"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მუდამ ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია.

ცნობილმა გამოცემა AS-მა "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩამდე (1:0) "ღამურების" 22 წლის კარის დარაჯის შესახებ დაწერა, სადაც გიორგის მამაზე, დავით მამარდაშვილზეც ვკითხულობთ.

"2005 წლის გაზაფხულზე, როდესაც გიორგი 4 წლის იყო, მამამისი მასთან ერთად თბილისის ერთ-ერთ პარკში ბურთით თამაშობდა. იმ დრისთვის, დავითი უკვე კარგი მეკარე იყო, მას "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ნათამაშები.

მამა-შვილი ინგლისის პრემიერლიგასა და სხვა ევროპულ ტურნირებს თვალყურს ერთად ადევნებდნენ. დავითს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირებზე თამაშის შანსი აღარ ექნებოდა და თავისი ყველა ოცნება შვილს დაუკავშირა. ის მას პირადად ავარჯიშებდა და მოტივაციას აძლევდა.

გიორგი კი იზრდებოდა და მისი პროგრესი მამამისს იმედებს აძლევდა. 17 წლის ასაკში, გიორგის საყვარელი მეკარე მანუელ ნოიერი გახლდათ. მამარდაშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ჯერ "რუსთავში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი თბილისის "ლოკომოტივში". 2020 წლის სექტემბერში, "გრანადასთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში მის თამაშს თვალყური სატრანსფერო ექსპერტმა ანტონიო ლოპესმა მიადევნა. მიუხედავად (0:2) მარცხისა, ახალგაზრდა მეკარემ არაერთი რთული მოგერიება შემოგვთავაზა.

გიორგის უფრო ახლოს გასაცნობად ანტონიო ცოტა ხნით საქართველოში გაემგზავრა. როდესაც დარწმუნდა, რომ საქმე ნამდვილ ტალანტთან ჰქონდა, "ვალენსიას" შესთავაზა და უწოდა "ბრილიანტი", რომელსაც დამუშავება სჭირდებოდა. "ღამურები" ლოპესს 4 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაუკავშირდნენ და ტრანსფერზე თანხმობა განუცხადეს.

ამ გარიგების დახურვა მარტივი არ იყო, რადგან თბილისში ესპანეთის საელჩო არ არსებობდა და ყველა პროცედურა სტამბულში ტარდებოდა. პატერნაში ჩამოსვლის დროს კი "მამარდამ" ესპანური საერთოდ არ იცოდა.

სწორ დროს სწორ ადგილას

მოედანზე და სპორტდარბაზში თანაგუნდელებთან სასაუბროდ ის ცდილობდა ესპანური საბაზისო დონეზე მაინც ესწავლა. იღბალიც მის მხარეს იყო, რადგან სილესენისა და ხაუმეს ტრავმებმა ქართველს პირველ გუნდში მოსახვედრად კარი გაუღო. ბორდალასმა მამარდაშვილს ნდობა გამოუცხადა, დანარჩენი კი თავად ახალგაზრდა მეკარეზე იყო დამოკიდებული. იმისთვის, რომ "ვალენსიას" შეუცვლელი ფეხბურთელი გამხდარიყო, მხოლოდ რამდენიმე მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მისი პროგრესი იმდენად შესამჩნევი გახლდათ, რომ "ღამურებმა" კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივეს და გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო ჩაწერეს. ბიჭი, რომელიც ესპანეთში ფაქტობრივად თითის წვერებზე ჩამოვიდა, უკვე ვარსკვლავი იყო. უკეთეს ისტორიას ჰოლივუდის სცენტარისტიც კი ვერ მოიფიქრებდა. კონტრაქტის გაფორმების დღეს, გიორგიმ მამას დაურეკა, დავითი ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეების მწვრთნელია. "მამა, ჩვენ ეს შევძელით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა", - უთხრა გიორგიმ მამამისს. დღეს დავითი მადრიდის "რეალთან" შეხვედრას საკუთარ შვილთან ერთად ტელევიზორში ვერ უყურებს, რადგან გიორგი ამ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება, ზუსტად ისე, როგორც ამაზე მამამისი ოცნებობდა", - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, "ვალენსია" "რეალთან" გამარჯვების შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, "ღამურები" მომდევნო ტურის მატჩს 25 მაისს, "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავენ.

სიმართლე
თბილი, გულისამაჩუყებელი და იმავდროულად რეალობის ამსახველი სტატიაა. წარმატებები ჩვენს საამაყო მამარდას!
სოსო
კარგი მამა იქნები,ლევან!
თენგო
მამარდაშვილმა რეალს მოუგო ფიზიკური, ტექნიკური და მორალური ომი. ბენზემას კი სუპერ რევანში აუღო
ელგუჯა
უკაცრავად, შემთხვევით მომიხვდა დისლაიქზე, მაგარი ხარ გიორგი, წარმატებები...
სტუმარი
თბილი სტატიაა, ოღონდ ვალენსია მალიორკას ეთამაშება შემდეგ ტურში, და არა რაიო ვალეკანოს. რაიოსთან რეალი თამაშობს სახლში.
ქომაგი
გთხოვთ რა გადაიღეთ ფილმი, ამ ბიჭებზე! დამიჯერეთ, ბევრი ბავშვისთვის მომავლის მოტივატორი იქნება!
Levani
ისე ტოტალიზატორში და უბანში ბესედკაზე გატარებულ საათებს ხო ჯობია ვისაც შვილები გყავთ ავარჯიშეთ,სულ ერთია ბიჭი თუ გოგო. ვისაც არა გყავთ თქვენ თვითონ ივარჯიშეთ- მოსაწევი "ისე ცუდი" არ არის და ა.შ. ფსიქოლოგია უნდა შეცვალოს არა იმან რო ვინც ეწევა დაიჭირონ, არამედ იმან რო- ვინც ეწევა და სვამს სუსტია და ვინც ვარჯიშობს და ფორმაშია კაი ტიპია.
ქ. გ.
ცრემლები ვერ შევიკავე.
ჩელენჯერი
კარგი მამის კარგი შვილი.
გიორგი
თქვენმა ოჯახმა იმრავლოს და გაიხაროს ქართველების გახარებისთვის !!!
ebela
genacvale dzaan magari bichi xar saqartvelos namdvilad udzlieresi mekare eyoleba minimum 12 celi
ალესანდრო
ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, გიო შენ სასწაული ბიჭი ხარ!
გიო
გენაცვალეთ ქართულ ჯიგარში მამა-შვილს....................
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო