ოლიმპიური და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ძიუდოში ნაკრებს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად იტალიაში შეკრებაზე გაემგზავრება
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) ნაკრებს დაუბრუნდა და თვის ბოლოს გუნდთან ერთად იტალიაშიც მიემგზავრება შეკრებაზე.

ცირეკიძე დისციპლინის დარღვევისთვის ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ჩამოაშორა გუნდს. მიზეზი შეკრების გაცდენა იყო, როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მშობლიურ ქუთაისში ორი დღით ითხოვა წასვლა, მაგრამ იქ ჩასულმა ტელეფონი გამორთო (ყოველ შემთხვევაში - ის, რომელიც ფედერაციამ იცოდა) და დუშეთში მოწყობილი შეკრება საერთოდ გამოტოვა. დისციპლინის განუხრელი დაცვის მომხრე ავსტრიელმა მისი არგუმენტები არ მიიღო და გუნდიდან მოკვეთა.

ეტყობა, ამაში თავისი როლი სხვა რამემაც ითამაშა - ზაიზენბახერმა განაცხადა, ცირეკიძეს თუ ჩემი ვარჯიშები არ მოსწონს, შეუძლია, დამოუკიდებლად მოემზადოსო! მწვრთნელის თქმით, სპორტსმენი ძალიან ბევრ კითხვებს უსვამდა ლამის ყველა სავარჯიშო ნიუანსთან დაკავშირებით და თითქმის ყველაფერზე მოითხოვდა ახსნა-განმარტებას. ავსტრიელმა მაშინვე დასძინა, რომ ცირეკიძეს მსოფლიოს პირველობაზე წასვლის შანსი მაინც რჩებოდა და მას ბოლო შეკრებაზე თან გაიყოლებდა.

გუნდი კვირას დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც ხანგრძლივი შეკრება გაიარა და ზაიზენბახერმაც სიტყვა შეასრულა - ქართული ძიუდოს ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი კვლავაც ძირითად შემადგენლობასთან ვარჯიშობს და თვის ბოლოს ნაკრებს იტალიაშიც გაჰყვება ერთობლივ შეკრებაზე.

"ორი შეკრების განმავლობაში ცირეკიძე ცალკე ვარჯიშობდა თავისი გეგმით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ის გრაფიკია, რამაც მას ამხელა ტიტულები მოაპოვებინა. ის ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, კარგად გრძნობს საკუთარ თავს და მჯერა, კარგად მოემზადებოდა", - განაცხადა ზაიზენბახერმა.

თავად ცირეკიძემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე თბილისში ვვარჯიშობდი აქ დარჩენილ გუნდთან ერთად, აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით. იაპონიაში წასვლის წინ ზაიზენბახერმა მათ მოსამზადებელი გეგმა დაუტოვა და წვრთნებიც იმის მიხედვით მიდიოდა. ამიტომ არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს ჩემსა და იაპონიაში ნამზადებ ხალხს შორის. გუნდი სულ ორი დღის დაბრუნებულია თბილისში და მწვრთნელს ჯერ არაფერი უთქვამს ჩემს მომზადებაზე, კმაყოფილია თუ არა, თუმცა მე კი მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. ვნახოთ, წინ კიდევაა დარჩენილი იტალიის შეკრება, სადაც უფრო მოვუმატებ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ამ მხრივ ყველაფერი მოგვარდა, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს."

ამით ცირეკიძეს მართლაც მიეცა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შანსი, რომელიც 23-27 აგვისტოს პარიზში გაიმართება.

ბებერიკუ
წასული იყო? :)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა