სუპერლიგის დებიუტანტი “კავკასია”, რომელმაც სუპერლიგაში პირველი სეზონი ჩაატარა, ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში ზესტაფონის “მარგვეთი” 98:83 (სტატისტიკა) დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი სეზონი საპრიზო ადგილზე დაასრულა.

თავის მხრივ, მარგვეთიც სუპერლიგის ახალი ბინადარია. მეგას სახელით ამ გუნდმა “ა” ლიგა 2 წლის წინ მოიგო და სუპერლიგაში მეორე სეზონს ატარებდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მეოთხედფინალიდან საჩემპიონო ამბიციის მქონე ოლიმპი გააგდო და თსუ-თან ნახევარფინალში იბრძოლა, თუმცა ფინალში ვერ გავიდა. ფინალთან ახლოს იყო კავკასიაც, თუმცა ბექა წივწივაძის გუნდს საჩემპიონო გზა რუსთაველებმა გადაუღობეს.

ბრინჯაოს მედლები ორივე გუნდისთვის კარგი შედეგი იქნებოდა და კავკასიელებმა ეს მისია შეასრულეს. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ კავკასიამ ინიციატივა მოიპოვა და მეტოქეს დიდ შესვენებამდე 9 ქულით გაექცა. მესამე პერიოდიდან ვითარება არ შეცვლილა. რაც დრო გადიოდა, კავკასიელები უპირატესობას უფრო დამაჯერებელს ხდიდნენ და საბოლოოდ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას მიაღწია.

შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. კავკასია დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე, რაშიც გუნდის თითოეული წევრის როლი მნიშვნელოვანი იყო. საუკეთესო შედეგი ჰქონდა კრის მაკნილს – 22 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. ნიკოლოზ გაფრინდაშვილმაც 22 ქულა ჩააგდო, 15 ქულა და 9 მოხსნა ილია ლონდარიძის ანგარიშზეა. ჯასტინ ფორესტმა სეზონის ბოლო მატჩი 12 ქულითა და 10 პასით დაასრულა. მარგვეთში 20 ქულა ჰქონდა ზაკ უოლტონს, 17 – ოთარ ბულიავას, მარქუს გილსონმა შეხვედრა 16 ქულით და 12 მოხსნით დაასრულა.

მატჩის შემდეგ გაიმართა ცერემონიალი, რომელზეც ბრინჯაოს მედლებით კავკასიელები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ნიკოლოზ დერიუგინმა დააჯილდოვა.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა