშლის შეტევაში და გაცილებით დამანგრეველი იქნება მისი შეტევითი პოტენციალი.
ლაშა
არავითარ შემთხვევაში, ხვიჩა არ უნდა გადავიდეს პსჟეში! პირველი რაც არის მურტალი ულტრასები ყავთ! მერე ევროპა კი ქვია, მაგრამ გაქანებული აფრიკის ჩემპიონატია!
არტ
არა და არა. პესეჟე გუნდი არ არის, ისევე, როგორც ჩელსი, უფრო ნაკლებადაცაა გუნდი. და კაცმა არ იცის, გუნდად ჩამოყალიბდება ოდესმე თუ არა.ამის გარდა, ფრანგული ლიგა ყველაზე უხეში ლიგაა. ჩემი აზრით, რომელიმე ინგლისური გრანდი ზედგამოჭრილი იქნება კვარასათვის. ლივერპული მაგალითად. გუნდი მოფერიანებულია ცუდი სტარტის შემდეგ, კლოპი განახლებას აპირებს, დევისის სასტარტოდან ამოგდება კვარას არ უნდა გაუჭირდეს, კლოპის სწრაფი ფეხბურთი კარგია კვარასათვის...
beqa
მაგ გუნდში არ გადახვიდე აიაჩო სოშოს თამაშებს ნუ მაყურებინებ
ბესო
არა მგონია ფრანგებმა ხვიჩა იყიდონ, თუმცა, თუ შეთავაზება იქნა, აუცილებლად უნდა დაეთანხმოს - სპალეტის ხელში ვერ გაიხარებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა